ბიბლია, პირველი მეფეთა, თავი 17. is available here: https://www.bible.promo/chapters.php?id=10253&pid=11&tid=1&bid=45
Holy Bible project logo icon
FREE OFF-line Bible for Android Get Bible on Google Play QR Code Android Bible

Holy Bible
for Android

is a powerful Bible Reader which has possibility to download different versions of Bible to your Android device.

Bible Verses
for Android

Bible verses includes the best bible quotes in more than 35 languages

Pear Bible KJV
for Android

is an amazing mobile version of King James Bible that will help you to read this excellent book in any place you want.

Pear Bible BBE
for Android

is an amazing mobile version of Bible in Basic English that will help you to read this excellent book in any place you want.

Pear Bible ASV
for Android

is an amazing mobile version of American Standard Version Bible that will help you to read this excellent book in any place you want.

BIBLE VERSIONS / ბიბლია / ძველი აღთქმა / პირველი მეფეთა

ბიბლია - ძველი ქართულით

რუთი პირველი მეფეთა მეორე მეფეთა

თავი 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 19 20 21 22 23 24 25 26 27 28 29 30 31

1 მას ჟამსა შეკრბეს უცხოთესლნი იგი და მოვიდეს და დაიბანაკეს წყობად შორის სოქოთსა და შორის აზაკესა აფერმნისასა.

2 საულ და ერი იგი ისრაჱლისა შეკრბა, და მოვიდა და დაიბანაკეს ღელესა მას მაღნარისასა პირისპირ მათსა, და განეწყვნენ ურთიერთსა ამიერ და იმიერ.

3 უცხოთესლნი იგი იდგენ მიერ კერძო მთისა და ისრაჱლნი ამიერ კერძო მთისა, და ღელე იყო საშუალ მათსა.

4 და გამოვიდა კაცი ერთი ერისა მისგან უცხოთესლთასა, კაცი მჴნე და ძლიერი და ქველი, გუნდისა მისგან გეთელთასა, და სახელი მისი გოლიად, სიმაღლე მისი ექუს წყრთა და მტკაველი,

5 სპარაზენად ჭურვილი ჯაჭჳთ ჩაბალახითურთ, და იყო სასწორი საჭურველისა მისისა ხუთ ათას სიკილა რკინით და რვალითურთ;

6 და ფარი ბარკალთა მისთა რვალისა პოლოტიკნი და ფარი რვალისა ბჭეთა მისთა,

7 ხოლო ბუნი ჰოროლისა მისისა, ვითარცა ავლი ქსელთა, პირი ჰოროლისა მისისა - ექუსასის სასწორისა, და მეაბჯრე ერთი წინაშე მისა.

8 მოვიდა და დადგა განმზადებული წინაშე ისრაიტელთა მათ, ჴმა-ყო მათ მიმართ და თქუა: რად ერთბამად ყოველნი განწყობილ ხართ ბრძოლად ჩუენდა? აჰა, ესერა, მე ერთი უცხოთესლთაგანი ვარ და თქუენ ებრაელნი მონანი საულისანი ხართ. აწ გამოირჩიეთ ერთი კაცი, რომელი მოვიდეს და ბრძოლა-ყოს ჩემ თანა!

9 და უკუეთუ მაჯობოს, მომკლას მე, და ვიყუნეთ ჩუენ მორჩილ თქუენდა. უკუეთუ მე ვერეოდი და მოვკლა იგი, თქუენ დაგვემორჩილენით.

10 და კუალად თქუა უცხოთესლმან: აჰა, ესერა, მე გაყუედრებ განწყობილსა მაგას ისრაჱლისასა, დღესდღე გამოვედინ კაცი ერთი თქუენგანი და განვიდეთ ახოვნად ურთიერთსა მარტოდ!

11 11. და ვითარცა ესმა საულს და ყოველთა ისრაიტელთა მათ სიტყუაჲ იგი უცხოთესლისა მის, ზარი განჰჴდა, რამეთუ შეშინდეს ფრიად.

12 და დავით იყო ძე კაცისა ერთისა ეფრათელისა ქალაქით ბეთლემით, ნათესავისა მისგან იუდასისა, და სახელი მისი იესე, და ესხნეს მას რვა ძენი, და იყო კაცი იგი მოხუცებული.

13 და წარვიდეს ძენი იგი მისნი სამნივე უმრწემესნი საულის თანა ღუაწლსა ბრძოლისასა. და ესე სახელები არს სამთა მათ ძეთა იესესთა: ელიაბ პირმშო, ამინადაბ, სამაა.

14 დავით - უმრწემესი მათსა, და ესე სამნი მივიდეს საულისსა.

15 ხოლო დავით წარვიდა ბეთლემადვე მწყსად ცხოვართა მამისა მისისათა.

16 და უცხოთესლმან მან აღიმსთვის და წარმოუდგის დილითგან ვიდრე მწუხრადმდე, აყუედრის ორმეოც დღე.

17 ჰრქუა იესემ დავითს, ძესა თჳსსა: მიიღე შენ თანა გრივი ერთი ჴალი, ათი ჴუეზა პური, და მიისწრაფე ბანაკად და მიართუ ძმათა შენთა.

18 და ათი ესე ხაჭო მიიპყარ ერისთავსა მას, და სცან სიცოცხლე ძმათა შენთა და მითხარ მე სიცოცხლე მათი.

19 და საულ და ყოველი ერი განწყობილად დგა მუხასა მას ქუეშე, რომელი იყო უბესა მას ბრძოლისასა წინაშე უცხოთესლთა მათ.

20 და აღიმსთო დავით განთიად და შევედრნა საცხოვარნი იგი მწყემსთა მათ, და ყო, რაჲცა-იგი უბრძანა მას იესემ, და მოვიდა ადგილსა მას ბრძოლისასა. და იყივლეს

21 და აღიზახნეს ერმან მან ისრაიტელთამან, შევიდეს და დადგეს თჳთეულად ადგილთა თჳსთა განმზადებულნი ბრძოლად, ეგრეცა უცხოთესლნი იგი მოვიდეს და დადგეს წინაშე ისრაიტელთა მათ.

22 და დავით მოიღო ჭურჭელი იგი, და დავედრა ვანისმცველსა მას, და წარვიდა ერისა მის თანა ბრძოლად და ჰკითხვიდა ძმათა თჳსთა მშჳდობასა.

23 და ვიდრე იგი ამას იტყოდა ოდენ, აჰა, ესერა, გამოუჴდა კაცი იგი ამინელი, ფილისტიმელი გეთელი, რომელსა ერქუა გოლიად, უცხოთესლი, და ესმა დავითს და ყოველსა ერსა ისრაჱლისასა, რომელი იტყოდა სიტყუასა ამპარტავანებისასა სილაღით.

24 და რაჟამს იხილეს მათ კაცი იგი, შეშინდეს ფრიად და სივლტოლად მიიქცეს პირისაგან მისისა.

25 და ჰრქუა კაცმან ვინმე ერთმან ისრაიტელთამან მოყუასსა თჳსსა: მე უწყი, ვითარღა ყუედრებად გამოსრულ არს კაცი ესე უცხოთესლი ისრაჱლისა, ხოლო რომელმან მოკლას ეგე, მე ვიცი, რამეთუ მეფემან განამდიდროს, ასული თჳსი მისცეს მას ცოლად და სახლი მამისა განათავისუფლოს ისრაჱლსა შორის.

26 და ვითარცა ესმა სიტყუა ესე დავითს, და ჰრქუა კაცთა მათ, რომელნი გარემოს იყვნეს მისა: რაჲმემცა კეთილი უყვეს კაცსა მას, რომელმანცა მოკლა უცხოთესლი ესე, რომელი აყუედრებს ერსა ისრაჱლისა? ანუ ვინ არს წინადაუცვეთელი ისი, რომელი გამოსრულ არს მაყუედრებელად ერსა უფლისა ცხოველისასა?

27 მო-ვინმე-უგო მიერ განწყობილისა მისგანმან სიტყუასა მას ოდენ და ჰრქუა: მსგავსად აღთქმისა მის მისცეს მას, რომელმანცა მოკლას იგი.

28 და ვითარცა ესმა სიტყუაჲ ესე დავითისი ელიაბს, ძმასა მისსა უხუცესსა, რომელსა ეტყოდა კაცთა მათ, განრისხნა ფრიად დავითისათჳს და ჰრქუა: შენ მო-ვე-რა-ხვედ აქა, ანუ ვის დავედრენ უბადრუკნი იგი საცხოვარნი უდაბნოსა? მე უწყი ამპარტავანება ეგე შენი და სიბოროტე, რასა იქ სილაღითა, რამეთუ მოსრულ ხარ აქა ხილვად ღუაწლსა ბრძოლისასა.

29 მიუგო დავით და ჰრქუა: რაჲ მიყოფიეს, ანუ რაჲ გავნე, ანუ სიტყუანი არიანა სამე?

30 და წარვიდა დავით სხუასა ადგილსა და მასვე იტყოდა, და მიერ ერისაგან მიუგეს პირველისაებრვე სიტყჳსა.

31 და სიტყვა იგი დავითისი უთხრეს საულს, და მიიყვანეს დავით და წარ-ხოლო-უდგინეს საულს.

32 სიტყუად იწყო დავით წინაშე საულისა და თქუა: ნუ შეძრწუნდები, უფალო ჩემო მეფევ, რამეთუ მონა შენი განვიდეს და ბრძოლა-უყოს უცხოთესლისა მის თანა.

33 მიუგო საულ დავითს და ჰრქუა: შენ ყრმაღა ხარ და იგი განსრულებული კაცი არს და მბრძოლი სიჭაბუკითგან მისით. ვერ შემძლებელ ხარ წინადადგომად მისა.

34 სიტყუად იწყო დავით საულისა და ჰრქვა: ოდეს ვმწყსიდი საცხოვართა მამისა ჩუენისათა უდაბნოსა ზედა, მოვიდის ლომი, ანუ თუ დათჳ და წარიღის კრავი, ანუ თუ ვაცი,

35 ვეწივი და პირისა მისისაგან გამოუღი, და თუ ზედამიმიჴდის, მე მკლავნი მოვსცნი, და შევმუსრი და მოვკლი იგი.

36 და აწ შერაცხილ იყავნ უცხოთესლი იგი წინადაუცუეთელი, ვითარცა ერთი ბოროტთა მჴეცთაგანი. ვითარ არა მოვიდე და მოვჰკლა იგი და აღვჴოცო ყუედრება ისრაჱლსა შორის დღეს? რამეთუ ვინ არის წინადაუცვეთელი ესე, რომელი აყუედრებს ბანაკსა ღმრთისა ცხოველისასა?

37 მაშინ თქუა დავით: თავადმან უფალმან ღმერთმან, რომელმან მიჴსნა მე პირისაგან ლომისასა და მკლავთაგან დათჳსათაგან, მან მიჴსნეს მე ჴელთაგან მის წინადაუცვეთელისა უცხოთესლისათა! მიუგო საულ დავითს და ჰრქუა: გვალე, განვედ მისა და უფალი იყავნ შენ თანა.

38 და შთააცვა დავითს ჯაჭვი ჯაჭუსა მას ზედა იალმაგი და ჩაფხუტი სპილენძისა დაადგა თავსა მისსა.

39 და ჴმალი მისი შეარტყა წელთა მისთა და განსლვასა მისსა კელობად იწყო დავით და ბრკომად, რამეთუ უმეცარ იყო იგი. მიუგო საულს დავით და ჰრქუა: ვერ განუჴდე ამით, რამეთუ უმეცარ და უხეშ ვარ ამისა! ფერჴი დაიპყრა დავით და განიძარცვა საჭურველი იგი მისგან.

40 და მოიღო არგანი იგი მისი სამწყემსო და გამოირჩივნა მან ხუთნი ქვანი რიყისანი მრგვალნი, და შთასხნა იგინი ვაშკარანსა მას სამწყემსოსა და შურდულნი მისნი მოიხუნა ჴელთა თჳსთა, და განვიდა უცხოთესლისა მის გმირისა.

41 და მიერ წარმოემართა უცხოთესლი იგი და მოუვიდოდა დავითს და ვითარცა მოეახლა მას, ფერჴი დაიპყრა, და მეფარე ერთი წინაუფარებდა მას.

42 და ვითარცა იხილა უცხოთესლმან მან დავით, რამეთუ ჭაბუკი იყო შუენიერ და მწითურ, შეურაცხ-ყო იგი.

43 ჰრქუა უცხოთელსმან დავითს: ძაღლი ნუ ვარ მე, რამეთუ არგნითა და ქვითა გამოხვედ ჩემ ზედა? და ჰრქუა: უაღრეს ძაღლთასა ხარ შენ! და დაწყევა უცხოთესლი იგი დავით კერპითურთ მისით.

44 და ჰრქუა უცხოთესლმან: მოგვალე და დავსხნე ჴორცნი შენნი საჭმელად მფრინველთა ცისათა და მჴეცთა ქუეყანისათა!

45 მიუგო დავით და ჰრქუა: მოგვალე შენ, ეგერა, ჩემ ზედა მოხვალ ჯაჭჳთა, ჰოროლითა და ფარი[თა], ხოლო მე მოგივალ შენდა სახელითა უფლისა ღმრთისა ძალითა და, ესერა, ამისგან ისრაჱლისა, რომელსა-იგი შენ აყუედრებდი დღეს!

46 რამეთუ შემოგაწყჳდა უფალმან დღეს ჴელთა ჩემთა და მოგკლა შენ ადგილობანსა, მახჳლითავე შენითა მოგკვეთო თავი შენი და დავსხნე ფერჴნი შენნი და ჴორცნი შენნი და ჴორცნი ერისა მაგის უცხოთესლთანი საჭმელად მფრინველთა ცისათა და მჴეცთა ქუეყანისათა! და სცნან ყოველთა ნათესავთა ქუეყანისათა, ვითარმედ არს ღმერთი ისრაჱლსა შორის!

47 და სცნას ყოველმან ამან ერმან, რამეთუ არა მახჳლითა, არცა ჰოროლითა და ჯაჭვითა იჴსნის უფალმან, არამედ უფლისა მიერ არის ძლევა ბრძოლასა შინა! და განგწირნეს თქუენ უფალმან ჴელთა მომართ ჩუენთა!

48 და მოეახლებოდა უცხოთესლი იგი დავითს და დავით ისწრაფა და განვიდა შემთხუევად უცხოთესლისა მის.

49 და შთაყო ჴელი თჳსი დავით ვაშკარანსა მას და აღმოიტაცა ქვა ერთი, და შთადვა იგი შურდულთა მას მისთა და განსტყორცა და მიამთხჳა შუბლსა უცხოთესლსა მას, და შევიდა ჩაფხუტით, შუბლი ჩასტეხა და ტვინად ჩაუგდო და პირდაქვე ზედა ქუეყანასა დასცა.

50 და განძლიერდა დავით უფროს უცხოთესლთა მათ ზედა მას დღესა შინა, რამეთუ შურდულითა და ქვითა მოკლა უცხოთესლი იგი, და მახჳლი საჭურველი და ჰოროლი არა აქუნდა მას.

51 ფერჴნი განუტევნა დავით და მოვიდა უხცოთესლისა მის, მუჴლი ყელსა დაადგა და აღმოჰჴადა ჴმალი მისი და თავი ჩაფხუტითურთ მოჰკუეთა. ვითარცა იხილეს უცხოთესლთა მათ, ვითარმედ მოკლა ძლიერი იგი მათი, მეოტ იქმნნეს.

პირველი მეფეთა 17:51 - David and Goliath
David and Goliath
52 და აღიზახნეს ისრაჱლისამან და იუდასამან, ღაღად-ყვეს და მიეტევნეს მათ ზედა და აღჴოცდეს ვიდრე გეთადმდე და ვიდრე ბჭედმდე ასკალონისა. და დაეცნეს წყლულნი მრავალნი უცხოთესლთანი გზასა ზედა, ვიდრე ბჭედ გეთისა და ასკალონისა.

53 და მოიქცა ერი ისრაჱლთა, დაესხა ნატყუენავსა და ნაყარსა ბანაკისა მათისასა და სცარცვიდეს მძორებსა მათსა.

54 და წარიღო დავით თავი იგი უცხოთესლისა მის, და შეიღო იგი იერუსალჱმად და ჯაჭჳ და საჭურველი მისი მოიღო საყოფელად თჳსა.

55 რაჟამს იხილა საულ ზედამისლვა დავითისა უცხოთესლისა მის, ჰრქუა აბენერს, სპასპეტსა თჳსსა: ვისიმე რა შვილი არს ჭაბუკი ისი? მიუგო აბენერ და ჰრქუა: ცხოველ არს სული შენი, უფალო ჩემო მეფე, არა უწყი.

56 და ჰრქვა მეფემან: ჰკითხე მას, უკუეთუ ვისი ძე არს ჭაბუკი ეგე?

57 და ვითარცა მოვიდა დავით ახოვანებისა მისგან, რამეთუ მოეკლა უცხოთესლი იგი, უპყრა ჴელი აბენერ და შეიყვანა იგი წინაშე საულისა, და თავი იგი ახოვანისა მის ჴელთა შინა დავითისათა.

58 მიუგო დავითს საულ და ჰრქუა მას: ვისი შვილი ხარ, ჭაბუკო? მიუგო დავით და ჰრქუა: ძე ვარი მე მონისა შენისა იესესი ბეთლემელისა.

<< ← Prev Top Next → >>