ბიბლია, პირველი მეფეთა, თავი 26. is available here: https://www.bible.promo/chapters.php?id=10262&pid=11&tid=1&bid=45
Holy Bible project logo icon
FREE OFF-line Bible for Android Get Bible on Google Play QR Code Android Bible

Holy Bible
for Android

is a powerful Bible Reader which has possibility to download different versions of Bible to your Android device.

Bible Verses
for Android

Bible verses includes the best bible quotes in more than 35 languages

Pear Bible KJV
for Android

is an amazing mobile version of King James Bible that will help you to read this excellent book in any place you want.

Pear Bible BBE
for Android

is an amazing mobile version of Bible in Basic English that will help you to read this excellent book in any place you want.

Pear Bible ASV
for Android

is an amazing mobile version of American Standard Version Bible that will help you to read this excellent book in any place you want.

BIBLE VERSIONS / ბიბლია / ძველი აღთქმა / პირველი მეფეთა

ბიბლია - ძველი ქართულით

რუთი პირველი მეფეთა მეორე მეფეთა

თავი 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 19 20 21 22 23 24 25 26 27 28 29 30 31

1 მას ჟამსა მოვიდეს ზიფეანი არმურისა მისგან ბორცვად საულისსა და ჰრქუეს მას: ესერა, დავით დამალულ არს ჩუენ შორის ბორცუსა მას ექელაკისსა, რომელ არს წინაშე პირსა ესემონისასა.

2 და მოვიდა საულ უდაბნოსა მას არმუროვანსა და მის თანა სამი ათასი კაცი რჩეული ისრაჱლისა მოძიებად დავითისა უდაბნოსა მას ზიფისასა.

3 მოვიდა და დაიბანაკა ბორცუსა მის თანა ექელაკიას, რომელ არს წინაშე პირსა ესემონისასა, მახლობელად გზასა მას. და დავით ჯდა უდაბნოსა მას და ვითარცა ესმა დავითს, ვითარმედ საულ მოსულ არს ერითურთ ძიებად დავითისა,

4 გუშაგნი წარავლინნა დავით ხილვად, თუ ნანდვილ მოსულ არს საულ კეილად.

5 და აღდგა დავით ფარულად და მოვიდა საულისა. და მას ეძინა და აბენერს, ძესა ნერისსა, ერისთავსა მას მისსა, და სანთელი ერთი ენთებოდა წინაშე მისსა. და ერი იგი ყოველი წვა გარემოს მისა.

6 მიუგო დავით და ჰრქვა აბიმელექს ქეტელსა და აბესეს, ძესა შარუელისასა, ძმასა მას იოაბისსა: ვინ შემოვიდეს ჩემ თანა ბანაკსა მას საულისასა? და ჰრქუა აბესა დავითს: მე შემოვიდე შენ თანა.

7 და შევიდეს დავით და აბესა შორის ბანაკსა მას საულისასა ღამე, და საულს ეძინა და სანთელი და ჰოროლი დგა წინაშე მისსა, და აბენეზერს და ყოველსა ერსა მისსა ეძინა გარემოს მისსა.

8 მიუგო აბესა დავითს და ჰრქუა: დღეს შემოაწყუდინა უფალმან მტერნი შენნი ჴელთა შენთა, ვსცე და მოვკლა იგი ჰოროლითავე მისითა, და დავმსჭვალო იგი ქუეყანასა ზედა.

9 ჰრქუა დავით აბესას: ნუ იყოფინ, ვითარმცა მოკალ ცხებული უფლისა, და განმართლდეს!

10 და თქუა დავით: ცხოველ არს უფალი ჩემი! არა თუ უფალმან მოაკუდინოს იგი, გინა თუ დაეცეს ბრძოლასა შინა.

11 მე არა მივყო ჴელი ცხებულსა ზედა უფლისასა, ხოლო აწ მიიღე ჰოროლი ეგე და გოვზაკი სასთუნალით მაგისა და წარვიდეთ!

12 და აღიღო მან ჰოროლი იგი და გოზაკი და წარვიდეს და არა ვინ სცნა საქმე იგი, არცა ვინ განიღჳძა, რამეთუ ყოველნი დასულებულ იყუნეს ძილისა მისგან, რამეთუ თლემულება ძილისა დადებულ იყო მათ ზედა უფლისა მიერ.

13 და წიაღჴდა დავით მიერ ჴევსა მას განშორებულადრე, პირისპირ წინაშე მათსა, დადგა იგი თხემსა ზედა მის მთისასა.

14 და უჴმობდა დავით მიმართ ერსა მას საულისასა და თქუა: აბენერ, შენ გეტყჳ, არას მომიგებ? მიუგო აბენერ და ჰრქუა: ვინ ხარ შენ, რომელი-ეგე მიჴმობ მე?

15 მიუგო დავით და ჰრქუა: არა შენ აბენერ ხარა, რომელი-ეგე კაცი შერჩეული ხარ ისრაჱლსა შორის? და რასათჳს არა იჴმილვე უფალი ეგე შენი მეფე, რამეთუ შევიდა კაცი ერთი ბანაკსა მაგას მოკლვად უფლისა მაგის შენისა მეფისა?

16 არა კეთილ არს საქმე ეგე თქუენი, რომელ ჰყავით, ხოლო ცხოველ არს უფალი ჩემი, რამეთუ სიკუდილისა თანა-მდებ ხართ მცველნი ეგე უფლისა თქუენისა მეფისანი, ცხებულისა უფლისა! აწ აღდეგით და იხილეთ თქუენ ჰოროლი იგი და გოვზაკი მეფისა, რომელი იყო სასთუნალით კერძო მისა!

17 და იცნა საულ ჴმაჲ იგი დავითისი და თქუა: ეგე ჴმაჲ შენი არს, შვილო ჩემო დავით! და თქუა დავით: აქა ვარ მონა შენი, მეფე!

18 და კუალად თქუა: რასათჳს მდევნი მე, მონასა ამას შენსა, მეფე? რა შეგცოდე, ანუ რაჲ იპოვა ჩემ თანა ბრალი?

19 და აწ ისმინე, უფალო ჩემო მეფე, სიტყუაჲ მონისა შენისა! უკუეთუ ღმერთსა აღუდგინებიე შენ მდევრად ჩემ ზედა, იყავნ ნება ღმრთისა. უკუეთუ კაცთა მიერ არს, წყეულ იყუნედ იგინი წინაშე უფლისა! რამეთუ დღეს გამომჴადეს მე მაგათ, რათა არა დავემტკიცო მე სამკჳდრებელსა უფლისასა, და თქუეს: უტევეთ და მივიდეს და ჰმონოს კერპთა მათ უცხოთა!

20 და ნუ დავარდებინ სისხლი ჩემი წინაშე უფლისა, რამეთუ გამოსრულ არს მეფე ისრაჱლისა ძიებად სულისა ჩემისა, ვითარცა ვინ ეძიებნ გრწყილსა ერთსა, ანუ თუ მღამიობსა ერთსა უდაბნოსა ზედა!

21 და ჰრქუა საულ დავითს: ვცოდე, შვილო დავით. აწ მოიქეც ჩემდა, რამეთუ არარა გავნო ამისთჳს, ვინათგან საყვარელ არს სული ჩემი შენ წინაშე. ხოლო მე ვიდრე დღეინდელამდე ცილისმეძიებელ ვიყავ და დაუდგრომელ ფრიად.

22 მიუგო დავით და ჰრქუა: აჰა, ესერა, დამიც ჰოროლი იგი მეფისა ველსა ამასა ზედა. აწ მო-ვინ-ვედინ მონათა შენთაგანი და წარიღენ!

23 და უფალმან მიაგენ თჳთეულად სამართალი სიმართლისა თჳსისაებრ, ვითარცა განგწირა შენ უფალმან ჴელთა მომართ ჩემთა, და მე არა მოგკალ, რამეთუ ცხებული უფლისა ხარ.

24 და აწ ვითარცა დიდებულ და ჰაეროვან ხარ წინაშე თუალთა ჩუენთა, ეგრე მხიარულ იპოვენ სული ჩემი წინაშე უფლისა და მფარველ მეყავნ, და მიჴსენინ მე და განმარინენ ყოვლისაგან ჭირისა!

25 და ჰრქუა საულ დავითს: კურთხეულ ხარ შენ, შვილო დავით! და ყავნ უფალმან წყალობაჲ მისი შენ ზედა და განგაძლიერენ შენ! და წარვიდა დავით გზასა თჳსსა და საულ მიაქცია ადგილად თჳსა.

<< ← Prev Top Next → >>