Holy Bible project logo icon
FREE OFF-line Bible for Android Get Bible on Google Play QR Code Android Bible
Holy Bible
for Android

is a powerful Bible Reader which has possibility to download different versions of Bible to your Android device.

Bible Verses
for Android

Bible verses includes the best bible quotes in more than 35 languages

Pear Bible KJV
for Android

is an amazing mobile version of King James Bible that will help you to read this excellent book in any place you want.

Pear Bible BBE
for Android

is an amazing mobile version of Bible in Basic English that will help you to read this excellent book in any place you want.

Pear Bible ASV
for Android

is an amazing mobile version of American Standard Version Bible that will help you to read this excellent book in any place you want.

BIBLE VERSIONS / ბიბლია / ძველი აღთქმა / მსაჯულნი

ბიბლია - ძველი ქართულით

იესო ნავეს ძე მსაჯულნი რუთი

თავი 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 19 20 21

1 და კაცმან ისრაჱლისამან ფუცა მასეფას მას დღესა შინა და თქუა: კაცმან ჩუენგანმან არა მისცეს ასული თჳსი ბენიამენს ცოლად.

2 და წარმოვიდა ერი იგი და მოვიდეს ბეთლემდ. და დასხდა მუნ წინაშე უფლისა ვიდრე მწუხრადმდე და აღიღეს ჴმაჲ მათი და ტიროდეს ტირილითა დიდითა.

3 და თქუეს: რაჲსა, უფალო ღმერთო ისრაჱლისაო, იქმნა ესე ისრაჱლსა შორის, აჴოცად დღეს ისრაჱლსა შორის ნათესავი ერთი?

4 და იყო ხვალისაგან, და აღიმსთო ერმან მან და აღაშენეს საკურთხეველი და შეწირეს მსხუერპლები ცხორებისაჲ,

5 და თქუეს ძეთა ისრაჱლისათა: ვინ არა მოვიდა კრებულსა ამას ყოველთაგან ტომთა ისრაჱლისათა უფლისა? რამეთუ ფიცი იყო დიდი, რომელი არა მოვიდეს უფლისა მასეფად და თქუეს: სიკუდილით მოკუედინ იგი.

6 და ნუგეშინის-იცეს ძეთა ისრაჱლისათა ბენიამენისთჳს, ძმისა მათისა, და თქუეს: აღებულ არს დღეს ტომი ერთი ისრაჱლისაგან.

7 რაჲმე უყოთ მათ, რომელნი დაშთომილ არიან უცოლოდ, რამეთუ ჩუენ ვფუცეთ უფლისა, რამეთუ არა მივსცეთ მათ ცოლად ასულთაგანი ჩუენთა?

8 და თქუეს: ვინმე არს ერთი ტომი ნათესავისაგან ისრაჱლისა, რომელი არა მოვიდა უფლისა მასეფად? და არა მოსრულ იყო კაცი ბანაკად

9 იაბის გალაადისა კრებულსა მას და აღიხილეს ერი იგი. და არა იყო მუნ კაცი მკუდრთაგან იაბის გალაადისათა.

10 და მიავლინნა მუნ ერმან მან ათორმეტი ათასი კაცი ძეთაგან ძლიერებისათა და ამცნეს მათ და ჰრქუეს: წარვედით და მოსრენით ყოველნი დამკჳდრებულნი იაბის გალაადისანი პირითა მახჳლისათა, დედანი და ერი მათი.

11 და ესე სიტყუაჲ არს, რომელი ჰყოთ: ყოველივე მამაკაცი და ყოველივე დედაკაცი, რომელმან იცის საწოლი მამაკაცისაჲ, შეჩუენებულ-ყავთ, ხოლო ქალწულნი განარინენით! და მათ ყვეს ეგრეთ.

12 და პოვეს მკჳდრთაგან იაბის გალაადისათა ოთხასი ქალწული ქალი, რომელთა არა იცოდეს მამაკაცი საწოლითა მამაკაცისაჲთა, და მოიყვანნეს იგინი ბანაკად სელომდ, რომელ არს ქალაქსა ქანაანისასა.

13 და მიავლინნეს ყოველმან კრებულმან და ეტყოდეს ძეთა ბენიამენისთა, რომელნი-იგი იყუნეს კლდესა მას რემონისასა, და მოუწოდეს მათ მშჳდობად.

14 და მოიქცა ბენიამენ ძეთა ისრაჱლისათა მას ჟამსა შინა, და მისცეს მათ ცოლები, რომელნი იყუნეს დედათაგან იაბის გალაადისათანი, და სათნო-უჩნდა მათ ესრე.

15 და ერმან, რომელმან ნუგეშინის-იცა ბენიამენის ზედა, რამეთუ ყო უფალმან განკუეთაჲ ტომთა შორის ისრაჱლისათა.

16 და თქუეს მოხუცებულთა მის კრებულისათა: რაჲმე ვყოთ ნეშტთა ამათთჳს, რომელნი დაშთეს უცოლოდ, რამეთუ აღიჴოცა ბენიამენისგან დედაკაცი?

17 და ჰრქუეს: სამკჳდრებელ განრინებულ ბენიამენს და არა აღიჴოცოს ტომი ისრაჱლსა შორის.

18 და ჩუენ ვერ ჴელ-გუეწიფების მიცემად მათა ცოლი ასულთაგან ჩუენთა, რამეთუ ვფუცეთ ძეთა ისრაჱლისათა და ვთქუთ: წყეულ იყავნ, რომელმან მისცეს ცოლი ბენიამენს.

19 და თქუეს: ესერა, დღესასწაული არს უფლისაჲ სელომს დღეთა წელიწადისათა, რომელ არს ბღუარით კერძო ბეთლემსა მზისაღმოსავალით მებოძირთა მათ, რომელი აღვალს ბეთლემით სიკიმად, და სამხრით კერძო ლებონასა.

20 და ამცნეს ძეთა მათ ბენიამენისთა და ჰრქუეს: წარვედით და მზირ-უყავთ ვენაჴოვანსა შინა.

21 და იხილეთ, რაჟამს გამოვიდენ ასულნი იგი მკჳდრთა სელომისთანი და მძნობრები მძნობრად, გამოეტევენით ვენაჴოვანთა მათგან! და იტაცენ კაცად-კაცადმან თავისა თჳსისა ცოლი ასულთაგან სელომისთა, და წარიყვანეთ და წარვედით ქუეყანად ბენიამენისა.

მსაჯულნი 21:21 - Benjamites Taking Wives
Benjamites Taking Wives
22 და იყოს, რაჟამს მოვიდენ მამანი მათნი, გინათუ ძმანი მათნი სასჯელად თქუენდა, ჰრქუათ მათ: შეიწყალენით იგინი, რამეთუ არა გამოიყვანა კაცმან ცოლი თჳსი ბრძოლასა მას შინა; არა თუ თქუენ მისცნეთ მათ და არცაღა ბრალი რაჲ ჰქმენით თქუენ.

23 და ყვეს ეგრე ძეთა ბენიამენისთა და მოიყვანეს ცოლები მსგავსად რიცხჳსა მის მათისა მძნობართა მათგანი, რომელნი იტაცნეს, და წარვიდეს და მოიქცეს სამკჳდრებელსა მათსა და აღაშენეს ქალაქები და დაემკჳდრნეს მათ შინა.

24 და წარმოვიდეს მიერ ძენი ისრაჱლისანი მას ჟამსა შინა. და მივიდა კაცად-კაცადი ტომსა თჳსსა და ნათესავსა თჳსსა და მიეგო კაცად-კაცადი სამკჳდრებელსა თჳსსა. მათ დღეთა შინა არა იყო მეფე ისრაჱლსა შორის და კაცად-კაცადი ნებასა თავისა თჳსისასა თუალთა წინაშე მისთა ჰყოფდა.

25 დიდებაჲ შენდა, უფალო! დაესრულა წიგნი მსაჯულთაჲ.

<< ← Prev Top Next >>