Holy Bible project logo icon
FREE OFF-line Bible for Android Get Bible on Google Play QR Code Android Bible
Holy Bible
for Android

is a powerful Bible Reader which has possibility to download different versions of Bible to your Android device.

Bible Verses
for Android

Bible verses includes the best bible quotes in more than 35 languages

Pear Bible KJV
for Android

is an amazing mobile version of King James Bible that will help you to read this excellent book in any place you want.

Pear Bible BBE
for Android

is an amazing mobile version of Bible in Basic English that will help you to read this excellent book in any place you want.

Pear Bible ASV
for Android

is an amazing mobile version of American Standard Version Bible that will help you to read this excellent book in any place you want.

BIBLE VERSIONS / ბიბლია / ძველი აღთქმა / პირველი მეფეთა

ბიბლია - ძველი ქართულით

რუთი პირველი მეფეთა მეორე მეფეთა

თავი 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 19 20 21 22 23 24 25 26 27 28 29 30 31

1 და მოვიდა დავით ნობად აბიმელიქსა მღდელისა, და განუკჳრდა აბიმელიქს მღდელსა მისლვა იგი დავითისი და ჰრქუა: რად ეგრე? რაჲსათჳს მარტო მოხვალ და არა ვინ არს შენ თანა?

2 მიუგო დავით და ჰრქუა აბიმელიქს, მღდელსა ღმრთისასა: სიტყუაჲ ერთი მიბრძანა მე მეფემან საიდუმლო და მომავლინა, და მონანი ჩემნი განვიშვენ, და მელიან მე ადგილსა, რომელსა ჰრქჳან სარწმუნო ღმრთისა.

3 და აწ თუ გიც ხუთი ჴვეზა პურისა და სხუაცა თუ რამე არს ჴელთა შენთა, მომეც.

4 მიუგო მღდელმან მან და ჰრქუა: არა არს პური შერეული ჴელთა შინა ჩემთა, გარნა პური იგი შესაწირავისანი. აწ წმიდა თუ არიან ყრმანი შენნი დედათაგან, მიიღეთ და ჭამეთ.

5 მიუგო დავით მღდელსა და ჰრქუა: დედათაგან წმიდა ვართ, გუშინდლითგან და ძოღანდლითგან, ვინათგან გამოვედით გზასა ამას, წმიდა ვართ, და გზათა, თუ ესე საეჭველ არს, ხოლო დღეს წმიდა ვართ, და ყრმანიცა ჩემნი განწმედილ არიან.

6 ამოიღო პური იგი აბიმელიქ და მისცა მას პური იგი, რომელ დაგებულ იყო წინაშე უფლისა, რამეთუ სხუაჲ პური შერეული არა იდვა, გარნა პური იგი, რომელ დაგებულ იყო წინაშე უფლისა.

7 და იყო ვინმე მუნ მონათა მათგანი საულისთა კაცი ერთი, სულით სნეული, შეკრული წინაშე უფლისა, და სახელი მისი დოიკ იდუმელი, მეჯორე საულისი.

8 და ჰრქუა დავით აბიმელიქს: იხილე შენ, არს თუ სადა შენ თანა ჰოროლი, ანუ ჴმალი, ანუ ლახვარი, რამეთუ ჴმალი ჩემი და საჭურველი ჩემი არა მოვიღე ჩემ თანა, რამეთუ ბრძანებაჲ იგი მეფისა მსწრაფლ იყო.

9 მიუგო მღდელმან მან და ჰრქვა: აჰა, ეგერა, ჴმალი იგი გოლიადისა, უცხოთესლისა მის, რომელ შენ მოჰკალ ღელესა მას ელისსა, წარგრაგნილი სამოსლითა ძეს, იგი თუ მიგაქუს, მიიღე; ხოლო მახჳლი არა არს ჩემ თანა, თჳნიერ მისა. მიუგო დავით და ჰრქუა: მომართუ მე იგი, რამეთუ არა არს მისა უმჯობესი! მოიღო აქიმელექ ჴმალი იგი და მისცა მას.

10

11 და ადგა დავით სწრაფით და ივლტოდა საულისგან, და მოვიდა იგი ანქუშისა, მეფისა მის გეთელთასა.

12 მაშინ ჰრქუეს ანქუშს მონათა მათ მისთა: არა ესე არს დავით მეფე იგი ქუეყანისა? არა ამას გამოეგებვოდეს მაქებელნი იგი, რომელ იტყოდეს: საულ დასცა ათასები, ხოლო დავით დასცნა ბევრეულნი?

13 და ვითარცა ესმა დავითს სიტყუაჲ ესე, შეეშინა ფრიად ანქუშისა, მეფისა გეთელისა.

14 და განიმრუდა პირი მისი წინაშე მათსა და მოიცოფა თავი თჳსი, როკავნ და იქცევინ იგი კარით კარად მიბჭედმდე ქალაქისა, მერმე იწყო ოთხითა სლვად, გორვად და პეროად და აღავსებდა პერითა მით წვერთა მისთა.

15 და ჰრქუა ანქუშ მონათა თჳსთა: სადა ჰპოვეთ კაცი ეგე სულითა სნეული, რამეთუ მოიყვანეთ ეგე ჩემ წინაშე?

16 ნაკლულ ნურა ვიყვენით ჩუენ ესევითარითა სნეულითა, რად გამოიყვანედ ესევითარი სნეული წინაშე ჩემსა? აწ ნურღარა შემოვალნ ეგე სახლსა ჩემსა.

<< ← Prev Top Next → >>