Holy Bible project logo icon
FREE OFF-line Bible for Android Get Bible on Google Play QR Code Android Bible
Holy Bible
for Android

is a powerful Bible Reader which has possibility to download different versions of Bible to your Android device.

Bible Verses
for Android

Bible verses includes the best bible quotes in more than 35 languages

Pear Bible KJV
for Android

is an amazing mobile version of King James Bible that will help you to read this excellent book in any place you want.

Pear Bible BBE
for Android

is an amazing mobile version of Bible in Basic English that will help you to read this excellent book in any place you want.

Pear Bible ASV
for Android

is an amazing mobile version of American Standard Version Bible that will help you to read this excellent book in any place you want.

BIBLE VERSIONS / ბიბლია / ძველი აღთქმა / მსაჯულნი

ბიბლია - ძველი ქართულით

იესო ნავეს ძე მსაჯულნი რუთი

თავი 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 19 20 21

1 და უყვეს ბოროტი ძეთა ისრაჱლისათა წინაშე უფლისა და მისცნა იგინი უფალმან ჴელთა მადიამისასა შჳდ წელ.

2 და განძლიერდა ჴელი მადიამისაჲ ისრაჱლსა ზედა, და იქმნეს თავისა თჳსისა ძეთა ისრაჱლისათა პირისაგან მადიამისა საყოფლები მთათა შინა, და ქუაბთა და ძნელოვანთა.

3 და იყო, რაჟამს სთესის თესლი კაცმან ისრაჱლისამან, აღმოვიდის მადიამი და ამალეკი და ყოველნივე ძენი მზის აღმოსავალითისანი.

4 და მოვიდეს და დაიბანაკეს მათ ზედა, და განრყუნიან ჯეჯილი ქუეყანისა ვიდრე მოსლვადმდე გაზად. და არა დაუტევიან ძალი ცხორებისაჲ ისრაჱლისა შორის, რამეთუ იგინი და სამწყსოჲ და ზროხაჲ და ცხოვარი მათი.

5 აღმოვიდიან და კარვები მათი მოიწინიან, ვითარცა მკალნი სიმრავლითა და რემაკები მათი და აქლემებისა მათისა არა არნ რიცხჳ, და მოვიდიან ქუეყანასა ისრაჱლისასა და განხრწნიან იგი.

6 და დაგლახაკნა ისრაჱლი ფრიად პირისაგან მადიამისა და ძეთა ისრაჱლისათა ღაღად-ყვეს უფლისა მიმართ.

7 და იყო, რაჟამს ღაღად-ყვეს ძეთა ისრაჱლისათა უფლისა მიმართ მადიამისთჳს.

8 და მოავლინა უფალმან კაცი წინასწარმეტყუელი ძეთა ისრაჱლისა და ჰრქუა მათ: ამას იტყჳს უფალი ღმერთი ისრაჱლისაჲ: მე ვარ, რომელმან აღმოგიყუანენ თქუენ ვგჳპტით, და გამოგიყვანენ თქუენ სახლისა მისგან კირთებისა.

9 და განგარინენ თქუენ ჴელთაგან მეგჳპტელთასა და ჴელთაგან ყოველთა მაჭირვებელთა თქუენთასა, და განვასხენ იგინი პირისაგან თქუენისა და მიგეც თქუენ მათი.

10 და გარქუ თქუენ: მე ვარ უფალი ღმერთი თქუენი: და არა გეშინოდის თქუენ ღმერთთათჳს ამორეველთასა, რომელთა შორის თქუენ დამკჳდრებულ ხართ ქუეყანას მათსა! და ისმინეთ ჴმისა ჩემისაჲ.

11 და მოვიდა ანგელოზი უფლისა და დაჯდა იგი მუხასა მას ქუეშე, რმელი-იგი იყო ეფრაასიოსისსა, მამისა ეზრისსა, და გედეონ, ძე მისი, გამოძეგუდა იფქლსა კუერთხითა საწნეხელსა შინა, რათა მოსტაცოს წინაშე პირსა მადიამისასა.

12 და ეჩუენა მას ანგელოზი უფლისა და ჰრქუა მას: უფალი შენ თანა ძლიერი ძალითა!

13 და ჰრქუა მას გედეონ: ჩემდა მოიხილე, უფალო, და უკუეთუ არს უფალი ჩუენ თანა, რაჲსათჳს მპოვნა ჩუენ ყოველმანვე ამან ბოროტმან? და სადა არიან ყოველნი იგი საკჳრველებანი მისნი, რავდენთა მითხრობდეს ჩუენ მამანი ჩუენნი? და თქუან, ვითარმედ: ეგჳპტით გამომიყვანნა ჩუენ. ხოლო აწ განგჳშორნა ჩუენ და მიგუცნა ჩუენ ჴელთა მადიამისათა.

14 და მოიხილა მისსა ანგელოზმან მან უფლისამან და ჰრქუა მას: წარვედ ძლიერებითა შენითა და იჴსენ ისრაელი: აჰა ეგერა, წარგავლინე შენ.

15 და ჰრქუა მას გედეონ: ჩემდა მოიქეც, უფალო, რათა ვიჴსნე მე ისრაჱლი. აჰა ესერა, ათასეული ჩემი უმდაბლეს არს მანასესა შორის და მე უმცირეს ვარ სახლსა შინა მამისა ჩემისასა.

16 და ჰრქუა მას: უფალი შენ თანა! და მოსრა შენ მადიამი, ვითარცა ერთი კაცი.

17 და ჰრქუა მას გედეონ: და უკუეთუ ვპოვე მადლი წინაშე თუალთა შენთა.

18 ნუ განმეშორები ამიერ ვიდრე მოსლვამდე ჩემდა წინაშე შენსა და მოგართუა მსხუერპლი ჩემი, დავაგო წინაშე შენსა. და ჰრქუა მას ანგელოზმან მან: მე ვარ, გგებდე შენ ვიდრე მოსლვადმდე შენდა.

19 და გედეონ შევიდა და შეაგბო თიკანი თხათა და საწყაული ერთი ფქჳლი უცომოთა. და ჴორცი იგი დააგო ლანკლასა ზედა. და წუენი იგი მისი შთაასხა ქოთანსა და გამოართუა მას მუხასა მას ქუეშე და თაყუანის-სცა მას.

20 და ჰრქუა მას ანგელოზმან მან უფლისამან: მოიღე ჴორცი ეგე და უცომონი ეგე პურნი და დააგენ კლდესა იმას ზედა, და წუენი ეგე, დაასხ, ხოლო მან ყო ეგრე.

21 და განირთხა ანგელოზმან მან უფლისამან წუერი იგი კუერთხისაჲ, რომელ იყო ჴელსა მისსა, და შეახო ჴორცსა მას და უცომოთა მათ პურთა. და ააღატყდა ცეცხლი კლდისა მისგან და შეჭამა ჴორცი იგი და უცომონი იგი და პურნი. და ანგელოზი იგი უფლისაჲ წარვიდა და მიეფარა თუალთაგან მისთა.

მსაჯულნი 6:21 - Gideon and the Angel of God
Gideon and the Angel of God
22 და გულისჴმა-ყო გედეონ, რამეთუ ანგელოზი უფლისაჲ არს. და თქუა: აჰა, უფალო, რამეთუ ვიხილე ანგელოზი უფლისაჲ პირისპირ.

23 და ჰრქუა მას უფალმან: მშჳდობაჲ შენ თანა! ნუ გეშინინ, არა მოჰკუდე.

24 და უშენა მუნ გედეონ საკურთხეველი უფალსა. და უწოდა მას „მშჳდობაჲ უფლისაჲ“ ვიდრე დღეინდელად დღედმდე. და ვიდრე იყოღა იგი მუნ იეფორას მამისა ეზრისსა.

25 იყო მას ღამესა მისა მიმართ სიტყუაჲ უფლისაჲ და ჰრქუა მას: მოიბ ზუარაკი იგი ჭამებული მამისა შენისა და ზუარაკი სხუაჲ შჳდ წელისაჲ, დაარღჳე საკურთხეველი იგი ბაალისი, რომელ არს მამისა შენისა და სერტყები იგი მისი მოკაფე.

26 და აღაშენე საკურთხეველი უფლისა ღმრთისა შენისაჲ თხემსა მას ზედა მანოზ მთისასა განსაწყობელსა; და მოიბ ზუარაკი იგი და შეწირე მსხუერპლად შეშითა მით მის სერტყებისაჲთა, რომელ მოჰკაფო.

27 და წარიყუანა გედეონ ათი კაცი მონათაგან თჳსთა ყოფად ეგრე, ვითარცა ეტყოდა მას უფალი; და რამეთუ ეშინოდა მას, სახლისათჳს მამისა თჳსისა და კაცთათჳს მის ქალაქისათა, არა ყო დღისი, არამედ ღამე.

28 და აღიმსთუეს კაცთა მის ქალაქისათა განთიად და იხილეს, რამეთუ დარღუეულ იყო საკურთხეველი იგი ბაალისი და სერტყები იგი მისი მოკაფულ იყო და ზუარაკი იგი ჭამებული შეიწირა საკურთხეველსა მას ზედა, რომელი ეშენა.

29 და ჰრქუა კაცად-კაცადმან მოყუასსა თჳსსა ვინმე ქმნა საქმე ესე? და გამოიკითხეს და გამოიძიეს და უთხრეს, ვითარმედ გედეონ, ძემან იოასისმან, ქმნა საქმე ესე.

30 და ჰრქუეს კაცთა მის ქალაქისათა იოასს: გამოიყვანე ძე შენი და მოკუედინ რამეთუ დაარღჳა საკურთხეველი ბაალისი და მოჰკაფა სერტყები იგი მას ზედა.

31 და ჰრქუა იოას კაცთა მათ, რომელნი აღდგომილ იყვნეს მის ზედა: აწ თქუენ უშჯითა ბაალსა? ანუ თქუენმე იჴსნეთა იგი, რომელმან-იგი ავნო მას? მოკუდეს იგი განთიადმდე, უკუეთუ ღმერთი არს, შურ-აგოს თავსა თჳსსა, რამეთუ დაამჴუა საკურთხეველი მისი.

32 და უწოდა მას სახელი მას დღესა შინა სამშჯავროჲ ბაალისი, რამეთუ დაარღჳა გედეონ საკურთხეველი მისი.

33 და ყოველი მადიამი და ამალეკი და ძენი იგი მზისაღმოსავალისათანი შეკრებილ იყუნეს ერთბამად, და მოვიდეს და დაიბანაკეს ღელესა მას იეზრაელისასა.

34 და სულმან უფლისამან განაძლიერა გედეონ, დაჰბერა ნესტუსა რქისასა, და აღიზახა აბიეზერ შემდგომად მისა.

35 და მოციქულნი წარავლინნა ყოველსა მანასესა, და აღიზახეს მათცა შემდგომად მისა და მოციქულნი წარავლინნა ასერისა და ზაბულონისა და ლეფთალემისა; და გამოვიდეს და მიეგებვოდეს მას.

36 და ჰრქუა გედეონ უფალსა: უკუეთუ იჴსნე ჴელითა ჩემითა ისრაჱლი, ვითარცა-იგი იტყოდე.

37 აჰა ესერა, მე დავდვა საწმისი ერთი მატყლისაჲ კალოსა ზედა; და უკუეთუ იყოს ცუარი საწმისსა მას ხოლო ზედა და ყოველი ქუეყანაჲ ჴმელი იყოს, უწყოდი, რამეთუ ჴელითა ჩემითა იჴსნე შენ ისრაჱლი, ვითარცა-იგი იტყოდის უფალი.

38 და იყო ეგრე. და აღიმსთო გედეონ განთიად და გამოწურა სასმისი იგი, და გამოჴდა ცუარი საწმისისა მისგან და აღავსო ფიალი წყლითა მით.

39 და ჰრქუა გედეონ ღმერთსა: ნუ განრისხნებინ გულისწყრომაჲ შენი ჩემ ზედა და ვიტყოდიღა ერთგზის; და გამოვცადოღა ერთგზის საწმისითა ამით და თქუა: იყავნ სიჴმელე საწმისსა ამას ხოლო ზედა და ყოველსა ქუეყანასა ზედა იყავნ ცუარი.

40 და ყო ღმერთმან ეგრეთ მას ღამესა შინა, და იყო ჴმელი საწმისსა მას ხოლო ზედა და ყოველსა ქუეყანასა ზედა იყო ცუარი.

<< ← Prev Top Next → >>