Holy Bible project logo icon
FREE OFF-line Bible for Android Get Bible on Google Play QR Code Android Bible
Holy Bible
for Android

is a powerful Bible Reader which has possibility to download different versions of Bible to your Android device.

Bible Verses
for Android

Bible verses includes the best bible quotes in more than 35 languages

Pear Bible KJV
for Android

is an amazing mobile version of King James Bible that will help you to read this excellent book in any place you want.

Pear Bible BBE
for Android

is an amazing mobile version of Bible in Basic English that will help you to read this excellent book in any place you want.

Pear Bible ASV
for Android

is an amazing mobile version of American Standard Version Bible that will help you to read this excellent book in any place you want.

BIBLE VERSIONS / ბიბლია / ძველი აღთქმა / მსაჯულნი

ბიბლია - ძველი ქართულით

იესო ნავეს ძე მსაჯულნი რუთი

თავი 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 19 20 21

1 და გამოვიდეს ყოველნი ძენი ისრაჱლისანი, და გამოკრბა კრებული, ვითარცა კაცი ერთი დანითგან ვიდრე ბერსაბედმდე და ქუეყანაჲ იგი გლაადისაჲ, და მოვიდეს უფლისა მასეფად.

2 და დადგეს ადგილსა ერთსა ყოველივე ერი და ყოველნივე ტომნი ისრაჱლისანი კრებული ღმრთისაჲ ოთხას ათასი კაცი მკჳრცხლი მახჳლოსანი.

3 და ესმა ძეთა ბენიამენისთა, რამეთუ აღმოვიდეს ძენი ისრაჱლისანი მასეფად და თქუეს ძეთა ისრაჱლისათა: გჳთხარ, სადა იქმნა ბოროტი ესე საქმე?

4 მიუგო კაცმან მან ლევიტელმან, ქმარმან მის დედაკაცისა მოკლულისამან, და თქუა: მოვედ მე და ხარჭი ჩემი

5 გაბაად ბენიამენისა დადგომად. და აღდგეს ჩემ ზედა კაცნი იგი გაბაჲსანი და გარემომადგეს მე სახლსა მას ღამე, ჩემი უნდა მოკლვაჲ და ცოლი ჩემი დაამდაბლეს, მოკიცხეს და მოკუდა.

6 და შებმა-უყავ და განვყავ ასოდ-ასოდ და მიუძღუანე იგი ყოველთა საზღუართა სამკჳდრებელისა ისრაჱლისათა, რამეთუ ქმნეს უგნურებაჲ ესე ისრაჱლსა შორის.

7 აჰა ესერა, აქა ხართ ყოველნი ძენი ისრაჱლისანი, ყავთ მათთჳს სიტყუაჲ და ზრახვაჲ.

8 და აღდგა ყოველი იგი ერი, ვითარცა კაცი ერთი, და თქუეს: არა წარვიდეთ კაცი საყოფლად თჳსა, და არცა მივიქციოთ კაცმან სახიდ თჳსა.

9 და აწ ესე სიტყუაჲ ვყოთ, გაბაასა ზედა მიუჴდეთ მას წილის-გდებით.

10 და მოვიყვანოთ ათი კაცი ასმან და ასი ათასმან და ათასი ბევრმან, რათა მოართუან საზრდელი ერსა აღსრულებად, რომელნი-იგი შევიდენ გაბაად ბენიამენისა ყოვლისავე მისთჳს უგნურებისა, რომელ ქმნეს ისრაჱლსა შორის.

11 და შეკრბა ყოველი ვრი ისრაჱლისაჲ ქალაქად, ვითარცა კაცი ერთი, რომელნი-იგი მოვიდეს ქალაქებისაგან.

12 და მიავლინნეს ტომთა ისრაჱლთა ძეთა მიმართ ბენიამენისთა და ჰრქუეს: რაჲ არს უკეთურებაჲ ესე, რომელი იქმნა თქუენ შორის?

13 და აწ მოგუცენით ჩუენ კაცნი იგი უღმრთონი გაბაჲსანი, და მოვწყჳდნეთ, იგინი და აღვიღოთ უკეთურებაჲ იგი ისრაჱლისაგან! და არა ინებეს ძეთა ბენიამენისთა სმენად ჴმისა ძმათა მათთა ძეთა ისრაჱლისათა.

14 და შეკრბეს ძენი ბენიამენისნი ქალაქთა მათგან გაბაად განსლვად და ბრძოლად ძეთა ისრაჱლისათა.

15 და აღიხილნეს თუალნი თჳსნი ძეთა ბენიამენისთა მას დღესა შინა, რომელნი მოსრულ იყუნეს ქალაქებისაგან. და იყუნეს ოცდახუთი ათას კაცნი მახჳლოსანნი გარეშე მკჳდრთა გაბაჲსათა.

16 რომელნი აღირაცხნეს; და იყვნეს შჳდას კაცნი რჩეულნი ყოვლისაგან ერისა ორითავე მარჯუენი ყოველი. ყიველნივე ესე მეშურდულენი, რომელნი ესროდეს ქვითა თმასა და არა შესცოდებდეს.

17 და აღიხილეს ყოველი კაცი ისრაჱლისაჲ თჳნიერ ძეთა ბენიამენისთა. და იყუნეს ოთხას ათას კაცნი მახჳლოსანნი, ყოველნივე კაცნი მბრძოლნი.

18 და აღდგეს და აღვიდეს ბეთლემდ და იკითხეს ღმრთისა მიერ და თქუეს ძეთა ისრაჱლისათა: ვინ აღვიდეს წინამძღურად ჩუენდა და ბრძოლად ძეთა ბენიამენისთა? და თქუა უფალმან: იუდა აღვიდეს მთავრად.

19 და აღდგეს ძენი ისრაჱლისანი განთიად და დაიბანაკეს გაბაასა თანა.

20 და განვიდა კაცი ისრაჱლისაჲ ბრძოლად ბენიამენისა და ეწყო კაცი ისრაჱლისა ბრძოლად გაბაასა.

21 და გამოვიდეს შენი ბენიამენისნი ქალაქით და მოსრეს ისრაჱლისაგანი მას დღესა შინა ოცდაორი ათასი კაცი ადგილობანს.

22 და განძლიერდეს ძენი ისრაჱლისანი და შესძინეს წყობად ბრძოლისა ადგილსავე მას, სადაცა-იგი ეწყვნეს დღესა მას პირველსა.

23 და მოვიდეს ძენი ისრაჱლისანი და ტიროდეს წინაშე უფლისა ვიდრე მწუხრადმდე. და მერმე იკითხეს უფლისა მიერ და რქუეს: უკუეთუ შევსძინოთ მიახლებად და ბრძოლად ბენიამენისა, ძმისა ჩუენისა? და ჰრქუა უფალმან: აღვედით მისა!

24 და მოუჴდეს ძენი ისრაჱლისანი ძეთა ბენიამენისთა დღესა მეორესა.

25 და გამოუჴდა ბენიამენი გაბაჲთ წყობად მათა დღესა მეორესა და დასხეს ერისაგანი ისრაჱლისაჲ ათურამეტი ათასი კაცი ადგილობანს ყოველნივე, რომელთა ეჴადა მახჳლი.

26 და აღმოვიდეს ყოველნივე ძენი ისრაჱლისანი და ყოველი იგი ერი, და მოვიდეს იგინი ბეთლემდ და ტიროდეს წინაშე უფლისა, და იმარხეს მას დღესა შინა და შეწირეს მსხუერპლი ცხორებისაჲ.

27 და მუნ იყო კიდობანი იგი შჯულისა უფლისა ღმრთისაჲ მათ დღეთა შინა.

28 და ფინეეზ, ძე ელიაზარისი, ძისა აჰრონისი, დგა იგი წინაშე მისა მათ დღეთა შინა. და იკითხეს ძეთა ისრაჱლისათა უფლისა მიერ და თქუეს: უკუეთუ შე-ღა-ვსძინოთ მერმე განსლვად და ბრძოლად ბენიამენის თანა, ძმისა ჩუენისა, გინა თუ დავაცადოთ? და ჰრქუა უფალმან: ხვალე მოგცნე იგინი ჴელთა თქუენთა!

29 და ყუეს ძეთა ისრაჱლისათა მზირი გარემოჲს გაბაასა.

30 და აღმოვიდეს ძენი ისრაჱლისანი ბენიამენისა დღესა მას მესამესა და განეწყვნეს წინაშე გაბასა, ვითარცა-იგი პირველ და მეორედ.

31 და გამოუჴდეს ძენი ბენიამენისნი ბრძოლად ერსა მას, და გამოაშორნეს ქალაქისა მისგან, და იწყეს მოსრვად ერისა მისგანთა წყლულებითა, ვითარცა პირველ, და მერმე გზასა ზედა, რომელი-იგი აღვალს ერთი ბეთლემდ და ერთი გაბაად ველსა ზედა. და დაეცნეს ვითარ ოცდაათ ოდენ კაც ისრაჱლისაგან.

32 და თქუეს ძეთა ბენიამენისთა: დაეცნეს წინაშე ჩუენსა, ვითარცა-იგი პირველ! და ძეთა ისრაჱლისათა თქუეს: ვივლტოდეთ და გამოვაშორნეთ იგინი ქალაქისაგან გზათა ზედა! და ყვეს ეგრე.

33 და ყოველი კაცი ისრაჱლისაჲ აღდგეს ადგილით მათით და ეწყვნეს ბალთაბარს, და მზირი იგი ისრაჱლისაჲ ჰბრძოდა ადგილობანს დასავალით კერძო გაბაასა.

34 და მოექცეს იგინი პირისპირ წინაშე, გაბაასათ ათასი კაცი რჩეული ყოვლისაგან ისრაჱლისა, და ბრძოლაჲ იგი დამძიმდა მათ ზედა, და მათ არა უწყოდეს, რამეთუ მოწევნულ არს ბოროტი მათ ზედა.

35 და დასცა უფალმან ბენიამენ წინაშე პირსა ისრაჱლისასა და მოსრეს ძეთა ისრაჱლისათა ბენიამენი მას დღესა შინა ოცდახუთი ათასი და ასი კაცი ყოველნივე ესე, რომელთა ეჴადა მახჳლი.

36 და იხილა ბენიამენ, რამეთუ იძლია და კაცმან ისრაჱლისამან ადგილსცა ბენიამენს, რამეთუ ესვიდეს იგინი მზირთა მათ, რომელნი დაედგინნეს გარემო გაბაასა,

37 და მზირთა მათ შეიმართეს და განეფინნეს გაბაასა შინა და შევიდეს და მოსრეს ყოველი იგი ქალაქი პირითა მახჳლისათა.

38 და შეთქმულ იყუნეს კაცნი ისრაჱლისანი მზირთა მათ თანა მაჱჳლითა აღდებად ცეცხლისა და კუამლისა ქალაქსა მას შინა.

39 და აქცია კაცმან ისრაჱლისამან ბრძოლად, და ბენიამენს ეწყო ოდენ მურვად წყლულებითა კაცთა ზედა ისრაჱლისათა ვითარ ოცდაათ ოდენ კაც, რამეთუ თქუეს: სივლტოლით ივლტოდიან წინაშე ჩუენსა, ვითარცა-იგი პირველ.

40 და სასწაული იგი აღვიდოდა უფროჲს ქალაქისა მისგან სუეტი იგი კუამლისაჲ და მოიხილა ბენიამენ ზურგით კერძო მისა და, აჰა ესერა, აღვიდოდა აღსასრული ქალაქისაჲ მის ზეცად.

41 და ძეთა ისრაჱლისათა მიაქციეს და ისწრაფეს, და ივლტოდეს ძენი ბენიამენისნი წინაშე ძეთა ისრაჱლისათა.

42 ვითარცა იხილეს, რამეთუ მოწევნულ არს მათ ზედა ბოროტი იგი, და მიაქციეს გზასა მას უდაბნოსასა და მბრძოლნი იგი ეწინეს მათ, და რომელნი-იგი იყუნეს ქალაქთა მათ შინა და მოსრვიდეს. მათ შორის მათსა.

43 და დაეცნეს ძენი ბენიამენისნი, და დევნა-უყვეს... შემდგომად კუალსა მათსა ვიდრე წინაშე პირისპირ გაბაანსა მზის აღმოსავალით.

44 და დაეცნეს ბენიამენისაგანნი ათურამეტ ათასნი კაცნი, ყოველნივე იგი ძლიერნი.

45 და მოიხილეს გარე ნეშტთა მათ და ივლტოდეს უდაბნოდ კლდესა მას რემონისასა, და მო-ღავე-სრეს მერმე გზათა ზედა ხუთ ათასი კაცი, და დევნა-უყუეს კუალსა მათსა ვიდრე. გაბადმდე და მერმე მოსრეს მათგანი ორ ათასი კაცი.

46 და იყუნეს ყოველნი, რავდენნი დაეცნეს შორის ბენიამენისა ოცდახუთი ათასი კაცნი მახჳლოსანნი მას დღესა შინა, ყოველნივე ესე კაცნი ძლიერებისანი.

47 და მიაქციეს ნეშტთა მათ და ივლტოდეს უდაბნოდ კლდესა მას რემონისასა ოთხ თუე, და ძენი ისრაჱლისანი მოიქცეს

48 ძეთაგან ბენიამენისთა, და მოსრნეს იგინი პირითა მახჳლისაჲთა ქალაქისაგან შემდგომითი შემდგომად ვიდრე საცხოვრადმდე. და ყოველი, რომელი იპოვა ყოველსა მას ქალაქებსა, და ყოველივე ქალაქები, რომელი დაშთომილ იყო, დაწუეს ცეცხლითა.

<< ← Prev Top Next → >>