Holy Bible project logo icon
FREE OFF-line Bible for Android Get Bible on Google Play QR Code Android Bible
Holy Bible
for Android

is a powerful Bible Reader which has possibility to download different versions of Bible to your Android device.

Bible Verses
for Android

Bible verses includes the best bible quotes in more than 35 languages

Pear Bible KJV
for Android

is an amazing mobile version of King James Bible that will help you to read this excellent book in any place you want.

Pear Bible BBE
for Android

is an amazing mobile version of Bible in Basic English that will help you to read this excellent book in any place you want.

Pear Bible ASV
for Android

is an amazing mobile version of American Standard Version Bible that will help you to read this excellent book in any place you want.

BIBLE VERSIONS / ბიბლია / ძველი აღთქმა / პირველი მეფეთა

ბიბლია - ძველი ქართულით

რუთი პირველი მეფეთა მეორე მეფეთა

თავი 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 19 20 21 22 23 24 25 26 27 28 29 30 31

1 ამისა შემდგომად ზრახვა-ყო საულ იონათანის თანა, ძისა თჳსისა, და ყოველთა თანა მონათა მისთა, რათამცა მოკლეს დავით.

2 იონათანს, ძესა საულისასა, უყუარდა დავით ფრიად და მუნთქუესვე უმხილა დავითს და ჰრქუა, ვითარმედ: მამაჩემი გიმზირს შენ მოკლვად. აწ ეკრძალე თავსა შენსა და ხვალე განთიად მივედ და დაიმალე ადგილსა ერთსა.

3 და მე შევიდე თავით ჩემით მამისა ჩემისა და გამოვიკითხო, რაჲ გულსა ედვას და გაუწყო შენ!

4 და შევიდა იონათან საულ მამისა თჳსისა კეთილის-თხოვად დავითისათჳს, ჰრქუა მას: ნუ უყოფ ბოროტსა, მეფე, დავითს, რამეთუ არა შეუცოდებიეს შენდა, არამედ ყოველნი საქმენი მისნი კეთილ არიან შენდა!

5 და თავი თჳსი მისცა ჴელთა მტერთასა, და მოკლა უცხოთესლი იგი შენსა წინაშე და ქმნა უფალმა ცხორებაჲ დიდი ჴელითა მისითა ისრაჱლსა ზედა; და იხილა ყოველმან ისრაჱლმან და განიხარა. აწ რაჲსა სცოდავ შენ და დასთხევ სისხლსა მართლისასა და მოაკუდინებ დავითს უბრალოდ?

6 ვითარცა ესმა სიტყუაჲ ესე იონათანისი საულს, ფიცა და თქუა: ცხოველ არს უფალი ჩემი, ვითარმედ არა მოკუდეს დავით!

7 მაშინ მოუწოდა იონათან დავითს და ჰრქუა, რასა-იგი იტყოდა საულ მისთჳს და შეიყვანა იონათან დავით წინაშე საულისა. და იყო იგი მის წინაშე, ვითარცა გუშინ და ძოღან.

8 მერმე შე-ღავე-სძინეს ღვაწლი ბრძოლისა უცხოთესლთა მათ მიმართ და დავით უფროს განძლიერდებოდა და მოწყუედდა უცხოთესლთა მათ წყლულებითა დიდ-დიდითა, ნეშტთა მათ მეოტად წარიქცევდა.

9 და მოიწია სული იგი უკეთური უფლისამიერი საულისა ზედა და ჯდა იგი სახლსა შინა თჳსსა, და ლახვარი ჴელთა აქუნდა და დავით წინაშე მისსა ქნარითა განაცხრობდა ნელიად.

10 და საულ ემარჯვებოდა განგმირად დავითისა და შესტყორცა ლახვარი იგი დავითს და ვერ მიამთხჳა, რამეთუ დავით მიჰრიდა და ლახვარი იგი შეამსჭვალა კედელსა. და დავით გამოვიდა და წარვიდა მისგან.

პირველი მეფეთა 19:10 - Saul Tries to Kill David
Saul Tries to Kill David
11 და მასვე ღამესა წარავლინა საულ ერი რჩეული სახიდ დავითისა, რათა მოიცვან იგი სახლსა შინა მისსა, და განთიად მოკლან იგი. და უთხრა სიტყუაჲ იგი მელქოლ, ცოლმან თჳსმან, დავითს და ჰრქუა: არა თუ წარხჳდე შენ ამას ღამესა და არა აცხოვნო თავი შენი, ხვალე სიკუდიდ ხარ.

12 და გარდამოსვა მელქოლ დავით სარკმლით და წარვიდა სივლტოლით და განერა.

13 და შექმნა მელქოლ ცხედარსა მისსა ზედა კაცისსახედ ღჳძლი თხისა და ბირთჳ ერთი თმა სასთუნალით დაუდვა, დაბურა იგი სამოსლითა.

14 მერმე მიავლინა კუალად შეპყრობად დავითისა და ჰრქვა მელქოლ მოციქულთა მათ: იგი ჭირვეული ძეს ცხედარსა ზედა და სულთა ბრძავს. და უთხრეს ესე საულს.

15 და კუალად მიავლინა საულ მოციქულნი დავითისა და ჰრქუა: მითვე ცხედრითურთ მომართუთ მე იგი აქა, რათა მოვკლა იგი!

16 და მოვიდეს მოციქულნი იგი და იხილეს ცხედარი იგი სამარის მსგავსად შემკული და ღვიძლი თხისა და თმანი. მივიდეს და უთხრეს საულს.

17 და ჰრქუა საულ მელქოლს: რაჲსათჳს განმარინე მე და წარავლინე მტერი ჩემი და განმერა? მიუგო მელქოლამ საულს და ჰრქუა: მან ესრე მრქუა: უკუეთუ არა წარმგზავნო, მოგკლა შენო.

18 ივლტოდა და განერა დავით და მოვიდა სამოველისა არმათემად და უთხრა ყოველი, რაჲცა უყო მას საულ. და წარვიდეს დავით და სამოველ ნავათად ჰარამასასა და მუნ იყოფებოდეს.

19 და უთხრეს საულს და ჰრქუეს, ვითარმედ: აჰა, ესერა, არს დავით ნავათს ჰარამასასა!

20 და წარავლინნა საულ შეპყრობად დავითისსა. და ვითარცა მივიდეს, იხილეს მათ კრებული წინაწარმეტყუელთა, რამეთუ წინაწარმეტყუელებდეს და სამოველ მათ თანა. და მოიწია ერსა მისსა ზედა საულისასა სული ღმრთისა და იგინიცა წინაწარმეტყუელებდეს.

21 ვითარცა ესმა ესე საულს, მიავლინნა სხუანი მოციქულნი და იგინიცა წინაწარმეტყველებდესვე, და შესძინა საულ სხუანი მოციქულნი და იგინიცა წინაწარმეტყუელებდესვე.

22 და განრისხნა საულ გულისწყრომითა დიდითა, აღდგა და მივიდოდა იგი თჳთ არმათემად. და მოვიდა იგი ვიდრე დიდ ჯურღმულამდე, რომელი იყო სოქოთს. და იკითხჳდა საულ და თქვა: სადა არიან სამოველ და დავით? მიუგეს და ჰრქვეს: ნავათს ჰრამასასა!

23 და მოვიდოდა საულ ნავათად ჰრამასასა და მოიწია მის ზედა სული ღმრთისა, და სლვით ვიდოდა, და იგიცა წინასწარმეტყველებდავე, ვიდრემდი მოვიდა ნავათად ჰრამასსა.

24 და განიძარცვა სამოსელი თჳსი წინაშე სამოველისა და წინაწარმეტყველებდა. და მივარდა შიშველი ღამე ყოელ და დღე ყოელ, ამისთჳს სიტყჳს ჯერად თქჳან: აწ საულცა წინაწარმეტყველთა თანავე!

<< ← Prev Top Next → >>