ბიბლია, იესო ნავეს ძე, თავი 1. is available here: https://www.bible.promo/chapters.php?id=10188&pid=8&tid=1&bid=45
Holy Bible project logo icon
FREE OFF-line Bible for Android Get Bible on Google Play QR Code Android Bible

Holy Bible
for Android

is a powerful Bible Reader which has possibility to download different versions of Bible to your Android device.

Bible Verses
for Android

Bible verses includes the best bible quotes in more than 35 languages

Pear Bible KJV
for Android

is an amazing mobile version of King James Bible that will help you to read this excellent book in any place you want.

Pear Bible BBE
for Android

is an amazing mobile version of Bible in Basic English that will help you to read this excellent book in any place you want.

Pear Bible ASV
for Android

is an amazing mobile version of American Standard Version Bible that will help you to read this excellent book in any place you want.

BIBLE VERSIONS / ბიბლია / ძველი აღთქმა / იესო ნავეს ძე

ბიბლია - ძველი ქართულით

მეორე რჯული იესო ნავეს ძე მსაჯულნი

თავი 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 19 20 21 22 23 24

1 და იყო, შემდგომად აღსასრულისა მის მოსესი, მონისა მის უფლისა, ჰრქუა უფალმან ისოს, ძესა ნავესა, მსახურსა მოსესა.

2 მოსე, მონაჲ ჩემი, აღესრულა. აწ შენ აღდეგ და წიაღვედ იორდანესა, შენ და ყოველი ერი ესე ქუეყანასა მას, რომელსა მე მიგცემ თქუენ.

3 ყოველსა ადგილსა რომელსაცა დასდგათ კუალი ფერჴთა თქუენთაჲ, თქუენ მიგცე იგი, ვითარცა-იგი ვარქუ მოსეს,

4 უდაბნოჲ და წინაჲ ლიბანე, მიმდინარედმდე დიდად მდინარედ ევფრატისად და ყოველი ქუეყანა ქეტელთა ვიდრე ზღუადმდე დასასრულისად, მზისა დასავლადმდე იყვნენ საზღვარნი თქუენნი.

5 არა დაგიდგეს კაცი წინაშე თქუენსა ყოველთა დღეთა ცხორებისა შენისათა. და ვითარ ვიყავ მოსეს თანა, ეგრეცა შენ თანა ვიყო. და არა დაგაგდო შენ და არცა უგულებელს-გყო შენ.

6 განძლიერდი და მჴნე იყავ, რამეთუ შენ განუყო ერსა მას ქუეყანაჲ იგი, რომლისათჳს-იგი ვეფუცე მამათა თქუენთა მიცემად მათა.

7 აწ განძლიერდი და მჴნე იყავ დამარხვად და ყოფად, რაჲ-იგი გამცნო შენ მოსე, მონამან ჩუენმან. და არა გარდააქციო შენ მათგან მარჯულ, არცაღა მარცხულ, რათა გულისხმა-ჰყო ყოველი, რასაცა იქმოდი.

8 და არა განგეშოროს შენ წიგნი ესე ამის შჯულისა პირისაგან შენისა და იწურთიდე მას დღე და ღამე, რათა გულისხმა-ჰყო ყოფად ყოველი წერილი. მაშინ წარგემართოს და წარჰმართნე გზანი შენნი და მაშინ გულისხმა-ჰყო.

9 აჰა, ესერა, მე გამცნებ შენ: განძლიერდი და მჴნე იყავ, ნუ შესძრწუნდები, ნუცაღა გეშინინ. რამეთუ მე შენ თანა ვარ, უფალი ღმერთი შენი, ყოველსა ადგილსა, ვიდრეცა ხჳდოდი.

10 და უბრძანა ისო მწიგნობართა ერისათა და ჰრქუა: შევედით შორის ბანაკსა ამას ერისასა და ამცენით ერსა ამას და არქუთ:

11 აღჰმზადეთ საგზალი, რამეთუ შემდგომად სამისა დღისა წიაღსლვად ხართ იორდანესა ამას. შეხჳდეთ დაპყრობად ქუეყანისა მის, რომელი უფალმან ღმერთმან მამათა თქუენთამან მოგცეს თქუენ სამკჳდრებელად.

12 და რუბენს და გადს და ზოგსა ნათესავსა მანასესსა ჰრქუა ისო:

13 მოიჴსენეთ სიტყუაჲ, რომელ გამცნო თქუენ მოსე, მონამან უფლისამან, და გრქუა: უფალმან ღმერთმან თქუენმან დაგადგინა თქუენ და მიგცა ქუეყანა ესე.

14 დედა-წული თქუენი და საცხოვარი თქუენი შეიყვანენ ქუეყანასა მას, რომელ მიგცე თქუენ. ხოლო თქუენ წიაღხჳდეთ, ჭაბუკნი, პირველად ძმათა თქუენთა ყოველსა, რომელსა უძლავს, და შეეწინეთ მათ,

15 ვიდრემდის დაფუძნეს უფალმან ღმერთმან თქუენმან ძმანი ეს თქუენნი, ვითარცა-ეგე თქუენ. და დაიმკჳდრონ მათცა ქუეყანა იგი, რომელ უფალმან ღმერთმან თქუენმან მოსცეს მათ. და მაშინ წარხჳდეთ კაცად-კაცად სამკჳდრებელად თჳსად, რომელი მიგცა თქუენ მოსე წიაღ იორდანესა მზის აღმოსავალით.

16 და მიუგეს ისოს და ჰრქუეს: ყოველი, რავდენიცა გუამცნო, ჩუენ ვყოთ.

17 და ყოველსა ადგილსა, რომელსა მიგუავლინნე ჩუენ, მივიდეთ; ყოვლითა, რავდენითა ვერჩდით მოსეს, გერჩდეთ შენცა, გარნა უფალი ღმერთი ჩუენი იყავნ შენ თანა, ვითარცა იყო მოსეს თანა.

18 ხოლო კაცმან, რომელმან გაცილოს შენ, და რომელმან არა ისმინოს სიტყუათა შენთა, ამცნებდეთ თუ რასმე მას, მოკუედინ იგი, არამედ განძლიერდი და მჴნე იყავ.

<< Prev Top Next → >>