ბიბლია, მეორე რჯული, თავი 24. is available here: https://www.bible.promo/chapters.php?id=10177&pid=7&tid=1&bid=45
Holy Bible project logo icon
FREE OFF-line Bible for Android Get Bible on Google Play QR Code Android Bible

Holy Bible
for Android

is a powerful Bible Reader which has possibility to download different versions of Bible to your Android device.

Bible Verses
for Android

Bible verses includes the best bible quotes in more than 35 languages

Pear Bible KJV
for Android

is an amazing mobile version of King James Bible that will help you to read this excellent book in any place you want.

Pear Bible BBE
for Android

is an amazing mobile version of Bible in Basic English that will help you to read this excellent book in any place you want.

Pear Bible ASV
for Android

is an amazing mobile version of American Standard Version Bible that will help you to read this excellent book in any place you want.

BIBLE VERSIONS / ბიბლია / ძველი აღთქმა / მეორე რჯული

ბიბლია - ძველი ქართულით

რიცხვნი მეორე რჯული იესო ნავეს ძე

თავი 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 19 20 21 22 23 24 25 26 27 28 29 30 31 32 33 34

1 მო-თუ ვინმე-იყვანოს ცოლი და შეირთოს იგი და არა სათნო ეყოს, ანუ თუ და-რაჲმე-აპყრას მის თანა საქმე ჯერკუალი, დაუწერენ მას წიგნი განსატევებელი და მიეცინ ჴელთა მისთა და გამოავლინენ იგი სახლით მისით.

2 მი-თუ უკუე-ვიდეს დედაკაცი იგი

3 და ცოლ-ეყოს სხუასა ქმარსა და მოიძულოს იგი უკანაჲსკნელმანცა ქმარმან, დაუწერენ მანცა წიგნი განსატევებელი და მიეცინ იგი ჴელთა მისთა და განავლინენ იგი სახლით თჳსით, უკეთუ მოკუდეს უკანაჲსკნელ იგი ქმარი, რომელმან შეირთო დედაკაცი იგი,

4 ვერ ჴელ-იწიფოს პირველმან მან ქმარმან, რომელმან განუტევა იგი მიქცევად და მიყვანებად მისა ცოლად შემდგომად შეგინებისა მისისა, რამეთუ ბილწ არს წინაშე, უფლისა ღმრთისა თქუენისა და ნუ შეაგინებთ ადგილსა მას, რომელ მოგცეს თქუენ უფალმან ღმერთმან თქუენმან ნაწილად მკჳდრობისა თქუენისა.

5 შე-თუ ვინნე-ირთოს ცოლი ახლად, ღუაწიდ ნუ განვალნ იგი, და ნუცა შეერევინ იგი რომელსავე საქმესა ჯერკუალსა, არამედ წმიდად ეგენ იგი სახლსა თჳსსა წელიწად ერთ და ახარენ ცოლსა მას თჳსსა, რომელცა-იგი შეერთოს.

6 ნუ სადა იჴუთავ შენ ფქჳლსა ზედა კერძოსა, ნუცა ქვეკერძოსა, რამეთუ სულთა მიჴუთვასა მსგავს არს იგი.

7 უკეთუ ჴელთ-სადმე-იდვას კაცი მპარავმან ნათესავთაგანი თჳსთა ძეთა მათ ისრაჱლისათა, და ჰმძლავროს და განყიდოს იგი, მოკუედინ კაცი იგი და მოისპენ ბოროტი იგი შორის თქუენსა.

8 ეკრძალე თავსა შენსა, იგულე, ერიდებოდე კეთროვნებისაგან, დაიმარხო და ჰყო, რაჲ-იგი გასწაონ შენ მღდელთა მათ ლევიტელთა, რაჲცა-იგი გამცნო თქუენ დამარხვად და ყოფად.

9 მოიჴსენო, რაჲ-იგი უყო უფალმან ღმერთმან მარიამსა, რაჟამს გამოხვიდოდეთ თქუენ ქუეყანით ეგჳპტით.

10 თანა-თუ რაჲმე-ედვას თანანადები მოყუასსა მას შენსა რაჲვე თანანადები, ნუ შეხუალ შენ ჴუთვად სახლსა მისსა.

11 არამედ გარეშე დასდგე და მოსთხოვო ნაჴუთევი იგი თანამდებსა მას შენსა და გარე გამოართვან მან ნაჴუთევი იგი.

12 უკუეთუ უპოვარ იყოს კაცი იგი, ნუ დაადგრებინ ნაჴუთევი იგი მას დღესა შენ თანა,

13 არამედ მიცემით მისცე მას სამოსელი იგი მისი მიმწუხრი, დასლვასა მზისასა და შეიმოსოს იგი მან და გაკურთხევდეს შენ და რათა შეგრაცხოს შენ იგი ქველისსაქმედ წინაშე უფლისა ღმრთისა შენისა.

14 ნუ მოხუეჭ სასყიდელსა მორეწესა უპოვარსა მას და ნაკლულევანსა, რომელი იყო ნათესავისა შენისაგან, ნუცაღა მწირსა მას და მსხემსა, რომელი-იგი დამკჳდრებულ იყოს ქუეყანასა შენსა ქალაქთა შინა შენთა.

15 არამედ მასვე დღესა მისცე მას სასყიდელი იგი მისი, ნუ დააღამებ მას მას ზედა, რამეთუ უპოვარ არს იგი და იგი არს სასო მისა, ნუუკუე ღაღადბდეს შენთჳს უფლისა მიმართ და შეგერაცხოს იგი ცოდვად.

16 ნუ მოკუდებინ მამაჲ შვილისა წილ, ნუცა შვილი მამისა წილ, არამედ კაცად-კაცადი თჳსითა ცოდვითა მოკუედინ.

17 ნუ განსდრეკ სარჩელსა მწირისასა, ნუცა ობლისასა, ნუ მოჰჴუთავ ფიჩუსა ქურივსა.

18 მოიჴსენე, რამეთუ შენცა დამონებულ იყავ ეგჳპტეს და გიჴსნა შენ უფალმან ღმერთმან შენმან, ამისთჳს გამცნებს შენ ყოფად სიტყუათა ამათ.

19 ჰმკიდე თუ სამკალსა შენსა და დაგიშთეს შენ, მუნ მჭელეული, ნუ უკუნიქცევი აკრებად დაშთომილსა მას თავისა შენისასა, არამედ გლახაკისა მის იყავნ იგი, და მწირისა მის, ობლისა და ქურივისა მის, რათა კეთილი გეყოს შენ და გაკურთხოს შენ უფალმან ღმერთმან შენმან ყოველთა დღეთა მათ შინა საქმეთა ჴელთა შენთასა.

20 მო-თუ-ისთულებდე შენ ზეთისხილსა შენსა და დაგიშთეს, ნუ უკუნიქცევი მოკუფხულად დაშთომილისა მის, არამედ ნაკლულევანმან მან მწირმან, ობოლმან და ქურივმან მოიკუფხლონ იგი.

21 მო-თუ-ისთულებდე შენ საყურძნესა შენსა და დაგიშთეს მისგანი, ნუუკუე იქცევი მოკუფხულად, არამედ მწირმან, ობოლმან და ქურივმან მოიკრიბონ იგი.

22 მოიჴსენე, რამეთუ შენცა დამონებულ იყავ ქვეყანასა მას ეგჳპტისასა. ამისთჳს გამცნებ ყოფად ყოველსა ამა სიტყუასა.

<< ← Prev Top Next → >>