ბიბლია, პირველი მეფეთა, თავი 12. is available here: https://www.bible.promo/chapters.php?id=10248&pid=11&tid=1&bid=45
Holy Bible project logo icon
FREE OFF-line Bible for Android Get Bible on Google Play QR Code Android Bible

Holy Bible
for Android

is a powerful Bible Reader which has possibility to download different versions of Bible to your Android device.

Bible Verses
for Android

Bible verses includes the best bible quotes in more than 35 languages

Pear Bible KJV
for Android

is an amazing mobile version of King James Bible that will help you to read this excellent book in any place you want.

Pear Bible BBE
for Android

is an amazing mobile version of Bible in Basic English that will help you to read this excellent book in any place you want.

Pear Bible ASV
for Android

is an amazing mobile version of American Standard Version Bible that will help you to read this excellent book in any place you want.

BIBLE VERSIONS / ბიბლია / ძველი აღთქმა / პირველი მეფეთა

ბიბლია - ძველი ქართულით

რუთი პირველი მეფეთა მეორე მეფეთა

თავი 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 19 20 21 22 23 24 25 26 27 28 29 30 31

1 მაშინ ჰრქუა სამოველ ერსა მას: აჰა ესერა, მე ვისმინე თქუენი, რომელი მითხართ მე და დავადგინე თქვენ ზედა მეფე, ვითარცა-იგი თქუენ ითხოვეთ.

2 აწ, ეგერა, მეფე თქუენი თქუენ წინაშე არს! და მე დაბერებულ ვარ და ძენი ჩემნი თქუენ შორის არიან სიყრმით მათითგან, და თქუენ თჳთ უწყით, რამეთუ თქუენ წინაშე დამაშურალ ვარ სიყრმითგან ვიდრე დღევანდელად დღედმდე.

3 აწ შემეწიენით მე წინაშე უფლისა და წინაშე ცხებულისა მისისა: და თუ მო-რა-ვის-ეღოს ჴბო, ანუ კარაული, ანუ მო-რაჲმე-მეხვეჭოს თქუენგანისა ვისიმე, ანუ თუ ვაჭირვე ვის რა, ანუ თუ ჴელთა ვისთა რა გამოვსტაცე, ანუ თუ სამოსელი, ანუ თუ საჴამლე, გინა თუ თუალნი სადამე განუტევენ თქუენ ზედა, შემწამეთ მე წინაშე უფლისა და ყოველივე მიგაგო თქუენ.

4 მიუგო ყოველმან ერმან სამოველს და ჰრქუა: არასადა არავის ჩუენგანსა აჭირვე, არცა მი-რა-გუხვეჭე და არცაღა მი-რა-ვის-გჳღე ჴელთაგან ჩუენთა არარა!

5 მიუგო სამოველ ერსა მას და ჰრქუა: მოწამე იყავნ უფალი თქუენ შორის და მოწამე იყავნ ცხებული მისი, რამეთუ არა ჰპოეთ ბოროტი ჩემ თანა! მიუგო ყოველმან ერმან და ჰრქუა: ჰე, მოწამე იყავნ!

6 თქუა სამოველ ერისა მიმართ: მოწამე იყავნ უფალი ღმერთი ისრაჱლისა, რომელმან შექმნა მოსე და ჰარონ, რომელმან გამოიყვანნა მამანი ჩუენნი ქუეყანისა მისგან ეგჳპტელთასა.

7 აწ წარმომიდეგით და სამართალი ვაჩუენო თქუენთჳს წინაშე უფლისა და გითხრა თქუენ სამართალი უფლისა და ყოველი, რაჲ-იგი მიყო ჩუენ.

8 ჟამსა მას, რომელსა შევიდა იაკობ და ძენი მისნი ეგჳპტესა და ვითარ-იგი აჭირვებდეს მათ ეგჳპტელნი იგი, და მამანი იგი ჩუენნი ღაღადებდეს უფლისა მიმართ ღმრთისა ჩუენისა. და მოავლინა უფალმან მოსე და ჰარონ და გამოიყვანნა მამანი იგი ჩუენნი ეგჳპტით და დაამკჳდრნა იგინი ადგილსა ამას.

9 ხოლო მათ დაივიწყეს უფალი ღმერთი მათი, და მისცა იგინი ჴელთა სისარასთა, მთავრისა მის ძლიერისა აბინაჲსა, მეფისა მის ასურთასა, და ჴელთა უცხოთესლთასა და მეფისა მის მოაბელთასა. და იგინი ავნებდეს მათ.

10 და მათ ღაღად-ყვეს უფლისა მიმართ და თქუეს: ვსცოდეთ წინაშე შენსა, უფალო, რამეთუ დაგიტევეთ შენ, უფალი ჩუენი, და ვმონებდით ჩუენ ბალიმსა და სერტყთა მათ ასტაროთისათა. აწ მიჴსნენ ჩუენ ჴელთაგან მტერთა ჩუენთასა და გმონებდეთ შენ.

11 და მოუვლინა უფალმან იორობთელი და ბარაკ და იეფთე და სამფსონ. და გიჴსნა თქუენ უფალმან ჴელთაგან მტერთა თქუენთასა, რომელნი გარემოს იყუნეს თქუენსა, და დაგამკჳდრნა თქუენ მშჳდობით და სასოებით.

12 ხოლო აწ, ვითარცა იხილეთ თქუენ, ვითარმედ ნაას ამანიტელი ზედა მოგვივიდოდა, მარქუთ მე, ვითარმედ: დაადგინე ჩუენ ზედა მეფე! არამედ უფალი ღმერთი ჩუენი არს მეფე ჩუენი.

13 და აწ, აჰა ეგერა, არს შარავანდოსანი იგი თქუენი, რომელ გამოირჩიეთ და მოითხოვეთ, რომელი მოგცა თქუენ უფალმან თქუენმან.

14 უკუეთუ გეშინოდის უფლისა, და მსახურებდეთ მას და დაემორჩილნეთ ბრძანებასა მისსა და არა მჴდომად აღუდგეთ სიტყუათა უფლისათა, და იყვნეთ თქუენ და მეფე თქუენი მორჩილ მცნებათა უფლისა თქუენისათა. და იგი იყოს მჴსნელი თქუენდა!

15 უკეთუ არა ისმინოთ ბრძანება უფლისა თქუენისა და მჴდომად აღუდგეთ მცნებათა მისთა, იყოს ჴელი უფლისა თქუენ ზედა და მეფეთა თქუენთა ზედა.

16 ხოლო აწ უფროსღა დაემტკიცენით და დაეწყნარენით დიდთა მათ სიტყუათა უფლისათა, რომელ ყოს უფალმან წინაშე თუალთა თქუენთა.

17 არამე იფქლისა მკა არს დღეს? და თუ გნებავს თქვენ, ვითხოოთ უფლისაგან, და მოგცეს თქუენ წჳმა მძაფრი სავსე ქუხილითა და გულისხმა-ყოთ, რამეთუ განძლიერდეს უკეთურებანი თქუენნი წინაშე უფლისა, რამეთუ ითხოვდით თქუენ მეფესა.

18 და ითხოვა სამოველ უფლისაგან. და მოსცა მას უფალმან წჳმა მძაფრი, სავსე ქუხილითა საშინელითა.

19 და შეეშინა ყოველსა ისრაჱლსა უფლისაგან ფრიად და სამოველისა; და რქუა ყოველმან ერმან სამოველს: ილოცე შენ უფლისა მიმართ ღმრთისა შენისა მონათა ამათ შენთათჳს, რათა არა მოვსწყდეთ დღეს, რამეთუ გარდავამეტეთ ჩუენ ცოდვათა ჩუენთა თხოვად თავისა ჩუენისა მეფე!

20 მიუგო სამოველ ერსა მას და რქუა: ნუ გეშინინ თქუენ! რამეთუ თქუენგან ღათუ იყოს უკეთურება ეგე, ხოლო თქუენ ნუვე გარდააქცევთ გზათა მათგან უფლისათა, არამედ მონებდით უფალსა ყოვლითა გულითა თქუენითა.

21 და ნუ შეუდგებით უნდოთა, რომელნი არა სარგებელ-გეყუნენ თქუენ და არცა გიჴსნნეს თქუენ, რამეთუ იგინი უნდო არიან!

22 ხოლო უფალმან არა განიშოროს ერი თჳსი სახელისა მისისათჳს დიდისა, რამეთუ შეგიწყნარნა თქვენ უფალმან და გამოგირჩივნა თქუენ ერად საზეპუროდ.

23 ხოლო ჩუენდა ნუ იყოფინ შეცოდება უფლისა, ანუ დაკლებად თქუენდა უფლისა მიმართ ლოცვათა ჩემთა და უწყებად თქუენდა გზა იგი სიმართლისა და სიწრფოებისა!

24 ხოლო თქუენ გეშინოდესვე უფლისა და მონებდეთ მას ჭეშმარიტებითა ყოვლითა გულითა თქუენითა, რამეთუ გიხილავს, ვითარ განადიდა უფალმან ყოფა მისი ჩუენ თანა.

25 უკუეთუ ბოროტსა იქმოდით თქუენ და შარავანდოსანი თქუენი, წარსწყმდეთ.

<< ← Prev Top Next → >>