ბიბლია, პირველი მეფეთა, თავი 22. is available here: https://www.bible.promo/chapters.php?id=10258&pid=11&tid=1&bid=45
Holy Bible project logo icon
FREE OFF-line Bible for Android Get Bible on Google Play QR Code Android Bible

Holy Bible
for Android

is a powerful Bible Reader which has possibility to download different versions of Bible to your Android device.

Bible Verses
for Android

Bible verses includes the best bible quotes in more than 35 languages

Pear Bible KJV
for Android

is an amazing mobile version of King James Bible that will help you to read this excellent book in any place you want.

Pear Bible BBE
for Android

is an amazing mobile version of Bible in Basic English that will help you to read this excellent book in any place you want.

Pear Bible ASV
for Android

is an amazing mobile version of American Standard Version Bible that will help you to read this excellent book in any place you want.

BIBLE VERSIONS / ბიბლია / ძველი აღთქმა / პირველი მეფეთა

ბიბლია - ძველი ქართულით

რუთი პირველი მეფეთა მეორე მეფეთა

თავი 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 19 20 21 22 23 24 25 26 27 28 29 30 31

1 და წარვიდა დავით მშჳდობით, განერა და მივიდა იგი ქვაბთა მათ ოდოლონისათა. ესმა რა უკუე ძმათა მისთა და ყოველსა სახლსა მამისა მისისასა, და მოვიდეს მუნ.

2 და შემოუკრბებოდა მას ყოველი ჭირვეული და იყო მათა ერისთავ და იყუნეს იგინი ვითარ ოთხას ოდენ კაცი.

3 და წარვიდა იგი მასეფთად მოაბელთა და ჰრქუა დავით მეფესა მას მოაბელთასა: იყუნედ მამა ჩუენი და დედა ჩუენი შენ თანა, ვიდრემდის ვსცნა, თუ რა ყოს ღმერთმან ჩუენთჳს.

4 და შეეაჯა მეფესა მას მოაბელთასა. და იყუნეს მის თანა, ვიდრე იყო დავით ჭირსა მას შინა.

5 და ჰრქუა მას გაად წინაწარმეტყუელმან: ნუ ჰზი შენ ქალაქსა ამას, არამედ წარვედ შენ ქუეყანად იუდაისა! და წარვიდა დავით მიერ და მივიდა და დაემკჳდრა ქალაქსა მას სართისა.

6 და ესმა საულს, ვითარმედ დავით გამოჩნდა და კაცებიცა იგი, რომელ იყო მის თანა. და საულ ჯდა ბორცუსა მას ზედა საჴნველთასა, და ჰოროლი ჴელთა ჰქონდა მას, და მონანი იგი მისნი დგეს წინაშე მისსა.

7 მაშინ ჰრქუა საულ ერსა მას: ისმინეთ ესე, ნაშობნო ბენიამენისანო! უკუეთუ ნანდვილვე ძემან იესესმან მოგცეს თქუენ დაბნები და აგარაკები, გინა ზვრები ვენაჴთა, ანუ თუ დაგადგინეს თქუენ ასისთავად და ათასისთავად?

8 რამეთუ ყოველნი სდგათ და არა ვინ იპოვა კაცი ერთი თქუენგანი, რომელმანცა მიმხილა მე, რაჟამს-იგი შეიყოფვოდეს, აღთქუმასა ჰყოფდეს ძე იგი ჩემი იონათან ძისა თანა იესესისა; და არა ვინ იყო თქუენგანი, რომელსამცა გული ელმოდა ჩემთჳს, და მიმხილა მე, რაჟამს აღადგინებდა ძე იგი ჩემი მონასა ჩემსა მტრად ჩემდა, ვითარცა-ესე დღესდღე.

9 მიუგო დოიკ იდუმელმან, მეჯორემან საულისამან, და ჰრქუა: ვიხილე მე ძე იესესი, რაჟამს მოსრულ იყო ნოაბად აქიმელექისსა, ძისა აქიტობისა, მღდელისა მის.

10 და იკითხჳდა იგი მის მიერ უფლისაგან, და საგზალი მისცა მას და ჴმალი იგი გოლიადისა მისცა მას.

11 და წარავლინა საულ მოწოდებად აქიმელექ მღდელისა, ძისა აქიტობისა, და ყოველთა მამისა მისისათა მღდელთა მათ, რომელნი იყუნეს ნობას. და მოკრბეს ყოველნი საულისა.

12 და ჰრქუა მას საულ: შენ გეტყჳ, აქიმელექ, ძეო აქიტობისაო! და ჰრქუა მან: აჰა, აქა ვარ! იტყოდეს უფალი!

13 ჰრქუა მას საულ: რაჲსათჳს შეეზრახე შენ ძესა იესესსა ჩემთჳს და მიეც მას საგზალი და ჴმალი იგი გოლიადისა? და იკითხვიდიღა მისთჳს უფლისაგან აღდგომად მისა მტერად ჩემ ზედა. ვითარცა ესე დღესდღე.

14 მიუგო აქიმელექ და ჰრქუა: ვინ სარწმუნო იყო მონათა შენთაგანი, ვითარ დავით, არამედ სიძეცა გეყო იგი მეფესა და ჴელმწიფე და განმგებელ ყოველსა განსაგებელსა სამეფოსა.

15 და დღეს არარომელ მიც კითხვად მისთჳს უფლისაგან, ნუ იყოფინ, მეფე, და ნუ დაჰკრებ მონასა შენსა ზედა ბრალსა, ნუცა სახლსა ზედა მამისა ჩემისასა, რამეთუ არა ვიცი მე ზაკვა მაგას შინა, დიდი სიტყუაჲ ანუ მცირე.

16 ჰრქუა მას საულ მეფემან: სიკუდილით მოჰკუდე შენ, აქიმელექ, და ყოველი სახლი მამისა შენისა!

17 ჰრქუა საულ მსახურთა მათ მისთა, რომელნი დგეს წინაშე მისსა: წარიყვანენით მღდელნი ეგე უფლისანი და მოსწყჳდენით ყოველნი! რამეთუ ჴელი მაგათი დავითის თანა არს და უწყოდეს მაგათ სივლტოლა იგი მისი და არა მაუწყეს მე. ხოლო მათ არა ჯერ-იჩინეს მოკლვა მღდელთა მათ უფლისათა.

18 და ჰრქუა საულ დოიკ იდუმელსა: მივედ და მოსწყჳდენ მღდელნი ეგე უფლისანი მახჳლითა! მივიდა დოიკ იდუმელი და მოსწყჳდნა მღდელნი იგი უფლისანი მახჳლითა, და მოსრნა მან მას დღესა შინა სამასოთხმოცდახუთი კაცნი, რომელნი-იგი წარდგებოდეს მსახურებასა მას უფლისასა.

19 ნობა, ქალაქი იგი მღდელთა, მოსრა მახჳლითა მამაკაცითგან მიდედაკაცამდე, ყრმა და ძუძუსმწოვარი, ზროხა და ცხოვარი ყოველი მოსრა პირითა მახჳლისათა.

20 და განერა მუნ ძე ერთი აქიმელიქისა, ძისა აქიტობისა, რომლისა სახელი აბიათარ, ივლტოდა და მივიდა დავითისა და იყო მის თანა.

21 და უთხრა მას ამოწყუედა იგი მღდელთა მათ.

22 და ჰრქუა დავით აბიათარს: ვსცან მასვე დღესა, რაჟამს ვიხილე მე დოიკ იდუმელი იგი, მეჯორე, და ვთქუ-მეთქი: მიუთხრას ესე ყოველი საულს. აწ მე თანამდებ არა ვარ სისხლთა მათთა და ყოვლისა მის სახლისა მამისა შენისასა.

23 აწ იყავ შენ ჩემ თანა და ნუ გეშინინ! რამეთუ ვიძიო შური შენი, ვითარ თავისა ჩემისა, ხოლო აწ შენ განრინებულ ხარ და იყავ ჩემ თანა!

<< ← Prev Top Next → >>