ბიბლია, მეორე რჯული, თავი 29. is available here: https://www.bible.promo/chapters.php?id=10182&pid=7&tid=1&bid=45
Holy Bible project logo icon
FREE OFF-line Bible for Android Get Bible on Google Play QR Code Android Bible

Holy Bible
for Android

is a powerful Bible Reader which has possibility to download different versions of Bible to your Android device.

Bible Verses
for Android

Bible verses includes the best bible quotes in more than 35 languages

Pear Bible KJV
for Android

is an amazing mobile version of King James Bible that will help you to read this excellent book in any place you want.

Pear Bible BBE
for Android

is an amazing mobile version of Bible in Basic English that will help you to read this excellent book in any place you want.

Pear Bible ASV
for Android

is an amazing mobile version of American Standard Version Bible that will help you to read this excellent book in any place you want.

BIBLE VERSIONS / ბიბლია / ძველი აღთქმა / მეორე რჯული

ბიბლია - ძველი ქართულით

რიცხვნი მეორე რჯული იესო ნავეს ძე

თავი 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 19 20 21 22 23 24 25 26 27 28 29 30 31 32 33 34

1 ესე სიტყუანი არიან შჯულისანი, რომელ ამცნო უფალმან ღმერთმან მოსეს დადებად წინაშე ძეთა მათ ისრაჱლისათა ქუეყანასა მას მოაბისასა გარეშე შჯულსა მას, რომელი ამცნო უფალმან მოსეს მთასა მას ქორებს.

2 და მოუწოდა მოსე ძეთა მათ ისრაჱლისათა და ჰრქუა მათ: თუალთა თქუენთა იხილეს, რაჲ-იგი უყო უფალმან ქუეყანასა მას ეგჳპტელთასა, ფარაოს და ყოველსა მას ერსა მისსა და ყოველსა ქუეყანასა ეგჳპტელთასა.

3 განსაცდელი იგი დიდ-დიდი, რომელ იხილეს თუალთა თქუენთა, სასწაულები დიდ-დიდები და საკჳრველი, ჴელი იგი მტკიცე და მკლავი მაღალი.

4 და არა მოგცა თქუენ უფალმან ღმერთმან თქუენმან გული მეცნიერი და თუალნი მხილველნი და ყურნი მსმენელნი.

5 და მოჰყვანდით თქუენ ორმეოც წელ უდაბნოსა, სამოსელი თქუენი არა დაძუელდეს და ჴამლნი თქუენნი არა განკაფდეს ფერჴთაგან თქუენთა.

6 პური არა შჭამოთ, ღჳნოჲ და სასუმელი არა სუათ რათა გულისხმა ჰყოთ, რამეთუ იგი არს უფალი ღმერთი თქუენი.

7 ვიდრე მოსლვად მოწევნადმდე ადგილსა მას. და გამოგიჴდა თქუენ სეონ, მეფე იგი ესებონელთაჲ, და ოგ, მეფე იგი ბასანისაჲ, შემთხუევად წყობად თქუენდა, და მოვსრენ იგინი.

8 და მივეც ქუეყანაჲ იგი მათი ნაწილად რუბენს და გადს და კერძოსა მას ნათესავსა მანასესა.

9 ეკრძალენით თქუენ ყოველთა ამათ მცნებათა შჯულისათა და ყოფად მათა, რათა გულისხმა-ჰყოთ ყოველი, რაჲცა-იგი გიფლიეს აწ, ეგერა, წარმოდგომილ ხართ

10 თქუენ, დასდგათ წინაშე უფლისა ღმრთისა თქუენისა ერისთავნი ეგე ნათესავთა თქუენთანი და მოხუცებულნი ეგე თქუენნი და მსაჯულები ეგე თქვენი და შჯულისმწიგნობარნი ეგე წინამძღუარნი თქუენნი, და ყოველი ეგე კაცი ისრაჱლისაჲ,

11 ცოლები თქუენი და შვილნი თქუენნი და მწირნი თქუენნი, რომელ-ეგე არიან ბანაკსა თქუენსა, შეშისმკაფელთაგან მიწყლისმვსებელადმე.

12 ნუცა ვინ გარდავალს მცნებათა ამათ შჯულისა უფლისა ღმრთისა თქვენისათა, რომელ-ესე გამცნო შენ დღესდღე.

13 თჳსა ერად. და იგი იყოს შენდა ღმერთ, ვითარცა-იგი გეტყოდა შენ და ვითარცა-იგი ეფუცა მამათა მათ შენთა: აბრაჰამსა, ისაკსა და იაკობსა.

14 და არა თუ თქუენ ხოლო დაგიდებ მცნებასა ამას შჯულისასა და წყევასა ამას,

15 არამედ ყოველთავე, რომელ-ესე დღეს თქუენ შორის არიან წინაშე უფლისა ღმრთისა თქუენისა და მათცა, რომელ-იგი არ თქუენ შორის არიან დღეს.

16 რამეთუ თქუენ თჳთ უწყით, ვითარ-იგი დამკჳდრებულ იყვენით ქუეყანასა მას ეგჳპტელთასა და ვითარ-იგი გამოვედით ჩვენ შორის წარმართთა, რამეთუ გამოსლვასა მას თქუენსა,

17 იხილეთ თქუენ ყოველივე იგი სამსახურებელი ბილწებისა მათისაჲ, კერპნი იგი ძელისანი და ქვისანი, ვეცხლისა და ოქროჲსანი რომელ იყვნეს მათ თანა.

18 ნუუკუე იყოს ვინმე თქუენგან მამაკაცი, გინა თუ დედაკაცი ნათესავთა შორის, ანუ თუ ტომთა, რომლისა გონებაჲ დრეკილ იყოს უფლისაგან ღმრთისა თქუენისა და შეუდგეს მსახურებასა კერპთა წარმართთასა.

19 ნუუკუე იყოს ვინმე თქუენ შორის, რომლისა თანა აღმოცენებულ იყოს ძირი ნავღლისა და სიმწარისაჲ. და იყოს, ისმინნე თუ სიტყუანი წყევისანი ამის, დაიდვას გულსა შინა და რქუას: ესე უმჯობეს არს ჩემდა, საცთურსა თუ გულსა ჩემისასა მისდევდე მე და წარწყმდეს უცოდველი იგი ცოდვილისა თანა.

20 და არღა უნდეს ღმერთსა შენდობად მისა, აღატყდეს, ვითარცა ცეცხლი, რისხვაჲ იგი უფლისაჲ და შური იგი კაცისა მის ზედა. და ეწინეს მას წყევანი იგი ამათ მცნებათანი, რომელნი-იგი წერილ არიან წიგნსა ამას შჯულისასა. და აღჴოცოს უფალმან ღმერთმან სახელი მისი ქუეყანისა მისგან.

21 და დაჰკრიბოს უფალმან ღმერთმან ყოველი იგი წყევაჲ ძეთა მათ ზედა ისრაჱლისაათა მსგავსად ყოვლისა მის წყევისა, რომელი-იგი წერილ არს წიგნსა მას შჯულისასა.

22 და თქუენ ნათესავთა მათ სხუათა ნაშობთა მათ თქუენთა, რომელნი აღდგენ შემდგომად თქუენსა და უცხონი იგი, რომელ მოსრულ იყვნენ თქუენდა, რაჟამს იხილნენ გუემანი იგი და სალმობანი სნეულებისანი, რომელნი მოავლინნეს მათ ზედა უფალმან.

23 და იყოს ქუეყანაჲ იგი მათი, ვითარცა წუნწუბაჲ და ნამწუარები ცეცხლისაჲ. ნუ იპოებინ ქუეყანასა მათსა თესლი თესვისაჲ, ნუცა საძოვარი ჴარისაჲ, და არცა აღმოსცენდეს მათ ზედა მწუანვილი თივისა და არცა აღმოჴდეს, არამედ ვითარცა დაიქცა სოდომაჲ და გომორაჲ, ადამაჲ და სებეიმი, რომელ-იგი დააქცია უფალმან ღმერთმან რისხვითა მით გულისწყრომითა რისხვისა მისისაჲთა.

24 და თქუან ყოველთა ნათესავთა: რაჲსამე ესრე შექმნა უფალმან ღმერთმან ქუეყანაჲ ესე, ანუ რაჲმე არს რისხვაჲ ესე დიდი გულისწყრომისა მისისაჲ, რომელ-ესე ყო მათ ზედა?

25 და თქუან: ამის გამო, რამეთუ დაუტევეს მცნებაჲ იგი შჯულისა უფლისა ღმრთისა მამათა მათთაჲსა, რაჟამს გამოჰყვანდეს იგინი ქუეყანით ეგჳპტით.

26 და მივიდეს და ჰმსახურებდეს კერპთა, რომელ-იგი არა იცოდეს მამათა მათთა.

27 და განრისხნა უფალი გულისწყრომით მათ ზედა და ქუეყანასა მათსა ზედა და მოავლინა მათ ზედა მსგავსად წყევისა მის, რომელ წერილ არს წიგნსა მას შჯულისისა.

28 და აღჴოცნა იგინი უფალმან ღმერთმან ქუეყანისა მისგან მათისა რისხვითა მით გულისწყრომისა მისისაჲთა, რამეთუ განრისხნა მათ ზედა ფრიად და განჴადნა იგინი ქუეყანად უცხოდ მოაქაჟამადმდე.

29 რომელ-რაჲ დაფარული არს უფლისა ღმრთისა ჩვენისა, ხოლო განცხადებული იგი თქუენ და შვილთა თქუენთა უკუნისამდე ჟამთა ყოფად ყოველთა ამათ სიტყუათა ამის შჯულისათა.

<< ← Prev Top Next → >>