Holy Bible project logo icon
FREE OFF-line Bible for Android Get Bible on Google Play QR Code Android Bible
Holy Bible
for Android

is a powerful Bible Reader which has possibility to download different versions of Bible to your Android device.

Bible Verses
for Android

Bible verses includes the best bible quotes in more than 35 languages

Pear Bible KJV
for Android

is an amazing mobile version of King James Bible that will help you to read this excellent book in any place you want.

Pear Bible BBE
for Android

is an amazing mobile version of Bible in Basic English that will help you to read this excellent book in any place you want.

Pear Bible ASV
for Android

is an amazing mobile version of American Standard Version Bible that will help you to read this excellent book in any place you want.

BIBLE VERSIONS / ბიბლია / ძველი აღთქმა / პირველი მეფეთა

ბიბლია - ძველი ქართულით

რუთი პირველი მეფეთა მეორე მეფეთა

თავი 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 19 20 21 22 23 24 25 26 27 28 29 30 31

1 შვილი იყო საულ წელიწადისა ერთისა, ვინათგან დაჯდა იგი მეფედ და მეორესა წელსა მეფობისა მისისასა ისრაჱლსა ზედა.

2 გამოირჩია საულ თავისა თჳსისათჳს სამ ათასი მამაკაცი ძეთა ისრაჱლისათა, ორი ათასი იგი საულისა თანა იყო მაქმასს მთასა მას ბეთელისასა, და ხოლო ათასი იგი ყო ნათანისა თანა ბორცუსა მას გაბაონსა ბენიამენისსა. და სხუასა მას ერსა განუჯმნა თჳთეულად სოფლად თჳსა.

3 და ამისა შემდგომად მოსწყჳდა იონათამ ერი იგი განდგომილი ფილისტიმელთა, რომელი იყო ბორცუსა მას. და ესე მიესმა უცხოთესლთა მათ და უბრძანა საულ ნესტვისა დაბერვა ყოვლისა მიმართ სოფლისა და თქუა: უწყოდენ ყოველმან სოფელმან ებრაელთამან, ვითარმედ განდგეს მონანი იგი!

4 და სცნა ესე ყოველმან ისრაჱლმან, ვითარმედ მოსრა, მოსწყჳდა ყოველი იგი ერი უცხოთესლთა და დაწუნეს ისრაიტელთა მათ უცხოთესლნი იგი. და მოკრბა ყოველი იგი ერი საულს გალგალად.

5 და უცხოთესლნი იგი შეკრბეს და ბრძოლად მივიდეს ისრაჱლისა სამ ათასითა ეტლითა და ექუს ათასითა მჴედრითა. ხოლო სხუაჲ ერი ურიცხჳ იყო ვითარცა ქჳშა ზღჳსა კიდისა. და აღვიდეს იგინი და დაიბანაკეს მაქმასსა ზურგით კერძო ბეთორს.

6 და კაცთა მათ ისრაჱლისათა ვითარცა იხილეს, რამეთუ შემოაჭირვებდეს მათ უცხოთესლნი იგი, მოჰრიდეს და დაემალნეს ქვაბებსა და ნაპრალებსა კლდეთასა, ორმოებსა და ჯურღმულებსა წყლისასა.

7 რომელნიმე წიაღვიდოდეს იორდანეს ქუეყანად გადისა და გალადისა; საულ მუნვე იყო გალგალს, და ყოველნი ერნი განცჳვნეს მისგან.

8 და საულ დაშთა მარტო გალგალს, და დგა და ელოდა შჳდ დღე წამებასა მას ზედა სამოველისასა. და სამოველ არღა მოსულ იყო გალგალად. სიტყვად იწყო საულ და თქუა: სამოველ არა მოვიდა გალგალად და ერი ესე განიჭრა ჩემგან.

9 და თქუა საულ: აღმომგუარენით მე საკურთხებთაგან და შევსწირო მსხუერპლი დასამშჳდებელად და შესწირა მსხუერპლი.

10 და ვითარცა შე-ოდენ-სწირა მსხუერპლი იგი, მოვიდა სამოველ. გამოვიდა საულ შემთხუევად მისა, რათამცა აკურთხა იგი.

11 და ჰრქუა სამოველ: რა ჰყავ ეგე? მიუგო საულ და ჰრქუა: რაჟამს ვიხილე, რამეთუ ერი იგი განიჭრა ჩემგან და შენ დაგეყოვნა, და არა მოხვედ აღთქმისა მისებრ, რომელ სთქუ ჩემ თანა, და უცხოთესლნი იგი მოსრულ იყუნეს მაქმასად.

12 და მე ვთქუ: ნუუკუე ჩამო-ნუუკუე-ჴდენმეა უცხოთესლნი იგი გალგალად? და უფალი არა ვაშურო მე! არამედ განვიწმიდე თავი ჩემი და შევსწირე მსხუერპლი ესე.

13 მაშინ ჰრქუა სამოველ საულს: ცუდად იყო მსხუერპლი ეგე შენი, რამეთუ არა დაიცვენ მცნებანი ჩემნი, რომელნი მამცნო უფალმან, რათამცა განამტკიცა მეფობაჲ შენი ისრაჱლსა ზედა უკუნისამდე ჟამთა.

14 ხოლო აწ მეფობა ეგე არა დაადგრეს შენ თანა, არამედ მოიძიოს უფალმან კაცი, სათნო გულისა თჳსისა და დაადგინოს იგინი მთავრად ერსა თჳსსა ზედა, რამეთუ არა დაიმარხე მცნება იგი, რომელ გამცნო შენ უფალმან.

15 და წარვიდა სამოველ გალგალით გზასა თჳსსა (და ნეშტნი იგი ერისანი აღვიდეს საულის თანა შემთხუევად ერისა მის განწყობილისა). და ვითარცა მოვიდეს გალგალად ბორცუსა მას ბენიამენისასა, და ახილვა-ყო საულ ერისა მისთჳს, რომელნი-იგი მის თანა იყვნეს, და იპოვა მუნ ვითარ ექუსასი კაცი.

16 და საულ და იონათან, ძე მისი, და ერი იგი, რომელ მის თანა იყო გაბაონს ბენიამენისსა, და უცხოთესლთა მათ დაიბანაკეს მაქმასს.

17 და მჭკუერველი, რომელი გამოვიდოდა უცხოთესლთა მათ, სამად გუნდად განიყოფოდა: ერთი იგი გუნდი მსტუანვად გოფერით კერძო გზასა მას წყაროსასა სოგალიმით;

18 და ერთი იგი გუნდი წარმართებულ იყო გზასა მას ბეთორისასა, და მესამე იგი გუნდი მივიდოდა გაბაონად, და რომელი შთაიყვანების გაჲდ საბასსა, რომელ არს უდაბნოთ კერძო.

19 და მჭედელი რკინისამებრვე არა იპოებოდა მათ ჟამთა ქუეყანასა მას ისრაჱლისასა, რამეთუ ესრე თქჳან უცხოთესლთა მათ: ნუუკუე იქმოდიან ებრაელნი იგი ჰოროლსა, ჴრმალსა? და ურიდად მოვიდოდიან ქუეყანასა მას ჩუენსა.

20 არამედ შთავიდიან ისრაიტელნი იგი ქუეყანასა მას უცხოთესლთასა ჭედად თჳთეულად საქმრისა თჳსისა საჴმართა: საჴნისისა, მანგლისა, ცელისა, ცულისა, სასხლევისა, და ქმნიან იგი რეწვით სასყიდლით.

21 და ოდეს მკა გარდაჴდის, მაშინღა სასყიდელი მისციან სამი სასწორი საჴნისისათჳს ცულისა, და ცელისა, მანგლისა და სასხლევისა, და დეზიღა ზედა მოირთიან.

22 და დღეთა მათ შინა წყობისათა მაქმასს ყოვლადვე არა იყო მახჳლი, არცა ჴმალი და არცა ჰოროლი ჴელთა შინა მის ერისათა, რომელ-იგი იყვნეს საულის თანა და იონათანისა, ძისა მისისა, გარნა საულის თანა და იონათანის თანა, ძისა მისისა.

23 და გამოვიდეს ფილისტიმელნი და გუნდნი, რათა მაქმასა განვიდენ.

<< ← Prev Top Next → >>