ბიბლია, მეორე რჯული, თავი 18. is available here: https://www.bible.promo/chapters.php?id=10171&pid=7&tid=1&bid=45
Holy Bible project logo icon
FREE OFF-line Bible for Android Get Bible on Google Play QR Code Android Bible

Holy Bible
for Android

is a powerful Bible Reader which has possibility to download different versions of Bible to your Android device.

Bible Verses
for Android

Bible verses includes the best bible quotes in more than 35 languages

Pear Bible KJV
for Android

is an amazing mobile version of King James Bible that will help you to read this excellent book in any place you want.

Pear Bible BBE
for Android

is an amazing mobile version of Bible in Basic English that will help you to read this excellent book in any place you want.

Pear Bible ASV
for Android

is an amazing mobile version of American Standard Version Bible that will help you to read this excellent book in any place you want.

BIBLE VERSIONS / ბიბლია / ძველი აღთქმა / მეორე რჯული

ბიბლია - ძველი ქართულით

რიცხვნი მეორე რჯული იესო ნავეს ძე

თავი 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 19 20 21 22 23 24 25 26 27 28 29 30 31 32 33 34

1 არა იყოს მღდელთა მათ ძეთა ლევისთა, ვითარცა სხუათა მათ ნათესავთაჲ ნაწილ და სამკვიდრებელ შორის ისრაჱლსა, არამედ შესაწირავნი იგი უფლისანი იყვნედ ნაწილად მათა და მას ჭამედ.

2 ხოლო სხუაჲ ნაწილი არა აქუნდეს, არამედ უფალი ნაწილ იყავნ

3 მღდელთა მათ ერისა მისგან, რომელნი-იგი შესწირვიდენ მსხუერპლთა მათ, გინა თუ ზუარაკსა, გინა თუ ცხოვარსა, მიეცენ მღდელსა მას ნაწილად აღსაბმელი და ღაწუნი კოჭანითურთ.

4 და პირველ იფქლისაჲ და ღვინისაჲ და ზეთისაჲ და პირველი ნარისუელი ცხოვართა შენთაჲ მისცე მას.

5 რამეთუ იგი გამოირჩია უფალმან ღმერთმან შენმან თავისა თჳსისა ყოველთაგან ნათესავთა დადგინებად მისა მსახურებად უფლისა, იგი და ძენი მისნი ძეთაგან ისრაჱლისათა ყოველთა დღეთა ცხორებისა მათისათა.

6 მო-თუ-ვინმე-ვიდეს ლევიტელი ერთი, რომლისავე ქალაქისა ძეთა მათ ისრაჱლისათა, სადაცა ვინ დამკვიდრებულ იყოს და რამეთუ გულმან ჰრქუა მას მოსლვად და მსახურებად ადგილსა ამას, რომელი-იგი გამოირჩია უფალმან

7 სამსახურებულად უფლისა ღმრთისა, ვითარცა ყოველთა ამათ ძმათა ძეთა ლევიტელთა, რომელნი დგენ წინაშე უფლისა.

8 ეგრეცა მას მიეც ნაწილი საჭმლად, გარნა სასყიდელისა მისგან ნათესავთაჲსა არა სცე მას.

9 უკეთუ შეხვიდე შენ ქუეყანასა მას, რომელი-იგი უფალმან ღმერთმან მოგცეს შენ, ნუ ისწავებ შენ საქმედ მსგავსად ბილწებისა მის მათ წარმართთაჲსა.

10 ნუ ვინ იპოვებინ შენ შორის, რამეთუ შესწვიდეს ძესა თვისსა, გინა თუ ასულსა თჳსსა ცეცხლითა, ანუ თუ იმისნიდეს მისნობითა, ანუ ჰავსა იზმნიდეს ჰავთა ზმნითა, ანუ წამლებდეს წამლითა,

11 ანუ გრძნეულ გრძნებითა, ანუ თუ ულუკთმკითხველი, ანუ სასწაულით მკუდართა მკითხველი.

12 რამეთუ ბილწი არს წინაშე უფლისა ღმრთისა შენისა, რომელი იქმოდის ამას ყოველსა, რამეთუ ამის ყოვლისა ბილწებისათჳს მოსრნა იგინი უფალმან ღმერთმან შენმან პირისაგან შენისა.

13 არამედ სრულ იყავ შენ წინაშე უფლისა ღმრთისა შენისა.

14 ხოლო წარმართნი ესე, რომელნი შენ დაიმკვიდრნე, ჰავის ზმნთა და მისნობათა აღრეულ იყვნეს, ხოლო შენ არა ეგრე გამცნო უფალმან ღმერთმან შენმან.

15 რამეთუ წინაწარმეტყუელი ერთი აღგიდგინოს შენ უფალმან ღმერთმან შენმან ძმათაგანივე შენთაჲ, ვითარცა-ესე მე მისი.

16 ისმინეთ მსგავსად ყოვლისა მის, რომელი-იგი ითხოვე უფლისა ღმრთისა შენისაგან ქორებს ჟამსა მას შეკრებისასა, რამეთუ სთქუათ: არღარა შევსძინოთ ჩუენ სმენად ჴმისა მის უფლისა ღმრთისა ჩუენისაჲსა. და ცეცხლი ესე დიდი არღარა ვიხილოთ მერმე, რათა არღარა მოვწყდეთ.

17 და მომიგო უფალმან და მრქუა მე: მართლიად მოგიგეს სიტყუაჲ ეგე, რომელსა იტყოდეს. აწ

18 წინაწარმეტყუელნი აღუდგინო მათ ძმათაგანვე თჳსთა, ვითარცა-ეგე შენ და მივსცნე მე სიტყუანი ესე ჩემნი პირსა მისსა და ეტყოდის მათ ყოველთავე მცნებათა ჩემთა.

19 და იყოს კაცი იგი, რომელმან არა ისმინნეს ყოველნი იგი სიტყუანი მის წინაწარმეტყუელისანი, რომელსა-იგი ეტყოდის სახელითა ჩემითა.

20 მე შური ვიძიო მისგან და წინაწარმეტყუელი, რომელი უშჯულოებდეს და იტყოდის სახელითა ჩემითა სიტყუასა, რომელ მე არა უბრძანე მას სიტყუად და ანუ თუ ეტყოდის სახელითა ღმერთთა უცხოთაჲთა, სიკუდილით მოკუდეს იგი წინაწარმეტყუელი.

21 უკეთუ სთქუა გულსა შენსა, ვითარ მე უწყოდით სიტყუაჲ იგი უფლისა,

22 რომელსა-იგი უფალი არა ეტყოდის წინასწარმეტუელსა მას? სიტყუასა, რომელ-იგი იტყოდის წინაწარმეტყუელი იგი სახელით უფლისათა და სიტყუაჲ იგი არა იყოს მსგავსად წინაწარმეტყუელებისა მის მისისა, რომელსა-იგი ეტყოდა მას უფალი ღმერთი, ნუ შეუდგებით, რამეთუ უსჯულოებით მით თავისა თვისისაჲთა იტყოდა ცრუწინაწარმეტყუელი იგი.

<< ← Prev Top Next → >>