ბიბლია, მეორე რჯული, თავი 21. is available here: https://www.bible.promo/chapters.php?id=10174&pid=7&tid=1&bid=45
Holy Bible project logo icon
FREE OFF-line Bible for Android Get Bible on Google Play QR Code Android Bible

Holy Bible
for Android

is a powerful Bible Reader which has possibility to download different versions of Bible to your Android device.

Bible Verses
for Android

Bible verses includes the best bible quotes in more than 35 languages

Pear Bible KJV
for Android

is an amazing mobile version of King James Bible that will help you to read this excellent book in any place you want.

Pear Bible BBE
for Android

is an amazing mobile version of Bible in Basic English that will help you to read this excellent book in any place you want.

Pear Bible ASV
for Android

is an amazing mobile version of American Standard Version Bible that will help you to read this excellent book in any place you want.

BIBLE VERSIONS / ბიბლია / ძველი აღთქმა / მეორე რჯული

ბიბლია - ძველი ქართულით

რიცხვნი მეორე რჯული იესო ნავეს ძე

თავი 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 19 20 21 22 23 24 25 26 27 28 29 30 31 32 33 34

1 იპოოს თუ ვინმე წყლული ქუეყანასა, რომელ-იგი უფალმან ღმერთმან შენმან მოგცეს შენ და არა ვინ უწყოდის, რომელმან წყლა იგი.

2 გამოვიდეს ყოველი იგი მოხუცებული ქალაქისაჲ მის მსაჯულითურთ და მოზომონ ქალაქი იგი, რომელ-იგი იყოს გარემოჲს წყლულსა მას და რომელი ქალაქი ეხოს მას, გამოიბან ქალაქისა მისგან

3 მოხუცებულთა მათ დიაკეული ერთი ზროხათაგან, რომელი არა შეხებულ იყოს უღელსა და არცა საქმე რაჲ ექმნას,

4 და შთაიბან იგი ჴევსა ერთსა ძნელსა, რომელი არა დაჴნულ იყოს მოხუცებულთა მათ მის ქალაქისათა და კართნი დაჰკუეთნენ დიაკეულსა მას ჴევსა მას შიდა.

5 და წარდგენ ლევიტელენი იგი მღდელნი, რამეთუ იგინი გამოირჩინა უფალმან ღმერთმან წარდგომად წინაშე მისა და კურთხევად სახელისა მის მისისა პირითა მათითა ყოვლისათჳს იჭვისა და ყოვლისათჳს ჴდომისა.

6 და ყოველი იგი მოხუცებული ქალაქისა მის, რომელი-იგი მახლობელ იყოს წყლულისა მის, დაიბანნენ ჴელნი მათნი თავსა ზედა მის დიაკეულისასა [ ] დაკუეთილისა ჴევსა მას შინა.

7 და თქუან, ჴელთა ჩუენთა არა დასთხიეს სისხლი ესე და არცა თუალთა ჩუენთა იხილეს.

8 ლხინებაჲ იყავნ ერისა ამის შენისა ისრაჱლისა, რომელ-ესე იჴსენ ქუეყანისა მისგან ეგვიპტელთაჲსა და ნუ ეკითხვინ სისხლი ესე უბრალოჲ ერსა შენსა ისრაჱლსა. და განწმიდნენ იგინი სისხლისა მისგან ეგვიპტელთაჲსა.

9 და ნუ ეკითხვის სისხლი ესე უბრალოჲ ერსა შენსა ისრაჱლსა. და განწმიდნენ იგინი სისხლისა მისგან და თქუენ განიწმიდენით თავნი სისხლისა მისგან უბიწოჲსა, რათა კეთილი გეყოს თქუენ, რაჟამს ჰყოთ კეთილი და სათნოებაჲ წინაშე უფლისა ღმრთისა თქუენისა.

10 უკეთუ განხვიდე ბრძოლად მტერთა შენთა და მოგცეს შენ უფალმან ღმერთმან შენმან ჴელთა შენთა და წარმოსტყუენო ნატყუენავი იგი მათი.

11 და იხილო შენ ნატყუენავსა შორის დედაკაცი ქმნულკეთილი და შეგიყუარდეს შენ, და გინდეს ცოლის-ყოფაჲ მისი.

12 და შეიყვანო იგი სახიდ შენდა და დაჰყჳნო თავი მისი,

13 და მოუყუნე ფრჩხილნი მისნი, და განსძარცო ყოველი იგი სამოსელი ტყუეობისა მისისაჲ. და ჯდეს სახლსა შენსა, სტიროდის მამა-დედასა თჳსსა თთუე ერთ, მაშინღა შეხჳდე და შეირთო იგი და იყოს მიერითგან იგი შენდა ცოლად.

14 უკეთუ იყოს და არა რაჲმე სათნო გეყოს შენ, გამოავლინო იგი შენგან განთავისუფლებული და სყიდით არა განჰყიდო იგი ვეცხლად და არცა შეურაცხ-ჰყო იგი, რამეთუ აგინე.

15 ესხნენ თუ ვისმე კაცსა ორ ცოლ, და ერთი მათგანი საყუარელ იყოს და ერთი საძულელ, და უსხნენ მათ ორთავე ნაშობ, საძულელმანცა და საყუარელმანცა. და პირმშო უხუცეს იყოს საძულელისაჲ მის დღესა მას განყოფისასა და წილის-გდებისასა.

16 რაჟამს განჰყოფდეს ნაყოფსა მისსა შვილთა მისთა სამკვიდრებელად, ნუ ახუცებნ შვილსა მას საყუარელისასა უხუცესსა მას შვილსა საძულელისასა, ნუცა შეურაცხ-ჰყოფნ პირმშოებასა მისსა,

17 არამედ უხუცესი იგი ნაწილი მის საძულელისასა მიეცენ შენდობით, მრჩობლი ყოვლისავე მისგან ფასისა მისისა, რაჲცა იყოს ჴელსა შინა მისსა. რამეთუ იგი არს დასაბამი შვილებისა მისისაჲ და მისდა წეს არს პირმშოებაჲ იგი.

18 იყოს თუ ვისიმე შვილი ურჩ და ხისტ და არა ერჩდეს სწავლასა მამა-დედათა მისთასა,

19 შეიპყრან იგი მამა-დედათა მისთა და მოიყვანონ იგი წინაშე კრებულსა მას მოხუცებულთა ერისა ქალაქისათა და კარსა მას, სადა სასხდომელი იყოს კაცთაჲ მათ მის ქალაქისათაჲ.

20 და თქუან შვილი ესე ჩუენი ურჩ არს და ხისტ და უზავ და არა მერჩის ჩუენ, და არცა ისმინის ჴმაჲ სწავლისა ჩუენისაჲ, და ჭამს, და სუამს და განსცხრების მომთრვალეთა თანა.

21 მოიყვანონ იგი კაცთა მათ ქალაქისათა და ქვაჲ დაჰკრიბონ მას და მოკუდეს, რათა მოისპოს უკეთური იგი თქუენ შორის. და ყოველსა ისრაჱლსა, რომელსა ესმეს, შეეშინოს.

22 იყოს თუ ვის ზედამე სიკუდილისა თანამდებისა და მოკლან იგი და ჯუარს-აცვან,

23 არა დაუტეოთ გუამი იგი მისი ჯუარსა ზედა, არამედ გარდამოიღო იგი და დაჰფლა მასვე დღესა, დაწყეულ არს უფლისა მიერ ყოველი, რომელი დამოეკიდოს ძელსა და ნუ შეაბილწებთ ადგილსა მას, რომელი-იგი უფალმან ღმერთმან თქუენმან მოგცეს თქუენ ნაწილად მკჳდრობისა თქუენისა.

<< ← Prev Top Next → >>