Holy Bible project logo icon
FREE OFF-line Bible for Android Get Bible on Google Play QR Code Android Bible
Holy Bible
for Android

is a powerful Bible Reader which has possibility to download different versions of Bible to your Android device.

Bible Verses
for Android

Bible verses includes the best bible quotes in more than 35 languages

Pear Bible KJV
for Android

is an amazing mobile version of King James Bible that will help you to read this excellent book in any place you want.

Pear Bible BBE
for Android

is an amazing mobile version of Bible in Basic English that will help you to read this excellent book in any place you want.

Pear Bible ASV
for Android

is an amazing mobile version of American Standard Version Bible that will help you to read this excellent book in any place you want.

BIBLE VERSIONS / ბიბლია / ძველი აღთქმა / მსაჯულნი

ბიბლია - ძველი ქართულით

იესო ნავეს ძე მსაჯულნი რუთი

თავი 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 19 20 21

1 და დღეთა მათ ოდენ ტომი დანისი ეძიებდა სამკჳდრებელსა თავისა თჳსისასა დამკჳდრებად, რამეთუ არღა ეცა მათ ნაწილი ვიდრე მოდღენდელად დღედმდე შორის ძეთა ისრაჱლისათა.

2 და წარავლინეს ძეთა დანისთა გუნდისაგან მათისა ხუთნი კაცნი ძენი ძლიერებისანი სასარაჲთ და ესთაულით განმსტურობად ქუეყანისა და ძიებად მისა. და ჰრქუეს მათ: წარვედით და იძიეთ ქუეყანაჲ! და მიიწინეს მთასა ეფრემისსა ვიდრე სახლადმდე მიქაჲსა და დაადგრეს მუნ.

3 და ვითარ იყვნეს იგინი სახლსა შინა მიქაჲსსა, იცნეს მათ ჴმაჲ იგი ყრმისა მის ლევიტელისაჲ, და მიაქციეს მუნ და ჰრქუეს: ვინ მოგიყვანა შენ აქა? და შენ რასა ზამ და რაჲ ძეს შენი აქა?

4 და ჰრქუა მათ: ესრე და ესრეთ მიყო მიქა და სასყიდლით დამიდგინა მე და ვიქმენ მისა მღდელად.

5 ხოლო მათ ჰრქუეს მას: გჳკითხეღა ჩუენ ღმერთისა მიერ და ვცნათ, უკუეთუ წარგუემართოს ჩუენ გზაჲ იგი ჩუენი, რომელსა მივალთ ჩუენ მუნ!

6 და ჰრქუა მათ მღდელმან მან: წარვედით მშჳდობით, რამეთუ წინაშე უფლისა არს გზაჲ თქუენი, რომელსა მიხუალთ თქუენ მუნ.

7 და წარვიდეს ხუთნი იგი კაცნი და მიიწინეს ვიდრე ლესადმდე. და იხილეს ერი იგი დამკჳდრებული მას ზედა და მსხდომარე სასოებით მსგავსად წესისა მის სიდონელთაჲსა დაყუდებულად გულდებულად, და ვერ შემძლებელ იყუნეს თხრობად ვისამე სიტყჳსა, რამეთუ. შორს იყუნეს სიდონისაგან. და სიტყუაჲ არა დაედვა მათ ასურეთისა თანა.

8 და მოვიდეს ხუთნი ესე კაცნი ძმათა მათთა სარაად და ესთაოლდ. და ჰრქუეს ძმათა მათთა: რაჲსათჳს სდუმთ თქუენ და სხედთ?

9 აღდეგით და აღხჳდეთ მათ ზედა და რამეთუ ვიხილეთ ჩუენ ქუეყანაჲ იგი და იგი კეთილ არს ფრიად. და თქუენ სდუმთ და სხედთ, ნუ გცონის მისლვად და შესლვად. ქუეყანასა მას და დამკჳდრებად მისა.

10 და რაჟამს მიხჳდეთ თქუენ, მიუჴდეთ ერსა, რომელი სასოებით სხდეს, და ქუეყანაჲ იგი ფართო არს ფრიად, რამეთუ მოგცა იგი უფალმან ჴელთა თქუენთა ადგილი ეგე, რომლისა ნაკლულევანებაჲ არა არს მუნ ყოვლისავე კეთილისაჲ, რავდენ-რაჲ არს ქუეყანასა ზედა.

11 და წარმოიძრნეს მიერ ნათესავისაგან ტომისა დანისნი სარაჲთ და ესთუალთ ექუსასნი კაცნი შეჭურვილნი ჭურჭლითა საბრძოლისაჲთა.

12 და აღმოვიდეს და დაიბანაკეს კარიათიარიმს, ქუეყანასა იუდაჲსა, ამისთჳს ეწოდა სახელი ადგილისაჲ მის საბანაკოჲ დანისი ვიდრე აქა დღედმდე, რომელ-იგი არს ზურგით კერძო კარიათიარიმსა.

13 და წარვიდეს მიერ ვიდრე მთადმდე ეფრემისა.

14 და მიიწინეს ვიდრე სახლადმდე მიქაჲსა. და მიუგეს და ჰრქუეს ხუთთა მათ კაცთა, რომელნი წარსულ იყუნეს განმსტურობად ქუეყანისა და უთხრეს ძმათა მათთა: უკუეთუ უწყით, რამეთუ არს სახლთა ამათ შინა ევფუდი და თერაფინი და გამოქანდაკებული და შებერული? და აწ განიზრახეთ, რაჲ ვყოთ!

15 და მიაქციეს მუნ და შევიდეს სახლსა მას ყრმისა მის ლევიტელისა სავანედ მიქაჲსა და მოიკითხეს იგი მშჳდობით.

16 და ექუსასნი იგი კაცნი ჭურვილნი საჭურველითა საბრძოლისა მათისაჲთა დგეს ბჭეთა ზედა სახლისა მისისაჲთა ძეთაგან დანისთა.

17 და აღვიდეს ხუთნი იგი კაცნი, რომელნი წარსრულ იყუნეს განმსტურობად ქუეყანისა და შევიდეს მუნ და გამოიღეს ევფუდი იგი და თერაფინი და კერპი იგი გამობერული. და მღდელი დგა წინაშე კართა ზედა მის ბჭისათა და ექუსასნი კაცნი, რომელთა ემოსა საჭურველი ბრძოლისაჲ.

18 და ესენი შესრულ იყუნეს სახლსა მიქაჲსსა და გამოიღეს კერპი იგი და ევფუდი და თერაფინი და გამობერული იგი. და ჰრქუა მათ მღდელმან მან: რად ეგრე, ანუ რაჲსა ეგრე ჰზამთ?

19 ხოლო მათ ჰრქუეს: დუმენ და დაიდევ ჴელი პირსა შენსა და მოვედ შენ ჩუენ თანა, და მექმენ ჩუენ მამა და მღდელ! ესე ნუ უმჯობეს არსა შენდა მღდელობაჲ სახლისა კაცისა ერთისაჲ, ანუ მღდელობაჲ ტომისა თავადისაჲ და ნათესავისა ერისა ისრაჱლსა შორის?

20 და განმხიარულდა გული მღდელისაჲ მის და მოიღო ევფუდი იგი და თერაფინი და გამოქანდაკებული იგი და გამობერული, და შევიდა იგი შორის ერისა მის.

21 და მიაქციეს და წარვიდეს და დასცეს ყოვლად სახლი იგი და მონაგები მისი დიდებული, რომელი იყო წინაშე მათსა.

22 და იგინი ვითარ გან-ოდენ-ეშორნეს სახლსა მას მიქაჲსა, ღაღადებდეს და ეწეოდეს ძეთა დანისთა.

23 და მოიქცინეს ძეთა დანისთა პირნი მათნი, და დადგეს

24 და ჰრქუეს მიქას: რაჲ ჰყავ შენ, რამეთუ ჰღაღადებ? და ჰრქუა მათ მიქა: რამეთუ ღმერთნი ჩემნი, რომელ ვიქმნენ თავისა ჩემისად, წარიხუენათ და მღდელი იგი წარიყუანეთ, და წარხუალთ და ჩემდა რაჲღა აწ? და მეტყჳ მე, რაჲსა ჰღაღადებ?

25 და ჰრქუეს მას ძეთა დანისთა: ნუღარა ისმის ჴმაჲ შენი, ნუუკუე გემთხჳნენ თქუენ კაცნი ტკივნეულნი გულითა და დართო თავი შენი და თავი სახლისა შენისაჲ.

26 და წარვიდეს ძენი დანისნი გზასა თჳსსა და ვითარცა იხილა მიქა, რამეთუ უძლიერეს არიან მისა, და მოიქცა იგი სახიდ თჳსა.

27 და მათ წარიღეს, რავდენ-რაჲ ექმნა მიქას, და მღდელი იგი მისი და მივიდეს იგინი ლესად ერსა ზედა დაყუდებულსა და მსხდომარესა სასოებით. და მოსრეს იგი პირითა მაჱჳლისაჲთა და ქალაქი იგი მოწუეს ცეცხლითა.

28 და არა ვინ იყო მათა განმარინებელ, რამეთუ შორს იყუნეს სიდონელთაგან. და სიტყუაჲ არა დაედვა მათ კაცისა ვის თანამე. და ესე იყო ღელესა მას შიდა სახლისა ჰროობისსა და აღაშენეს ქალიქი იგი და დაემკჳდრნეს მას შინა.

29 და უწოდეს სახელი ქალიქისა მის დანისი მსგავსად სახელისა მის დანისი, მამისა მათისა, რომელი-იგი იქმნა ისრაჱლისად და იყო პირველ სახელი ქალაქისაჲ მის ლეს.

30 და აღმართეს თავისა თჳსისა ძეთა დანისთა გამოქანდაკებული იგი მათი. და იონათან და ძენი მისნი იყუნეს მღდელ ტომისა მის დანისა ვიდრე წარტყუენადმდე ქალაქისა და აღჰმართეს და დააწესეს თავსა მათისა გამოქანდაკებული იგი მიქაჲსა, რომელი-გი ექმნა მას ყოველთა, რავდენთა იყო ტაძარი იგი ღმრთისაჲ სელომს.

31

<< ← Prev Top Next → >>