Holy Bible project logo icon
FREE OFF-line Bible for Android Get Bible on Google Play QR Code Android Bible
Holy Bible
for Android

is a powerful Bible Reader which has possibility to download different versions of Bible to your Android device.

Bible Verses
for Android

Bible verses includes the best bible quotes in more than 35 languages

Pear Bible KJV
for Android

is an amazing mobile version of King James Bible that will help you to read this excellent book in any place you want.

Pear Bible BBE
for Android

is an amazing mobile version of Bible in Basic English that will help you to read this excellent book in any place you want.

Pear Bible ASV
for Android

is an amazing mobile version of American Standard Version Bible that will help you to read this excellent book in any place you want.

BIBLE VERSIONS / ბიბლია / ძველი აღთქმა / იესო ნავეს ძე

ბიბლია - ძველი ქართულით

მეორე რჯული იესო ნავეს ძე მსაჯულნი

თავი 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 19 20 21 22 23 24

1 და ეტყოდა უფალი ისოს და ჰრქუა:

2 ეტყოდე ძეთა ისრაჱლისათა და არქუ: მისცენით ქალაქნი შესავედრებელთანი, რომელ გარქუ თქუენ ჴელითა მოსესითა,

3 შესავედრებელად კაცისმკლველისა, რომელმან მოკლას სული არა ნეფსით და იყვნენ თქუენდა ქალაქნი იგი შესავედრებელ. და არა მოკუდეს კაცსმკლველი იგი მეძიებელისაგან სისხლისასა, ვიდრე წარდგომადმდე წინაშე კრებულისა განკითხვად.

4 მიივლტოდეს ერთსა მას ქალაქთაგანსა და დადგეს შესავალთა მათ ბჭეთა ქალაქისათა და ეტყოდეს ყოველთა მოხუცებულთა მის ქალაქისათა სიტყუათა თჳსთა და შეწყნარებულ იყოს იგი ერისა მის თანა. და სცენ მას ადგილ და დაემკჳდროს მათ თანა.

5 და თუ სდევდეს მას მახლობელი სისხლისაჲ მის, ნუ მისცემედ ჴელთა მისთა მომკლველსა მას, რამეთუ არა ნებსით სცა მოყუასსა მას თჳსსა და არა მტერად იყო მისა გუშინ და ძუღუან.

6 და დაემკჳდრენ ქალაქსა მას ვიდრე წარდგომადმდე წინაშე ერსა მის საშჯელად ვიდრე სიკუდიდმდე მღდელისა მის დიდისა, რომელი იყოს დღეთა მათ და მაშინღა მოიქცეს მკლველი იგი ადგილად თჳსა და ქალაქად, რომლისაგან ივლტოდა.

7 და დადვეს კედელი გალილეას საზღვარსა ნეფთალემისასა და სჳქემი მთასა ეფრემისასა და ქალაქი არბოკი (ესე არს ქებრონი), საზღვარსა იუდაჲსსა,

8 და წიაღ იორდანესა იერიქოჲსა აღმოსავალით მისცეს ბოსორი და უდაბნოჲსა ველსა შინა ნათესავისაგან რუბენისისა და ჰრამოთი გალაადს შინა და გავლანი ბასანიტიდს შინა ნათესავისაგან მანასესისა.

9 ესე ქალაქნი განჩინებულნი ყოველთა ძეთა ისრაჱლისათანი და მწირისა, რომელ შევედრებულ იყოს მათ შორის შევედრებად მუნ. ყოველმან, რომელმან სცეს კაცსა, არა ნებსით, რათა არა მოკუდეს ჴელისაგან სისხლისმეძიებელისაჲსა, ვიდრემდე არ დადგეს წინაშე კრებულსა განკითხვად.

<< ← Prev Top Next → >>