Holy Bible project logo icon
FREE OFF-line Bible for Android Get Bible on Google Play QR Code Android Bible
Holy Bible
for Android

is a powerful Bible Reader which has possibility to download different versions of Bible to your Android device.

Bible Verses
for Android

Bible verses includes the best bible quotes in more than 35 languages

Pear Bible KJV
for Android

is an amazing mobile version of King James Bible that will help you to read this excellent book in any place you want.

Pear Bible BBE
for Android

is an amazing mobile version of Bible in Basic English that will help you to read this excellent book in any place you want.

Pear Bible ASV
for Android

is an amazing mobile version of American Standard Version Bible that will help you to read this excellent book in any place you want.

BIBLE VERSIONS / ბიბლია / ძველი აღთქმა / რუთი

ბიბლია - ძველი ქართულით

მსაჯულნი რუთი პირველი მეფეთა

თავი 1 2 3 4

1 და იყო, დღეთა მათ მსაჯულთა შჯასა იყო სიყმილი ქუეყანასა ზედა. და წარვიდა კაცი ბეთლემის ჰურიასტანისაჲთ მწირობად სოფელსა მას მოაბასასა, იგი და ცოლი მისი და ორნი ძენი მისნი.

2 და სახელი მისი ელიმელექ და სახელი ცოლისა მისისაჲ ნოომინ, და სახელი ორთა მათ ძეთა მისთა: მაალონ და ქელეონ ეფრათელი ბეთლემით ჰურიასტანისაჲთ, და წარვიდეს ქუეყანასა მას მოაბისასა, იყოფოდეს მუნ.

3 და მოკუდა ელიმელექ, ქმარი იგი ნოომინისი, და დაშთა იგი და ორნი ძენი მისნი.

4 და მოიყვანნეს ძეთა მათ მისთა თავისა თჳსისა ცოლნი მოაბელნი, სახელი ერთისა მის ურიფა და სახელი მეორისა მის რუთ. და იყოფოდეს მუნ ვიდრე ათად წლადმდე.

5 და მოსწყდეს ორნივე იგი ძენი მისი, მალონ და ქალეონ. და დაშთა მარტო დედაკაცი იგი ქმრისაგან თჳსისა და ორთაგან ძეთა მისთა.

6 და აღდგა დედაკაცი იგი და ორნივე იგი ძის ცოლნი მისნი და მოიქცეს იგინი ქუეყანით მოაბისაჲთ სოფლად ჰურიასტანისა, რამეთუ ესმა მათ ქუეყანასა მას მოაბისასა, ვითარმედ მოჰხედა უფალმან ერსა თჳსსა მოცემად ნაყოფისა.

7 და გამოვიდა იგი მიერ ქუეყანით და ორნი ძის ცოლნი მისნი მის თანა. და მოვიდეს იგინი გზასა მოქცევად ქუეყანას მას ჰურიასტანისასა.

8 და ჰრქუა ნოომინ ორთა მათ ძის ცოლთა მისთა: წარვედით და მიიქეცით თქუენ სახიდ მამისა თჳსისა! და ყავნ უფალმან თქუენ თანა წყალობაჲ, ვითარცა-იგი ჰყავთ მკუდართა მათ თანა და ჩემ თანა!

9 და მოგაგენ თქუენ უფალმან კეთილისა მაგის წილ და პოვეთ თქუენ განსუენებაჲ სახლსა შინა ქმრისა თჳსისასა! და ამბორს-უყო მათ და უჯმნიდა; და აღიმაღლეს ჴმაჲ მათი და ტიროდეს.

10 და ჰრქუეს მას: არა ეგრე, არამედ შენ თანა მივიდეთ ერისა შენისა.

11 და ჰრქუა მათ ნოომინ: მიექეცით, ასულნო ჩემნო, და წარვედით! რაჲსათჳს მოხუალთ თქუენ ჩემ თანა? ნუუკუე ამიერითგან შჳლნი არიან მუცელსა ჩემსა და იგინი იყვნენ ქმარ თქუენდა?

12 არამედ აწ წარვედით, ასულნო ჩემნო, ამისთჳს, რამეთუ დავბერდი, და არღარა შემძლებელ ვარ მე ქმრისა სუმად, უკუეთუმცა გარქუ თქუენ, ვითარმედ შე-ღა-მძლებელ ვარ და შე-ღა-ვეყო ქმარსა, და ვშუნე მე ძენი?

13 და ამათ ელოდით თქუენ, ვიდრემდე განორძნდენ, და დაგიყენნე თქუენ, რათა არა ისხნეთ ქმარ? ნუ ეგრე, ასულნო ჩემნო, რამეთუ განმწარდა ჩემთჳს უფროჲს თქუენსა, რამეთუ ჴელი უფლისაჲ გამოვიდა ჩემ ზედა.

14 და აღიმაღლეს ჴმაჲ მათი და მერმეცა ტიროდეს-ვე. და ამბორს-უყო ურიფა დედამთილსა თჳსსა და მიაქცია წარვიდა იგი ერისა თჳსისა. ხოლო რუთ შეუდგა და მოსდევდა მას.

15 და ჰრქუა ნოომინ რუთს: აჰა ეგერა, მიიქცა მოყუასი შენი ერისა თჳსისა და ღმერთთა თჳსთა, მიიქეც შენცა მოყუსისა შენისა თანა!

16 მიუგო და ჰრქუა მას რუთ: ნუ შემემთხუევინ მე ეგე ყოფად, ვითარმცა დაგიტევე მე შენ და მივიქეც და წარვედ შენგან, არამედ ვიდრეცა მიხჳდე, მივიდე და სადაცა იყოფოდე, ვიყოფოდე მეცა შენ თანა, ერი შენი ერი ჩემი არს და ღმერთი შენი ღმერთი ჩემი არს.

17 და სადაცა მოჰკუდე, მოვკუდე მეცა და მუნ დავეფლა. ესე მიყავნ მე უფალმან და ესე შემძინენ, რამეთუ სიკუდილმან განმწვალოს შენ შორის და ჩემ შორის.

18 ხოლო მან ვითარცა იხილა, რამეთუ დაამტკიცა ესრჱთ მისლვად მის თანა, დასცხრა მიერითგან სიტყუად მის თანა.

19 და წარმოვიდეს მიერ ორნივე და მოვიდეს ბეთლემდ. და იყო, ვითარცა მოიწინეს იგინი ბეთლემდ, ოხრიდა ყოველი იგი ქალაქი მათ ზედა და თქუეს: უკუეთუ ნანდჳლ ნოომინ არს ესე?

რუთი 1:19 - Ruth and Naomi Leaving Moab
Ruth and Naomi Leaving Moab
20 და ჰრქუა მათ: ნუ მრქუათ მე ნოომინ, არამედ მარქუთ მე სიმწარე, რამეთუ განამწარა ძლიერმან ჩემ ზედა,

21 რამეთუ მე სავსე წარვედ და ცალიერი მომაქცია მე უფალმან, რაჲსათჳს მრქუათ მე ნოომინ? და უფალმან დამამდაბლა მე და ძლიერმან ბოროტი მიყო მე.

22 და მოიქცა ნოომინ და მოვიდა და რუთ მოაბელი, ძის ცოლი მისი მის თანა, მოვიდეს ქუეყანით მოაბისაჲთ. და ესენი მოვიდეს ბეთლემდ დასაბამსა ოდენ მკისასა ქრთილისასა.

<< Prev Top Next → >>