Holy Bible project logo icon
FREE OFF-line Bible for Android Get Bible on Google Play QR Code Android Bible
Holy Bible
for Android

is a powerful Bible Reader which has possibility to download different versions of Bible to your Android device.

Bible Verses
for Android

Bible verses includes the best bible quotes in more than 35 languages

Pear Bible KJV
for Android

is an amazing mobile version of King James Bible that will help you to read this excellent book in any place you want.

Pear Bible BBE
for Android

is an amazing mobile version of Bible in Basic English that will help you to read this excellent book in any place you want.

Pear Bible ASV
for Android

is an amazing mobile version of American Standard Version Bible that will help you to read this excellent book in any place you want.

BIBLE VERSIONS / ბიბლია / ძველი აღთქმა / იესო ნავეს ძე

ბიბლია - ძველი ქართულით

მეორე რჯული იესო ნავეს ძე მსაჯულნი

თავი 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 19 20 21 22 23 24

1 და ისო მოხუცებულ იყო, გარდასრულ დღეთა და ჰრქუა უფალმან ისოს: შენ მოხუცებულ ხარ და მოყოფილ ხარ დღეთა შენთა და ქუეყანაჲ მრავალი დატევებულ არს სამკჳდრებელად.

2 და ესე არს ქუეყანაჲ, რომელ დატევებულ არს - ყოველი საზღვარნი ფილისტიმისანი: გესორი

3 და ქანანელი უდაბნოთაგან, რომელ არს წინაშე პირსა ეგჳპტისასა მისაზღვრადმდე აკარონისად მარცხლ ქანანელთასა, შერაცხილ არს ხუთთა მათ სანახპეტოთა ფილისტიმისათა: გაზეულსა, და აზოტელსა, ასკანოლიტელსაჲ, და აკარონელსა და ეველსა თემანითგან,

4 და ყოველსა ქალაქსა ქანანისასა წინაშე გაზასა, და სიდონელნი აფეკადმდე ვიდრე საზღვრად ამორეველთა,

5 და ყოველი ქუეყანა ფილისტიმისაჲ, და ყოველი ლიბანი მზისაღმოსავლითგან, გალგალითგან მთასა ქუეშე აერმონსა ვიდრე შესავალადმდე ემათისად.

6 ყოველი, რომელნი მკჳდრ არიან მთასა შინა ლიბანითგან ვიდრე სერეფოთ მაიდმდე, ყოველნი სიდონელნი, მე ავჴოცნე იგინი პირისაგან ისრაჱლისა და განუყავ იგი წილით ისრაჱლსა, ვითარცა გამცნებ შენ.

7 და აწ განუყავ ქუეყანაჲ ესე სამკჳდრებელად ცხრათა მათ ნათესავთა და ზოგსა ნათესავსა მანასესა (იორდანითგან ვიდრე ზღუადმდე დიდად ზღჳს დასავალი მისცეს მათ, ზღუაჲ დიდი ეზღუანვის),

იესო ნავეს ძე 13:7 - The Dividing up of Canaan
The Dividing up of Canaan
8 ხოლო ორთა მათ ნათვსავთა და ზოგსა ნათესავსა მანასესა, რომელ არიან მათ თანა რუბენსა და გადს, რომელ მისცა მოსე წიაღ იორდანესა, აღმოსავლით კერძო, მისცა იგი მოსე, მონამან უფლისამან.

9 აროერითგან, რომელ არს კიდესა ნაღუარევისა არნონისასა და ქალაქი, რომელ არს საშუვალ ჴევსა, და ყოველი მისორიმე დაბათგან.

10 ყოველი ქალაქები სეონ მეფისა ამორეველთასა, რომელ მეფობდა ესებონს შინა, მისაზღვრადმდე ძეთა ამონისთა,

11 და გალაადი და საზღვარნი გესორისანი, და მაქათისანი, ყოველი მთაჲ აერმონი და ყოველი ბასანიტი ელქადმდე.

12 ყოველი სამეუფოჲ ოგისი ბასანს შინა, რომელ მეფობდა ასტაროთს და ედრაინს შინა, ესე დაშთომილ იყო გმირთაგანი, და მოკლა იგი მოსე და აღჴოცა,

13 და არა აღჴოცეს ძეთა ისრაჱლისათა გესური და მაქატი და ქანანელი და შენი, მეფჱ გესურისა და მაქათისაჲ შორის ძეთა ისრაჱლისათა მოდღენდელად დღედმდე.

14 ხოლო ნათესავსა ლევისსა არა სცა სამკჳდრებელი, რამეთუ ღმერთი ისრაჱლისა იგი თავადი იყო მათა სამკჳდრებელ, ვითარცა ჰრქუა მათ უფალმან (და ესე არს განყოფაჲ, რომელ განუყო მოსე ძეთა ისრაჱლისათა, არაბოთ მოაბისასა წიაღ იორდანესა იერიქოჲთ კერძო).

15 და მისცა მოსე ნათესავსა რუბენისსა ტომად-ტომად მათა.

16 და იყო საზღვარი მათი აროერითგან, რომელ არს წინაშე ჴევსა არნონისასა, და ქალაქი, რომელ არს ჴევსა შინა არნონისასა,

17 და ყოველი მისურიმი ესებონმდე და ყოველი ქალაქი, რომელ არს მისურს შინა, და დებონი, და ბამოთი, ბაალი და სახლნი ბელმონისნი,

18 და ისაჲსაჲ და კედმოთი, და სებამაჲ, და მაფაათი,

19 და კარიათაიმი, და სართი, და სეორი მთასა შინა ენაკისასა,

20 და ბითფოგორი, და ასედორი, ფასგაჲ და ბეთსიმოთი, და ყოველი ქალაქი მისურისაჲ,

21 და ყოველი სამეუფოჲ სეონ მეფისა ამორეველთაჲსაჲ, რომელ მეფობდა ესებონს შინა, რომელ მოკლა მოსე იგი, და წინამძღუარნი მადიამისანი და ები, და ჰროკამ, და სურ, და ჰრუბენ მთავარი სეონისაჲ, რომელ მკჳდრ იყო ქუეყანასა.

22 და ბალაამ ბეორისი მისანი მოკლეს ბრძოლასა.

23 და იყვნეს საზღვარნი რუბენისნი იორდანე საზღვრად, ესე სამკჳდრებელი ძეთა რუბენისთა, ტომად-ტომად მათა ქალაქები და ვანები მათი.

24 და მისცა მოსე ძეთა გადისთა ტომად-ტომად მათა.

25 და იყო საზღვრად მათა იარჱსი, ყოველი ქალაქები გალაადისაჲ და ზოგი ქუეყანაჲ ძეთა ამონისთაჲ არუერმდე, რომელ არს წინაშე პირსა ლაბბოჲსასა.

26 და ესებონითგან ჰრამოთდმდე მართლ მასფასა, და ბოანიმი და მანაიმი ვიდრე საზღვართა დაბირისათა,

27 და ემეკს ბეთარამ ბეთისამნა, და სოქო, და საფონ და სხუა იგი სამეუფოჲ სეონისი მეფისა ესებონისაჲ. იორდანჱ იზღუანის ვიდრე ზღუადმდე ქენეროთისად წიაღ იორდანესა აღმოსავლით.

28 ესე სამკჳდრებელი ძეთა გადისთა ტომად-ტომად მათა და ქალაქად-ქალაქად მათა და ვანები მათი.

29 და მისცა მოსე ზოგსა ნათესავსა მანასესა და იყო ზოგთა ძეთა მანასჱსთა ტომად-ტომად მათა.

30 და იყო საზღვარი მათი მანაიმითგან: და ყოველი ბასანი, და ყოველი სამეუფოჲ ოგისი, მეფისა ბასანისაჲ, და ყოველი დაბნები იაჲრისი, რომელ არიან ბასანიტითს შინასა, სამეოცი ქალაქი.

31 და ზოგი გალაადისაჲ, და ასტაროთს შინა, და ედრაინს შინა, ქალაქები სამეუფოჲსა ოგისი ბასანიტს შინა. და მისცნეს ძეთა მაქირისთა, ძისა მანასესთა.

32 ესენი, რომელ დაიკმჳდრნა მოსე წიაღ იორდანესა იერიქოჲთ კერძო, აღმოსავალით.

33 და ნათესავსა ლევისსა არა სცა მოსე მკჳდრობაჲ, რამეთუ უფალი ღმერთი ისრაჱლისა, იგი სამკჳდრებელ იყო მათა, ვითარცა ეტყოდა მათ.

<< ← Prev Top Next → >>