Holy Bible project logo icon
FREE OFF-line Bible for Android Get Bible on Google Play QR Code Android Bible
Holy Bible
for Android

is a powerful Bible Reader which has possibility to download different versions of Bible to your Android device.

Bible Verses
for Android

Bible verses includes the best bible quotes in more than 35 languages

Pear Bible KJV
for Android

is an amazing mobile version of King James Bible that will help you to read this excellent book in any place you want.

Pear Bible BBE
for Android

is an amazing mobile version of Bible in Basic English that will help you to read this excellent book in any place you want.

Pear Bible ASV
for Android

is an amazing mobile version of American Standard Version Bible that will help you to read this excellent book in any place you want.

BIBLE VERSIONS / ბიბლია / ძველი აღთქმა / მსაჯულნი

ბიბლია - ძველი ქართულით

იესო ნავეს ძე მსაჯულნი რუთი

თავი 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 19 20 21

1 და იეფთაელ გალაადელი იყო კაცი ძლიერი ძალითა, და ესე იყო ძე დედაკაცისა მეძჳსაჲ; და უშვა გალადს იეფთაე.

2 და მერმე უშვნა ცოლმან გალადისმან მას ძეებ. და განორძინდეს ძენი იგი ცოლისა მისისანი და გამოაძეს იეფთა და ჰრქუეს მას: ვერ დაემკჳდრო სახლსა შინა მამისა ჩუენისასა, რამეთუ დედაკაცისა უცხოჲსა ძე ხარ შენ.

3 და წარივლტოდა იეფთაე პირისაგან ძმათა თჳსთაჲსა და დაეშენა ქუეყანასა ტობისასა. და შეკრბებოდეს იეფთაეს თანა კაცნი წრფელნი და იყოფოდეს მის თანა.

4 და იყო, შემდგომად დღეთა მათ ჰბრძოდეს ძენი ამონის ისრაჱლსა და ვითარ-იგი ჰბრძოდეს ძენი ამონის ისრაჱლსა,

5 წარვიდეს მოხუცებულნი გალაადისნი მოყვანებად იეფთაესა ქუეყანით ტობისაჲთ.

6 და ჰრქუეს იეფთაეს: მოვედ და იქმენ ჩუენდა მთავარ და ვჰბრძოთ ძეთა ამონისთა.

7 და ჰრქუა იეფთაე მოხუცებულთა მათ გალაადისათა: თქუენ მომიძულეთ მე და გამომაძეთ მე სახლისაგან მამისა ჩემისა და წარმომგზავნეთ თქუენგან. და აწ მოსრულ ხართ ჩემდა, რაჟამსღა გჭირს?

8 მიუგეს და ჰრქუეს მოხუცებულთა მათ გალაადისათა იეფთაეს: ეგრე, არამედ წარმოსრულ ვართ შენდა, რათა წარმოხჳდე და ვჰბრძოდით ძეთა ამონისთა და იყავ შენ ჩუენდა მთავარ ყოველთა დამკჳდრებულთა გალაადისათა.

9 და ჰრქუა იეფთაე მოხუცებულთა მათ გალაადისათა: უკუეთუ მხადით მე თქუენ ბრძოლად ძეთა ამონისთა, და მომცნეს იგინი უფალმან წინაშე ჩემსა, ვიყო თქუენდა მთავარ.

10 მიუგეს და ჰრქუეს მოხუცებულთა მათ გალაადისათა იეფთაეს: უფალი იყავნ ჩუენ შორის, რომელსა-ესე ესმეს ჩუენი, ვითარმედ სიტყჳსა შენისაებრ ვყოთ.

11 და მოვიდა იეფთაე მოხუცებულთა თანა გალაადისსა და დაადგინეს იგი ერსა ზედა მათსა მთავრად და წინამძღურად. და იტყოდა იეფთეა ყოველთავე ამათ სიტყუათა მისთა წინაშე უფლისა მასეფატს.

12 და წარავლინნა იეფთაე მოციქულნი წინაშე მეფისა ძეთა ამონისთა და ჰრქუა: რაჲ ძეს შენი და ჩემი, რამეთუ მოსრულ ხარ ბრძოლად ქუეყანასა ჩემისა?

13 და ჰრქუა მეფემან ძეთა ამონისთამან მოციქულთა მათ იეფთაესთა: რაჲსათჳს მიმიღო მე ისრაჱლმან ქუეყანა ჩემი გამოსლვასა მას მისსა ეგჳპტით არნონითგან ვიდრე იაბოკდმდე, და იორდანედ? და კუალად მომაგე იგი მშჳდობით და წარვიდე შენგან. და შესძინა მერმე იეფთაე

14 და მიავლინნა მოციქულნი მეფისა ძეთა ამონისთასა

15 და ჰრქუა მას: ესრეთ იტყჳს იეფთაე: არა მოუღო ისრაელმან ქუეყანაჲ მოაბისაჲ და ქუეყანაჲ ძეთა ამონისთაჲ;

16 აღმოსლვასა მათსა ეგჳპტით, არამედ წარმოვიდა ისრაჱლი უდაბნოსა მას ვიდრე ზდუადმდე მეწამულად და მოიწია ვიდრე კადედმდე.

17 და მიუვლინნა ისრაჱლმან მოციქულნი მეფესა ედომისა და ჰჱქუა, ვითარმედ: წარვიდე ქუეყანით შენით. და არა ისმინა მეფემან ედომისამან მათი. და მერმე მეფესა მოაბისასა მიუვლინა და არავე ინება.

18 და დადგა ისრაჱლი კადესა შინა და განვლო უდაბნოჲ იგი და არა გარემოვლო ქუეყანაჲ ედომისაჲ და ქუეყანაჲ მოაბიჱსაჲ. და მოვიდა მზისა აღმოსავალით კერძო და დაიბანაკა წიაღკერძო არონისა, და არა შევიდა საზღუართა მოაბისათა, რამეთუ არონი არს საზღუარი მოაბისაჲ.

19 და მიუვლინნა ისრაჱლმან მოციქულნი სეონისა, მეფისა ამორეველთასა, მეფისა ესებონისა. და ჰრქუა მას ისრაჱლმან: წარვლო ქუეყანით შენით ვიდრე ადგიდმდე ჩემდა.

20 და არა ინება სეონ წარსლვად ისრაჱლი საზღუართაგან მისთა შეკრიბა სეონ ყოველი ერი თჳსი და დაიბანაკა იასას და ჰბრძოდა ისრაჱლსა.

21 და მოსცა უფალმან ღმერთმან სეონ და ყოველი ერი მისი ჴელსა ისრაჱლისსა და მოსრნეს იგინი და დაიმკჳდრა ისრაჱლმან ყოველი ქუეყანაჲ ამორეველთაჲ.

22 რომელნი დამკჳდრებულ იყუნეს მას ქუეყანასა არონითგან ვიდრე იაბოკადმდე.

23 და აწ უფალმან ღმერთმან აღიღო ამორეველი იგი ერისაგან თჳსისა ისრაჱლისა. და შენ დაიმკჳდრო იგია?

24 ანუ არა, რაოდენ დაგიმკჳდრა შენ ქამოს, ღმერთმან შენმან, იგი დაიმკჳდრო შენ? და ყოველი რომელი დაგჳმკჳდრა ჩუენ უფალმან ღმერთმან ჩუენმან წინაშე პირსა თქუენსა. იგი დავიმკჳდროთ ჩუენ.

25 და აწ შენ უმჯობეს ხარა ბალაკისა, ძისა სეფორისსა, მეფისა მოაბისასა? ლალვით ნუ ჰლალვიდა ისრაჱლსა, ანუ ბრძოლით ნუ ჰბრძოდა მას?

26 რაჟამს იყოფოდა ისრაჱლი იესებონს და ასულთა მისთა და ყოველსავე ქალაქებსა მისსა იორდანით კერძო სამას წელ, რაჲსათჳს არა იჴსნნეს იგინი მას ჟამსა შინა?

27 ხოლო მე არარაჲ შეგცოდე შენ და შენ იქმ ჩემდა მომართ ბოროტსა, და მბრძავ მე. საჯენ უფალმან, რომელმან საჯოს დღეს შორის ძეთა ისრაჱლისათა და შორის ძეთა ამონისთა.

28 და არა ისმინნა მეფემან ძეთა ამონისთამან სიტყუანი იგი იეფთაესნი, ვითარ-იგი მიუვლინა მას.

29 და ილოცა იეფთაე ლთცვაჲ უფლისა მიმართ და თქუა: უკეთუ მოცემით მოსცნე ძენი ამონისნი ჴელთა ჩემთა,

30

31 და იყოს, ყოველივე, რომელი გამოვიდეს კართაგან სახლისა ჩემისათა შემთხუევად ჩემდა, მო-რა-ვიქცე მე მშჳდობით ძეთაგან ამონისთა, იყავნ იგი უფლისაჲ და შევწირო იგი მსხუერპლად მისსა.

32 და წარვიდა იეფთაე ძეთა ამონისთა ბრძოლად მათა. და მოსცნა იგინი უფალმან ჴელსა მისსა.

33 და მოსრნა იგინი არონითგან ვიდრე მოსლვადმდე სემინნდ ოცი ქალაქი და ვიდრე აბელდმდე ვენაჴოანისა წყლულებითა დიდითა ფრიად. და ჰრცხუენა ძეთა ამონისთა პირისაგან ძეთა ისრაჱლისათა.

34 და მოვიდა იეფთაე მასეფად სახიდ თჳსა და ასული მისი გამოვიდოდა შემთხუევად მისა ბობღნითა და მძნობრითა. და იგი იყო იამავრი მისი და არა ესუა მას მისა გარეშე ძე გინა ასული.

35 და იყო, იგი ვითარცა იხილა მან, დაიპო სამოსელი თჳსი და თქუა: ვაჲმე ასულო ჩემო, ვაჲმე, რამეთუ ბორკილ მექმენ მე და საწერტელ თუალთა ჩემთა. და მე აღვაღე პირი ჩემი უფლისა მიმართ და ვერ ჴელ-მეწიფების მე ქცევად.

მსაჯულნი 11:35 - Jephtha and Daughter
Jephtha and Daughter
36 სიტყჳსა ჩემისა. და ჰრქუა მას ასულმან: უკუეთუ. ჩვმთჳს აღაღე პირი შენი უფლისა მიმართ, მიყავ მე, ვითარცა აღმოჰჴდა პირისაგან შენისა ამისთჳს, რამეთუ ჰყავ შენ უფალი შურისმეძიებელად მტერთა შენთათა ძეთათჳს ამონისთა.

37 და ჰრქუა მამასა თჳსსა: მიყავ მე სიტყჳსაებრ მის და მაცადე მე ორ თვე ოდენ და განვიდე მთად და ვტიროდი მე ქალწულებასა ჩემსა მოყუასთა ჩემთა თანა.

38 ხოლო მან ჰრქუა მას: განვედ! და განვიდა იგი და მის თანა სხუანი ქალწულნი. და სტიროდა ქალწულებასა თჳსსა მთათა გარე.

39 და იყო, შემდგომად აღსრულებისა ორთა თუეთაჲსა მოვიდა იგი მამისა თჳსისა. და აღასრულა მის ზედა აღთქუმაჲ იგი თჳსი იეფთაე, რიმელ-იგი აღუთქუა ღმერთსა, ხოლო მან არა იცოდა მამაკაცი და დამტკიცნა სიტყუაჲ ესე ბრძანებად ისრაჱლსა შორის.

40 მიერ დღითგან მუნ დღედმდე მასვე ჟამსა შეკრბიან ასულნი ისრაჱლისანი გოდებად ასულისა იეფთაეს გალაადელისა ოთხ დღე წელიწადსა შინა.

<< ← Prev Top Next → >>