Holy Bible project logo icon
FREE OFF-line Bible for Android Get Bible on Google Play QR Code Android Bible
Holy Bible
for Android

is a powerful Bible Reader which has possibility to download different versions of Bible to your Android device.

Bible Verses
for Android

Bible verses includes the best bible quotes in more than 35 languages

Pear Bible KJV
for Android

is an amazing mobile version of King James Bible that will help you to read this excellent book in any place you want.

Pear Bible BBE
for Android

is an amazing mobile version of Bible in Basic English that will help you to read this excellent book in any place you want.

Pear Bible ASV
for Android

is an amazing mobile version of American Standard Version Bible that will help you to read this excellent book in any place you want.

BIBLE VERSIONS / ბიბლია / ძველი აღთქმა / პირველი მეფეთა

ბიბლია - ძველი ქართულით

რუთი პირველი მეფეთა მეორე მეფეთა

თავი 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 19 20 21 22 23 24 25 26 27 28 29 30 31

1 და მოვიდნეს კარიათიმელნი და წარიღეს მათ კიდობანი იგი სჯულისა უფლისა, შეიღეს იგი სახლსა მას ამინადაბისა, რომელი დაშენებულ იყო ბორცუსა მას ზედა, და გამოირჩიეს ძე მისი, ელიაზარ, და დაადგინეს მცველად კიდობანსა მას უფლისასა.

2 და იყო, ვინათგან შეიღეს კიდობანი იგი ღმრთისა კარითიამად, და განმრავლდეს ჟამნი, და დაყო ვითარ ოცი წელი და მოიქცა ისრაჱლი უფლისა მას დღესა შინა.

3 და რქუა სამოველ ყოველსა ისრაჱლსა: უკუეთუ მოიქცეთ უფლისა ყოვლითა გულითა თქუენითა, და განიშოროთ კერპთმსახურებაჲ და მონებდეთ უფალსა ღმერთსა, და მან გიჴსნნეს თქუენ ჴელთაგან უცხოთესლთასა.

4 ისმინეს სიტყუაჲ იგი ძეთა ისრაჱლისათა, და განაგდეს ბაალი და სერტყები და კერპი იგი ასტაროთისი და მონებდეს უფალსა ღმერთსა.

5 და რქუა მას სამოველ: შეკრბით ყოველი ერი ისრაჱლისა მასეფათდ, და ვილოცო თქუენთჳს უფლისა მიმართ!

6 და შემოკრბა ყოველი ერი მასეფათდ და მოიღეს წყალი და მოაპკურეს ქუეყანას წინაშე უფლისა და იმარხეს მას დღესა და თქუეს: ვსცოდეთ წინაშე უფლისა! რამეთუ შჯიდა სამოველ მასეფათს ძეთა ისრაჱლისათა.

7 და ესმა უცხოთესლთა მათ, რამეთუ შეკრბეს მასეფათდ ძენი ისრაჱლისანი და შეკრბეს უცხოთესლნიცა იგი და მოვიდეს ისრაჱლისა და გამოვიდნენ ისრაჱლნი უცხოთესლთა მათ ზედა. და ესმა რაჲ ესე ძეთა მათ ისრაჱლისათა, შეეშინათ ფრიად.

8 და რქუეს ძეთა ისრაჱლისათა სამოელს: ნუ დასცხრები ლოცვასა უფლისა ღმრთისა მიმართ ჩუენთჳს, რათა გჳჴსნეს ჩუენ ჴელთაგან უცხოთესლთასა.

9 და თქუა სამოველ: არა დავსცხრები ლოცვასა უფლისა მიმართ თქუენთჳს! და მოიქვა სამოველ კრავი ერთი მწოვარი და შესწირა მსხუერპლად უფლისა ყოვლისათჳს ერისა ისრაჱლისა. და ისმინა უფალმან ლოცვა იგი სამოველისა.

10 და ვიდრე შესწირვიდა სამოველ მსხუჱრპლსა მას, უცხოთესლნი იგი მი-ხოლო-ვიდეს განმზადებულნი ბრძოლად ისრაჱლისა. და ქუხდა უფალი უცხოთესლთა მათ ზედა ჴმითა კრჩხიალებისათა, და შეძრწუნდეს და ძლევასა მიეცნეს წინაშე ისრაიტელთა მათ. და გამოვიდეს ისრაიტელნი იგი მასეფათით.

11 და დევნა-უყვეს, და ეწივნეს, მოსრნეს უცხოთესლნი იგი და ნეშტი იგი მეოტად წარიქციეს ბეთსაბემდე.

12 და მოიღო სამოველ ლოდი ერთი და აღმართა იგი შორის მასეფათსა და შორის განსაწყობელსა მას, და უწოდა სახელი მისი აბენეზერ, რომელ არს თარგმანებით ლოდი შეწევნისა, რამეთუ თქუეს, ვითარმედ: აქამომდე შეგვეწია ჩუენ უფალი.

13 და დაამდაბლნა უფალმან უცხოთესლნი იგი. და არღარა შესძინეს ზედამისლვად ისრაჱლისა. და იყო ჴელი უფლისა უცხოთესლთა მათ ზედა ყოველთა დღეთა სამოველისათა.

14 და უკმოიღეს ქალაქები იგი, რომელი დაეპყრა უცხოთესლთა მათ ძეთაგან ისრაჱლისათა, აკარონითგან ვიდრე გეთადმდე დაიპყრეს საზღვარი იგი ისრაჱლისა ჴელთაგან უცხოთესლთასა. და იყო მშჳდობაჲ შორის ისრაჱლსა და ამორეველთა მათ.

15 და შჯიდა სამოველ ყოველთა ადგილთა წმიდათა მათთა.

16

17 და მოვიდის იგი არმათემადვე, რამეთუ საყოფელი მისი მუნ იყო; და მუნ განიკითხავნ ისრაჱლსა და აღაშენა მუნ სამოველ საკურთხეველი უფლისა.

<< ← Prev Top Next → >>