Holy Bible project logo icon
FREE OFF-line Bible for Android Get Bible on Google Play QR Code Android Bible
Holy Bible
for Android

is a powerful Bible Reader which has possibility to download different versions of Bible to your Android device.

Bible Verses
for Android

Bible verses includes the best bible quotes in more than 35 languages

Pear Bible KJV
for Android

is an amazing mobile version of King James Bible that will help you to read this excellent book in any place you want.

Pear Bible BBE
for Android

is an amazing mobile version of Bible in Basic English that will help you to read this excellent book in any place you want.

Pear Bible ASV
for Android

is an amazing mobile version of American Standard Version Bible that will help you to read this excellent book in any place you want.

BIBLE VERSIONS / ბიბლია / ძველი აღთქმა / მსაჯულნი

ბიბლია - ძველი ქართულით

იესო ნავეს ძე მსაჯულნი რუთი

თავი 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 19 20 21

1 და ამათ დღეთა შინა არა იყო მეფე ისრაჱლსა შორის. და იყო კაცი ლევიტელი, რომელი მწირობდა ადგილთა მთისა ეფრემისათა და მოიყვანა თავისა თჳსისა ცოლად დედაკაცი ბეთლემელი, რომელ არს იუდაჲსი.

2 და განურისხნა მას ცოლი იგი მისი და წარვიდა იგი მისგან და მივიდა სახიდ მამისა თჳსისა ბეთლემდ. და იყო იგი მუნ ოთხ თუე.

3 და აღდგა ქმარი იგი მისი და წარვიდა შედგომად მისა სიტყუად მისა მსგავსად ნებისაებრ გულისა მისისა, რათა დაიგოს იგი მუნ, და მონაჲ იგი მისი თანა და ორი კარაული და მოვიდა იგი სახლსა მამისა მის დედაკაცისასა. და იხილა იგი მამამან მის ქალისამან და გამოვიდა შემთხუევად მისა.

4 და შეიყვანა იგი სიმამრმან მისმან, მამამან მის ქალისამან, და იყოფოდა იგი მის თანა სამ დღე. და ჭამეს და სუეს და დაიძინეს მუნ.

5 და იყო, დღესა მეოთხესა აღიმსთუეს განთიად და აღდგა და განემზადა წარსლვად. და ჰრქუა მამამან მის ქალისამან სიძესა თჳსსა: განიმაგრე გული შენი პურითა და ამისა შემდგომად წარვედით.

6 და დასხდეს, ყოველნი ერთბაშად და ჭამეს და სუეს. და ჰრქუა მამამან მის ქალისამან კაცსა მას: აღდეგ და მიმოვლე და განსცხერ და განმხიარულდინ გული შენი!

7 და აღდგა კაცი იგი და წარემართა, რათამცა წარვიდა გზასა თჳსსა, ხოლო სიმამრმან მისმან აღიძულა და დაიყენა იგი და დაადგრა იგი და იყო მუნ.

8 და აღიმსთო იუალისგან დღესა მას მეხუთესა, რათამცა წარვიდა. ჰრქუა მას მამამან მის დედაკაცისამან: განიმაგრე გული შენი პურითა და იქცეოდე, ვიდრემდის მოდრკეს მზე დღეს! და მერმეცა ჭამეს და სუეს ყოველთავე.

9 და აღდგა კაცი იგი და წარვიდეს იგინი და ცოლი იგი მისი და მონაჲ იგი მისი და ჰრქუა მას სიმამრმან მისმან, მამამან მის ქალისამან, აჰა ესერა, მიდრკა მზე და მწუხრ არს. დაადგერ აქა და უმხიარულეს იყოს გული შენი და აღიმსთუეთ ხვალისაგან და წარვედით გზასა თქუენსა და მივედით საყოფელად თჳსა!

10 და არა ინება კაცმან მან დადგრომად, და აღდგა და წარვიდა და მოვიდა მახლობელად წინაშე იებუსსა, ესე იგი არს იჱრუსალემი, და მის თანა ორნი იგი კარაულნი დასხმულნი, და ცოლი იგი მისი მის თანა.

11 და იგინი მი-ოდენ-იწინეს იებუსად და დღე მიდრეკილ იყო ფრიად, ჰრქუა მონამან მან უფალსა თჳსსა: მოვედ და მივაქციოთ ქალაქსა ამას იებუსელთასა, და დავადგრეთ მუნ!

12 და ჰრქუა მას უფალმან მისმან: არა შევიდეთ ჩუენ ქალაქსა მას უცხოთესლთასა, სადა-იგი არავინ არს ძეთაგან ისრაჱლისათა, არამედ თანაწარვჰჴდეთ და მივიდეთ ვიდრე გაბადმდე.

13 და ჰრქუა მონასა მას თჳსსა: მოგუალე და მივეახლნეთ ერთსა ადგილთაგანსა ჩუენსა და ვიყუნეთ გაბაას გინა რამას!

14 და თანაწარჴდეს და წარვიდეს და დაუჴდა მათ მზე მახლობელად გაბაასა, რომელ არს ბენიამენისი.

15 და მიაქციეს და შევიდეს მუნ და დაადგრეს გაბაას. და შერ-რაჲ-ვიდა იგი, სხდეს უბანთა ზედა ქალიქისათა და არავინ იყო კაცი, რომელმანცა შეიყვანა იგი სახიდ და და-მცა-ადგინა.

16 და აჰა, კაცი მოხუცებული შემოვიდოდა ველით სიქმისაგან თჳსისა მწუხრი და კაცი იგი იყო მთისაგან ეფრემისი, მკჳდრობდა იგი გაბაას შინა, ხოლო კაცნი იგი მის ადგილისანი იყვნვს ძენი ბენიამენისნი.

17 და აღიხილნა თუალნი მოხუცებულმან მან და იხილა კაცი იგი მოგზაური უბანთა ზედა ქალაქისათა. და ჰრქუა მოხუცებულმან მან: ვინაჲ მოხუალ, ანუ ვიდრე ხუალთ?

18 ხოლო მან ჰრქუა მას: მოვალთ ჩუენ ბეთლემით, რომელ არს იუდაჲსი, და მოვალთ ვიდრე ადგილმდე მთისა ეფრემისა, რამეთუ მე მიერ ვალ და წარსრულ ვიყავ ვიდრე ბეთლემდმდე იუდაჲსსა, და აწ წარვალ სახლად ჩემდა და არა ვინ არს, რომელმანცა ჩუენ სახლსა შემიყვანნა და დამადგინნა.

19 და ბზე და საზრდელი მაქუს ჩუენ კარაულთა ჩუენთათჳს და პური და ღჳნოჲ, ჩუენთჳს, და მჴევლისა შენისა და ჭაბუკისა მისთჳს და მონათა შენთა, არა რაჲ არს ნაკლულევანებაჲ ყოვლისაგან საჴმრისა.

20 და ჰრქუა მას კაცმან მან მოხუცებულმან: მშჳდობაჲ იყავნ! დაღათუ რაჲმე გაკლს შენ, ჩემდამო იყავნ, გარნა უბანთა ზედა ნუ იყოფი.

21 და შეიყვანა იგი სახიდ თჳსა და დაუდვა კარაულთა მათთა; და დაჰბანნა ფერჴნი მათნი, და ჭამდეს და სუმიდეს.

22 და ვითარცა გა-ოდენ-მხიარულდეს გულითა მათითა, და აჰა ესერა, კაცნი იგი მის ქალაქისანი ძენი უსჯულოებისანი გარემოადგეს სახლსა მას მისსა, ჰრეკდეს კარსა მას და ეტყოდეს კაცსა მას მოხუცებულსა უფალსა მის სახლისასა და ჰრქუეს: გამოიყვანე კაცი იგი, რომელი შევიდა სახლსა შენსა, რათა ვიცნათ იგი!

23 და გამოვიდა კაცი იგი უფალი მის სახლისაჲ და ჰრქუა მათ: ნუსადა ნურას ბოროტსა იქმთ, ვინაჲთგან ერთვე შემოვიდა კაცი ესე სახლსა ჩემსა, ნუ იქმთ უგუნურებასა მაგას.

24 აჰა ესერა, ასული ჩემი ქალწული და ხარჭი მისი, გამოგგუარნე იგინი თქუენ, და დამდაბლენით იგინი თქუენ, და ყავთ, რაჲ-იგი სათნო არს წინაშე თუალთა თქუენთა, ხოლო კაცსა მას ნურას უყოფთ სიტყუასა უგნურებისასა!

25 ხოლო მათ არა ინებეს სმენად მისი. და კაცმან მან უპყრა ჴელი ცოლსა თჳსსა და გამოჰგუარა იგი მათ გარე; და იცნეს და დაამდაბლეს იგი და მოკიცხეს იგი ღამე ყოველ ვიდრე განთიადმდე, და განუტევეს იგი აღმოსლვასა ოდენ ცისკრისასა.

26 და მოვიდა დედაკაცი იგი განთიად და დაეცა იგი კართა ზედა სახლისა მის კაცისათა, სადაცა იყო უფალი იგი მისი, და სულნი წარჰჴდეს.

27 და აღდგა უფალი იგი მისი განთიად, განახუნა კარნი მის სახლისანი და გამოვიდა, რათამცა წარვიდა გზასა თჳსსა და, ესერა, დედაკაცი იგი ცოლი მისი დაცემულ იყო კართა ზედა და ჴელნი მისნი დაესხნეს წინაშე კართა.

28 და ჰრქუა მას: აღდეგ და წარვიდეთ! და არა რაჲ მიუგო მას სიტყუაჲ, რამეთუ მომკუდარ იყო და აღიღო იგი და აღჰკიდა კარაულსა. და აღდგა კაცი იგი და წარვიდა სახიდ თჳსა.

29 და მოიღო მახჳლი და უპყრა ცოლსა მას მისსა და განყო იგი ასოდ-ასოდ ათორმეტად ნაწილად და მიუძღუანა იგი ყოველსა ტომსა ისრაჱლისასა.

30 და იყო, ყოველმან, რომელმან იხილის იგი, თქჳს: არცა ყოფილ სადა იყო და არცა ეხილვა ესრეთ, ვინაჲთგან გამოვიდეს ძენი ისრაჱლისანი ქჳეყანით ეგჳპტით და ვიდრე აქა დღედმდე! აწ ყავთ ზრახვაჲ ამისთჳს და თქუთ: რაჲ ვყოთ?

<< ← Prev Top Next → >>