ბიბლია, მეორე რჯული, თავი 15. is available here: https://www.bible.promo/chapters.php?id=10168&pid=7&tid=1&bid=45
Holy Bible project logo icon
FREE OFF-line Bible for Android Get Bible on Google Play QR Code Android Bible

Holy Bible
for Android

is a powerful Bible Reader which has possibility to download different versions of Bible to your Android device.

Bible Verses
for Android

Bible verses includes the best bible quotes in more than 35 languages

Pear Bible KJV
for Android

is an amazing mobile version of King James Bible that will help you to read this excellent book in any place you want.

Pear Bible BBE
for Android

is an amazing mobile version of Bible in Basic English that will help you to read this excellent book in any place you want.

Pear Bible ASV
for Android

is an amazing mobile version of American Standard Version Bible that will help you to read this excellent book in any place you want.

BIBLE VERSIONS / ბიბლია / ძველი აღთქმა / მეორე რჯული

ბიბლია - ძველი ქართულით

რიცხვნი მეორე რჯული იესო ნავეს ძე

თავი 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 19 20 21 22 23 24 25 26 27 28 29 30 31 32 33 34

1 მეშვიდესა წელსა ჰყოდი მისატევებელი იგი შენი.

2 და ესე ბრძანებაჲ არს მიტევებისა მის, მიუტეო შენ ყოველი თანანადები შენი, რაჲცა თანა-ედვას მოყუასსა შენსა და ძმასა შენსა, რამეთუ მიტევებაჲ წოდებულ არს უფლისა ღმრთისა შენისა.

3 უცხოთესლსა მას და შორიელსა არა მიუტეო, არამედ მოჰჴადო, რაჲცა თანა-ედვას, მოყუასსა მას და ძმასა მიუტეო,

4 რათა არავინ იპოოს შენ შორის ნაკლულევან, რათა მისთჳს კურთხევით გაკურთხოს შენ უფალმან ღმერთმან შენმან, მოგცეს შენ მკვიდრთბით დამკვიდრებად მას ზედა,

5 უკუეთუ სმენით ისმინოთ ჴმაჲ უფლისა ღმრთისა თქუენისაჲ და დაიმარხნე და ჰყვნე ყოველნი იგი მცნებანი, რომელსა მე გამცნებ შენ დღესდღე.

6 და გაკურთხოს შენ უფალმან ღმერთმან შენმან, ვითარცა-იგი გეტყოდა შენ და ავასხებდე ნათესავთა მრავალთა, ხოლო შენ არა ავასხებდე და ჰმსთავრობდე შენ ნათესავთა შორის მრავალთა, ხოლო შენ ზედა არავინ მთავრობდეს.

7 უკეთუ ვინმე იყოს შენ შორის ნაკლულევანი ძმათა შენთაგანი რომელსავე ერთსა ქალაქთა შენთაგანსა, არა გარე მიიქციო ბული შენი მისგან, არცაღა კრულ-ჰყო ჴელი შენი ძმისა მის შენისა ნაკლულევანისა.

8 არამედ ჴსნილ-ჰყო ჴელი შენი მისთჳს და ავასხო მას, რავდენცა უჴმდეს.

9 იგულე თავი შენი, ნუუკუე იყოს სამე დაფარულ სიტყუაჲ უშჯულოებისაჲ გულსა შინა შენსა და სთქუა: მოახს წელი იგი მეშვიდე წელიწადი იგი მიტევებისაჲ და თუალძვირ იქმნე ძმისა მის შენისა ნაკლულევანისა, და არა რაჲ სცე მას და ღაღადებდეს უფლისა მიმართ შენთჳს და იყოს შენდა ცოდვა დიდ.

10 მიცემით მისცე მას, რავდენცა აკლდეს და არა შესწუხნე გულითა შენითა შემდგომად მიცემისა მის შენისა, რამეთუ ამისთჳს გაკურთხოს შენ უფალმან ღმერთმან შენმან ყოველთა მათ საქმეთა შინა შენთა და ყოველსა მას ზედა, რომელსა შეახო ჴელი შენი.

11 რამეთუ არასადა მოაკლდეს ნაკლულევანისაგან, ამისთჳს გამცნებ შენ და გეტყვი: ჴსნით ჴსნილ-ყავ ჴელი შენი ძმისა მის შენისა ნაკლულევანისათჳს და გლახაკისათჳს, რომელი-იგი იყოს ქუეყანასა შენსა.

12 უკუეთუ იყიდო ვინმე შენ ძმათა შენთაგანი თავისი სჯულის მონა ნასყიდი, ან მჴევალი ებრაელი, ანუ მამაკაცი, ანუ დედაკაცი, ექუს წელ გმსახუროს შენ და წელსა მას მეშვიდესა გამოავლინო იგი შენგან განთავისუფლებული.

13 და რაჟამს გამოავლინებდე მას შენგან განთავისუფლებულსა, არა გამოავლინო იგი შენგან ჴელცუდად,

14 არამედ აღგებით აღაგო იგი: საცხოვართა შენთაგან, და იფქლისა შენისაგან და საწნეხელისა შენისაგან მისცე მას, რათა გაკურთხოს შენ უფალმან ღმერთმან შენმან.

15 მოიჴსენე, რამეთუ შენცა დამონებულ იყავ ქუეყანასა მას ეგვიპტისასა და გიჴსნეს შენ უფალმან შენმან, ამისთჳს გამცნებ შენ სიტყუათა ამათ.

16 უკეთუ გრქუას შენ, ვითარმედ: არა განვალ შენგან, რამეთუ შეგიყუარე შენ და სახლი შენი და კეთილი შენი მეყო მე შენგან.

17 მოიღო შენ სადგისი და დააპყრა ყური მისი კარსა, და განჴურიტო იგი და იყოს იგი შენდა მონა უკუნისამდე და ეგრეცა მსგავსად მჴევალსა მას უყო.

18 არა ფიცხელ გიჩნდეს წინაშე შენსა, რაჟამს გამოავლინებდე შენგან განთავისუფლებულსა, რამეთუ წელიწდეულად სასყიდელითა მორეწისაჲთა გმსახურებდა შენ ექუს წელ და გაკურთხოს შენ უფალმან ღმერთმან შენმან ყოველთა მათ საქმეთა შენთა, რომელსაცა იქმოდე.

19 ყოველივე პირმშოჲ, რომელი იშვეს ზროხათა შენთაჲ, გინა თუ ცხოვართაჲ უპედი, განწმიდო შენ უფლისა ღმრთისა შენისათჳს, არა აქმნიო ჴარი იგი პირმშოთა შენთაჲ და არცა მოჰრისო ცხოვარი იგი პირმშოთა შენთაჲ.

20 არამედ წინაშე უფლისა ღმრთისა შენისა შეშჭამო იგი წლითი წლად ადგილსა მას, რომელი გამოირჩიოს უფალმან ღმერთმან შენმან, შენ და სახლეულთა შენთა შეჭამეთ იგი.

21 უკუეთუ ბილწ რაჲმე იყოს მის თანა, ბრმა იყოს, ანუ ყრუ იყოს, ანუ მკელობელი იყოს, ანუ სხუა რაჲმე ბოროტ სიხაშმე იყოს მის თანა, არა დაუკლა იგი უფალსა ღმერთსა შენსა,

22 არამედ ქალაქთა შინა შენთა შეშჭამო იგი, წმიდამან და არაწმიდამან ზოგად. შეჭამონ ვითარცა ქურციკი და ვითარცა ირემი.

23 ხოლო სისხლი მისი არა შეშჭამოთ, არამედ ვითარცა წყალი დასთხიოთ იგი ქუეყანასა ზედა.

<< ← Prev Top Next → >>