Holy Bible project logo icon
FREE OFF-line Bible for Android Get Bible on Google Play QR Code Android Bible
Holy Bible
for Android

is a powerful Bible Reader which has possibility to download different versions of Bible to your Android device.

Bible Verses
for Android

Bible verses includes the best bible quotes in more than 35 languages

Pear Bible KJV
for Android

is an amazing mobile version of King James Bible that will help you to read this excellent book in any place you want.

Pear Bible BBE
for Android

is an amazing mobile version of Bible in Basic English that will help you to read this excellent book in any place you want.

Pear Bible ASV
for Android

is an amazing mobile version of American Standard Version Bible that will help you to read this excellent book in any place you want.

BIBLE VERSIONS / ბიბლია / ძველი აღთქმა / იესო ნავეს ძე

ბიბლია - ძველი ქართულით

მეორე რჯული იესო ნავეს ძე მსაჯულნი

თავი 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 19 20 21 22 23 24

1 და იყო, ვითარ ესმა ყოველთა მათ მეფეთა ამორეველთა, რომელ იყვნეს წიაღ იორდანესა, და მეფეთა ფჳნიკისათა, რომელ იყვნეს ზღჳსკიდესა, რამეთუ განაჴმო უფალმან ღმერთმან იორდანე მდინარე წინაშე ძეთა ისრაჱლისათა წიაღსლვასა მას მათსა და დადნეს გულნი მათნი, და ივლტნეს და არღარა იყო მათ თანა გონებაჲ არცა ერთ პირისაგან ძეთა ისრაჱლისათა.

2 მას ჟამსა შინა ჰრქუა უფალმან ისოს: იქმნენ შენ დანაკნი ქვისანი ქვისა ცისნატეხისანი და დაჯედ და წინადასცჳთე ძეთა ისრაჱლისათა მეორედ.

3 და შექმნნა ისო დანაკნი ცისნატეხისანი. და წინადასცჳთა ძეთა ისრაჱლისათა ადგილსა მას, რომელსა ერქუა ბორცჳ წინადაცუეთილთაჲ.

4 და ვითარცა განწმიდნა ისო ძენი იგი ისრაჱლისანი, რომელნი-იგი იყვნეს ოდესმე გზასა ზედა და რომელნი იგი ოდესმე წინადაუცვეთელ იყვნეს გამოსრულთაგანნი ეგჳპტით. ყოველსა ამას წინადასცჳთა ისო ყოველსა გამოსრულსა ეგჳპტით წულსა ყრმასა, რამეთუ ყოველნი კაცნი მბრძოლნი მოსწყდეს მუნვე უდაბნოსა გზას შემდგომად გამოსლვისა მათისა ქუეყანით ეგჳპტით.

5 რამეთუ წინადაცუეთილ იყო ყოველი იგი ერი, რომელ გამოსრულ იყო და ყოველი იგი ერი, რომელი ეშვა უდაბნოჲსა გზას შემგომად გამოსლვისა მათისა ქუეყანით ეგჳპტით, წინადასცჳთეს.

6 რამეთუ ორმეოცდაორ წელ იქცეოდა ისრაჱლი უდაბნოსა მას მადბარიტისადისასა. ამისთჳს წინადაუცუეთელ იყვნეს მრავალნი მბრძოლთა მათგანნი, რომელნი გამოსრულ იყვნეს ქუეყანით ეგჳპტით, რომელნი-იგი არა ერჩდეს ბრძანებათა ღმრთისათა, რომელნი-იგი განაჩინნა უფალმან არა ხილვად მათა ქვეყანა იგი, რომლისათჳს ეფუცა უფალი მამათა მათთა მოცემად ჩუენდა ქუეყანა, რომლისგან გამოსდის სძე და თაფლი.

7 ამათ წილ დაადგინნა ძენი მათნი, რომელთა წინადასცჳთა ისო, რამეთუ წინადაუცუეთელ იყვნეს, რამეთუ იყვნეს იგინი გზასა ზედა წინადაუცვეთელ.

8 და რაჟამს წინადაიცჳთეს ყოველთა მათ ნათესავთა, ყუედრებით იყვნეს მუნვე მსხდომარენი ბანაკსა მას შინა, ვიდრემდის განეგნეს.

9 და ჰრქუა უფალმან ისოს: დღესდღესა შინა განგაშოვრე ყუედრებაჲ ეგჳპტელთა თქუენგან. და უწოდა სახელი მის ადგილისა გალგალა მოდღეინდელად დღედმდე.

10 და დაიბანაკეს ძეთა ისრაჱლისათა გალგალს შინა. და ყვეს ძეთა ისრაჱლისათა ზატიკი მეათოთხმეტესა დღესა თთჳსასა მწუხრითგან დასავალით კერძო იერიქოსა ველსა ზედა.

11 და ჭამეს იფქლისაგან ქუეყანისასა ხვალისაგან უფუველი და ახალი.

12 ამას დღესა შინა მოაკლდა მანანაჲ შემდგომად ჭამისა მის მათისა იფქლისაგან ქუეყანისასა. და არღარაჲ ეპოვა ძეთა ისრაჱლისათა მანანაჲ და დაიკრიბეს ნაყოფი იგი ფჳნიკელთა მას წელსა.

13 და იყო, ვითარ იყო ისო იერიქოს, აღიხილნა თუალნი თჳსნი და იხილა კაცი ერთი მდგომარე წინაშე მისსა და მახჳლი ჴდილი ჴელთა შინა მისთა. და მოვიდა ისო და ჰრქუა მას: ჩუენი ხარ, ანუ მტერთა ჩუენთაჲ?

იესო ნავეს ძე 5:13 - Commander of the Lord\'s Army
Commander of the Lord\'s Army
14 და მან ჰრქუა მას: მე ვარ ერისთავი ძალისა უფლისაჲ და აწ მოსრულ ვარ.

15 და ისო დავარდა პირსა თჳსსა ქუეყანასა ზედა, თაყუანის-სცა მას და ჰრქუა: უფალო, რაჲ უბრძანო შენსა მონასა?

16 და ჰრქუა ერისთავმან უფლისამან ისოს: განიჴსნენ ჴამლნი შენნი ფერჴთაგან შენთა, რამეთუ ადგილი ეგე, რომელსა შენ სდგა, წმიდა არს. და ყო ეგრე ისო.

<< ← Prev Top Next → >>