ბიბლია, იესო ნავეს ძე, თავი 15. is available here: https://www.bible.promo/chapters.php?id=10202&pid=8&tid=1&bid=45
Holy Bible project logo icon
FREE OFF-line Bible for Android Get Bible on Google Play QR Code Android Bible

Holy Bible
for Android

is a powerful Bible Reader which has possibility to download different versions of Bible to your Android device.

Bible Verses
for Android

Bible verses includes the best bible quotes in more than 35 languages

Pear Bible KJV
for Android

is an amazing mobile version of King James Bible that will help you to read this excellent book in any place you want.

Pear Bible BBE
for Android

is an amazing mobile version of Bible in Basic English that will help you to read this excellent book in any place you want.

Pear Bible ASV
for Android

is an amazing mobile version of American Standard Version Bible that will help you to read this excellent book in any place you want.

BIBLE VERSIONS / ბიბლია / ძველი აღთქმა / იესო ნავეს ძე

ბიბლია - ძველი ქართულით

მეორე რჯული იესო ნავეს ძე მსაჯულნი

თავი 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 19 20 21 22 23 24

1 და იყვნეს საზღვარნი ნათესავისანი ძეთა იუდაჲსთანი ტომად-ტომად მათა საზღვართაგან იუდაჲსთა უდაბნოჲთგან სინით ვიდრე კადედმდე, ბღუარით კერძო.

2 და იყვნეს საზღვარნი მათნი ბღუარით კერძო ვიდრე ზღუად კერძო მარილოვნად, ცხჳრითგან, რომელ მიიწევის ბღუარით კერძო მისსა და განვალს აკრამბი და გარემოვალს სეენასა და აღვალს ბღუარით კადედ ბარნედ.

3 და განვალს სოროდმდე, და აღიწევის ადდარად და გარემოვალს დასავალით კადესა,

4 და მივალს ასემონად კერძო და განვარდების პირსა ზედა ეგჳპტისასა, და იყოს მისი განსავალი ზღუად კერძო, ესე არს საზღუარი მათი ბღუარით.

5 და საზღუარნი მათნი აღმოსავალითნი: ყოველი ზღუაჲ მარილოვანი იორდანედმდე და საზღვარნი ჩრდილოჲთ კერძონი ცხჳრითგან ზღჳსაჲთ და ერთკერძო იორდანითგან.

6 მიიწევიან საზღვარნი ბეთაგლად კერძო და გარეწარვალს ჩრდილოჲთ კერძო ბეთარაბად კერძო. და აღჰმართებს საზღვარი ქვად კერძო ბჳონისა ძისა რუბენისა.

7 და აღვალს საზღვარი მეოთხესა ოდენ ნაწილსა ჴევისა აქორისასა და შთავალს გალგალდ კერძო, რომელ არს მართლ გამოსავალსა ადომისასა, რომელ არს ბღუარით კერძო ჴევსა და განიწევის წყლად კერძო წყაროჲსა ლელიუსად, და იყოს გამოსავალად მისა წყაროჲ ჰრუგელისაჲ.

8 და აღვალს საზღვარი ჴევსა ენომისასა იებულსთად, ესე არს იერუსალჱმი, და განვლენ საზღვარნი თხემით კერძო მთისად, რომელ არს პირით კერძო ჴევსა ენომისა ზღუად მიმართ, რომელ არს ერთკერძო ქუეყანასა ჰრაფაინისასა ჩრდილოჲთ კერძო.

9 და განვალს საზღვარი თავისაგან მთათასა წყაროსა ზედა წყლისა აფთოჲსასა და განვლენ საზღვარნი ეფრონისნი, და განაწიოს საზღვარი ბალად (ესე არს ქალაქი იარიმი).

10 და მი-გარე-ვლოს საზღვარმან ბაალით ზღუად კერძო მთასა სეირასა, და გარეწარვლოს ზურგით კერძო ქალაქი იარიმი ჩრდილოჲთ კერძო (ესე არს ქასალონი) და შთავიდეს მზისქალაქად კერძო და გარეწარვლოს ბღუარით კერძო.

11 და მიაწიოს საზღვარი ზურგით აკარონსა ჩრდილოჲთ კერძო, და მიაწინეს საზღვარნი საქქარონადმდე და თანაწარვლოს მთაჲ ქუეყანისა ბაალისაჲ. და მიაწიოს იაბნეამდე და იყოს გარემოსავალი საზღვართა ზღუად კერძო

12 და საზღუარნი მათნი ზღჳთგან, ზღუაჲ დიდი ეზღუანვის. ესე საზღუარი ძეთა იუდაჲსთანი გარემოჲს ტომად-ტომად მათა.

13 და ქალებს, ძესა იეფონესსა, მისცა ნაწილი შორის ძეთა იუდაჲსთა ბრძანებითა ღმრთისაჲთა და მისცა ისო მას ქალაქი ერბოკი, დედაქალაქი ენანისი (ესე არს ქებრონი).

14 და აღჴოცნა მიერ ქალებ, ემან იეფონჱმან, სამნი იგი ძენი ენანისნი: სური და თოლმა და აქიმან.

15 და აღვიდა მიერ ქალებ მკჳდრთა ზედა დაბირისათა. და სახელი დაბირისაჲ პირველად იყო ქალაქი მწიგნობართაჲ.

16 და თქუა ქალებ: რომელმან დაიპყრას ქალაქი მწიგნობართაჲ და ეუფლოს მას, და მივსცე მას ასქანა, ასული ჩემი, ცოლად.

17 და დაიპყრა იგი გოთონიელ, ძემან კენეზისმან, ძმამან ქალებისმან უმრწემესმან. და მისცა მას ასქანა, ასული თჳსი, ცოლად.

18 და იყო, შესლვასა მისსა, აზრახა მას და ჰრქუა: უთხოვო მამასა ჩემსა აგარაკი. და ჴმა-ყო კარაულით და ჰრქუა მას ქალებ: რაჲ არს შენდა?

19 და ჰრქუა მას: მეც მე კურთხეული, რამეთუ ქუეყანად ნაგებდ მიმცემ მე. მომეც მე გოლადმაიმი. და მისცა მას ქალებ გოლათი ზენაჲ და გოლათი ქუეყანაჲ.

20 ესე არს სამკჳდრებელი ნათესავისა ძეთა იუდასთაჲ ტომად-ტომად მათა.

21 და იწყო ქალაქები მათი ქალაქი პირველი ნათესავისა ძეთა იუდასთაჲ საზღვართა ზედა ედომისა უდაბნოსა ზედა: კაბსეელი, და ედრაინი და იაგონირი,

22 და კინაჲ, და დიმონაჲ, და ადადაჲ,

23 და კედე და იონან,

24 სიფი, და ხელემი, და ბალოთი,

25 და ქალაქი ესერონი (და [ესე] არს ასური),

26 და ამამი, და სამააჲ, და მოლადაჲ,

27 და სერგადაჲ, და ბეთფალეთი,

28 და ასარსუდაჲ, და ბერსაბე, და ბერსაბე და დაბნები მათი. და ვანები მათი,

29 ბაალი, და ევიმი, და ასემი,

30 და ესთლადი, და ქესილილი, და ერმაი,

31 და სიკილენი, და მედებენაჲ, და სანსანაჲ.

32 და ლაბოთი, და სელემი, და რემონი. ქალაქები ოცდაცხრა და დაბნები მათი:

33 ველსა ზედა ესთაორისასა: და სარააჲ, და ასნაჲ.

34 და ილრამენი, და ზანაჲ, და ადიათაიმი,

35 და იერიმოთი, და ოდოლამი, და ნემრაჲ, და სოქოჲ, და აზექაჲ,

36 და სარგარიმი, და გადერაჲ და აჳანბიმისი, ქალაქები ათორმეტი და დაბნები მათი.

37 სენნანი, და ადასაჲ, და მაგდალგადი,

38 და ლაანი, და მასფაჲ, და იექთაელი,

39 და ლაქისი, და ბაზკათაჲ, და აგლომი,

40 და ქაბბაჲ, და ლამისი, და ქათლოსი,

41 და გადეროთი, და ბეთდაგონი, და ნომქაჲ და მაკადჱ, ქალაქები ათექუსმეტი და დაბნები მათი.

42 ლუბნაჲ და ათერი,

43 და იეფთაჲ, და ასენნაჲ, და ნესები, და კაილაჲ, და აქზიფი, და მარესაჲ, და ელომი, ქალაქები ცხრა და დაბნები მათი.

44

45 აკკარონი და დაბნები მისი,

46 და აკარონითგან იემნაჲ და ყოველნი, რავდენნიცა არიან მახლობელად ასდოდსა და დაბნებსა მათსა: ასდოდი და დაბნები მისი.

47 და ვანები მისი მიჴევადმდე ეგჳპტისა. და დიდი ზღუაჲ განსაზღურებს.

48 და მთათა საფარისათა, და იეთერი და სოქოი.

49 და აჰრენა ქალაქი მწიგნობართა (ესე არს დაბირი).

50 და ანობი, და ესთემონი, და იამინი.

51 და გოსომი, და ქილუჵნი, და გელონი, ქალაქები ათერთმეტი და დაბნები მათი.

52 ებერი, და ესანი, და რუმაჲ,

53 და იანუმი, და ბეთთააფუეაჲ, და აფაკაჲ,

54 და ქამმატაჲ, და ქალაქები არბოჲ. (ესე არს ქებრონი) და სიორი, და ქალაქები ცხრაჲ და დაბნები მათი.

55 და ჵნი, და ქერმელი, და ზიფი: და ეტტაჲ,

56 და იეზრაელი, და იეკდაამი, და ზანო,

57 ეკიმი, და გაბაჲ, ქალაქები ცხრაჲ და დაბნები მათი.

58 ალული, და ბეთსური, და გედორი,

59 და მაროთი, და ბეთნოთი, და ეზთეკენი, ქალაქები ექუსი და დაბნები მათი. თეკჱ, და ეფრათაჲ, (ესე არს ბეთლემი), და ფაგორი, და ეტამი, და კოლონი, და ტატამი, და სურესი, და კარიმი, და გალლიმი, და ბბეთერი, და მონოქოჲ, ქალაქები ათერთმეტი და დაბნები მათი.

60 კარიათბაალი (ესე არს ქალაქი იარიმისი) და რებაჲ, ქალაქნი ორნი და დაბნები მათი და ვანები მათი.

61 და ბდარბისი, და ბეთარაბოჲ, და მადნი, და სოქოზაჲ.

62 და ნებსანი, და ქალაქნი მათილთანი, და ენგადი, ქალაქები შჳდნი და დაბნები მათი.

63 და იებოსელი დამკჳდრებულ იყო იერუსალჱმს. და ვერ შეუძლეს ძეთა იუდასთა ბრძოლად მათა, დაეშენნეს იებოსელნი მიმუნდღედმდე.

<< ← Prev Top Next → >>