Holy Bible project logo icon
FREE OFF-line Bible for Android Get Bible on Google Play QR Code Android Bible
Holy Bible
for Android

is a powerful Bible Reader which has possibility to download different versions of Bible to your Android device.

Bible Verses
for Android

Bible verses includes the best bible quotes in more than 35 languages

Pear Bible KJV
for Android

is an amazing mobile version of King James Bible that will help you to read this excellent book in any place you want.

Pear Bible BBE
for Android

is an amazing mobile version of Bible in Basic English that will help you to read this excellent book in any place you want.

Pear Bible ASV
for Android

is an amazing mobile version of American Standard Version Bible that will help you to read this excellent book in any place you want.

BIBLE VERSIONS / ბიბლია / ძველი აღთქმა / პირველი მეფეთა

ბიბლია - ძველი ქართულით

რუთი პირველი მეფეთა მეორე მეფეთა

თავი 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 19 20 21 22 23 24 25 26 27 28 29 30 31

1 და იყო, დღესა ერთსა ჰრქუა იონათან, ძემან საულისამან, ნიჟორგალსა მას თჳსსა, რომელსა ჰქონდა მშჳლდ-კაპარჭი მისი: მოგვალე, წიაღვჴდეთ ბანაკსა მას წინადაუცვეთელთასა, რომელ არს პირისპირ ჩუენსა! და მამასა თჳსსა არა აუწყა.

2 და საულ ჯდა ბორცუსა მას ზედა ხესა ქუეშე ბროწეულსა მაგდოსს, და ექუსას ოდენ კაცი მის თანა.

3 და აქია, ძე აქიტობელისი, ძმისა იოაქებელისი, ძისა ფინეზისი, ძისა ელი მღდელთმოძღურისა მის ღმრთისა სელომისა, რომელსა აქუნდა სამკაული სამღდელო, და არცაღა ერმან მან უწყოდა წიაღსლვად იგი იონათანისი.

4 და აღსავალსა, რომელსა უმზირდა იონათან ფილისტიმელთა, დასხმად იყო ორ კონცხ კლდისა, ერთი იმიერ და ერთი ამიერ და სახელი ერთისა მის კონცხისა ბაზეთ და მეორისა მის სენაჰარ.

5 ერთი იგი კონცხი იყო ჩრდილოთ მაქმასით და ერთი იგი კონცხი იყო სამჴრით გაბაონით.

6 და ჰრქუა იონათან ნიჟორგალსა მას თჳსსა, რომელსა აქუნდა საჭურველი მისი: მოგვალე, წინაღვჴდეთ ბანაკსა მას წინადაუცვეთელთასა შეწევნითა ღმრთისა ჩუენისათა, რამეთუ ადვილ არს წინაშე ღმრთისა ჴსნა ჩუენი მტერთაგან ჩუენთა მცირითა, გინათუ დიდითა ერითა.

7 მაშინ ჰრქუა ნიჟორგალმან მან, რომელსა ჰქონდა საჭურველი მისი: მაშა, მალე ყავ, რაცა გნებავს! აჰა, ესერა, მე შენ თანა ვარ! ვითარცა შენი გული არს, ეგრეცა ჩემი! გვალე შენ!

8 და ჰრქუა იონათან: აჰა, ესერა, ჩუენ წიაღვჴდეთ და შევეპარებოდით მათ!

9 გურქუას თუ ვინმე ჩუენ მათგანმან: დადეგით წუთ მანდა, და გიხილნეთ, რაძი ვინ ხართ თქუენ! მაშა, ფერჴი დავიპყრათ.

10 უკუეთუ ესრე თქუან, ვითარმედ: წარმოგვალეთ! ჴსნილად მივიდეთ მათ ზედა, უწყოდეთ, რათა უფალსა განუწირვან იგინი ჴელთა მომართ ჩუენთა. და ესე სასწაული იყავნ ჩუენდა.

11 და შევიდეს ორნივე იგი ბანაკსა მას უცხოთესლთასა, სიტყუად იწყეს უცხოთესლთა მათ და თქუეს ებრაელთა იმათ: ვითარ გამოვლენან ჴურელებით მათით, სადა-იგი დამალულ იყუნეს?

12 და ჰრქუეს მიერ მომართ უცხოთესლთა მათ იონათანს: მოგვალეთ, წარმოიმართეთ და გიჩვენო თქუენ, რა-იგი ჯერ-იყოს თქუენდა უწყებად ჩუენგან. მაშინ ჰრქუა იონათან კაცსა მას, რომელსა ჰქონდა საჭურველი მისი: შემომიდეგ მე! აწ უწყი, რამეთუ უფალსა განუწირვან იგინი ჴელთა მომართ ჩუენთა.

13 და აღემართა იონათან ჴელთაგან და ფერჴთა მისთა და ნიჟორგალი იგი მის თანა. და შეეტევნეს მათ ზედა.

14 ვითარცა იხილეს უცხოთესლთა მათ იონათან ზედა მიმავალი მათდა, მოეგებოდეს მას. ხოლო პირველსა მას შერევასა ადგილობანს მოსწყჳდნა იონათან ოცი სპარაზენი, რომელსა-იგი ჰქონდა საჭურველი მისი, უმარჯვებდა მახჳლსა მისსა.

15 და შეიმუსრნეს, რომელნი წინაეტევებოდეს მას და ბანაკი იგი, და, რომელნი აღუდგებოდეს გარემოს, ყოველნი ერთბამად შეიმუსროდეს. და კაცსა გული ბრძოლად ვერ შეუვიდოდა. და შეშინდა ყოველი ქუეყანა, რამეთუ მოვიდა მათ ზედა შეძრწუნება უფლისა მიერ.

16 და იხილეს გუშაგთა მათ საულისათა, რომელნი იყვნეს გაბას ბენიამენისასა, აღტეხა იგი ბანაკისა მის უცხოთესლთასა, და აცნობეს ესე საულსაცა მეფესა, რამეთუ იგიცა მაღალსავე ზედა ჯდა და ხედვიდა აღტეხასა მას მათსა.

17 სიტყუად იწყო საულ და ჰრქუა ერსა მას, რომელი იგი მის თანა იყო: ძიებაღა ყავთ და იხილეთ, ნუთუ ჩუენგანი ვინმე წიაღსულ არს მუნ? და ვითარცა მოიხილეს, არა ჰპოეს იონათან და მემშჳლდკაპარჭე იგი მისი.

18 და ჰრქუა საულ აქიას, მღდელთმოძღუარსა მას: განიპყარ ევფუდი ეგე და იკითხე უფლისა მიერ! რამეთუ კიდობანი ღმრთისა იყო წინაშე ისრაჱლთა მას დღესა შინა.

19 და იყო, ვიდრე ეტყოდაღა საულ მღდელთმოძღუარსა მას, ამბოხი იგი უცხოთესლთა მათ უფროს და უფროს განძლიერდებოდა. და ჰრქუა საულ აქიას მღდელთმოძღუარსა: შემოკრიბენ ჴელნი შენნი და დააცადე კითხვა ევფუდისა მაგის.

20 და ამჴედრდა საულ და ყოველი ერი მის თანა და მივიდეს ადგილსა მას განსაწყობელსა. და უცხოთესლნი იგი შერეულ იყვნეს ერთიერთსა და კაცად-კაცადისა ჴმალი თავსა ზედა მოყუასისასა იყო. და შეიქმნა შემუსრვა დიდი ფრიად.

21 და მონანი იგი საულისანი, რომელ განქცეულ იყვნეს უცხოთესლთაგან, მოვიდეს და შეერთნეს მუნვე ერსა მას ისრაიტელთასა საულის თანა და იონათანის თანა.

22 და ყოველნი ისრაჱლთაგანი, რომელნი დამალულ იყუნეს მთასა მას ეფრემისსა, მოვიდეს და ჴელი შეყვეს საქმესა ბრძოლისასა მეოტთა მათ ზედა.

23 და იჴსნა უფალმან ისრაჱლი მას დღესა შინა ჴელთაგან უცხოთესლთასა.

24 და ისრაჱლი იყო საულის თანა ვითარ ათი ათასი კაცი. ხოლო ღუაწლი იგი ბრძოლისა მიმოდაფენილ იყო ყოველსა მათ ქალაქთა მთათა მათ ეფრემისათა. მას ჟამსა უგუნურად იყო საულ უმეცრებითა დიდითა, რამეთუ ფერჴი დაიპყრა და შესწყევა ერი იგი და ჰრქუა: წყეულ იყავნ ყოველი კაცი, რომელმან ჭამოს პური დღეს ვიდრე მწუხრადმდე, ვიდრემდის არა სრულიად ვიძიო შური მტერთა ჩემთა! და არავინ ჭამა პური მას დღესა.

25 და ყოველი ქუეყანა სადილსა შინა იშვებდა, და იყო მუნ მაღნარი ერთი და ფუტკარი ფრიად იყო.

26 და განვიდოდა მისა ყოველი ერი და ვერავინ იკადრა ჭამად თაფლისა მის, და დრტჳნვიდეს და არავინ მიაქცია ჴელი თჳსი პირით კერძო, რამეთუ ეშინოდა წყევისა მისგან.

27 და იონათან არა იცოდა წყევა იგი მამისა თჳსისა. ვითარცა მოვიდა იონათან ადგილსა მას თაფლოვანსა, მიყო ბუნი ოროლისა მისისა, დააწო გოლსა მას თაფლისასა და შესვა პირსა მისსა. და აღეხუნეს თუალნი მისნი და განძლიერდა.

28 მი-ვინმე-უგო ერთმან ერისაგანმან და ჰრქუა მას: ფიცით აფუცა მამამან შენმან ერი იგი და ჰრქუა, ვითარმედ: წყეულ იყავნ კაცი იგი, რომელმან ჭამოს პური დღეს მწუხრამდის! და აწ დაჴსნილ არს ყოველი კაცი.

29 და ვითარცა ესმა იონათანს სიტყუაჲ ესე, შეუძნდა და თქუა: წარწყმიდა მამამან ჩემმან ყოველი ქუეყანა, რამეთუ მცირედ ვიხილე გემო თაფლისა ამის და აღმეხუნეს თუალნი ჩემნი, განვძლიერდი.

30 აწ უკუე ერსა ამას თუმცა ეჭამა ნატყუენავისა მისგან მტერთასა, უმეტესიმცა ვნება შეამთხჳეს მტერთა მათ და უფროსიმცა ვნება შეიქმნა დღეს უცხოთესლთა მათ შორის,

31 ვიდრე მაქმასისა. და აწ, ესერა, ყოველნი დაჴსნილ, დამშეულ არნ შიმშილითა ერი ესე ფრიად.

32 მაშინ ვითარცა დააცადეს ბრძოლისგან, შეეურვა შიმშილითა, შეეტევა ყოველი იგი ერი ნატყუენავსა მას და აღჭრიდეს ცხოვარსა და ზროხასა, და დასწყვედდეს და ჭამდეს აღრეულად ჴორცსა სისხლითურთ.

33 მაშინ აუწყეს საულს, ვითარმედ შესცოდა ერმან მან უფალსა, რამეთუ ჭამეს ჴორცი სისხლითურთ. ვითარცა ესმა საულს ესე, შერისხნა ერსა მას და ჰრქუა: უსჯულო ვიქმნენით და ვსცოდეთ, აღმოაგორვეთ ჩემ ზედა ლოდი ერთი დიდი.

34 და თქუა საულ: განუცხადეთ ყოველსა ერსა და უთხართ მათ, რათა მოიყვანონ კაცად-კაცადმან ჩემ თანა ზროხა თჳსი და ცხოვარი, და დაჰკალთ ამას ზედა და სჭამდით! არა შესცოდოთ უფალსა სისხლიანითა მით ჭამითა. და ყოველმან ერმან თჳთეულმან ზროხანი მოიბნეს ჴელითა თჳსითა მიმწუხრი და დაკლნეს მუნ.

35 და აღაშენა მუნ საულ საკურთხეველი უფლისა. ესე პირველად აღაშენა საულ საკურთხეველი უფლისა.

36 მიუგო საულ ერსა მას და ჰრქუა: მოგვალე, გარდაუჴდეთ უცხოთესლთა მათ ამას ღამესა და აღვჭრნეთ იგინი ვიდრე განთიადმდე, და არა დაუტეოთ მათგანნი კაცნი! მიუგო ერმან მან და ჰრქუა: ყავ, რაჲცა, სათნო-გიჩნს წინაშე შენსა! მიუგო მღდელთმოძღუარმან მან და ჰრქუა: პირველად ვიკითხოღა უფლისაგან, ესრეთ გარდაუჴდეთ!

37 და წარდგა საულ კითხვად უფლისაგან და თქუა: მო-თუ-მცნე იგინი ჴელთა ჩემთა? და არა მიუგო მას უფალმან მაშინ.

38 და უბრძანა საულ ყოველსა ერსა შემოკრებად თესლად-თესლად წინაშე მისა და ჰრქვა მათ: იკითხეთ და მოიკითხეთ, ვისგან-ძი იყოს შეცოდება ესე დღეს?

39 რამეთუ ცხოველ არს უფალი, რომელმან იჴსნა ისრაჱლი. იონათანისგანღა თუ იყოს, ძისა ჩემისა, შეცოდება ესე, სიკუდილითვე მოვაკუდინო იგი! და ვერავინ იკადრა სიტყჳს-მიგებად მისა.

40 მაშინ ჰრქუა საულ ერსა მას: აწ თქუენ ყოველნი იქმენით ერთკერძო, დადეგით. და მე და იონათან, ძე ჩემი, ერთკერძო, და წილ-ვიგდოთ. ვისიცა იყოს, ვსცნათ! მიუგო ყოველმან ერმან და ჰრქუა: რაჲცა სათნო არს შენს წინაშე, იგი ყავ!

41 და სიტყუად იწყო საულ უფლისა და თქუა: უფალო, ღმერთო ისრაჱლისაო! რაჲსაგან არს, რამეთუ არა მოუგე მონასა შენსა დღეს სიტყუაჲ? თუ ჩემგან არს, ანუ იონათანისგან, ძისა ჩემისა, უსჯულოებაჲ ესე? მაუწყე მე, უფალო, შენ მიერ, უკუეთუ ერისაგან არს? ლხინება-ყავ მათთჳსცა და დააგდეს წილი ერსა ზედა და უბრალო იპოვა ყოველი ერი.

42 და თქუა საულ: განაგდეთ ჩემ ზედა და იონათანს ზედა, და ვისგანცა იყოს, მოვკუდეთ! და მიუგო ყოველმან ერმან: ნუ იყოფინ სიტყუაჲ ეგე! და არა ერჩდა საულ. არამედ განაგდეს მის ზედა და იონათანისა, ძისა მისისა, და აღმოჰჴდა წილი იონათანსა ზედა.

43 მიუგო საულ იონათანს და ჰრქუა: მსწრაფლ მითხარ მე რა საქმე ჰქენ? მიუგო იონათან საულს და ჰრქუა: გემო ვიხილე ბუნითა ჰოროლისათა, რომელ არს ჴელთა ჩემთა, თაფლისა მისგან გოლისა, რამეთუ არა უწყოდე წყევა იგი შენი. და აწ, ესერა, მოვკუდები.

44 მიუგო საულ და ჰრქუა: ესე და ესე მიყავნ მე უფალმან, არა თუ მოგაკუდინო შენ!

45 მაშინ ჰრქუა ერმან მან საულს: ნუ იყოფინ ეგე, უფალო! რათამცა მოკუდა დღესა იონათან, რამეთუ მისგან იქმნა ცხორება შორის ისრაჱლისა. შენდობა იყავნ! ცხოველ არს უფალი, არა დავარდეს თმა ერთი იონათანისა ქუეყანასა ზედა! და ილოცა ერმან იონათანისთჳს მას დღესა შინა. და განერა იონათან სიკუდილისაგან.

46 მაშინ აღმჴედრნეს და შეიჭურნეს და დევნა-უყვეს უცხოთესლთა მათ და შეაწყუდივნეს იგინი თჳთეულად ადგილად თჳსა.

47 დაემტკიცა მეფობა იგი საულისა ისრაჱლსა ზედა. და ჰბრძოდა ყოველთა მტერთა მისთა მოაბისა და ძეთა მათ ამონისთა და ედომელთა მათ და ბეთორელთა და მეფეთა მათ სუბასათა და ყოველთა უცხოთესლთა, ვიდრეცა მივიდოდეს და ყვეს ცხორება და ძალი დიდი.

48 და მოსრა მასვე ჟამსა ამალიკი და იჴსნა ისრაჱლი ჴელთაგან მტერთა მათთასა.

49 და იყუნენ ძენი საულისნი: იონათან, და იესიუ, და მელქისავე და იეზაბალ. და სახელი ორთა ასულთა მისთა ესე არს: უხუცესისა მის ნერობ და უმრწემესისა მის - მელქოლ.

50 და ცოლისა მისისა - აქია, ასული აქიმასისი, და სახელი სპასპეტისა მისისა - აბენერ, ძე ნერისი, მონისა საულისი,

51 და კის - მამა საულისა და ნერ - მამა აბენერისა, და ძენი ამინასნი, ძისა აბიელისნი, - ოცდაათრვამეტნი.

52 და განძლიერებულ იყო ღუაწლი ბრძოლისა დიდად ფრიად უცხოთესლთა მიმართ ყოველთა დღეთა საულისათა. და იხილნა საულ ყოველნი ძლიერნი და ყოველნი კაცნი ძლიერებისანი ქველნი შეკრიბნა წინაშე მისსა ყოფად.

<< ← Prev Top Next → >>