ბიბლია, რუთი, თავი 3. is available here: https://www.bible.promo/chapters.php?id=10235&pid=10&tid=1&bid=45
Holy Bible project logo icon
FREE OFF-line Bible for Android Get Bible on Google Play QR Code Android Bible

Holy Bible
for Android

is a powerful Bible Reader which has possibility to download different versions of Bible to your Android device.

Bible Verses
for Android

Bible verses includes the best bible quotes in more than 35 languages

Pear Bible KJV
for Android

is an amazing mobile version of King James Bible that will help you to read this excellent book in any place you want.

Pear Bible BBE
for Android

is an amazing mobile version of Bible in Basic English that will help you to read this excellent book in any place you want.

Pear Bible ASV
for Android

is an amazing mobile version of American Standard Version Bible that will help you to read this excellent book in any place you want.

BIBLE VERSIONS / ბიბლია / ძველი აღთქმა / რუთი

ბიბლია - ძველი ქართულით

მსაჯულნი რუთი პირველი მეფეთა

თავი 1 2 3 4

1 ჰრქუა მას ნოომინ, დედამთილმან მისმან: ასულო, აწ არა-მე გიძიო შენ განსუენებაჲ, რათა კეთილი გეყოს შენ?

2 და, ეგერა, ბოოზ მეცნიერი ჩუენი არს, სადა-იგი მჴევალთა მისთა თანა იყავ შენ! და იგი შეჰკრებს ქრთილსა კალოსა თჳსსა ამას ღამესა.

3 და შენ იბანე და იცხე და შეიმოსე სამოსელი თჳსი და აღვედ შენ კალოდ მისა, და ნუ გამოეცხადები შენ კაცსა მას, ვიდრე აღსრულებადმდე ჭამისა და სუმისა.

4 და იყოს, რაჟამს დაწუეს იგი, და დაისწავე ადგილი იგი, სადა დაწვეს მუნ და მივედ მახლობელად მისა და დაწევ ფერჴთა თანა მისთა! და მან გითხრას შენ, რაჲ-იგი ჯერ-არს ყოფად შენდა.

5 ჰრქუა რუთ დედამთილსა თჳსსა: ყოველივე, რაცა მრქუა, ვყო.

6 და აღვიდა იგი კალოდ მისა და ყო ეგრე, ვითარცა-იგი ამცნო მას დედამთილმან თჳსმან.

7 და ჭამა ბოოზ და სუა და განმხიარულდა გული მისი და მივიდა და დაწვა იგი ზჳნსა მას წერეულისა მისისასა, ხოლო რუთ მივიდა მისა ფარულად და დაწვა იგი მახლობელად ფერჴთა თანა მისთა.

8 და იყო შუვა ღამეს ოდენ განიღჳძა და განჰკრთა კაცი იგი და შეძრწუნდა, რამეთუ დედაკაცი წვა ფერჴთა თანა მისთა.

9 ჰრქუა მას ბოოზ: ვინ ხარ შენ? ხოლო მან ჰრქუა მას: მე ვარ რუთ, მჴევალი შენი. და გარდამომდევ სამოსელი მჴევალსა შენსა, რამეთუ შენ ნათესავ ჩემდა ხარ.

10 ჰრქუა მას ბოოზ: კურთხეულ იყავ შენ უფლისა ღმრთისა მიერ, ასულო, რამეთუ კეთილი ჰქმენ წყალობაჲ ესე უკუანასკნელი უფროჲ პირველისა მის, რამეთუ არა მიხუედ შენ შემდგომად ჭაბუკთა, გინათუ გლახაკისა ვისამე, გინათუ მდიდრისა.

11 და აწ ნუ გეშინის ყოვლისავე, რაჲცა მრქუა მე, ვყო შენთჳს, რამეთუ იცის ყოველმან ნათესავმან ერისა ჩემისამან, რამეთუ დედაკაცი ძლიერებისაჲ ხარ შენ.

12 და აწ ჭეშმარიად ნათესავ ვარ მე, არამედ არს ნათესავი სხუაჲ უმახლობელესი ჩემსა,

13 იქცეოდა ამას ღამესა. და იყოს ხვალისაგან, უკუეთუ გითჳსოს შენ, თჳს-გეყავნ შენ. უკუეთუ არა უნდეს თჳსობაჲ შენი, თჳს-გიყო მე; ცხოველ არს უფალი! და დაწვა იგი ვიდრე განთიადმდე.

14 და დაიძინა ფერჴთა თანა მისთა ვიდრე ხვალისადმდე. და აღდგა იგი უადრეს, ვიდრემდე იცნას კაცმან მოყუასი თჳსი, და თქუა ბოოს: ნუმცა ვინ უწყის, რამეთუ მოვიდა დედაკაცი კალოსა ამას.

15 და ჰრქუა ბოოს: მოიპყარ სამოსელი შენი აქა, რომელ გმოსიეს შენ, და განჰმარტე იგი! ხოლო მან მოუპყრა მას, და გარდაუწყო მას ექუსი საწყაული ქრთილი და დასდვა იგი მას ზედა. და შევიდა იგი ქალაქად.

16 და ვითარცა შევიდა რუთ დედამთილისა თჳსისა და ჰრქუა მას: რაჲ არს, ასულო? ხოლო მან უთხრა ყოველივე, რაჲცა უყო კაცმან მან.

17 და ჰრქუა მას: ექუსი ესე საწყაული ქრთილი მომცა მე და მრქუა მე: ნუ შეხუალ ცალიერი დედამთილისა შენისა.

18 ხოლო მან ჰრქუა მას: დაჯედ, ასულო, ვიდრემდე გულისხმა-ჰყო შენ, [ვ] ვითარ-იგი არა დავარდეს სიტყუაჲ, რამეთუ არა დაიდუმოს კაცმან მან, ვიდრემდე აღასრულოს სიტყუაჲ იგი დღესვე.

<< ← Prev Top Next → >>