ბიბლია, მეორე რჯული, თავი 20. is available here: https://www.bible.promo/chapters.php?id=10173&pid=7&tid=1&bid=45
Holy Bible project logo icon
FREE OFF-line Bible for Android Get Bible on Google Play QR Code Android Bible

Holy Bible
for Android

is a powerful Bible Reader which has possibility to download different versions of Bible to your Android device.

Bible Verses
for Android

Bible verses includes the best bible quotes in more than 35 languages

Pear Bible KJV
for Android

is an amazing mobile version of King James Bible that will help you to read this excellent book in any place you want.

Pear Bible BBE
for Android

is an amazing mobile version of Bible in Basic English that will help you to read this excellent book in any place you want.

Pear Bible ASV
for Android

is an amazing mobile version of American Standard Version Bible that will help you to read this excellent book in any place you want.

BIBLE VERSIONS / ბიბლია / ძველი აღთქმა / მეორე რჯული

ბიბლია - ძველი ქართულით

რიცხვნი მეორე რჯული იესო ნავეს ძე

თავი 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 19 20 21 22 23 24 25 26 27 28 29 30 31 32 33 34

1 გან-თუ-ხვიდოდი შენ წყობად მტერთა შენთა და იხილო მუნ ვაშტი და მჴედრები და გუნდები ერთა მრავალთაჲ უძლიერესი შენსა, ნუ გეშინინ მათგან, რამეთუ უფალი ღმერთი შენ თანა არს, რომელმან გამოგიყვანა შენ ქუეყანით ეგვიპტით.

2 და იყოს, რაჟამს მიეახლო შენ ადგილსა მას განსაწყობელსა, წარდგეს მღდელთმოძღუარი იგი

3 და თქუას: ისმინე, ისრაჱლო, თქუენ გამოსრულ ხართ, ეგრე, დღეს წყობად მტერთა მათ თქუენთა, ნუ და აღჴსნდებიედ გულნი თქუენნი, ნუცა გეშინინ მათგან, ნუ დაბრკოლდებიედ გულნი თქუენნი, ნუცა დაჰრიდებთ პირსა მათსა,

4 რამეთუ უფალი ღმერთი თქუენ თანა არს, რომელი წინაგიძღვის თქუენ, რათა სძლოთ დაცემად მტერთა თქუენთა და განგარინნეს თქუენ ჴელთაგან მათთა,

5 მერმე წარდგენ შჯულისმწიგნობარნი იგი, ეტყოდიან ერსა მას და ჰრქუან: ეშენოს თუ ვისმე კაცსა თქუენგანსა სახლი ახალი და სატფური არა ეყოს მას შინა, განვედინ ჩუენგან და მიიქეცინ მუნ სახიდ თვისა, ნუუკუე მოკუდეს წყობასა მას შინა და სხუაჲ კაცი მოვიდეს და სატფურ იყოს მას შინა.

6 და ესხას თუ ვინმე კაცსა რქაჲ და არღა ეხაროს მისგანი, წარვიდეს და მიიქცეს სახიდ თვისა, ნუუკუე მოკუდეს წყობასა მას შინა, და სხუაჲ კაცი მოვიდეს და იხარებდეს მას.

7 და ეთხოვოს თუ ვისმე კაცსა ცოლი და არღა შეერთოს, წარვედინ და მიიქეცინ სახიდვე თვისა. ნუუკუე მოკუდეს წყობასა მას და სხუამან კაცმან შეირთოს ცოლი იგი მისი.

8 მერმე შესძინოს მწიგნობართა მათ ერისა მის მიმართ და თქუან, იყოს თუ ვინმე კაცი გულმედგარ და შეშინებულ იყოს გული მისი, წარვედინ და მიიქეცინ სახიდ თვისა, რათა არა მედგროს გული ძმისაჲ მის, ვითარცა-იგი მისი იყოს შეშინებულ.

9 და იყოს, რაჟამს დადუმნენ მწიგნობარნი იგი სიტყვისა მისგან, რომელსა-იგი ეტყოდიან ერსა მას, დაადგინედ მთავარნი და ერისთავნი და წინამძღუარნი ერსა მას ზედა.

10 მი-თუ-უჴდეთ ქალაქსა რომელსამე ბრძოლად, პირველად მშვიდობითღა ეტყოდეთ.

11 და თუ მშვიდობისა სიტყუაჲ მოგიგონ თქუენ, და სიმდაბლით დაგემორჩილნენ თქუენ და იყავნ ყოველი იგი ერი დამორჩილებულ მოხარკე თქუენდა.

12 და უკეთუ არა გერჩდენ თქუენ და ბრძოლად გამოგეწყვნენ თქუენ, გარემოადგე და მოიცვა იგი.

13 და მოგცეს შენ უფალმან ღმერთმან შენმან ჴელთა შენთა და მოსრა ყოველი მამაკაცი და წული ყრმაჲ მათი.

14 ხოლო დედები მათი, ფასი და მონაგები მათი, და საცხოვარი მათი და ყოველი, რაჲცა იპოოს ქალაქსა მას, საცხორებელი მათი წარმოიღო ტყუედ. და შჭამდე შენ ნატყუენავსა მას მტერთა შენთასა, რომელ-იგი უფალმან ღმერთმან მოგცეს შენ.

15 ესრე უყო ყოველთა მათ ქალაქთა, რომელნი-იგი განშორებულად იყვნენ შენსა, რომელ-იგი არა ნათესავისა მისგანისა წარმართთაჲსა იყვნენ.

16 ხოლო ქალაქთა მათთჳს წარმართთაჲსა, რომელ-იგი უფალმან ღმერთმან შენმან მოგცეს შენ დამკვიდრებად, მოსრვით მოსრნე იგინი და არა დაუტეო მას შინა ცოცხალი ერთიცა მშუმინვიერი, რომლისა თანა იყოს სამშვინველი ცხოველი.

17 არამედ წყევით დასწყევნე იგინი, ქეტელი იგი და ამორეველი, და ქანანელი იგი, და ფერეზელი იგი, და ეველი იგი, და გერგესეველი იგი და იაბოსელი იგი, ვითარცა გამცნო შენ უფალმან ღმერთმან შენმან,

18 რათა არა გასწაონ შენ ყოველი იგი საქმე ბილწებისაჲ, რომელსა-იგი იქმოდეს კერპთა მიმართ მათთა და გაცთუნონ შენ წინაშე უფლისა ღმრთისა შენისა.

19 უკეთუ მიხვიდე და გარემოადგე რომელსამე ქალაქსა, და მოიცვა იგი და ჰბრძოდი მას ბრძოლითა მრავალ დღე, ნუ დაჰკაფ შენ ნერგსა მათსა მახჳლითა შენითა, არამედ ჭამით შჭამდე შენ მათ, ნუ მოჰკვეთ შენ ხესა ხილისა გამომღებელსა პატნეზად, შესაცველად გამოსაპყრობელად მისა.

20 არამედ იგი ძელი მოჰკაფო, რომელი უწყოდი, ვითარმედ არა ხილისა გამომღებელი იყოს, და დამოაქმნა მას გარემო საბრძოლად ქალაქსა მას, ვიდრემდის უფალმან ღმერთმან მოგცეს ქალაქი იგი ჴელთა შენთა.

<< ← Prev Top Next → >>