ბიბლია, პირველი მეფეთა, თავი 18. is available here: https://www.bible.promo/chapters.php?id=10254&pid=11&tid=1&bid=45
Holy Bible project logo icon
FREE OFF-line Bible for Android Get Bible on Google Play QR Code Android Bible

Holy Bible
for Android

is a powerful Bible Reader which has possibility to download different versions of Bible to your Android device.

Bible Verses
for Android

Bible verses includes the best bible quotes in more than 35 languages

Pear Bible KJV
for Android

is an amazing mobile version of King James Bible that will help you to read this excellent book in any place you want.

Pear Bible BBE
for Android

is an amazing mobile version of Bible in Basic English that will help you to read this excellent book in any place you want.

Pear Bible ASV
for Android

is an amazing mobile version of American Standard Version Bible that will help you to read this excellent book in any place you want.

BIBLE VERSIONS / ბიბლია / ძველი აღთქმა / პირველი მეფეთა

ბიბლია - ძველი ქართულით

რუთი პირველი მეფეთა მეორე მეფეთა

თავი 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 19 20 21 22 23 24 25 26 27 28 29 30 31

1 და ვითარცა უთხრა დავით სიტყუაჲ ესე მეფესა მას, შეიყვარა იგი იონათან, ძემან მეფისამან, სიყუარულითა დიდითა, ვითარცა თავი თჳსი.

2 და დაიყენა საულ დავით მიერ დღითგან და არღარა განუტევის სახედ მამისა თჳსისა.

3 და აღთქმა-ყო იონათან დავითის თანა ესე, რამეთუ შეიყუარა იგი სწორად თავისა თჳსისა.

4 და განიძარცვა იონათან ვარში მისი, ჯაჭვი და ჴმალი და მშჳლდ-კაპარჭი და ყოველი საჭურველი მისი მისარტყელამდე და მისცა დავითს.

5 და დაიდგინა დავით საულ კაცთა თანა ზედამოღუაწეთა მის ერისათა, და შემომავალ და გამომავალ იყო დავით მეცნიერებით წინაშე უფლისა და მბრძანებელ მის წინაშე, და სათნო იყო იგი საულისა წინაშე ყოვლითა საქმითა მისითა, წინაშე ყოვლისა ერისა საულისა.

6 და იყო, რაჟამს მოვიდოდეს მოწყუედისა მისგან უცხოთესლთასა და გამოეგებოდა მათ მძნობარი შემთხუევად დავითისა ყოველთაგან ქალაქთა ისრაჱლისა მემღერად მათ წინაშე პარით, წინაშე მეფისა საულისა ნესტჳთა და ქნარითა, ბობღნითა და წინწილითა.

7 პირი აღეღო და მიეგებოდეს მათ, სახიობდეს, აქებდეს და იტყოდეს: საულ მოსწყჳდა ათასები, ხოლო დავით დასცა ბევრები!

8 განრისხნა საულ, რამეთუ შეძრწუნდა, შეუძნდა სიტყუაჲ იგი და თქუა: ვითარ მისცეს დავითს მოწყუედა ბევრეულთა და მე ათასეულთა? აწ სხუაჲ რაღა აკლს მას, გარნა შარავანდობაჲ?

9 ხოლო მიერ ჟამითგან ქუეგამხედველ იყო საულ დავითს მიაღსასრულამდე.

10 და იყო ხვალისგან, ვითარცა მოვიდა სული უკეთური უფლისა მიერ საულის ზედა და იგვემებოდა სახლსა შინა თჳსსა. და დავით ახიობდა სახიობასა მას, ვითარცა მარადის ჩუეულ იყო, და საულს აქუნდა ჴელთა მისთა ჰოროლი.

11 და ეგულებოდა განგურემა დავითისი და შემსჭვალვა კედელსა ლახურითა მით. და დავით მიჰრიდა პირისაგან მახჳლისა ორჯერ.

12 შეეშინა საულს დავითისგან, რამეთუ დაეტევა იგი უფალსა და დავითის თანა იყო.

13 და განიშორა საულმან დავითი თჳსაგან და დაადგინა იგი ერისთავად ერსა მას თჳსსა ზედა; და შევიდოდა და გამოვიდოდა წინაშე ერისა.

14 და იყო დავით მცნობელ ყოველთა გზათა მისთა, რამეთუ უფალი იყო მის თანა.

15 და ხედვიდა საულ სიბრძნესა მას დავითისსა და ეშინოდა ფრიად.

16 და ყოველი ისრაჱლი და იუდა ჰყუარობდა დავითს, რამეთუ შინაგანმავალ იყო იგი წინაშე ერისა.

17 სიტყუად იწყო საულ დავითისა და ჰრქუა: აჰა, ესერა, ასული ჩემი მერობ მიმიცემიეს ცოლად შენდა! და იყავ შენ ჩემად შვილ და ძალ და მბრძოლ მტერთა მიმართ უფლისათა. რამეთუ ესრე გულსა-ედვა საულს, ვითარმედ მებრვე რაჲსა შევახებ ჴელსა ჩემსა, არამედ ჴელი უცხოთესლთა იყავნ მის ზედა.

18 მიუგო საულს დავით და ჰრქუა: ვინ ვარ მე, ანუ რა ვარი მე, ან რა არს ნათესავი მამისა ჩემისა შორის ისრაჱლსა, ვითარმცა ღირს ვიქმნე მე სიძედ მეფისა?

19 და იყო შემდგომად რაოდენისამე ჟამისა, რაჟამს მითხოვილ იყო მერობ, ასული იგი საულისა, ცოლად დავითისა, არა ინება ქალმან მან ცოლებად დავითისა, რამეთუ თხოვილ იყო იგი ედრიელ მოლოთელისა ცოლად.

20 და შეიყუარა დავით მელქოლ, ასულმან საულისამან. და ვითარ სცნა საულ სიტყუაჲ იგი, სათნო-უჩნდა ფრიად წინაშე თუალთა მისთა.

21 და თქუა საულ: მივსცე იგი ცოლად. და იყოს იგი მისა საცთურ და ჴელი უცხოთესლთა იყოს მის ზედა. და ჰრქუა საულ დავითს შორის ერსა მას: სიძე გერქუნ შენ ჩემდა დღესდღითგან!

22 და ამცნო საულ მონათა თჳსთა და ჰრქუა: მივედით და არქუთ დავითს იდუმალ: აჰა, ესერა, მეფესა ჰნებავს სიძედ-ყოფად შენი მისა და ყოველნი მონანი მისნი გყუარობენ შენ, აწ ჯერ-იჩინე შენ სიძობა მეფისა!

23 მოვიდეს და ჰრქუეს დავითს მონათა მათ, ვითარცა უბრძანა მათ მეფემან ყოვლისავე სიტყჳსა მისებრ. მიუგო დავით და ჰრქუა: მცირე ნურა გიჩნდეს წინაშე თუალთა თქუენთა სიძე-ყოფად მეფისა? რამეთუ მე კაცი მკოდოვი ვარ და არა დიდებულ.

24 და უთხრეს მათ საულს ყოველი იგი სიტყუაჲ დავითისი.

25 და ჰრქუა საულ მონათა მათ თჳსთა: ესრე არქუთ დავითს: არა თუ სათხოველისა რა სიტყუაჲ არს აქა, ძნელღა თუ რაჲმე გიჩნს? უჴმდეს ღათუ რაჲმე მას, გარნა თუ ესე მორთმად მისა ასი სხეული მამაკაცისა ერთბამად მტერთა მათგან მეფისათა. რამეთუ ესრე განეზრახა საულს, ვითარმცა შე-ვითარ-რათა-აგდო დავით ჴელთა უცხოთესლთასა.

26 და მივიდეს და უთხრეს დავითს ყოველი იგი სიტყუაჲ საულისა. და სათნო-უჩნდა დავითს სიძე-ყოფად მეფისა და მორთმა, რაჲსაცა-იგი სთხოვდა მას. და ვიდრე არღარა მცირედნი ჟამნი წარსრულ იყუნეს,

27 წარვიდა დავით რაოდენითამე კაცითა და დასცნა უცხოთესლნი იგი, ვითარ ორასი ოდენ კაცი და მიუთვალა მათ კაცთა, რასა სთხოვდა მას მეფე; და მიერითგან ესიძა იგი მეფესა. და მისცა საულ ასული თჳსი მელქოლ ცოლად.

28 რაჟამს სცნა საულ, რამეთუ უფალი დავითის თანა იყო და მელქოლ, ასული მისი, და ყოველი ისრაჱლი ჰყვარობს მას,

29 უფროს ეჭუდა საულ დავითს და უფროს ემტერებოდა საულ დავითს ყოველთა დღეთა ცხორებისა მისისათა.

30 გამოვიდეს მთავარნი იგი უცხოთესლთანი უჟამოდ და დავით უფროს შერაცხილ იყო ყოველთა მონათა საულისათა. და დიდებულ იქმნა სახელი მისი ფრიად.

<< ← Prev Top Next → >>