Holy Bible project logo icon
FREE OFF-line Bible for Android Get Bible on Google Play QR Code Android Bible
Holy Bible
for Android

is a powerful Bible Reader which has possibility to download different versions of Bible to your Android device.

Bible Verses
for Android

Bible verses includes the best bible quotes in more than 35 languages

Pear Bible KJV
for Android

is an amazing mobile version of King James Bible that will help you to read this excellent book in any place you want.

Pear Bible BBE
for Android

is an amazing mobile version of Bible in Basic English that will help you to read this excellent book in any place you want.

Pear Bible ASV
for Android

is an amazing mobile version of American Standard Version Bible that will help you to read this excellent book in any place you want.

BIBLE VERSIONS / ბიბლია / ძველი აღთქმა / პირველი მეფეთა

ბიბლია - ძველი ქართულით

რუთი პირველი მეფეთა მეორე მეფეთა

თავი 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 19 20 21 22 23 24 25 26 27 28 29 30 31

1 და მას ჟამსა მოკუდა სამოველ და შეკრბა ყოველი ისრაჱლი. და დაიტყებეს იგი და დაფლეს საფლავსა თჳსსა არმათემს და დავით შთავიდა უდაბნოსა მას მაონისასა.

2 და იყო მუნ კაცი ერთი მაონას და არვე მისი კარმელს; და კაცი იგი მდიდარი იყო ფრიად და ედგა მას სამ ათასი ცხოვარი და ათასი თხა და რისვიდა იგი ცხოვარსა მას მისსა კარმელს.

3 სახელი კაცისა - მის ნაბალ და ცოლისა მისისა აბეგა. და ცოლი იგი მისი იყო სახიერ გონებითა და კეთილ ქმნულებითა, ხოლო ქმარი იგი მისი ფიცხელ და ბოროტ და ბილწ გზათა მისთა და უღირს გონებითა თჳსითა.

4 და ესმა დავითს, ვითარმედ რისავს ნაბალ კარმელს საცხოვარსა თჳსსა.

5 და წარავლინა დავით მონანი თჳსნი ათნი და ჰრქუა: მივედით თქუენ კარმელად ნაბაალისსა და არქუთ მას კითხვად მშჳდობისა ჩუენ მიერ.

6 და არქუთ მას, ვითარმედ, ესრე თქუა დავით: მშჳდობა და სიცოცხლე შენ თანა იყავნ და სახლისა შენისა და ყოველი, რაჲცა იყოს შენი.

7 აწ გვესმა ჩუენ, ვითარმედ რისვა არს მწყემსთა მათ შენთა საცხოვარისა მის შენისა, რომელნი იყოსვე ჩუენ თანა მთასა მას კარმელსა.

8 და შენცა ჰკითხე მწყემსთა მაგათ და გითხრან შენ. და აწ პოვედ მონათა მათგან ჩემთა მადლი წინაშე შენსა, რამეთუ ჟამსა დღესა კეთილსა მიმთხუეულ ვართ, აწ მო-რა-მეც შვილსა ამას შენსა, რაჲცა გეპოოს ჴელთა შენთა.

9 და მოვიდეს მონანი იგი დავითისნი ნაბალისა და უთხრეს მას ყოველი იგი სიტყუაჲ დავითისი.

10 და განჰკრთა ნაბალ და ჰრქუა მონათა მათ დავითისთა რისხჳთ: ვინ არს დავით, ანუ ვინ არს ძე იგი იესესი? აწ დღეს გან-რამე-მრავლებულ არიან, დაუტეობიან თჳთეულად თჳსნი უფალნი და განძლიერებულ არიან თჳსთა უფალთაგან!

11 და აწ მოვიღო პური ჩემი და ღჳნო ჩემი და პატრუჭაკი იგი ჩემი, რომელ დაუკალ მრისველთა ჩემთა და მივსცე კაცთა მათ, რომელ არა ვიცნი, ვინანი არიან?

12 და წარმოვიდეს მონანი იგი ცალიერნი და უთხრეს დავითს ყოველი იგი სიტყუაჲ ნაბალისი.

13 და ჰრქუა დავით კაცთა მათ, რომელნი მის თანა იყუნეს: აღიღეთ კაცად-კაცადმან თქუენმან მახჳლი თჳსი თჳთეულად! და დავითცა შეირტყა მახჳლი თჳსი და წარვიდეს დავითის თანა, ვითარ ოთხასი კაცი, და ორასნი შინა დადგეს ვანისმცველად.

14 და მუნთქუესვე მირბიოდა ყრმა ერთი აბგეასა, ცოლისა მის ნაბალისა, და უთხრა ყოველი იგი, რაჲცა ჰრქუა ნაბალ მონათა მათ დავითისთა, და ჰრქუა: მე ვსცან, ვითარმედ მოუვლინნა დავით უდაბნოთ მოციქულნი ქმარსა შენსა და მან არად შერაცხნა იგინი.

15 და კაცნი იგი კეთილ იყუნეს ჩუენთჳს და ფრიად, არას გვავნებდეს ჩუენ, ვიდრე-იგი ვიყვენით ჩუენ არეობად.

16 და ვითარცა ზღუდე იყუნეს ჩუენთჳს დღე და ღამე ყოველთა დღეთა, ვიდრე-იგი მათ თანა ვიყვენით მთასა მას, შეგვეწეოდეს დღით და ღამით, ვიდრე-იგი ვმწყსიდით საცხოვარსა ამას.

17 აწ განიზრახე გონებასა შენსა, რაჲ ყო, რამეთუ მოწევნად არს ბოროტი უფალსა ჩუენსა ზედა და სახლსა ზედა ნაბალისასა, რამეთუ იგი კაცი ჯერკვალი არს და არა ჯერ-არს სიტყჳს-გებად მისა!

18 განკრთა აბგეა და აღდგა მსწრაფლ და მოიღო მან ორასი ჴუეზა პური, ორი საწყული ღჳნო და ხუთი ცხოვარი მომზადებული და ხუთი ჴჳმირი ჴალი და ჴჳმირი ერთი სკიჭი, ორასი ლეღვისკვერი, და აჰკიდა იგი კარაულთა.

19 და წარსცა იგი წინა მონათა მისთა და ჰრქუა: ვიდოდით თქვენ და მე გეწიო უკანა! და ქმარსა მას მისსა არა უთხრა.

20 და ვითარცა-იგი აღჯდა კარაულსა თჳსსა, შთავიდოდა იგი შთამართ მთისასა. და, აჰა, დავით ერითურთ აღმოვიდოდა და შეემთხჳვნეს გზასა ზედა.

21 სიტყუად იწყო დავით მიერვე და თქუა: ცუდად ვიდრემე ვსცევდ ყოველსა მას საცხოვარსა ნაბალისასა უდაბნოსა მას ზედა და არა ვის უტევე დაჭირვება მისა და აწ მან მომაგო მე ბოროტი კეთილისა წილ?

22 ესე რაჲმე უყავნ ღმერთმან დავითს და ესე შესძინენ, უკუეთუ დაუტეო მე სახლისა მის ნაბალისი ვიდრე განთენებადმდე ყრმაცა ერთი, რომელიმცა მიექცა კედელსა!

23 ვითარ იხილა აბგეა დავით, გარდაჴდა სწრაფით კარაულსა თჳსსა, დავარდა პირსა ზედა თჳსსა წინაშე დავითისა და თაყუანი-სცა მას.

24 უპყრა ფერჴთა და ჰრქუა: ჩემდა მომართ არს, უფალო, შეცოდება ესე! აწ იტყოდის მჴევალი ესე შენდა მიმართ და ისმინე მჴევალისა შენისა.

პირველი მეფეთა 25:24 - David and Abigail
David and Abigail
25 და ნუ ჰყოფს ბოროტსა უფალი ჩემი კაცისა მისთჳს ბილწისა, რამეთუ შემსგავსებულად საქმისა მისისა არს სახელიცა მისი, რამეთუ ნაბალ ითქმის უწესობა და უგუნურება, ხოლო მე, მჴევალმან შენმან, არა ვიხილენ მონანი იგი შენნი, რომელ აღმოგევლინნეს მუნ.

26 და აწ, უფალო ჩემო, ცხოველ არს უფალი და ცხოველ არს სული შენი! რამეთუ დაგაყენა შენ უფალმან, რათამცა არა მოვიდა შენ ზედა სისხლი უბრალო და დაიცვა ჴელი შენი შენ თანა. აწ ნაბალისებრ შეიქმნედ ყოველნი მტერნი უფლისა მაგის ჩუენისანი, რომელთა უნდა ბოროტი უფლისა მაგის ჩუენისა.

27 და აწ მოიღე კურთხევა ეგე, რომელ მიგიპყარ მჴევალმან შენმან უფალსა ჩემსა და მიეც მონათა მაგათ შენთა, რომელნი დგანან წინაშე უფლისა ჩემისა.

28 და მიუტევე შეცოდება მჴევალსა შენსა და ყოს უფალმან უფლისა ჩემისა სახლი სარწმუნო და ღუაწლი იგი უფლისა ჩემისა. და უფალმან ღმერთმან მოიღუაწოს და ბოროტი შენ თანა არა იპოოს.

29 და აღ-თუ-დგეს ვინმე მბრძოლად უფლისა ჩემისა და ვინმე დგეს, ეძიებდეს სულსა შენსა და იყოს სული იგი უფლისა ჩემისა შეკრულ კრულებითა მით ცხორებისათა უფლისა ღმრთისათა და თავი მტერთა შენთა შემუსრო შურდულთა შინა შენთა.

30 და ყოს უფალმან უფლისა ჩემისათჳს კეთილი, რომელიცა-იგი აღგითქუა შენ და დაგამტკიცოს შენ უფალმან მთავრად და წინამძღურად ისრაჱლსა ზედა!

31 და ნუ შეგემთხუევინ შენ ესე ბილწება და საცთური, უფალსა ჩემსა, დათხევად სისხლისა მართლისა უბრალო! დაიცვეს უფალმან ჴელი უფლისა ჩემისა ბოროტისაგან და ახაროს უფალმან უფალსა ჩემსა და მოიხსენო შენ მჴევალი შენი და კეთილი უყო მას.

32 და ჰრქუა დავით აბგეასა: კურთხეულ არს უფალი ღმერთი ისრაჱლისა, რომელმან მოგავლინა შენ დღეს აქა შემთხუევად ჩემდა!

33 და კურთხეულ ხარ შენ და სახეცა შენი და კურთხეულ იყავ შენ, რამეთუ დამაყენე მე დღესდღე, რათა არა მივიდე მე დათხევად სისხლისა უბრალოსა ჴელითა ჩემითა!

34 ხოლო ცხოველ არს ღმერთი ისრაჱლისა, რომელმან დააყენა ჴელი ჩემი ბოროტისა ყოფად თქუენდა მიმართ, თუმცა არა მოსრულ იყავ შემთხუევად ჩემდა, არამცა დამეტევა განთენებადმდე ნაბალისი, რომელმანცა შეაფსა კედელსა.

35 და მიიღო დავით ყოველი, რაჲცა მოერთვა აბგეასა, და ჰრქუა მას დავით: წარვედ შენ მშჳდობით სახიდ შენდა და გულისხმა-ყავ, რამეთუ ვისმინე შენი და თუალ-გახვენ შენ.

36 და წარვიდა აბგეა მუნვე ნაბალისა, რამეთუ სმა ეყო მას და იშვებდა იგი ტაძრობასა მას სამეფოსა და გული ნაბალისი მხიარულ იყო ფრიად, სთროდა. და მას დღესა არა უთხრა აბგეა სიტყუაჲ დიდი, არცა მცირე ვიდრე განთიადმდე.

37 და ვითარცა განთენა და ღჳნო იგი გამოჰქარდა ნაბალს, უთხრა ცოლმან მისმან ყოველი იგი სიტყვა. და მუნთქუესვე მოკუდა გული ნაბალისი და შეიქმნა ვითარცა ქვა.

38 და მისა შემდგომად ვითარცა ათი ოდენ დღე წარჴდა, მოაკუდინა უფალმან ნაბალ.

39 და ესმა დავითს სიკუდილი ნაბალისი და თქუა: კურთხეულ იყავნ უფალი, რომელმან საჯა სასჯელი იგი ნებისა ჩემისა ჴელთაგან ნაბალისათა და მონა მისი ბოროტის-ყოფისგან დაიცვა და უკეთურება იგი ნაბალისი დაჰკრიბა თავსა მისსა! და მიავლინა დავით აბგეასა მოყვანებად იგი მისა ცოლად.

40 და ვითარცა მოვიდეს მოციქულნი დავითისა აბგეასსა კარმელად და ჰრქუეს მას: დავით მოგვავლინნა ჩუენ შენდა მიყვანებად ცოლად მისა!

41 ვითარცა ესმა აბგეას, დამხედ თაყუანი-სცა და ჰრქუა მათ: მჴევლებად ღირს ვარ მე და დაბანად ფერჴთა მონათა მათ უფლისა ჩემისათა.

42 აღდგა აბგეა სწრაფით და აღჯდა კარაულსა თჳსსა და თანაწარიყვანნა ხუთნი მჴევალნი, აღეგო და წარვიდა მოციქულთა მათ თანა დავითისთა, და ცოლ-ეყო დავითს.

43 და მერმე აქინამ იზრაიტელი მოიყვანა დავით. და იყუნეს ორნივე იგი ცოლად დავითისა.

44 და საულ მისცა ასული თჳსი მელქოლ, ცოლი დავითისი, ფალტიას, ძესა ამოსიასა.

<< ← Prev Top Next → >>