ბიბლია, მეორე რჯული, თავი 13. is available here: https://www.bible.promo/chapters.php?id=10166&pid=7&tid=1&bid=45
Holy Bible project logo icon
FREE OFF-line Bible for Android Get Bible on Google Play QR Code Android Bible

Holy Bible
for Android

is a powerful Bible Reader which has possibility to download different versions of Bible to your Android device.

Bible Verses
for Android

Bible verses includes the best bible quotes in more than 35 languages

Pear Bible KJV
for Android

is an amazing mobile version of King James Bible that will help you to read this excellent book in any place you want.

Pear Bible BBE
for Android

is an amazing mobile version of Bible in Basic English that will help you to read this excellent book in any place you want.

Pear Bible ASV
for Android

is an amazing mobile version of American Standard Version Bible that will help you to read this excellent book in any place you want.

BIBLE VERSIONS / ბიბლია / ძველი აღთქმა / მეორე რჯული

ბიბლია - ძველი ქართულით

რიცხვნი მეორე რჯული იესო ნავეს ძე

თავი 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 19 20 21 22 23 24 25 26 27 28 29 30 31 32 33 34

1 უკუეთუ აღ-ვინმე-დგეს შენ შორის წინაწარმეტყუელი, ანუ ჩუენებისმხილველი,

2 და აჩუენოს რაჲმე სასწაული საცთურებისაჲ თქუენ შორის და თქუას: მოვედით და მივიდეთ ჩუენ ღმერთთა უცხოთა, რომელ-იგი თქუენ არა იცოდეთ, თქუას: ვმსახურებდეთ მათ.

3 ნუ ისმენთ სიტყუათა მის წინასწარმეტყუელისათა, ნუცა მის ჩუენებისმხილველისათა, რამეთუ გამოცდით გამოგცდის თქუენ უფალი ღმერთი თქუენი, გიყუარდეს თუ თქუენ უფალი ღმერთი თქუენი ყოვლითა გულითა თქუენითა და ყოვლითა გონებითა თქუენითა.

4 არამედ შენ უფალსა ღმერთსა შენსა ხოლო შეუდეგ და მისა გეშინოდენ და მცნებათა მისთა იმარხევდით და ჴმისა მისისაჲ ისმინეთ და მას მხოლოსა შეეყვენით.

5 და წინაწარმეტყუელი იგი, გინა ჩუენებისმხილველი იგი სიკუდილით მოკუედინ, რამეთუ საცთურსა იტყოდა, რათამცა გაცთუნა შენ უფლისაგან ღმრთისა შენისა, რომელმან გამოგიყვანა შენ ქვეყანით ეგჳპტით და გიჴსნა შენ სახლისაგან კირთებისაჲსა, რათამცა განგაშორა შენ მან გზისა მისგან, რომელ გამცნო შენ უფალმან ღმერთმან შენმან, რათამცა ხვიდოდე შენ მას და აღიჴოცენ უკეთურებანი იგი თქუენ შორის.

6 უკუეთუ გლოცვიდეს შენ ძმაჲ შენი მამითი, გინა თუ დედით, გინა თუ ძე შენი, გინა თუ ასული შენი, გინა თუ ცოლი შენი, რომელი იყოს წიაღთა შენთა, ანუ თუ მეგობარი შენი, რომელი სწორი იყოს თავისა შენისაჲ ფარულად და გეტყოდის: გუალე, მივიდეთ, და ვმსახუროთ ღმერთთა უცხოთა, რომელ არა იცოდე შენ, არცა მამათა მათ შენთა.

7 სამსახურებელთა მათგან წარმართთაჲსა, რომელნი იყვნენ გარემოჲს თქვენსა, მახლობელნი, გინა თუ შორიელნი, კიდითგან კიდედმდე ქუეყანისა, არა ჯერ-იჩინო მისლვაჲ მის თანა, არცაღა ისმინო მისი.

8 არა ჰრიდოს თუალმან შენმან, არცაღა გეწყალოდის იგი, არცაღა დაუფარო მას,

9 არამედ მხილებით ამხილო მას და ჴელი შენიღა პირველად შეხებულ იყავნ მოკლვად მისა, მაშინღა ჴელნი ყოვლისა ერისანი.

10 და ქვაჲ დაჰკრიბონ მას და მოკუედინ, რამეთუ იზრახა განშორებად შენი უფლისაგან ღმრთისა შენისა, რომელმან მოგიყვანა შენ ქუეყანით ეგჳპტით სახლისა მისგან კირთებისა.

11 და ყოველსა ისრაჱლსა, რომელსა ესმეს, შეეშინოს და არღარა შესძინონ ყოფად ესევითარი სიტყუაჲ ბოროტი თქუენ შორის.

12 უკეთუ გესმეს შენ ერთისა ქალაქთაგანისაჲ, რომელი-იგი უფალმან ღმერთმან მოგცეს შენ სამკვიდრებელად და თქუენ,

13 ვითარმედ კაცნი უსჯულონი განვიდეს ჩუენგან და გადააქცინეს ყოველნი იგი მკვიდრნი მის ქალაქისანი და ჰრქუეს: მოვედით და ვმსახუროთ ღმერთთა უცხოთა, რომელ-იგი თქუენ არა იცოდეთ.

14 გამოიძიო, გამოიკულიო ეგევითარი იგი, გამოიკითხო ფრიად და თუ ჭეშმარიტად ყოფილ იყო სიტყუაჲ იგი ბილწებისაჲ თქუენ შორის,

15 მოსრვით მოისრნეთ მკვიდრნი იგი მის ქალაქისანი პირითა მახვილისაჲთა. და დაწყევით დასწყევნეთ იგინი და ყოველივე, რაჲცა იყოს ქალაქსა მას შინა და საცხოვარი მათი მოსრათ პირითა მახვილისაჲთა.

16 და ყოველი მონაგები მათი გამოჰკრიბო გზასა წარსავალთა მათთასა, და ქალაქნი იგი მათნი, და ყოველი იგი ნატყუენავი და მონაგები მათი, რომელ გამოგეკრიბოს დაწვით ცეცხლითა წინაშე უფლისა ღმრთისა თქუენისა და იყავნ იგი ოჴერ უკუნისამდე ჟამთა და ნუღარა აღიშენებინ.

17 და ნუცარაჲ შეგეხებინ ჴელთა შენთა ჭურჭელისა მისგან მისისა, რამეთუ წყეულ არს, რათა მოიქცეს, უფალი რისხვისა, მისგან გულისწყრომისა მისისა და შეგიწყალოს შენ და განგამრავლოს შენ, ვითარცა ეფუცა უფალი მამათა მათ შენთა.

18 უკეთუ ისმინო შენ ჴმაჲ უფლისა ღმრთისა შენისაჲ და დაიცვნეთ ყოველნი მცნებანი მისნი, რომელსა-ესე მე გამცნებ შენ დღესდღე, უკეთუ ჰყო კეთილი და სათნოებაჲ წინაშე უფლისა ღმრთისა შენისა.

<< ← Prev Top Next → >>