Holy Bible project logo icon
FREE OFF-line Bible for Android Get Bible on Google Play QR Code Android Bible
Holy Bible
for Android

is a powerful Bible Reader which has possibility to download different versions of Bible to your Android device.

Bible Verses
for Android

Bible verses includes the best bible quotes in more than 35 languages

Pear Bible KJV
for Android

is an amazing mobile version of King James Bible that will help you to read this excellent book in any place you want.

Pear Bible BBE
for Android

is an amazing mobile version of Bible in Basic English that will help you to read this excellent book in any place you want.

Pear Bible ASV
for Android

is an amazing mobile version of American Standard Version Bible that will help you to read this excellent book in any place you want.

BIBLE VERSIONS / ბიბლია / ძველი აღთქმა / პირველი მეფეთა

ბიბლია - ძველი ქართულით

რუთი პირველი მეფეთა მეორე მეფეთა

თავი 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 19 20 21 22 23 24 25 26 27 28 29 30 31

1 და იყო თვესა ერთსა მას დღეთასა და მოვიდა ნაას ამმანიტელი და მოიცვა ერითა თჳსითა იაბისი გალადას. და ჰრქუეს კაცთა მათ იაბისელთა ნაას ამმანიტელსა: აღთქმა აღგჳთქუ და პაიმანი დადევ ჩუენ შორის და გმონებდეთ შენ.

2 მიუგო ნაას ამმანიტელმან და ჰრქუა: რა აღთქმა აღგითქუა თქუენ, გარნა თუ ესე აღმოღება თუალისა მარჯუენისა? და იგი იყოს აღთქუმად თქუენ ზედა და იყოს იგი საყუედრელად ისრაჱლსა შორის უკუნისამდე.

3 და ჰრქუეს მას კაცთა მათ იაბისელთა: დრო-გვეც ჩუენ შჳდ დღე ოდენ და მივავლინნეთ მოციქულნი ყოველთა საზღვართა ისრაჱლისათა. და თუ არა ვინ იყოს შემწე ჩემდა, გამოვიდეთ თქუენდა.

4 და მოვიდეს მოციქულნი იაბისანი ბორცუსა მას, სადა-იგი იყო საულ, და უთხრეს სიტყუაჲ ესე ყოველსა ერსა. და აღიმაღლეს ჴმაჲ თჳსი და ტიროდა და იურვოდა ყოველი იგი ერი.

5 და ხვალისაგან, ცისკარს ოდენ, მოიწია საულ, და მოესხნეს ჴარნი აგარაკით და თქუა: რა არს, ანუ რაჲსა სტირ? მაშინ უთხრეს მას ყოველი იგი სიტყუაჲ იაბისელთა.

6 და მოვიდა სული ღმრთისა საულსა ზედა და განრისხნა ფრიად სიტყჳთა მათთჳს.

7 და მოიბნა ორნი იგი ჴარნი და დაკლა და განყუნა იგინი ასოეულად და მიმოუძღუანა იგი ყოველსა ნათესავსა ისრაჱლისასა ჴელითა მოციქულთათა და თქუა: ღვაწლი ბრძოლისა მოწევნულ არს ჩუენ ზედა. აწ ყოველი კაცი, რომელი არა გამოვიდეს საულსა და სამოველს თანა ბრძოლად, შემდგომად საქმისა მის ამის მსგავსად დაჭრად არს ზროხა და ცხოვარი მისი! და დაეცა შიში დიდი ყოველსა ზედა ერსა ისრაჱლისასა უფლისა მიერ. და იზრახა ყოველმან ერმან, ვითარცა ერთითა პირითა.

8 და ახილვა-ყო მათდა ბეზეკსა შინა. ანდეზობით იყუნეს ვითარ ექუს ათას კაცი სახლისა მისგან ისრაჱლისანი, ხოლო სახლისა მის იუდასნი იყუნეს ვითარ სამეოცდაათი ათასი კაცი.

9 და ჰრქუა საულ მოციქულთა მათ, რომელნი-იგი მოსრულ იყუნეს: ესრეთ უთხართ კაცთა მათ იაბის გალადისათა, ვითარმედ: ხვალე ყოფად არს ცხორებაჲ თქუენი მოფენასა ოდენ მზისასა. და მოვიდნენ მოციქულნი იგი იაბის გალადისათა და უთხრეს სიტყუაჲ იგი ყოველსა კაცსა ქალაქისასა, და მათ განიხარეს ფრიად.

10 და ჰრქუეს იაბისელთა მათ ამანიტელსა: ხვალე გამოვიდეთ თქუენდა და ვყოთ, რაც სათნო-გიჩნდეს!

11 და ხვალისაგან მოვიდა საულ და განყო ერი იგი სამად გუნდად, და დაესხა ბანაკსა მას ძეთა ამონისათა ჟამსა ოდენ ცისკრისასა და მოსრეს ყოველი ბანაკი ძეთა ამონისათა ვიდრე მოფენადმდე მზისა; და ნეშტნი იგი მეოტად განიბნივნეს თჳთეულად და არა დარჩა არცა ორი ერთად.

12 მაშინ ჰრქვა ერმან მან სამოველისა: ვინ იყუნეს კაცნი იგი, რომელთა თქუეს, ვითარმედ: ნუ მეფობნ საულ ჩუენ ზედა? მოგუცენ ჩუენ კაცნი იგი და აწვე მოვსწყჳდნეთ!

13 მიუგო საულ და ჰრქუა: არა ვინ მოკუდეს აქა დღეს არცა ერთი კაცი, რამეთუ დღეს ყო უფალმან მაცხოვარებაჲ თჳსი ისრაჱლსა ზედა.

14 სიტყუად იწყო სამოველ ერისა მიმართ და თქუა: მოგუალე, შევიდეთ ჩუენ გალგალად და განვაახლოთ ჩუენ შარავანდობა ეგე მაგისი!

15 და მოვიდა ყოველი იგი ერი შეკრებული გალგალად. და მუნ სცხო სამოველ საულს მეფედ წინაშე უფლისა გალგალს და შესწირეს მუნ მსხუერპლი დასამშჳდებელად უფლისა. და იხარებდეს მუნ სამოველ და საულ და ყოველი იგი ერი ისრაჱლისა ფრიად.

<< ← Prev Top Next → >>