ბიბლია, იესო ნავეს ძე, თავი 2. is available here: https://www.bible.promo/chapters.php?id=10189&pid=8&tid=1&bid=45
Holy Bible project logo icon
FREE OFF-line Bible for Android Get Bible on Google Play QR Code Android Bible

Holy Bible
for Android

is a powerful Bible Reader which has possibility to download different versions of Bible to your Android device.

Bible Verses
for Android

Bible verses includes the best bible quotes in more than 35 languages

Pear Bible KJV
for Android

is an amazing mobile version of King James Bible that will help you to read this excellent book in any place you want.

Pear Bible BBE
for Android

is an amazing mobile version of Bible in Basic English that will help you to read this excellent book in any place you want.

Pear Bible ASV
for Android

is an amazing mobile version of American Standard Version Bible that will help you to read this excellent book in any place you want.

BIBLE VERSIONS / ბიბლია / ძველი აღთქმა / იესო ნავეს ძე

ბიბლია - ძველი ქართულით

მეორე რჯული იესო ნავეს ძე მსაჯულნი

თავი 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 19 20 21 22 23 24

1 და წარავლინნა ისო, ძემან ნავესმან, სატიმით ორნი ჭაბუკნი მსახურად და ჰრქუა მათ: აღვედით და იხილეთ ქუეყანა იგი და იერიქოჲ. და წარვიდეს ორნი იგი ჭაბუკნი და მოვიდეს იერიქოდ და შევიდეს სახლსა დედაკაცისა მეძავისასა, რომელსა სახელი ერქუა ჰრააბ. და იყვნეს მუნ.

2 და მიეთხრა მეფესა იერიქოჲსასა, ვითარმედ: აჰა, ესერა, კაცნი შემუსრულ არიან აქა ძეთა ისრაჱლისათანი მოხილვად ქუეყანისა.

3 და მიავლინა მეფემან იერიქოჲსამან, ეტყოდა ჰრააბს და ჰრქუა: გამოიყვანენ კაცნი იგი, რომელ შემოსრულ არიან სახიდ შენდა ღამე, რამეთ მსტოვრად მოსრულ არიან.

4 და მიიყვანნა მან დედაკაცმან კაცნი იგი და დამალნა იგინი. და მათ მიუგო და ჰრქუა:

5 შემოვიდეს ჩემდა კაცნი იგი და, რაჟამს დაჰჴშვიდეს ბჭეთა შერიჟუებასა, კაცნი იგი განვიდეს. არა უწყი, ვიდრე ვიდეს. დევნა-უყავთ უკუანა მათსა, ეწივნეთ ხოლო თუ მათ.

6 ხოლო მან აღიყვანნა იგინი სჴუენად და დამალნა იგინი სელსა შინა ძნეულსა, რომელ დაზჳნებულ იყო სჴუენსა შინა მისსა.

7 და კაცთა დევნა-უყვეს უკუანა მათსა გზასა იორდანისასა წიაღსავალით კერძო და ბჭენი დაუჴშნეს. და იყო, რაჟამს განვიდეს მდევარნი იგი უკუანა მათსა.

8 და ვიდრე დაწოლადმდე მათა აღვიდა იგი თავადი მათა სჴუენად და ჰრქუა მათ:

9 უწყი, რამეთუ თქუენ მიგცა უფალმან ქუეყანა. და აწ რამეთუ დაცემულ არს შიში თქუენი ჩუენ ზედა

10 და გუასმიეს, რამეთუ განაჴმო უფალმან ღმერთმან ზღუაჲ იგი ერუთრაჲსაჲ პირისაგან თქუენისა, რაჟამს გამოხჳდოდეთ ეგჳპტით, და რავდენი-იგი უყო ორთა მათ მეფეთა ამორეველთა, რომელ-იგი იყვნეს წიაღ იორდანესა: სეონ და ოგ, რომელ-იგი მოსრენით.

11 და, ესერა, გუესმა ჩუენ, უგონ ვიქმნენით გულითა ჩუენითა. და არღარა არს სულ არავის თანა პირისაგან თქუენისა, რამეთუ უფალი ღმერთი თქუენი ღმერთი არს ცასა შინა ზესკნელს და ქუეყანასა ზედა ქუე.

12 და აწ მეფუცენით მე უფლისა ღმრთისა, რამეთუ ვჰყოფ თქუენთჳს წყალობასა. და თქუენცა ყავთ წყალობაჲ სახლსა ზედა მამისა ჩემისასა.

13 და განარინეთ სახლი მამისა ჩემისაჲ და დედაჲ ჩემი, ძმანი ჩემანი და დანი ჩემნი. და ყოველივე, რაცა არს მათი, და იჴსენით სული ჩემი სიკუდილისაგან.

14 და ჰრქუეს მას კაცთა მათ: სული ჩუენი თქუენ წილ იყავნ სიკუდიდ. და მან ჰრქუა მათ: რაჟამს მიგცეს თქუენ უფალმან ქალაქი ესე, ყავთ ჩემთჳს წყალობაჲ და ჭეშმარიტებაჲ.

15 და გარდასხნა სარკუმლით

იესო ნავეს ძე 2:15 - Escape from Rahab\'s House
Escape from Rahab\'s House
16 და ჰრქუა მათ: მთად წარვედით, ნუუკვე შეგემთხჳნენ მდევარნი იგი თქუენნი და დაემალენით მუნ სამ დღე ვიდრე უკმოქცევადმდე, რომელთა დევნა-უყოფიეს უკუანა თქუენსა. და ამისა შემდგომად წარხჳდეთ გზასა თქუენსა.

17 და ჰრქუეს მას კაცთა მათ: უბრალომცა ვართ ფიცსა მას შენსა.

18 აჰა, ესერა, ჩუენ შემოვიდოდით ზოგსა ქალაქისასა და დასდვა შენ სასწაულად: შტანგი ესე მეწამული გამოაბა სარკუმელსა, ვინა-იგი გარდამოგუსხენ ჩუენ მას ზედა. და მამაჲ შენი და დედაჲ შენი და ძმანი შენნი და ყოველი სახლი მამისა შენისაჲ შეჰკრიბნე. შენ თანა სახლსა შინა შენსა.

19 და იყოს, ყოველი, რომელი გამოვიდეს სახლით შენით გარე, თანამდებ იყოს თავისა თჳსისა. ხოლო ჩვენ უბრალო ვიყუნეთ ფიცსა ამას შენსა. და რავდენნივე იყვნენ სახლსა შენსა, ჩუენ თანამდებ ვიყვნეთ,

20 უკუეთუ ვინმე გუავნოს ჩუენ და განცხადნენ სიტყუანი ესე ჩუენნი უბრალო ვიყვნეთ ფიცსა ამას შენსა.

21 და ჰრქუა მათ: მსგავსად სიტყჳსა თქუენისა, ეგრეცა ყავთ. და განავლინნა იგინი და წარვიდეს. და მოაბა სასწაული იგი მეწამული სარკუმელსა.

22 და წარვიდეს და მივიდეს მთად და იყვნეს მუნ სამ დღე და ეძიებდეს მდევარნი იგი ყოველთა გზათა და არა პოვნეს იგინი.

23 და მოიქცეს ორნი იგი ჭაბუკნი და მოვიდეს მთით და წიაღვიდეს ისოჲსა, ძისა ნავესისა, და მიუთხრეს ყოველი, რაჲცა-იგი შეემთხჳა მათ,

24 და ჰრქუეს ისოს: რამეთუ მოგუცა უფალმან ჴელთა ჩუენთა ყოველი იგი ქუეყანაჲ და შეშინებულ არიან ყოველნი იგი მკჳდრნი მის ქუეყანისან ჩუენგან.

<< ← Prev Top Next → >>