Holy Bible project logo icon
FREE OFF-line Bible for Android Get Bible on Google Play QR Code Android Bible
Holy Bible
for Android

is a powerful Bible Reader which has possibility to download different versions of Bible to your Android device.

Bible Verses
for Android

Bible verses includes the best bible quotes in more than 35 languages

Pear Bible KJV
for Android

is an amazing mobile version of King James Bible that will help you to read this excellent book in any place you want.

Pear Bible BBE
for Android

is an amazing mobile version of Bible in Basic English that will help you to read this excellent book in any place you want.

Pear Bible ASV
for Android

is an amazing mobile version of American Standard Version Bible that will help you to read this excellent book in any place you want.

BIBLE VERSIONS / ბიბლია / ძველი აღთქმა / იესო ნავეს ძე

ბიბლია - ძველი ქართულით

მეორე რჯული იესო ნავეს ძე მსაჯულნი

თავი 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 19 20 21 22 23 24

1 და ვითარ ესმა ყოველთა მეფეთა ამორეველთა, რომელ იყვნეს წიაღ იორდანესა, და რომელ იყუნეს მთათა და ველთა, და რომელ იყვნეს ყოველსა კიდესა ზღჳსა დიდისასა, და რომელ იყვნეს წინალიბანესა და ქეტელთა, და ამორეველთა და გერგესეველთა და ქანანელთა და ფერეზელთა და ეველთა და იებოსელთა.

2 შეკრბეს ერთბამად ბრძოლად ისოსა და ისრაჱლისა თანად ყოველნი.

3 და მკჳდრთა გაბაონისათა ესმა ყოველი, რავდენი უყო უფალმან იერიქოსა და გაის.

4 და ყვეს მათცა ზაკუვით, და მოვიდეს და იმზადეს საგზალი. და მოიღეს თხიერები ძუელები და აღიკიდეს ზურგებსა მათსა და ღჳნოჲ თხიერებითა ძუელითა და დახეთქილებითა,

5 და სადგმელი ჴამლთა მათთა და სანდალნი მათნი დაძუელებულ და დაბებკულ იყვნეს ფერჴთა შინა მათთა. და სამოსელი მათი დაძუელებულ იყო მათ ზედა და პური საგზლისა მათისა განჴმელ იყო და დამღილულ.

6 და მოვიდეს ისოსსა, ბანაკსა ისრაჱლისასა გალგალად და ჰრქუეს ისოს და ყოველსა ისრაჱლსა: ქუეყანით შორით მოვალთ და აწ ყავ ჩუენდამო აღთქუმაჲ, და ჰრქუეს ძეთა ისრაჱლისათა ქორეველსა:

7 იგულე, ნუუკუე ჩემ შორის შენ ხარ, და ვითარ დავდვა შენ თანა აღთქუმაჲ?

8 და ჰრქუეს ისოს: მონანი შენნი ვართ. და ჰრქუა მათ ისო: ვინანი ხართ და ვინა მოსრულ ხართ?

9 და ჰრქუეს მას: ქუეყანით შორით მოსრულ ვართ, მონანი შენნი სახელითა უფლისა ღმრთისა შენისათა, რამეთუ გუესმა სახელი მისი და რავდენი უყო ეგჳპტესა.

10 და რავდენი უყო ორთა მათ მეფეთა ამორეველთა, რომელ იყვნეს წიაღ იორდანესა სეონს, მეფესა ესებონისასა, და ოგ მეფესა ბასანისასა, რომელ მკჳდრ იყო ასტაროდს შინა და ედრაინს.

11 და გურქუეს ჩუენ მოხუცებულთა ჩუენთა. და ყოველთა მკჳდრთა მოხუცებულთა ქუეყანისა ჩუენისათა თქუეს: აღიღეთ თქუენდა საგზალი გზად, წარვედით და მიეგებვოდეთ მათ და არქუთ მათ: მონანი თქუენნი ვართ, და აწ აღთქუმა-ყავ ჩუენდა მომართ.

12 რამეთუ ესე პური ტფილი გამოგუცეს ჩუენ თანა დღესა მას, რომელსა გამოვედით მოსლვად თქუენდა, აწ განჴმეს და დამღილულ იქმნნეს.

13 და ესე თხიერები, რომელ ღჳნით გუევსო, ახლები იყო და, ესე, განხეთქილ არიან და სამოსელი ჩუენი დაძუელებულ არს გზისაგან დიდისა ფრიადისა

14 და მოიღეს მთავართა საგზალი მათი და უფალსა არა ჰკითხეს.

15 და ყო ისო მათა მიმართ მშჳდობაჲ და აღუთქუა მათ აღთქუმაჲ განრინებად მათა და ეფუცნეს მათ მთავარნი კრებულისანი.

16 და იყო, მესამესა დღესა შემდგომად აღთქუმისა მის მათა მიმართ ესმა, ვითარმედ მახლობელ არიან მათა და შორის მათსა შენ არიან.

17 და აღდგენ ძენი ისრაჱლისანი და მივიდვეს ქალაქებსა მათსა. ხოლო ქალაქები მათი არს გაბაონი და კეფირაჲ, და ბეთორი და ქალაქი იარიმი.

18 და არა ლალვიდეს მათ ძენი ისრაჱლისანი, რამეთუ ეფუცნეს მათ ყოველნი მთავარნი კრებულისანი უფლისა ღმრთისა ისრაჱლისა. და დრტჳნვიდა ყოველი კრებული იგი მთავართათჳს.

19 და ჰრქუეს ყოველთა მათ მთავართა ყოველსა კრებულსა: ჩუენ ვეფუცენით მათ უფლისა ღმრთისა ისრაჱლისა.

20 და აწ ვერ შეძლებელ ვართ ჴელსა შეხებად მათა, რამეთუ ესე ჰყოთ, დაიცვნეთ იგინი და განვარინნეთ იგინი და არა იყოს ჩვენ ზედა რისხვაჲ ფიცისა მისთჳს, რომელ ვეფუცენით მათ, და ცხონდენ.

21 და იყვნენ იგინი მრეშველ და მერწყულე ყოველსა ამას კრებულსა. და ყო ეგრე ყოველმან კრებულმან, ვითარცა ჰრქუეს მათ მთავართა.

22 და შეკრიბნა იგინი ისო და ჰრქუა მათ: რად შეურაცხ-მყავთ მე და სთქუთ, ვითარმედ: შორს ვართ შენგან ფრიად და თქუენ მსოფლელ ხართ, რომელნი დამკჳდრებულ ხართ ჩუენ შორის?

23 და აწ წყეულ იყვნეთ, არა მოგაკლდეს თქუენგან მონა მრეშუველი და მერწყული ჩემდა და ღმრთისა ჩემისა.

24 და მიუგეს ისოს და ჰრქუეს: რამეთუ თხრობით მოგუეთხრა ჩუენ, რავდენი უბრძანა უფალმან ღმერთმან თქუენმან მოსეს, მონასა თჳსსა, მიცემად თქუენდა ქუეყანაჲ ესე და მოსპოლვად ჩუენდა ყოველნი მკჳდრნი მისნი პირისაგან თქუენისა. და შეგუეშინა ჩუენ თავთა ჩუენთათჳს ფრიად და პირისაგან თქუენისა და ვქმენით საქმე ესე.

25 და აწ ჩუენ, ესერა, ჴელთა შინა თქუენა ვართ. ვითარცა გთნავს და ვითარცა გნებავს ყოფად ჩუენდა, გჳყავთ.

26 და ყო მათთჳს ესრე და განარინნა იგინი ისო მას დღესა შინა ჴელთაგან ძეთა ისრაჱლისათა და არა მოსრნეს იგინი.

27 და დაადგინნა იგინი ისო მას დღესა შინა მრეშუელად და მერწყულად ყოვლისა კრებულისა და საკურთხეველისა ღმრთისა. ამისთჳს იქმნენ მკჳდრნი გაბაონისანი მრეშუელ და მერწყულ საკურთხეველისა ღმრთისა მოდღენდელად დღედმდე. და ადგილსა, რომელსა გამოირჩია უფალმან.

<< ← Prev Top Next → >>