Holy Bible project logo icon
FREE OFF-line Bible for Android Get Bible on Google Play QR Code Android Bible
Holy Bible
for Android

is a powerful Bible Reader which has possibility to download different versions of Bible to your Android device.

Bible Verses
for Android

Bible verses includes the best bible quotes in more than 35 languages

Pear Bible KJV
for Android

is an amazing mobile version of King James Bible that will help you to read this excellent book in any place you want.

Pear Bible BBE
for Android

is an amazing mobile version of Bible in Basic English that will help you to read this excellent book in any place you want.

Pear Bible ASV
for Android

is an amazing mobile version of American Standard Version Bible that will help you to read this excellent book in any place you want.

BIBLE VERSIONS / ბიბლია / ძველი აღთქმა / მსაჯულნი

ბიბლია - ძველი ქართულით

იესო ნავეს ძე მსაჯულნი რუთი

თავი 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 19 20 21

1 და წარვიდა აბიმელექ, ძე იერობოალისი, ძმათა თანა დედისა მისისათა, და ეტყოდა მათ და ყოველსა ნათესავსა სახლისა მამის-დედისა მისისათა და ჰრქუა მათ.

2 ეტყოდეთ თქუენ ყურთა მიმართ კაცთა სიკიმელთასა! რომელი უმჯობეს არს თქუენდა, რათა გმთავრობდენ თქუენ სამეოცდაათნი კაცნი ყოველნი ძენი იერობოალისნი, ანუ რათა უფლებდეს თქუენ ზედა კაცი ერთი? და მოიჴსენეთ, რამეთუ ჴორცი თქუენი ვარ, და ძუალი ძუალთა თქუენთაგანი.

3 და ეტყოდეს მისთჳს ძმანი დედისა მისისანი ყურთა მიმართ კაცთა სიკიმელთასა ყოველთავე ამათ სიტყუათა. და მოაქციეს გული მათი შემდგომად აბიმელექისა, რამეთუ თქუეს, ვითარმედ: ძმაჲ ჩუენი არს!

4 და მისცეს მას სამეოცდაათი სასწორი ვეცხლისაჲ სახლისაგან ბაალბერეთით აღთქმისა და მოინადნა მით აბიმელექ კაცნი უკეთურნი და განკრთომილნი და შეუდგეს მას.

5 და მოვიდეს სახლსა მამისა თჳსისასა ეფრაად და მოსრნა ძმანი თჳსნი ძენი იერობოალისნი, სამეოცდაათნი კაცნი ერთითა ლოდითა და დაშთა იოათარ, ძე იერობოალისი, უმწემესი ივლტოდა და დაემალა.

6 და შეკრბეს ყოველნი კაცნი სიკიმელნი და ყოველი სახლი მაალოაჲსი. და მოვიდეს და მეფე-ყვეს აბიმელექ მუხასა მას თანა, რომელი-იგი იყო სიკიმას.

7 და აგრძნა ესე იუათარ. და წარვიდა და დადგა იგი თხემსა მას ზედა მთისა გარიზინისასა. და აღიღო ჴმაჲ თჳსი, და ეტყოდა მათ და ჰრქუა: ისმინეთ ჩემი კაცთა სიკიმისათა, და ისმინოს თქუენი ღმერთმან!

8 და თქუა: წარსლვით წარვიდეს ხენი მაღნარისანი ცხებად თავისა თჳსისა მეფესა.

9 და ჰრქუეს ზეთისხილსა: მეფობდ ჩუენ ზედა! და ჰრქუა მათ ზეთისხილმან: აწ და-მე-უტეო სიპოხე ჩემი, რომელ ადიდა ჩემ თანა ღმერთმან და კაცთა, და მოვიდე და ვმთავრობდე ხეთა?

10 და ჰრქუეს ყოველთა მათ ხეთა ლეღუსა: მოვედ და მეფობდ შენ ჩუენ ზედა!

11 და ჰრქუა მათ ლეღუმან: და აწ და-მე-უტეო სიტკბოებაჲ ჩემი და ნაყოფი ჩემი კეთილი, და მოვიდე და ვმთავრობდე ხეთა?

12 და ჰრქუეს ხეთა მათ ვენაჴსა: მოვედ, მეფობდ შენ ჩუენ ზედა.

13 და ჰრქუა მათ ვენაჴმან: აწ და-მე-უტეოა ღჳნოჲ ჩემი, სიხარული კაცთაჲ, მოვიდე და ვმთავრობდე ხეთა?

14 და ჰრქუეს ყოველთა მათ ხეთა ძეძუსა: მოვედ და მეფობდ შენ ჩუენ ზედა!

15 და ჰრქუა ძეძუმან ხეთა მათ: უკუეთუ ჭვშმარიტად მცხებთ მე თქუენ ზედა მეფედ, მოვედით და მესევდით საფარველსა ჩემსა ქუეშე. და აწ უკუეთუ ეგრე არს, გამოვედინ ცეცხლი ძეძჳსა მისგან და შეჭამენინ ნაძუნი ლიბანისანი.

16 და თუ ჭეშმარიტად და სრულითა გულითა ჰქმენით თქუენ და მეფე-ჰყავთ აბიმელექ, და ვითარცა-იგი ჰყავთ იერობოალის თანა, და უკუეთუ მსგავსად მოგებისა მის ჴელისა მისისა მოაგეთ მათ.

17 ვითარ-იგი ჰბრძოდა მამაჲ ჩემი თქუენთჳს, და დადვა სული მისი წინაშე მის და გიჴსნნა თქუენ ჴელისაგან მადიამისა.

18 და თქუენ აღსდეგით სახლსა ზედა მამისა ჩემისასა დღეს და მოსრენით ძენი მისნი სამეოცდაათნი კაცნი ლოდითა ერთითა და მეფე-ჰყავთ აბიმელექ, ძე მჴევლისა მისისაჲ, კაცთა ზედა სიკიმელთა, რამეთუ ძმაჲ თქუენი არს.

19 და უკუეთუ ჭეშმარიტად სრულითა გულითა ჰყავთ იერობოალის თანა და სახლისა მისისა თანა ამას დღესა, იხარეთ აბიმელექის თანა და იხარენ აბიმელექ თქუენდა მიმართ.

20 უკუეთუ არა, გამოვედინ ცეცხლი აბიმელექისგან და შეგჭამენინ კაცნი სიკიმაისანი და სახლი მაალოჲსი, და გამოვედინ ცეცხლი კაცთაგან სიკიმაჲსათა და სახლისაგან მაალოჲსა და შეჭამენ აბიმელექ.

21 და წარვიდა და ივლტოდა იოათარ და მივიდა იგი ბეჰრად და იყოფოდა მუნ პირისაგან აბიმელექისა, ძმისა თჳსისა.

22 და მთავრობდა აბიმელექ ისრაჱლსა ზედა სამ წელ.

23 და მოუვლინა ღმერთმან სული უკეთური შორის აბიმელექისა და. შორის კაცთა მათ სიკიმისათა. და შეურაცხ-ყვეს კაცთა მათ სიკიმელთა სახლისა მიმართ აბიმელექისა.

24 რათა მოაწიოს უფალმან სიცრუვისა მისთჳს მისისა სამეოცდათთა მათთჳს ძეთა იერობოალისთა და სისხლი იგი მათი დაკრებად აბიმელექის ზედა, ძმისა მათისა, რამეთუ მოსრნა იგინი.

25 და კაცთა მათ ზედა სიკიმაჲსათა, რამეთუ განაძლიერნეს ჴელნი მისნი მოწყუედად ძმათა თჳსთა. და უმზირდეს მას კაცნი იგი სიკემელნი და ქმნეს მისთჳს სამზიროჲ თავთა ზედა მთათასა და მოიტაცებდეს ყოველსა ჟამსა წარმავალთა გზისათა და უთხრეს ესე აბიმელექს.

26 და მოვიდა გაალ, ძჱ აბედისი, და ძმანი მისნი და შევიდეს სიკემად. და მოსავ იყუნეს მის კაცნი იგი სიკემელნი.

27 და განვიდეს ველად და მოსთულეს ვენაჴები მათი, და დაწნიხეს და ერისკრებაჲ ყუეს. და შევიდეს ტაძრად ღმრთისა, და ჭამდეს და სუმიდეს და სწყევდეს აბიმელექს.

28 და თქუა ბაალ, ძემან აბედისმან: ვინ არს აბიმელექ და ვინ არს ძე, სუქემისი, რამეთუ ვჰმონებდეთ მას? ანუ არა ძე არს იერობოალისი და ზებულ მოღუაწე მისი და მონაჲ მისი კაცთა თანა ემორისთა, მამისა სჳქემისთა? და რაჲსათჳს ვჰონებდეთ მას ჩუენ?

29 ვინმცა მომცა მე ერი ესე ჴელთა ჩემთა? და გარდა-მცა-ვადგინე აბიმელექ და ვარქუ აბიმელექს: განიმრავლე ერი შენი და განვედ.

30 და ესმეს ზებულს, მთავარსა მის ქალაქისასა, სიტყუანი ესე გაალისნი, ძისა აბედისნი, და განრისხნა გულისწყრომითა ფრიად.

31 და მოუვლინნა მოციქულნი და ძღუენი აბიმელექისა და ჰრქუა: აჰა ესერა, გაალ, ძე აბედისი, და ძმანი მისნი მოსრულ არიან სიკიმად და იგინი აშფოთებენ ქალაქსა შენსა ზედა.

32 და აწ აღდეგ ღამე და ერი ეგე, რომელ არს შენ თანა, და უმზირე მათ ველსა.

33 და იყოს, განთიად აღმოსლვასა ოდენ მზისასა აღიმსთო და განირთხა ჴელი შენი ქალაქსა ამას ზედა. და იგი და ერი მისი მის თანა განგივლენ შენ და უყავ მას, რაჲ-იგი ძალ-გედვას ჴელსა შენსა.

34 და აღდგა აბიმელექ და ყოველი ერი, რომელ იყო მის თანა ღამე და უმზირდეს სიკიმასა ოთხი გუნდი ოთხად განყოფილი.

35 და გამოვიდა გაალ, ძე აბედისი, და დადგა იგი კართა თანა ბჭეთა მის ქალაქისათა. და წარმოიძრა აბიმელექ და ერი მის თანა ადგილისა მისგან სამზიროჲსა და მოვიდოდა.

36 და მიჰხედა და იხილა გაალ, ძემან აბედიმან, ერი იგი და ჰრქუა ზებულს: აჰა ესერა, რომელი გარდამოვალს თავთაგან მთისათა. და ჰრქუა მას ზებულს: აჩრდილსა მთათასა ხედავ. შენ კაცად.

37 და შესძინა გაალ მერმე სიტყუად და თქუა: ერი გარდამოვალს ზღჳთ კერძო მახლობლად ღელესა მას ქუეყანისასა. და გუნდი ერთი მოვალს გზისა მისგან მაღნარისა სამსტროთაჲსა.

38 და ჰრქუა მას ზებულ: სადა არს პირი შენი, რომელი იტყოდა, ვითარმედ: ვინ არს აბიმელექ, რამეთუ ვჰმონებდეთ? აჰა ეგერა, ეგე არს ერი იგი, რომელ შენ შეურაცხ-ჰყავ. აწ განვედ და ჰბრძოდე მას.

39 და განვიდა გაალ წინამძღუარად კაცთა მათ სიკიმელთა და ჰბრძოდა აბემელიქს.

40 და დევნა-უყო მას აბემელიქ და ივლტოდა გაალ პირისაგან მისისა. და დაეცნეს წყლულებითა მრავალნი ვიდრე ბჭედმდე მის ქალაქისა.

41 და შევიდა აბიმელიქ არიმად და იყო იგი მუნ და განაძო ზებულ გაალი და ძმანი მისნი, რათა არა მკჳდრობდენ სიკიმას შინა.

42 და იყო ხვალისაგან, განვიდა ერი იგი ველად და უთხრეს აბიმელექს:

43 ვითარმედ ზედა მოგივლენ. ხოლო მან წარმოიყვანა ერი თჳსი და განყო იგი სამად გუნდად და დაემალა მათ. და ვითარცა იხილა, რამეთუ ერი გამოჴდა ქალაქით, დაესხა მათ და მოსრნა იგინი.

44 და აბიმელექ და გუნდი იგი მისი მოიწინეს და გადგეს ბჭეთა თანა მის ქალაქისათა და ორი იგი გუნდი განეფინა მათ ზედა ყოველნი, რომელნი იყუნეს ველსა მას, დამუსრჳდეს მათ.

45 და აბიმელექ ჰბრძოდა ქალაქსა მას დღე ყოელ. და დაიპყრეს იგი და ერი მისი მოსრეს და ქალაქი იგი დაარღჳეს. და დასთესეს მას მარილი.

46 და ესმეს სიტყუანი ესე ყოველნი ყოველთავე მათ კაცთა გოდლისა სიკიმისათა და შევიდეს იგინი მოზღუდვილსა მას ტაძარსა ბაალბერითისსა.

47 და უთხრეს აბიმელექს, ვითარმედ: შეკრბეს ყოველნი იგი კაცნი გოდლისა სიკიმაჲსანი.

48 და აღვიდა აბიმელექ მთასა მას ევმონსა, იგი და ყოველი ერი მისი მის თანა. და მოიღო აბიმელექ ცული ჴელითა თჳსითა და მოკაფა ტჳრთი ერთი შეშაჲ, და აღიდვა იგი მჴარსა და ჰრქუა ერსა მას თჳსსა: ვითარცა-ესე მიხილეთ მე, რაჲ-ესე ვყავ. თქუენცა ესრეთ ყავთ ადრე, ვითარცა-ესე მე ვყავ.

49 და მოკაფა კაცად-კაცადმან ტჳრთი და შეუდგა აბიმელექს. და დაზჳნეს იგი გარემოს მოზღუდვილსა მას და დაწუეს იგი ცეცხლითა. და მოწყჳდა ყოველი კაცი გოდლისა მის სიკიმელთაჲსა, ვითარ ათას ოდენ მამაკაცი და დედაკაცი.

50 და წარმოვიდა აბიმელექ თებედდ და გარე მოადგა მას.

51 და იყო გოდოლი დიდი შორის ქალაქსა მას, და შეივლტოდეს მუნ მამანი და დედანი და ყოველნივე მთავარნი მის ქალაქისანი და დაჰჴშეს კარი და აღვიდეს იგინი ერდოსა მის გოდლისასა.

52 და მოვიდა აბიმელექ გოდოლსა მას თანა და ჰბრძოდეს მას. და მიეახლა აბიმელექ ვიდრე კარადმდე მის გოდლისა, რათამცა დაწუა იგი ცეცხლითა.

53 და გარდამოუტევა დედაკაცმან ნატეხი ფქჳლისა საფქუელისა თავსა ზედა აბიმელექისსა და შთატეხა თხემი მისი.

მსაჯულნი 9:53 - Death of Abimelech at Thebez
Death of Abimelech at Thebez
54 და ღაღად-ყო მეყსეულად და ჰრქუა მონასა მას ნიჟოგარსა თჳსსა: იჴადე მახჳლი შენი და მომკალ მე, რათა არა თქუან, ვითარმედ დედაკაცმან მოკლა იგი, და განგუმირა იგი მონამან მან თჳსმან და მოკუდა.

55 და იხილეს კაცთა მათ ისრაჱლისათა, რამეთუ მოკუდა აბიმელექ, და ივლტოდა და წარვიდა კაცად-კაცადი ადგილსა თჳსსა.

56 და მოაქცია ღმერთმან უკეთურებაჲ იგი აბიმელექესი თავსა ზედა მისსა, რომელ-იგი უყო მამასა თჳსსა, ვითარ-იგი მოწყჳდნა სამეოცდაათნი ძმანი თჳსნი.

57 და ყოველივე უკეთურებაჲ კაცთა მათ სუქემისათა შეაქცია ღმერთმან თავთა მათთა ზედა წყევაჲ იგი იოათამისი, ძისა იორობოალისი.

<< ← Prev Top Next → >>