Holy Bible project logo icon
FREE OFF-line Bible for Android Get Bible on Google Play QR Code Android Bible
Holy Bible
for Android

is a powerful Bible Reader which has possibility to download different versions of Bible to your Android device.

Bible Verses
for Android

Bible verses includes the best bible quotes in more than 35 languages

Pear Bible KJV
for Android

is an amazing mobile version of King James Bible that will help you to read this excellent book in any place you want.

Pear Bible BBE
for Android

is an amazing mobile version of Bible in Basic English that will help you to read this excellent book in any place you want.

Pear Bible ASV
for Android

is an amazing mobile version of American Standard Version Bible that will help you to read this excellent book in any place you want.

BIBLE VERSIONS / ბიბლია / ძველი აღთქმა / მსაჯულნი

ბიბლია - ძველი ქართულით

იესო ნავეს ძე მსაჯულნი რუთი

თავი 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 19 20 21

1 და შესძინეს ძეთა ისრაჱლისათა ყოფად ბოროტისა წინაშე უფლისა.

2 და მისცნა იგინი უფალმან ჴელთა იაბისსა, მეფისა ქანანელთასა, რომელი მეფობდა ასურს შინა, და მთავარ ერისა მისისა იყო სისარაჲ. და დამკჳდრებულ იყო არისოთს წარმართთასა.

3 და ღაღად-ყვეს ძეთა ისრაჱლისათა უფლისა მიმართ, რამეთუ ცხრაასი ეტლი რკინისა იყო მისი, და იგი აჭირვებდა ისრაჱლსა ფრიად ოც წელ.

4 და დებორა იყო დედაკაცი წინასწარმეტყუელა, ცოლი ლაფიჭუდისი და იგი შჯიდა ისრაჱლსა მას ჟამსა შინა.

5 და დამკჳდრებულ იყო იგი დანაკისკუდსა მას ქუეშე დებორასა შორის რამასა და შორის ბეთელსა, მთასა ეფრემისსა. მოვიდიან მისა ძენი ისრაჱლისანი საშჯელად.

6 და წარავლინა დებორა და მოუწოდა ბარაკს, ძესა აბინოემისსა, კედენეთ, რომელ არს ლეფთალიმისი, და ჰრქუა მას: ანუ არა, აჰა ეგერა, გიბრძანა შენ უფალმან ღმერთმან ისრაჱლისამან და წარხვიდე შენ მთასა მას თაბორსა და მიიყვანო შენ თანა ათ ათასი კაცი ძეთაგანი ლეფთალემისთაჲ და ძეთაგანი ზაბულონისაჲ.

7 და მიიყვანო შენ ჴევსა მას კიშოვნისასა სისარაჲს ზედა, ერისთავისა მის იაბინისა, და ეტლებსა მისსა და სიმრავლესა მისსა ზედა. და მოგცე იგი ჴელსა შენსა.

8 და ჰრქუა მას ბარაკ: უკუეთუ მოხჳდე შენ, მოვიდე მეცა და უკუეთუ არა მოხჳდე ჩემ თანა, მე არა წარვიდე; რამეთუ არა ვიცი დღე იგი, რომელსა წარმოუმართოს ანგელოზსა მას უფალმან ჩემ თანა.

9 და ჰრქუა მას დებორა: მოსლვით მოვიდე შენ თანა, ხოლო უწყოდე, რამეთუ არა იყოს პირველი ჴელის-ყოფაჲ შენი გზასა მაგას, რომელსა შენ წარხუალ, და ჴელსა დედაკაცისასა მოსცეს უფალმან სისარა. და აღდგა დებორა და წარვიდა ბარაკის თანა კედემით.

10 და უბრძანა ბარაკ ზაბულონსა და ნეფთალიმსა კედეს შინა. და მივიდეს მის თანა ათ ათასოდენ კაც, და მივიდა დებორაცა მის თანა.

11 და მახლობელნი იგი კენეველთანი გამოეშორნეს კინევეთ ძეთაგან იობაბესთა, სიმამრისა მოსესისა, და აღმართა კარავი თჳსი მუხასა მას თანა განსასუენებელთასა, რომელ არს მახლობელად კადესა.

12 და უთხრეს სისარას, ვითარმედ: აღმოვიდა ბარაკ, ძე აბინუმისი, მთასა მას თაბორსა.

13 და მოუწოდა სისარა ყოველსა ეტლებსა მისსა, ცხრაასსა ეტლსა რკინისასა, და ყოველსა ერსა მისსა თანა არისოთით რომელ არს წარმართთა, ჴევად კიშოვნისა.

14 და ჰრქუა დებორა ბარაკს: აღდეგ აწ, რამეთუ ესე არს დღე, რომელსა მოგცეს უფალმან სისარა ჴელთა შენთა, რამეთუ უფალი არს წინამძღუარად შენდა და შთავიდა ბარაკ მთისაგან თაბორისა და ათი ათასი კაცი მის თანა.

15 და განაკრთო უფალმან სისარა წინაშე ბარაკისა და ყოველი ეტლები მისი და ყოველივე ბანაკი მისი. და დაეცნეს იგინი პირითა მახჳლისათა წინაშე ბარაკისა, და გარდამოჴდა სისარა ეტლისაგან თჳსისა და ევლტოდა იგი ფერჴითა თჳსითა.

16 და ბარაკ დევნა შემდგომად ეტლთა მათ მისთა და შემგომად ბანაკისა მის ვიდრე მაღნარადმდე წარმართთასა; და დაეცა ყოველივე იგი ბანაკი სისარასი პირითა მახჳლისათა და არა დაშთა ერთიცა.

17 და სისარა ივლტოდა ფერჴითა თჳსითა კარვად იაელისაჲ, ცოლისა ქაბერისა კინეველისა, რამეთუ მშჳდობაჲ იყოს შორის იაბენისა, მეფისა ასურისა, და შორის სახლისა ქაბერისა კინეველისა.

18 და გამოვიდა იაჱლ შემთხუევად სისარასა და ჰრქუა მას: მოაქციე ჩემდა, და ნუ გეშინინ! და მიაქცია კარვად მისა და დამალა იგი მაშკსა ქუეშე მისსა.

19 და ჰრქუა მას სისარა: მასუ მე წყალი მცირედ, რამეთუ მწყურის. და განჰჴსნა თხიერსა სასძეურსა და ასუა მას. და დაჰბურა სამუმლელი პირსა მისსა.

20 და ჰრქუა მას სისარა: დეგ შენ კართა ზედა კარვისათა. და იყოს, უკუეთუ ვინმე მოვიდეს შენდა და გრქუას შენ: არს ვინა კაცი აქა? შენ არქუ: ვითარმედ არავინ არს.

21 და მოიღო იაელ მანაჲ კარვისაჲ და ჴუედა ჴელითა მისითა და შევიდა მისა მდუმრიად. და დაასვა მანაჲ იგი ყურიმალსაჲ მისსა, და დაჰმჭუალა ქუეყანასა; და იგი მიმოგორვიდა და მოკუდა.

მსაჯულნი 4:21 - Jael Kills Sisera
Jael Kills Sisera
22 და აჰა ესერა, ბარაკ სდევდა სისარას; და მოიწია მუნ, და იაელ განვიდა გარე, და მიეგებვოდა მას და ჰრქუა: ბარაკ, მოვედ და გიჩუენო შენ კაცი, რომელსა შენ ეძიებ! და შევიდა იგი მისსა და იხილა, და სისარა იდვა მკუდარი, და მანაჲ იგი განწონილი ყურიმალსა მისსა.

23 და დაამდაბლა უფალმან იაბინი, მეფე ქანაანისაჲ, მას დღესა შინა წინაშე ძეთა ისრაჱლისათა.

24 და ვიდოდა ჴელი ძეთა ისრაჱლისათა სლვით და აღმაღლდებოდა იაბინის, ზედა, მეფისა ქანანელთასა, ვიდრემდე. მოსრნეს იგინი სრულიად.

<< ← Prev Top Next → >>