ბიბლია, მეორე რჯული, თავი 31. is available here: https://www.bible.promo/chapters.php?id=10184&pid=7&tid=1&bid=45
Holy Bible project logo icon
FREE OFF-line Bible for Android Get Bible on Google Play QR Code Android Bible

Holy Bible
for Android

is a powerful Bible Reader which has possibility to download different versions of Bible to your Android device.

Bible Verses
for Android

Bible verses includes the best bible quotes in more than 35 languages

Pear Bible KJV
for Android

is an amazing mobile version of King James Bible that will help you to read this excellent book in any place you want.

Pear Bible BBE
for Android

is an amazing mobile version of Bible in Basic English that will help you to read this excellent book in any place you want.

Pear Bible ASV
for Android

is an amazing mobile version of American Standard Version Bible that will help you to read this excellent book in any place you want.

BIBLE VERSIONS / ბიბლია / ძველი აღთქმა / მეორე რჯული

ბიბლია - ძველი ქართულით

რიცხვნი მეორე რჯული იესო ნავეს ძე

თავი 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 19 20 21 22 23 24 25 26 27 28 29 30 31 32 33 34

1 და დაასრულნა მოსე ყოველნი იგი სიტყუანი, რომელთა-იგი ეტყოდა ძეთა მიმართ ისრაილისათა.

2 და ჰრქუა მათ: ასოც წლის ვარ მე დღეს და ვერ მიძლავს მე შემოსლვად და განსლვად თქუენ წინაშე, რამეთუ უფალმანცა მრქუა მე, ვითარმედ: არა წიაღჰჴდე შენ იორდანესა.

3 უფალი ღმერთი წინაგიძღოდის შენ და მან მოსპნეს ყოველნი მტერნი შენნი წინაშე პირსა შენსა და დაგიმკჳდროს შენ ქუეყანაჲ იგი, რამეთუ ისო წარგიძღუეს წინაშე პირსა თქუენსა, ვითარცა ეტყოდა ღმერთი.

4 ეგრეცა უყოს უფალმან ღმერთმან თქუენმან, რაჲცა-იგი უყო სეონს და ოგს, ორთა მათ მეფეთა ამორეველთა, რომელნი-იგი იყვნეს წიაღ იორდანესა...

5 მოგცნა იგინი მან ღმერთმან თქუენმან ჴელთა თქუენთა და უყავთ მათ, ვითარა-იგი გამცენ თქუენ:

6 მჴნე იყავ, განძლიერდი, ნუ გეშინინ, ნუცა შესძრწუნდები, ნუცა დაბრკოლდები პირისაგან მათისა, რამეთუ უფალი ღმერთი შენი თანაგივალს შენ, არა დაგაგდოს შენ, არცა უგულებელს-გყოს შენ.

7 მერმე სიტყუად იწყო მოსე ისოჲსა და ჰრქუა მას წინაშე ყოვლისა მის ერისა ისრაჱლისა: მჴნე იყავ, განძლიერდი, რამეთუ შენ წარუძღუე ერსა ამას და შეხჳდე ქუეყანასა მას, რომლისათჳს ეფუცა უფალი ღმერთი მამათა შენთა მიცემად მაგათ და შენ დაუმკჳდრო იგი მაგათ.

8 და უფალი ღმერთი თანაგივიდოდის შენ, არა დაგაგდოს შენ, არცა უგულებელს-გყოს შენ, ნუ გეშინინ. ნუცა შესძრწუნდები შენ...

9 წიგნსა და მატიანთა, და მისცა იგი ძეთა ლევისთა მღდელთა, რომელთა აქუნდა კიდობანი იგი შჯულისა მის უფლისაჲსა და ყოველთა მათ მოხუცებულთა ერისა მის ისრაჱლისათა.

10 მერმე ამცნებდა მათ მოსე მას დღესა შინა და ჰრქუა: მეშჳდესა მას წელსა ჟამსა მას წელიწადისა მის მიტევებისასა და დღესასწაულსა მას ტალავრობისასა,

11 რაჟამს შეკრბებოდიან ყოველნი იგი ძენი ისრაჱლისანი წარდგომად წინაშე უფლისა ღმრთისა შენისა ადგილსა მას, რომელცა-იგი გამოირჩიოს უფალმან ღმერთმან შენმან და აღმოიკითხოდის წიგნი ესე შჯულისაჲ ყოველთა მათ წინაშე ძეთა ისრაჱლისათა ყურთა ყოვლისა მის

12 კრებულისა ერისათა მამებისა და დედებისათა, რომელ იყოს ქალაქთა შინა შენთა, რათა ესმოდის და შეისწაონ შიში იგი უფლისა ღმრთისა თქუენისა და ისმინონ და ყონ ყოველი იგი სიტყუაჲ, რომელ წერილ არს წიგნსა მას შჯულისასა.

13 და შვილთაცა მათთა, რომელთა არა იცოდიან, ისმინონ და შეისწაონ შიში უფლისა ღმრთისა თქუენისაჲ ყოველთა დღეთა ცხორებისა მათისათა, რავდენ ცხონდენ ქუეყანასა მას ზედა, რომლისათჳს-ეგე თქუენ წიაღხუალთ იორდანესა დამკჳდრებად მისა.

14 მერმე სიტყუად იწყო უფალმან მოსესა და ჰრქუა: ესერა, მოახლებულ არიან დღენი სიკუდილისა შენისანი, მოუწოდე ისოს და დაადგინე იგი კაცთა ზედა კარვისა მის საწამებელისათა და ვამცნებდე მას. და მივიდეს მოსე და ისო კარავსა მას საწამებელისასა და დადგეს კართა თანა კარვისა მის საწამებელისათა.

15 და გარდამოჴდა უფალი სუეტითა მით ღრუბლისაჲთა წინაშე კართა მის საწამებელისათა.

16 და ეტყოდა უფალი მოსეს და ჰრქუა: აწ, ეგერა, დაიძინო მამათა შენთა თანა და აღდგეს ერი იგი, ისიძვიდეს სამსახურებელთა მიმართ უცხოთა მაგის ქუეყანისათა, რომელსა შევლენან მაგას და დამიტეონ მე და გარდაჰჴდენ შჯულსა მას და მცნებათა ჩემთა, რომელ ვამცენ მათ.

17 და განვრისხნე გულისწყრომით მათ ზედა მას დღესა შინა და დავსთხინე იგინი და გარემივაქციო პირი ჩემი მათგან და იყვნენ იგინი საჭმლად მჴეცთა ქუეყანისათა, იპოვნენ იგინი ძჳრთა პირად-პირადთა და ჭირთა და თქუენ მას დღესა შინა, არა ვიდრემე ჩუენ თანა არს უფალი ღმერთი ჩუენი, ამისთჳს მპოვნეს ჩუენ ძჳრთა ამათ პირად-პირადთა და ჭირთა.

18 და მე გარემიქცევითა გარემოვიქციო პირი ჩემი მათგან მას დღესა შინა უკეთურებათა მათთათჳს, რიმელსა-იგი იქმოდეს, რამეთუ მიეცეს სამსახურებელთა უცხოთა.

19 და აწ დაწერენით სიტყუანი ესე ამის გალობისანი და დაასწავლენით ძეთა მათ ისრაჱლისათა და შეასწავენით იგინი პირსა მათსა, რათა იყოს გალობაჲ ეგე საწამებელად ძეთა მაგათ შორის ისრაჱლისათა.

20 რაჟამს შევიყვანენ იგინი ქუეყანასა მას კეთილსა, რომელ-იგი ვეფუცე მამათა მათ თქუენთა, რომელსა გამოსდის სძე და თაფლი, ჭამონ და განძღენ და მიიქცენ კერპთა მათ მიმართ უცხოთა და ჰმსახურებდენ მათ და განმარისხონ მე და გარდაჰჴდენ მცნებათა მათ შჯულისა ჩემისათა.

21 და იყოს, რაჟამს პოვნენ იგინი ჭირთა ბოროტთა და ძჳრთა და აღუდგეს წინაშე პირსა მათსა გალობაჲ ესე საწამებელად ჩემდა. და არა დავიწყებულ იყოს ეს პირისაგან ნათესავისა მათისა, რამეთუ მე უწყი უკეთურებაჲ იგი მათი, რომელსა-ეგე იქმან დღეს, ვიდრე არღა შემიყვანებიან ეგენი ქუეყანასა მას კეთილსა, რომელ-იგი ვეფუცე მამათა მათთა.

22 დაწერა მოსე გალობაჲ ესე მას დღესა შინა და ასწავებდა ძეთა მათ ისრაჱლისათა.

23 და ამცნებდა მოსე ისოს, ძესა ნავესსა, და ჰრქუა მას: მჴნე იყავ, განძლიერდი, რამეთუ შენ შეიყვანნე ძენი ეგე ისრაჱლისანი ქუეყანასა მას, რომლისათჳს ეფუცა უფალი მათ, რამეთუ იგი თავადი წინაგიძღოდის შენ.

24 იყო, რაჟამს დაასრულნა მოსე შთაწერად სიტყუანი ესე ამის სჯულისანი წიგნთა მატიანთასა.

25 ამცნებდა ლევიტელთა მათ, რომელთა აქუნდა კიდობანი იგი შჯულისა მის უფლისაჲ და ჰრქუა:

26 მიიღე წიგნი ესე მცნებათა მათ შჯულისა მის უფლისათაჲ და შთადევ ეგე გუერდით კერძო კიდობნისა მის შჯულისა მის უფლისა და იყავნ ეგე თქუენ შორის საწამებელად,

27 რამეთუ მე უწყი ზრზინებაჲ ეგე თქუენი და ქედფიცხელებაჲ ეგე თქუენი. რამეთუ მე, ესერა, ვიდრე ცოცხალღა ვარ დღეს, განამწარებთ უფალსა ღმერთსა თქუენსა, რავდენღა უფროჲს სიკუდილისა ჩემისა ჰყოთ ესე თქუენ.

28 აწ შემოკრიბე ჩემ წინაშე მთავრები იგი თქუენი და მღდელნი თქუენნი და მსაჯულნი თქუენნი და მწიგნობარნი იგი განმგებელნი თქუენნი, რათა ვეტყოდი ყურთა მათთა სიტყუათა ამათ და დავდვა აღთქუმა ესე ჩემი მათ თანა და მოწამე ვიყო მათ წინაშე ცაჲ და ქუეყანაჲ.

29 უწყი მე, რამეთუ შემდგომად სიკუდილისა ჩემისა უსჯულოებით უსჯულოებდეთ და გარდააქციოთ გზისა მისგან, რომელ-ესე მე გამცენ თქუენ და შეგემთხჳოს თქუენ ბოროტი შემდგომად მათ დღეთა, რამეთუ ბოროტსა იქმოდით წინაშე უფლისა ღმრთისა თქუენისა და განარისხოთ საქმითა მით ჴელთა თქუენთაჲთა.

30 და ეტყოდა მოსე სიტყუათა ამათ გალობისათა ყურთა ყოვლისა მის ერისა ისრაჱლისათა მიაღსასრულადმდე.

<< ← Prev Top Next → >>