ბიბლია, მეორე რჯული, თავი 30. is available here: https://www.bible.promo/chapters.php?id=10183&pid=7&tid=1&bid=45
Holy Bible project logo icon
FREE OFF-line Bible for Android Get Bible on Google Play QR Code Android Bible

Holy Bible
for Android

is a powerful Bible Reader which has possibility to download different versions of Bible to your Android device.

Bible Verses
for Android

Bible verses includes the best bible quotes in more than 35 languages

Pear Bible KJV
for Android

is an amazing mobile version of King James Bible that will help you to read this excellent book in any place you want.

Pear Bible BBE
for Android

is an amazing mobile version of Bible in Basic English that will help you to read this excellent book in any place you want.

Pear Bible ASV
for Android

is an amazing mobile version of American Standard Version Bible that will help you to read this excellent book in any place you want.

BIBLE VERSIONS / ბიბლია / ძველი აღთქმა / მეორე რჯული

ბიბლია - ძველი ქართულით

რიცხვნი მეორე რჯული იესო ნავეს ძე

თავი 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 19 20 21 22 23 24 25 26 27 28 29 30 31 32 33 34

1 და იყოს, რაჟამს მოიწინენ შენ ზედა ყოველნი ესე სიტყუანი კურთხევისა და წყევისანი, რომელ-ესე მიგცე შენ წინაშე თქუენსა. შეიწყნარნე ეგენი გულსა შენსა ყოველთა შორის წარმართთა და მოიქცე შენ უფლისა ღმრთისა შენისა.

2 და ისმინო ჴმისა ამისაჲ, რომელსა-ესე მე გამცნებ შენ დღესდღე და ჰყო იგი ყოვლითა გულითა შენითა და ყოვლითა გონებითა შენითა.

3 გილხინოს შენ უფალმან ღმერთმან შენმან ცოდვათა შენთა და შეგიწყალოს შენ და შეგკრიბოს შენ უფალმან ღმერთმან შენმან ყოველთაგან ნათესავთა, რომელსაცა-იგი განბნეულ იყო შენ მუნ.

4 და გან-ღა-თუ-ბნეულ იყო შენ კიდითგან ქვეყანისაჲთ ვიდრე კიდემდე მისა, მიერცა შემო-ვე-გკრიბოს შენ უფალმან ღმერთმან შენმან და მოგიყვანოს.

5 და შეგიყვანოს შენ უფალმან ღმერთმან შენმან ქუეყანასა მას, რომელსა-იგი დამკჳდრებულ იყვნეს მამანი იგი შენნი და გაკურთხოს შენ და კეთილი გეყოს შენ და განგამრავლოს შენ უფროჲს მამათა მათ შენთა.

6 და განწმიდოს უფალმან გული შენი და გული ნათესავისა მის შენისა შეყუარებად უფლისა ღმრთისა შენისა ყოვლითა გულითა შენითა და ყოვლითა გონებითა შენითა, რათა სცხონდე შენ და ნათესავი შენი.

7 და მიავლინოს უფალმან ღმერთმან შენმან წყევაჲ ესე მტერთა მათ შენთა და მოძულეთა შენთა, რომელნი-იგი გდევნიდეს შენ.

8 მო-თუ-იქცე და ისმინო ჴმაჲ უფლისა ღმრთისა შენისაჲ, და ჰყვნე ყოველნი იგი მცნებანი მისნი, რომელსა-სეე მე გამცნებ შენ დღესდღე.

9 და დღეგრძელ-გყოს შენ უფალმან ღმრთმან შენმან და განგიმრავლნეს ყოველნი საქმენი ჴელთა შენთანი, და ნაშობნი მუცლისა შენისანი და ნაყოფი ქუეყანისა შენისაჲ და ნაშობნი საცხოვართა შენთანი. და მოიქცეს უფალი ღმერთი და იხარებდეს შენდა მიმართ კეთილის-ყოფითა, ვითარცა-იგი იხარებდა მამათა შენთა ზედა.

10 უკეთუ ისმინო ჴმაჲ უფლისა ღმრთისა შენისა და დაიმარხნე ყოველნი მცნებანი მისნი და ჰყვნე ყოველნი სამართალნი მისნი და მშჯავრნი მისნი, რომელ-ესე წერილ არიან წიგნსა მას შჯულისასა, მო-თუ-იქცე შენ უფლისა ღმრთისა შენისა და ყოვლითა გულითა შენითა და ყოვლითა გონებითა შენითა,

11 რამეთუ მცნებაჲ ესე, რომელსა, ესერა, გამცნებ შენ დღეს, რამეთუ არა სიმძიმე რაჲ არს შენდა, არცა განშორებულ არს შენგან, არცა ზეცას არს, სთქუა თუ ვითარმედ: ვინ აღვიდეს ზეცად,

12 და არცა ქუეყანასა, სთქვათ: ვინ წარვიდეს და მოგუართვას ჩუენ? რათა ვისმინოთ და ვყოთ იგი,

13 არცაღა ზღუასა წიაღ არს, სთქუა თუ ვითარმედ: ვინ წიაღჰჴდეს და წიაღ მოგუართვას ჩუენ? რათა ვისმინოთ ჩუენ და ვყოთ იგი.

14 მახლობელ არს შენდა სიტყუაჲ იგი ფრიად, პირსა შენსა შინა არს და გულსა შენსა და ჴელთა შენთა შინა არს ყოფაჲ მისი.

15 აჰა, ესერა, მიმიცემიეს თქუენ წინაშე დღესდღე ცხორებაჲ და სიკუდილი.

16 ისმინე თუ მცნებანი უფლისა ღმრთისა შენისანი, რომელსა-ესე მე გამცნებ შენ დღეს და შეიყუარო შენ უფალი ღმერთი შენი და ხვიდოდი ყოველთა გზათა მისთა. და დაიმარხნე ყოველნი მცნებანი მისნი და სამართალნი მისნი და მშჯავრნი, სცხონდეთ და განმრავლდეთ და შეხჳდეთ დამკჳდრებად მუნ.

17 უკეთუ გარდა-რაჲმე-იცვალოს გული შენი და არა ისმინო შენ უფლისა ღმრთისა შენისაჲ და შესცთე და თაყუანის-სცემდე შენ ღმერთთა უცხოთა და ჰმსახურებდე შენ მათ.

18 გაუწყებ შენ დღესდღე, რამეთუ წარწყმედით წარსწყმდეთ თქუენ და არა დღეგრძელ იყვნეთ თქუენ ქუეყანასა მას ზედა, რომელი-იგი უფალმან ღმერთმან მოგცეს შენ, რომლისათჳს წიაღხუალ შენ იორდანესა მდინარესა შესლვად და დამკჳდრებად მუნ.

19 მოწამეს-ვჰყოფ დღეს ცასა და ქუეყანასა, რამეთუ ცხორებასა და სიკუდილსა დავსდებ თქუენ წინაშე, კურთხევასა და წყევასა გამოირჩიე შენ კურთხევაჲ იგი, რათა სცხონდე შენ და ნათესავი შენი.

20 შეიყუარე შენ უფალი ღმერთი შენი და ისმინე ჴმისა მისისა და შეიკრძალე იგი მტკიცე... დამკჳდრებად შენდა ქუეყანასა მათსა, რომლისათჳს ეფუცა უფალი ღმერთი მამათა შენთა: აბრაჰამს, ისაკს და იაკობს მიცემად მათა.

<< ← Prev Top Next → >>