Holy Bible project logo icon
FREE OFF-line Bible for Android Get Bible on Google Play QR Code Android Bible
Holy Bible
for Android

is a powerful Bible Reader which has possibility to download different versions of Bible to your Android device.

Bible Verses
for Android

Bible verses includes the best bible quotes in more than 35 languages

Pear Bible KJV
for Android

is an amazing mobile version of King James Bible that will help you to read this excellent book in any place you want.

Pear Bible BBE
for Android

is an amazing mobile version of Bible in Basic English that will help you to read this excellent book in any place you want.

Pear Bible ASV
for Android

is an amazing mobile version of American Standard Version Bible that will help you to read this excellent book in any place you want.

BIBLE VERSIONS / ბიბლია / ძველი აღთქმა / მსაჯულნი

ბიბლია - ძველი ქართულით

იესო ნავეს ძე მსაჯულნი რუთი

თავი 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 19 20 21

1 და ესე ნათესავნი დაუტევნა უფალმან, რათა გამოცადნეს მათგან ძენი ისრაჱლისანი, ყოველნივე იგი, რომელთა არა იცნოდეს ბრძოლანი ქანანელთანი.

2 ნათესავისა მისთჳს, ძეთა ისრაჱლისათა, რათა ასწაონ მათ ბრძოლაჲ. ხოლო უწინარესთა მათთა არავე იცნოდეს ესენი.

3 ხუთნი ესე სამთავრონი უცხოთესლთანი და ყოველნივე ქანანელნი და სიდონელნი და ეველნი, და რომელი დამკჳდრებულ იყო ლიბანესა ზედა, მთითგან აერმონით ვიდრე ლაბკმათმდე.

4 და იყვნეს, რათა გამოცადოს მათ შორის ისრაჱლი, და რათა უწყოდის, უკუეთუ ისმინნეს, მცნებანი უფლისანი, ანუ არა, რომელი-იგი ამცნო მამათა მათთა ჴელითა მოსესითა.

5 და ძენი ისრაჱლისანი დაემკჳდრნეს შორის ქანანელისა მის, და ქეტელისა, და ამორეველისა, და ფერეზელისა, და ეველისა, და იებოსელისა და გერგესელისა.

6 და მოიყვანნეს ასულნი მათნი თავისა თჳსისა ცოლად და ასულნი მათნი მისცნეს ძეთა მათთა, და ჰმსახურებდეს ღმერთთა მათთა.

7 და ყვეს ძეთა ისრაჱლისათა ბოროტი წინაშე უფლისა, და დაივიწყეს უფალი ღმერთი მათი და ჰმსახურებდეს ბაალსა და სერტყებსა.

8 და განრისხნა გულისწყრომით უფალი ისრაჱლსა ზედა და მისცნა იგინი ჴელსა ქუსარსათემისასა, მეფისა ასურეთისასა, და ჰმონებდეს მათ რვა წელ.

9 და ღაღად-ყვეს ძეთა ისრაჱლისათა უფლისა მიმართ. და აღუდგინა უფალმან მჴსნელი ისრაჱლსა და იჴსნნა იგინი გოთონიელ, ძემან კენეზისმან, ძისა ქალებისმან უმრწემესისამან.

10 და ისმინა მათი უფალმან. და შჯიდა იგი ისრაჱლსა და განვიდა ბრძოლად ქუსარსათემისა; და მოსცა უფალმან ჴელთა მისთა ქუსარსათემ, მეფე ასურეთისაჲ. და განმტკიცნა ჴელი მისი ქუსარსათემის ზედა.

11 და დამშჳდნა ქუეყანა ორმეოც წელ. და მოკუდა გოთონიელ, ძე კენეზისი.

12 და შესძინნეს ძეთა ისრაჱლისათა ყოფად ბოროტისა წინაშე უფლისა. და განაძლიერა უფალმან ეგლომ, მეფე მოაბისაჲ, ისრაჱლსა ზედა ამისთჳს, რამეთუ ყვეს ბოროტი წინაშე უფლისა.

13 და შეიკრიბნა მან ყოველნი ძენი ამასისნი და ამალეკი, და მოვიდა და მოსრა ისრაჱლი, და მოვიდა და დაიმკჳდრა ქალაქები იგი დანაკისკუდოვანთაჲ.

14 და ჰმონებდეს ძენი ისრაჱლისანი ეგლომს, მეფესა მოაბისასა, ათურამეტ წელ.

15 და ღაღად-ყვეს ძეთა ისრაჱლისათა უფლისა მიმართ და აღუდგინა მათ უფალმან მჴსნელად აოდ, ძე გერაჲსი. ძისა იემენელისაჲ, კაცი ორითავე ჴელითა მარჯუენე. და მიუძღუანეს ძეთა ისრაჱლისათა ჴელითა მისითა ძღუენი ეგლომს, მეფესა მოაბისასა.

16 და იქმნა აოდ თავისა თჳსისა მახჳლი ორპირი, სიგრძე ყო მტკაველ ერთ და შეიბა იგი ბარკალთა ქუეშე ბარკლისა მარჯუენისა მისისასა და წარვიდა.

17 და მიართუა ძღუენი იგი ეგლომს, მეფესა მოაბისასა. და ეგლომ იყო კაცი სასტიკი ფრიად.

18 და ვითარცა აღასრულა აოდ შეწირვად ძღუენი იგი, და წარავლინნა კაცნი იგი, რომელთა აქუნდა ძღუენი იგი.

19 და ეგლომ გამო-ოდენ-სრულ იყო კერპთა მისთაგან გალგალის თანა და ჰრქუა აოდ ეგლომს: სიტყუაჲ მიჴმს ფარულად შენდამი, მეფე. და ჰრქუა ეგლომ: დადუმენ! და გამოვიდეს წინაშემდგომელნი იგი მისგან.

20 და იგი ჯდა ქორსა მას საზაფხულოსა მარტო. და ჰრქუა აოდ: სიტყუაჲ ღმრთისაჲ მიჴმს მე რქუმად შენდა, მეფე, და აღდგა ეგლომ საყდრისაგან თჳსისა.

21 და მოვიდა მახლობელ მისა. და იყო, ვითარცა ა-ოდენ-დგა იგი, მიყო აოდ ჴელი მარცხენე მისი, და აღმოიჴადა მახჳლი იგი ორპირი ბარკლისაგან მარჯუენისა მისისა, და სცა მუცელსა ეგლომისსა.

22 და შთააგდო ტარიცა შემდგომად მახჳლისა. და დაყო პოზანმან პირი მისი და არა გამოჴადა მახჳლი იგი მუცელსა მისსა.

23 და გამოვიდა კარსესა და გამოვლნა განწესებულნი იგი. და დაჰჴშნა კარნი ქორისანი მის მის ზედა და დამშჭუალნა, და აოდ გამო-ოდენ-ვიდა.

24 და შევიდეს მონანი მისნი და იხილეს და კარნი მის ქორისანი დაჴშულ იყვნეს, და თქუეს: ნუუკუე საჯდომელთა ჯდეს განშორებულად სასუენებელსა მისსა?

25 და ელოდეს და ეშინოდა რეკად კარისა და, აჰა ესერა, არა ვინ იყო, რომელმანცა განახუნა კარნი მის ქორისანი და მოიღეს კლიტე. და განაღეს კარნი მის ქორისანი და იხილეს და უფალი მათი იდვა ქუეყანასა ზედა მკუდარი.

26 და აოდ განერა და შევარდა ტიროთად, ვიდრე იგინი შფოთსაღა შინა იყვნეს. და არავინ იყო, რომელმანცა გულისხმა-ყო მისთჳს. და იგი თანაწარჰჴდა გამოქანდაკებულთა მათ, და განერა და შევარდა ტიროთად.

27 და იყო, რაჟამს მოვიდა აოდ ქუეყანასა ისრაჱლისასა, და დაჰბერეს ნესტუსა მთასა მას ეფრემისასა. და შეკრბეს მის თანა ძენი ისრაჱლისანი და იგი წინაშე მათსა.

28 და ჰრქუა მათ აოდ: მოდით ჩემ თანა, რამეთუ მოგცნა უფალმან ღმერთმან თქუენმან მტერნი თქუენნი მოაბელნი ჴელთა თქუენთა. და მივიდეს მის თანა და დაიპყრეს წიაღსავალი იგი იორდანისაჲ, რომელ არს მოაბელთა, და არა უტევეს კაცი წიაღსლვად.

29 და მოსრეს მოაბელთაგანი მას დღესა შინა ათი ათასი კაცი ყოველნივე მბრძოლნი მათ შორის და ყოველი კაცი ძლიერი. და არავინ განერა ერთიცა მათგანი.

30 და იძლია მოაბი მას დღესა შინა ჴელსა ქუეშე ისრაჱლისასა; და დამშჳდნა ქუეყანა ოთხმეოც წელ. და შჯიდა აოდ ვიღრე დღედმდე სიკუდილისა მისისა.

31 და ამისა შემდგომად აღდგა სემეგარ, ძე ამათისი, და მოსრნა უცხოთესლნი ექუსასნი კაცი ერქუნითა საჴნველისა ჴართათა. და იჴსნა ისრაჱლი ჴელთაგან უცხოთესლთასა.

<< ← Prev Top Next → >>