Holy Bible project logo icon
FREE OFF-line Bible for Android Get Bible on Google Play QR Code Android Bible
Holy Bible
for Android

is a powerful Bible Reader which has possibility to download different versions of Bible to your Android device.

Bible Verses
for Android

Bible verses includes the best bible quotes in more than 35 languages

Pear Bible KJV
for Android

is an amazing mobile version of King James Bible that will help you to read this excellent book in any place you want.

Pear Bible BBE
for Android

is an amazing mobile version of Bible in Basic English that will help you to read this excellent book in any place you want.

Pear Bible ASV
for Android

is an amazing mobile version of American Standard Version Bible that will help you to read this excellent book in any place you want.

BIBLE VERSIONS / ბიბლია / ძველი აღთქმა / პირველი მეფეთა

ბიბლია - ძველი ქართულით

რუთი პირველი მეფეთა მეორე მეფეთა

თავი 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 19 20 21 22 23 24 25 26 27 28 29 30 31

1 და წარმოვიდა დავით ნავათით არამასისით და შეემთხჳა იონათანს და ჰრქუა: რა შევსცოდე, ანუ რა ბოროტი ვყავ მამისა შენისა მიმართ, რამეთუ მეძიებს მე მოკლვად?

2 მიუგო იონათან დავითს და ჰრქუა: ნუ იყოფინ! რამეთუ არა მოჰკუდე! რამეთუ არა იყოს სიტყუაჲ მამისა, რომელიმცა არა ვსცან კეთილი, გინა ბოროტი. და ყოველივე გაცნობო შენ.

3 მიუგო დავით იონათანს და ჰრქუა: რამეთუ უწყის მამამან შენმან, ვითარღა მიპოვნიეს მადლი წინაშე შენსა და ესრე ჰნებავს, ვითარმედ, ნუმცა უწყის იონათან სიტყუაჲ ესე, რათა არა უმხილოს დავითს. ხოლო ცხოველ არს უფალი და ცხოველ არს სული შენი, რამეთუ ჭეშმარიტად განმზადებულ არს სიკუდილი წინაშე მამისა შენისა.

4 და ჰრქუა იონათან დავითს: და რა გნებავს, თქუ, და იგიცა ვყო.

5 ჰრქუა დავით იონათანს: აჰა, ესერა, ხვალე დღესასწაული არს თთვისთავისა. და ჩემდა ჯერ-არს პურის რთვა მეფისა, და შენ განმავლინე მე, და მე მივიდე და დავემალო ველსა გარე სამ დღე!

6 და უკუეთუ მიკითხევდეს მამა შენი, ჰრქუა მამასა შენსა, ვითარმედ: იჯმნა დავით ჩემგან და მივიდა ბეთლემად, ქალაქად თჳსა, რამეთუ დღესასწაული არს მსხუერპლთა შესაწირავისა ნათესავ-ტომითურთ მისით.

7 უკუეთუ თქვას მამამან შენმან, რამეთუ: კეთილ არს! მაშინ უწყოდე, რამეთუ მშჳდობა არს მონისა შენისა. უკუეთუ ფიცხლად რამე მოგიგოს შენ, უწყოდე, რამეთუ ყოვლად ბოროტი ჰნებავს ჩემთჳს.

8 ხოლო შენ წყალობა-ყავ ჩემთჳს, მონისა შენისა, რამეთუ აღთქმით წინაშე ღმრთისა მომიყვანე მე დღესა, და უკუეთუ შეცოდება რაჲმე ჰპოო ჩემ თანა, მონისა შენისა, შენ მომკალ მე და ნუ შემიყვანებ მე წინაშე მამისა შენისა.

9 მიუგო იონათან დავითს და ჰრქუა: ნუ იყოფინ ეგე! უკეთუ ვსცნა, ვითარმედ ჭეშმარიტად განრისხებულ არს მამა ჩემი შენთჳს, მოვიდე და გაუწყო შენ და მეოტ იქმნა.

10 და ჰრქუა დავით იონათანს: და აწ ვინმე მოვიდეს და მითხრას მე ფიცხლად, თუ რაჲმე მოგაგოს შენ მამამან შენმან ჩემთჳს?

11 მიუგო იონათან დავითს და ჰრქუა: მოგვალე და განვიდეთ ველად! და განვიდეს.

12 რქვა იონათან დავითს: უფალმან ღმერთმან ისრაჱლისამან უწყის, გამოვკითხო მამასა ჩემსა შენთჳს, რაჟამს მარჯვე იყოს ორგზის და სამგზისცა. და თუ კეთილი რაჲმე თქუას შენთჳს, გინა ბოროტი, გამოგივლინო კაცი და გაუწყო შენ.

13 ესე და ესე უყავნ, უფალო, იონათანს, უკუეთუ ყოველივე ადრე არა გაუწყო შენ და წარგავლინო შენ ჩემგან მშჳდობით. და იყავნ უფალი ღმერთი შენ თანა, ვითარცა იყო მამისა ჩემისა თანა.

14 და ცოცხალიღა თუ ვიყო მე, ყავ ჩემდა მომართ წყალობაჲ! უკუეთუ მოვკუდე,

15 ნუვე დააყენებ წყალობასა სახლისა ჩემისათჳს უკუნისამდე ჟამთა და რომელსა ჟამსა მოჰჴოცნეს უფალმან ყოველნი მტერნი დავითისანი თითოეულად პირისაგან ქუეყანისა!

16 რათა იპოებოდეს სახელი იონათანისი სახლსა დავითისისა, იძიენ უფალმან ჴელთაგან მტერთა დავითისათა!

17 და შე-ღავე-სძინა იონათან ფიცად დავითის მიმართ, რამეთუ უყუარდა იგი ფრიად.

18 და ჰრქუა მას იონათან: ხვალე დღესასწაული არს თთვისთავისა და

19 ხილვით იხილოს საჯდომელი შენი და შენ სამგზის იხილო, და მოხჳდე ადგილსა მას, სადაცა დამალულ იყო დღესა მას საქმისასა მაგას ქვეშე.

20 და მე მოვიდე და განვსტყორცნე სამნი ისარნი უტევნად.

21 და მივავლინო ყრმა ჩემი, და ვრქვა ყრმასა მას, ვითარმედ: მომართვენი ისი ისარნი ჩემნი, რომელ შევსტყორცენ! უკუეთუ ვრქვა, ვითარმედ: ეგერა, ისარნი იგი შენ კერძო! მაშინ უწყოდე, რამეთუ მშჳდობა არს და არა არს სიტყუაჲ ბოროტი. ცხოველ არს უფალი!

22 უკუეთუ ესრე ვრქვა ყრმასა მას, ვითარმედ შენითგან მიმართ მი-რე-იძიე, აღდეგ და ივლტოდე, რამეთუ წარგგზავნა შენ უფალმან.

23 ხოლო სიტყჳსა მისთჳს, რომელსა ვიტყოდეთ შენ და მე, მოწამე არს შორის ჩემდა და შორის შენსა ღმერთი, ნათესავისა ჩემისა შორის და ნათესავისა შენისა უკუნისადმე ჟამთა!

24 და დაემალა დავით ველსა მას შინა, და იყო დღესასწაული იგი თთვისთავისა. და მოვიდა მეფე ტაძრად პურის-ჭამად.

25 და დაჯდა მეფე საინაჴესსა თჳსსა და შემდგომად მისა დაჯდა იონათან, და მოვიდა აბენერ და დაჯდა გუერდით კერძო საულისსა, ხოლო ადგილი იგი დავითისი ცუდად დაშთომილ იქმნა.

26 და საულ არა თქუა მას დღესა შინა, რამეთუ ესრე ჰგონებდა, ვითარმედ ნუთუ ზრუნვასა რასმე შეპყრობილ იყოს გული მისი და არა განწმედილ იყოს.

27 და იყო ხვალისაგან, მეორესა დღესა მის თვისასა მიხედა საულ და იხილა ადგილი იგი დავითისი ცალიერადვე და ჰრქუა იონათანს, ძესა მისსა: რადმე არა შემოვიდა ძე იესესი გუშინ, ანუ დღეს პურის-ჭამად?

28 მიუგო იონათან და ჰრქუა: იჯმნა ჩემგან მისლვად ბეთლემად, ქალაქად თჳსა.

29 რამეთუ ესრე მრქუა, ვითარმედ: განმიტევე მე, რამეთუ შესაწირავი უყოფიეს ნათესავთა ჩემთაო და კაცი მომივლინესო ძმათა ჩემთა, რათა მივიდეო.აწ მიპოვნიეს თუ მადლი წინაშე შენსა, მივიდეო და ვიხილნე ძმანი ჩემნი და მის გამო არა შემოვიდა პურის-ჭამად შენს წინაშე.

30 და განრისხნა საულ ფრიად იონათანის ზედა და ჰრქუა: შობილო ქალო, გულ-დედალო, მდედრ გაზრდილო! მე არა ვიცი, რამეთუ შენ ერთგულ ხარ ძისა იესესისა სირცხჳლად შენდა და საგინებელად გამოჩინებისა სარცხჳნელისა დედისა შენისა?

31 რამეთუ ყოველთა დღეთა, ვიდრე ცოცხალ იყოს ძე იესესი ქუეყანასა ზედა, არა განგემარჯოს მეფობაჲ შენი. აწ წარავლინე ადრე და შეპყრობად-ეც იგი და მოყვანებად, რამეთუ შვილი სიკუდილისა არს იგი!

32 მიუგო იონათან მამასა თჳსსა და ჰრქვა: რასათჳს მოკუდების იგი, რა შეუცოდებიეს?

33 და აღიტაცა საულ ლახვარი იგი, რათამცა მოკლა იონათან, და სცნა იონათან, განაღაობით ნებავს მამასა მისსა მოკლვა დავითისი.

34 აღდგა იონათან ტაბლისა მისგან გულისწყრომით, გამოვიდა და არა ჭამა პური, რამეთუ განტყდა გული მისი დავითისათჳს, რამეთუ განიზრახა მამამან მისმან მოკულა დავითისი.

35 და იყო ხვალისაგან, გამოვიდა იონათან ველად პაიმანისა მისებრ, რომელ დაედვა დავითის თანა და ყრმა ერთი მცირე მის თანა.

36 და ჰრქუა იონათან ყრმასა მას: გვალე, მომართვენ ისარნი ჩემნი, რომელ გავსტყორცნო! და წარვიდა ყრმა იგი და განსტყორცნა ისარნი მოღებად.

37 და მირბიოდა ყრმა იგი ადგილსა მას ისართასა, რომელ-იგი სტყორცნა იონათან და უჴმო უკანა ყრმისა მის იონათან და ჰრქუა: შენსა მიმართრე არს ისარნი.

38 და უჴმო იონათან ყრმასა მას და ჰრქუა: მიისწრაფე ადრერე და ნუ დაიყოვნი! და აკრიბნა ყრმამან ისარნი იგი და მოართუნა უფალსა თჳსსა.

39 ხოლო ყრმამან მან არა იცოდა ზრახვა იგი მათი, გარნა იონათან და დავით.

40 და აღჴსნა იონათან მშჳლდი იგი და ისარნი და მისცა ყრმასა და ჰრქუა: გვალე, ადრე მიისწრაფე ქალაქად!

41 და წარვიდა ყრმა, და აღდგა დავით სამალველით და თაყუანი-სცა იონათანს სამგზის; და პირსა აკოცნეს ურთიერთას და ტიროდეს განყენებისა მათისათჳს მყოვარ ჟამ.

პირველი მეფეთა 20:41 - Pact Between David & Jonathan
Pact Between David & Jonathan
42 და ჰრქუა იონათან დავითს: აწ გვალე, ვიდოდე შენ მშჳდობით! და ვითარცა ვფუცეთ ურთიერთარს სახელსა მას უფლისასა და ვთქუ, ვითარმედ მოწამე არს უფალი შორის შენსა და ჩემსა და შორის ნათესავისა ჩუენისა, ეგრეცა იყავნ ვიდრე საუკუნომდე!

43 და აღდგა დავით და წარვიდა, და იონათან შევიდა ქალაქად თჳსსა.

<< ← Prev Top Next → >>