Holy Bible project logo icon
FREE OFF-line Bible for Android Get Bible on Google Play QR Code Android Bible
Holy Bible
for Android

is a powerful Bible Reader which has possibility to download different versions of Bible to your Android device.

Bible Verses
for Android

Bible verses includes the best bible quotes in more than 35 languages

Pear Bible KJV
for Android

is an amazing mobile version of King James Bible that will help you to read this excellent book in any place you want.

Pear Bible BBE
for Android

is an amazing mobile version of Bible in Basic English that will help you to read this excellent book in any place you want.

Pear Bible ASV
for Android

is an amazing mobile version of American Standard Version Bible that will help you to read this excellent book in any place you want.

BIBLE VERSIONS / ბიბლია / ძველი აღთქმა / პირველი მეფეთა

ბიბლია - ძველი ქართულით

რუთი პირველი მეფეთა მეორე მეფეთა

თავი 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 19 20 21 22 23 24 25 26 27 28 29 30 31

1 და რაჟამს შევიდა დავით და ერი მისი სეკელად დღით მესამით, ამალეკი დაესხა სეკელასა სამხრით კერძო და დასცა სეკელა და მოწვა იგი ცეცხლითა.

2 და წარეტყუენათ დედა-წული და ყოველი, რაცა იყო მას შინა, მცირითგან ვიდრე დიდამდე, ხოლო არა მოესრათ მამაცნი და დიაცნი, არამედ წარეტყუენათ. და წარსრულ იყუნეს გზათა თჳსთა.

3 და ვითარცა მოიწინეს დავით და ერი მისი ქალაქად და იხილა, რამეთუ ქალაქი მომწვარ იყო, და ცოლნი და შვილნი მათნი წარტყუენილ იყუნეს.

4 და აღიმაღლეს დავით და ერმან მისმან ჴმა მათი და ტიროდეს ფრიად, ვიდრემდე მოაკლდა ძალი მათი და ვერღარა შემძლებელ იყუნეს ტირილად.

5 და ორნივე ცოლნი მისნი წარტყუენულ იყვნეს: აქინამ იეზრაიტელი და აბგეა, ცოლი ნაბალისი, კარმელელისა.

6 და მწუხარე იყო დავით ფრიად, რამეთუ შეიზრახა ერი იგი, რათამცა ქვა დაკრიბეს დავითს, რამეთუ განრისხებულ იყო ერი იგი ცოლთა და შვილთა მათთათჳს. და განძლიერდა დავით უფლისა მიერ ღმრთისა თჳსისა.

7 და ჰრქუა დავით აბიათარს მღდელსა, ძესა აქიმელექისასა: წარმოიპყარ ევფუდი! და მოიღო აბიათარ ევფუდი დავითისა თანა.

8 და იკითხა დავით უფლისა მიერ: უკუეთუ ვდევნო და ვეწიო ერსა მას? და ჰრქუა უფალმან: დევნა-უყავ, რამეთუ ეწიო და მოუღო ნატყუენავი იგი!

9 და დევნა-უყო დავით ექუსასითა მით ერითა და, ვითარცა მოვიდა იგი ნაღვარევსა მას ბოსორისასა, დაუტევა მუნ ორასი კაცი მცველი ვანისა.

10 და ოთხასითა მით სდევდა დავით და ორასი კაცითა დაშთა წიაღ კერძო ნაღვარევსა მას ბოსორისასა.

11 და პოვეს მუნ კაცი ერთი ეგჳპტელი ველსა მას და შეიპყრეს იგი, მოიყვანეს დავითისა და სცეს მას პური და წყალი, ჭამა და სვა.

12 და მოსცეს მას ლეღვისკვერი და სკიჭი. და მოექცეს მას სულნი, რამეთუ სამ დღე და სამ ღამე პური არა ეჭამა და არცა ესვა წყალი.

13 მაშინ ჰკითხა დავით და ჰრქუა: ვისი ხარ, ანუ ვიდრე ხვალ? ხოლო მან ჰრქუა: მონა ვარ მე კაცისა ერთისა ამალეკელისა და დამაგდო მე უფალმან ჩემმან, რამეთუ შემყმა მე შიმშილმან, რამეთუ ესე სამი დღე არს.

14 და მივედით სამხრით კერძო ჰურიასტანად და ქელობად და სეკელად, და მოვწუთ სეკელა ცეცხლითა.

15 და ჰრქუა მას დავით: და აწ შენ შემძლებელ ხარა, რათა შემიყვანო ბანაკსა მათსა? ხოლო მან ჰრქუა დავითს: მეფუცო თუ მე ღმერთსა შენსა, და არა მომკლა მე და არცა მიმცე ჴელთა უფლისა ჩემისათა, შეგიყვანო შენ ბანაკსა მათსა. და ეფუცა დავით მას.

16 და შეიყვანა იგი ბანაკსა მათსა და იხილა დავით, რამეთუ განბნეულ იყუნეს ჟამსა მას ქუეყანასა, ჭამდეს, სუმიდეს და იხარებდეს დიდძალსა მას ზედა ნატყუენავსა, რომელ მოეღო ქუეყანისა მისგან უცხოთესლთასა და ჰურიასტანისა.

17 და მივიდა დავით და დაესხა მათ ზედა და მოსრნა იგინი ცისკრითგან მწუხრადმდე. და ხვალისგანცა მოსწყჳდნა იგინი და არა განერა მათგანი, გარნა ოთხას ოდენ ყრმა, რომელნი ასხდეს აქლემთა და ივლტოდეს.

18 და დაჰყარა დავით ყოველი იგი ნატყუენავი და ორნივე იგი ცოლნი მისნი.

19 და არა დაუტევა მათგან მცირითგან ვიდრე დიდამდე ვაჟნი და ქალნი და ნატყუენავი ყოველნი, რომელიცა წარეღოთ მათგან, ყოველივე მოუღო დავით.

20 და მოუღო დავით ყოველი საცხოვარი, მროწეულნი და არვენი და წარიქცინა წინაშე იავარისა მის. და წარვიდა დავით და ერქვა მას მიერითგან "ნატყუენავი დავითისა".

21 და ვითარცა მივიდა დავით ორასთა მათ თანა კაცთა, რომელნი ვანისმცველად დაედგინნეს და იგინი მოეგებვოდეს დავითს და ერსა მას და ჰკითხვიდა მათ დავით მშჳდობით სიცოცხლესა.

22 მაშინ ჰრქუეს კაცთა მათ უღირსთა და უცებთა, რომელნი იყუნეს ღვაწლსა მას დავითისათა, ვითარმედ არა მიიღონ ნაწილი კაცთა მათ, რომელნი აქა დადგეს, გარნა ცოლნი და შვილნი მათნი მიიყვანნედ და სხუასა ნატყუენავსა განვეყენნეთ ჩუენგან.

23 მიუგო დავით და ჰრქუა: არა ეგრე არს, ძმანო ჩემნო, არმედ ესრე ვყოთ, ოდესღა უფალმან ღმერთმან ჩუენმან მოგუცნა მტერნი ჩუენნი ჴელთა ჩუენთა.

24 ვერ ეგების ეგე სიტყუაჲ ყოფად, არამედ სწორად მიიღონ ყოველთა: ვანისმცველმან და მტყუენველმან.

25 და ყო ეგრე, და დაიდვა სჯულად მიერითგან ბრძანებისაებრ და სამართლისა შორის ისრაჱლსა ვიდრე დღევანდელად დღემდე.

26 და მოვიდა დავით სეკელად და წარავლინნა მოციქულნი და მოუძღუანნა ნაწილნი ყოვლისა მისგან ნატყუენავისა მოხუცებულთა იუდასთა და ყოველსა გარემოს მისსა და თქუა: ესე ნაწილი იყავნ თქუენდა ნატყუენავისა ამისგან მტერთა უფლისათასა,

27 რომელნი-იგი ბეთორს იყუნეს და რომელნი არემათს იყუნეს სამხრით კერძო და რომელნი-იგი იეთერს იყუნეს,

28 და რომელნი არუერს იყუნეს, და რომელნი-იგი სეფომორს იყუნეს, და რომელნი ესთამოს იყუნეს,

29 და რომელნი-იგი რაქათს იყუნეს, და რომელნი ქალაქთა ერამელთასა იყუნეს, და რომელნი-იგი ქალაქთა მათ კინეველთასა იყუნეს,

30 და რომელნი-იგი ჰრამას იყუნეს, და რომელნი-იგი ლაქაისასანს იყუნეს, და რომელნი - ანათაგს,

31 და ქებრონს და ყოველთა მათ ქალაქთა, რომელთა მისმენილ იყო დავით და კაცნი იგი, რომელ მის თანა იყვნეს.

<< ← Prev Top Next → >>