Holy Bible project logo icon
FREE OFF-line Bible for Android Get Bible on Google Play QR Code Android Bible
Holy Bible
for Android

is a powerful Bible Reader which has possibility to download different versions of Bible to your Android device.

Bible Verses
for Android

Bible verses includes the best bible quotes in more than 35 languages

Pear Bible KJV
for Android

is an amazing mobile version of King James Bible that will help you to read this excellent book in any place you want.

Pear Bible BBE
for Android

is an amazing mobile version of Bible in Basic English that will help you to read this excellent book in any place you want.

Pear Bible ASV
for Android

is an amazing mobile version of American Standard Version Bible that will help you to read this excellent book in any place you want.

BIBLE VERSIONS / ბიბლია / ძველი აღთქმა / მეორე რჯული

ბიბლია - ძველი ქართულით

რიცხვნი მეორე რჯული იესო ნავეს ძე

თავი 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 19 20 21 22 23 24 25 26 27 28 29 30 31 32 33 34

1 ნუ უგულებელს-ჰყოფ ზროხასა, გინა თუ ცხოვარსა შეცთომილსა ძმისა შენისასა, ნუ უდებ-ჰყოფ მას, არამედ მოქცევით მოაქციო იგი და მისცე ძმასავე მას შენსა.

2 უკეთუ შორს იყოს უფალი იგი მისი ადგილობანს, ნუ დაუტევებნ მას, არამედ მოსერო იგი და შეასხა სახიდ შენდა, და რაჟამს ეძიებდეს ძმა იგი შენი, მისცე მას.

3 ეგრეცა კარაული მისი ჰყო, ეგრეცა ფიჩჳ მისი ჰყო, ეგრეცა სამოსელი მისი ჰყო, ეგრეცა ყოველი ჰყო, რაჲცა წამებულ იყოს ძმისა მის შენისა, რაჟამს ჰპოო იგი, არა უგულებელს-ჰყო იგი, არამეღ აღიღო იგი და მისცე მას.

4 ნუ უგულებელს-ჰყოფ კარაულსა ძმისა შენისა, ანუ თუ ვირსა, ანუ თუ ჴარსა, რომელი დაცემულ იყოს გზასა ზედა, არამედ შეეწიო მას და აღადგინო იგი.

5 ნუ შეიმოსნ დედაკაცი სამოსელსა მამაკაცისასა, ნუცა მამაკაცი შეიმოსნ სამოსელსა დედაკაცისასა, რამეთუ საძაგელ არს უფლისა ღმრთისა შენისა ყოველივე, რომელი იქმს ეგევითარსა.

6 უკეთუ ჰპოვნე სადამე შენ მართუენი მფრინველისანი ბუდეთა ზედა, ანუ თუ ხეთა ზედა, ანუ თუ ქუეყანასა, ანუ თუ მართუენი, ანუ კუერცხნი, და დედაჲ იგი ზედა ჯდეს, ანუ აცხობდეს, ანუ თუ ზრდიდეს, ნუ წარმოჰკრებ მართუეთა მათ დედითურთ.

7 არამედ დედაჲ იგი განტევებით განუტეო, ხოლო მართუენი იგი წარმოჰკრიბნე, რათა კეთილი გეყოს შენ და დღეგრძელ იყო.

8 იშენებდე თუ სახლსა ახალსა ბედედად, არდაბაგი გარემოჲს მოაქმნე კედელთა მისთა, რათა არა გარდავარდეს, რომელი-იგი გარდავრდომად იყოს და შეიქმნეს კაცის-კლვაჲ სახლსა შენსა.

9 ვენაჴსა შინა შენსა ყანასა ნუ დასთესავ და ნუცა ორს ლარკს ჰყოფ მას, რამეთუ არა განწმიდნეს ნაყოფი იგი თესულისა მის შენისაჲ ნაყოფისა მის ვენაჴისა თანა.

10 ნუ ჰჴნავ ჴარითა და ვირითა ერთად, ნუ შეიმოს სამოსელსა, რომლისაჲ მატყლი და სელი შერთულად მოქსოვილ იყოს.

11 სადგმელთა იქცევისთა ნუ დაადგამ ოთხთავე კიდეთა სამოსლისა შენისათა, რომელ შეიმოსო შენ.

12 უკეთუ ისუას ვისმე ცოლი

13 და მოიძულოს იგი,

14 და მიზეზით სიტყუასა დასდებდეს მას და სახელსა ბოროტსა განუჴდიდეს მას და თქუას: არა ქალწული დავიპყარ დედაკაცი ესე,

15 მოიყვანონ დედამან და მამამან მის ქალისამან წინაშე კრებულსა მას მოხუცებულთა მის ქალაქისათა მსგავსად ქალწულებისა მისისა.

16 და ბჭეთა ზედა თქუან მამა-დედათა მის ქალისათა მოხუცებულთა მათ წინაშე: ესე ასული ჩუენი მივეცით კაცსა ამას ცოლად.

17 და ესე სიძულილით მიზეზსა უკრებს და დასდებს სიტყუასა, ვითარმედ: ასული ესე შენი არა ქალწული დავიპყარო, განსძარცონ სამოსელი მისი და განიხილონ იგი მსგავსად ქალწულებისა წინაშე ერისა მის და თუ ქალწული იყოს,

18 მოიყვანონ კაცი იგი მოხუცებულთა მის ქალაქისათა და გუემონ იგი,

19 და აზღვიონ მას ათასი სასწორი ვეცხლი და მისცენ მამასა მის ქალისასა, რამეთუ სახელი ბოროტი განუჴდა ქალწულსა მას ისრაჱლისასა. და ქალი იგი მისცენ მასვე ცოლად და იყოს მის თანა ყოველთა დღეთა ცხორებისა მისისათა.

20 უკუეთუ ჭეშმარიტ იყოს სიტყუაჲ იგი და არა იპოოს ქალწულებაჲ ქალისა მის თანა,

21 გამოიყვანონ ქალი იგი და მოიყვანონ კართა მამისა თჳსისათა და ქვაჲ დაჰკრიბონ მას კაცთა მის ქალაქისათა და მოკუდეს, რამეთუ უგუნურებაჲ ყო მან შორის ისრაჱლსა და შეაგინა სახლი იგი მამისა თჳსისა და მოისპოს ბოროტი იგი შენ შორის.

22 და თუ ვინმე შეიპყრას მამაკაცი ქმრისცოლისა თანა სიძვასა, მოსწყვიდნეთ ორნივე იგი ერთად მამაკაციცა და დედაკაციცა და მოსპო ბოროტი იგი შორის ისრაჱლსა,

23 იყოს თუ ვინმე ქალი ქალწული და განთხოვილ იყოს და შეიპყრას სხუამან კაცმან ქალაქსა შინა და შეაგინოს იგი,

24 გამოიყვანეთ იგი გარეშე ქალაქსა მათსა და ქვაჲ დაჰკრიბონ მათ და მოწყდენ ქალსა მას მით, რამეთუ არა ჴმა-ყო მამაკაცსა ამით, რამეთუ აგინა ცოლი მოყუსისა თჳსისაჲ და მოისპენ ბოროტი იგი თქუენ შორის.

25 და-თუ ვინმე-აპყრას კაცმან ველსა გარე ქალი განთხოვილი და მჰძლავროს და დაიწანოს იგი, მოკუედინ მამაკაცი იგი, რომელმან დაიწანა.

26 ხოლო ისრაჱლსა მას ნურა ევნებინ, რამეთუ არა თანა-აც მას ბრალი სიკუდილისაჲ, რამეთუ ვითარცა კაცმან, რომელმან დააპყრის კაცი ველსა ზედა და მოკლის, იგი საქმე წარჴდა ქალსა ამას.

27 რამეთუ ველსა დაეპყრა, ღაღადებდა და არა ვინ შეეწია მას.

28 შე-თუ ვინმე-იპყრას ქალი ქალწული განთხოვილი, ველსა ჰმძლავროს და დაიწანოს იგი და გამოჩნდეს,

29 მიეცინ კაცმან მან მამასა მის ქალისასა ერგასი სატირი ვეცხლი და ქალი იგი იყავნ მისავე ცოლად, რამეთუ აგინა იგი, და ნუ უფლიედ განტევებაჲ მისი ყოველთა დღეთა ცხორებისა მისისათა.

30 ცოლსა მამისა შენისასა ნუ ცოლს-იყოფ, რათა არა განცხადო სარცხვენელი მამისა შენისაჲ.

<< ← Prev Top Next → >>