Holy Bible project logo icon
FREE OFF-line Bible for Android Get Bible on Google Play QR Code Android Bible
Holy Bible
for Android

is a powerful Bible Reader which has possibility to download different versions of Bible to your Android device.

Bible Verses
for Android

Bible verses includes the best bible quotes in more than 35 languages

Pear Bible KJV
for Android

is an amazing mobile version of King James Bible that will help you to read this excellent book in any place you want.

Pear Bible BBE
for Android

is an amazing mobile version of Bible in Basic English that will help you to read this excellent book in any place you want.

Pear Bible ASV
for Android

is an amazing mobile version of American Standard Version Bible that will help you to read this excellent book in any place you want.

BIBLE VERSIONS / ბიბლია / ძველი აღთქმა / მეორე მეფეთა

ბიბლია - ძველი ქართულით

პირველი მეფეთა მეორე მეფეთა მესამე მეფეთა

თავი 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 19 20 21 22 23 24

1 და იყო, ამის ყოვლისა შემდგომად იკითხა დავით უფლისა მიერ და თქუა: ჯერმე-არს ჩემდა აღსლვად ერთსა მას ქალაქთაგანსა ჰურიასტანისასა? და ჰრქუა მას უფალმან: აღვედ! და თქუა დავით: ვიდრე მივიდე? და ჰრქუა მას უფალმან: ქებრონად!

2 და აღვიდა დავით ქებრონად და ორნივე იგი ცოლნი მისნი: აქინამ იზრაიტელი და აბგეა, ცოლი ნაბალისი, კარმელელისა.

3 და კაცნი იგი, რომელ მის თანა იყუნეს, თჳთეულად სახლეულითურთ მოვიდეს და დაემკჳდრნეს ქებრონსა შინა.

4 მოვიდეს და მოკრბეს ყოველნი ტომნი დავითისა და სცხეს მას მეფედ იუდასა ზედა. და უთხრეს დავითს, ვითარმედ: მოვიდეს კაცნი იგი იაბის გალადელისანი, და , წარიღეს საულ და დაფლეს იგი.

მეორე მეფეთა 2:4 - David Crowned King of Israel
David Crowned King of Israel
5 და წარავლინნა დავით მოციქულნი მთავართა მიმართ იაბის გალადისთა და ჰრქუა: კურთხეულ ხართ თქუენ უფლისა მიერ! რამეთუ ქმენით საქმე კეთილი და მოიჴსენეთ სიყუარული უფლისა თქუენისა საულისი, ცხებულისა ღმრთისა , და წყალობა-ყავთ მისთჳს და დაჰფალით იგი.

6 და ყავნ უფალმან წყალობა მისი თქუენ ზედა და ჭეშმარიტებაჲ მისი! და მეცა ვყო კეთილი თქუენდა მიმართ, რამეთუ აღასრულეთ სიტყუაჲ თქმული.

7 და აწ განძლიერდენ ჴელნი თქუენნი და იქმნნეთ ნაშობ ძლიერებისა, რამეთუ მო-ღათუ-კუდა საულ, უფალი იგი თქუენი, აწ, ესერა, მცხო მე სახლმან იუდასმან მეფედ მათ ზედა.

8 და აბენერ, ძემან ნერისმან, სპასპეტმან საულისამან, მოიყვანა მემფიბოსთე, ძე იგი საულისი, და განიყვანა იგი შორის ბანაკსა მას.

9 და დაადგინა იგი მეფედ გალაადსა ზედა თარსისა ზედა და იეზრეილსა ზედა და ეფრემს და ბენიამენს და ყოველსა ზედა ისრაჱლსა.

10 და იყო მემფიბოსთე, ძე საულისი, ორმეოც წლისა, რაჟამს დაჯდა მეფედ, და ორ წელ მეფობდა. ხოლო მისგან იუდასნი შეუდგეს დავითს.

11 და იყო რიცხჳ დღეთა, რაოდენ მეფობდა დავით ქებრონს სახლსა ზედა იუდასა, შჳდ წელ და ექუს თუე.

12 და გამოვიდა აბენერ, ძე ნერისი, და მონანი მემფიბოსთესნი, ძისა საულისანი, მის თანა ბანაკისა მისგან გაბაონადმი.

13 და იოაბ, ძე შარუელისა, გამოვიდა ქებრონით და მონანი იგი დავითისნი მის თანა, და შეიმთხჳვნეს იგინი ავაზანთა თანა გაბაონელთასა და დასხდეს ესენი ამიერ, და იგინი მიერ.

14 მაშინ ჰრქუა აბინერ იოაბს: აღდგედ ყრმანი სიმღერად ჩუენ შორის! და ჰრქუა იოაბ: აღდგედ. და აღდგეს და წარმოდგეს რიცხჳთ ათორმეტნი და ეგრეთვე მონათა ძეთა მათგან ბენიამენისთა, მონანი მემფიბოსთესნი, და ეგრეთვე მონათა მათგან დავითისთა.

15

16 და შებმა-უყოფდეს ურთიერთას მოყუასსა თჳსსა, მარცხენითა ჴელითა შეუპყრობდეს თმათა მათთა და მარჯუენითა ჴელითა შთააგდებდეს მახჳლსა გუერდსა მოყუასისასა და მოსწყდებოდეს. და სახელი დაედვა ადგილსა მას "ნაწილი არდაბაგების", რომელ არს გაბაონს.

17 და განძლიერდა ღუაწლი ბრძოლისა სიფიცხით მას დღესა შინა, და ძლევასა მიეცა აბინერ და მეოტ-იქმნა ერი იგი მისი წინაშე მონათა მათ დავითისთა.

18 და იყუნეს მუნ სამნი ძენი შარუელისნი: იოაბ და აბესა და ასაელ. ხოლო ასაელ მალე იყო მუჴლითა, ვითარცა ქურციკი ველისა.

19 და წარექცია ასაელს აბინერ და სდევდა ერდგულად და არა უტევებდა მას მიქცევად მარჯულ და მარცხლ.

20 და ჴმა-უყო უკმომართ აბენერ ასაელს და ჰრქუა მას: შენ ხარ ასაელ? და ჰრქუა მან: მე ვარ!

21 და ჰრქუა მას აბენერ: განმეყენე ჩემგან და მიაქციე მარჯულ, ანუ მარცხენით, და მოვალს ერთი მონათა ჩემთაგანი და წარიღე ნაძარცვევი მისი! და არა უკმოიქცა ასაელ მისგან.

22 და კუალად ჰრქუა მეორედ აბენერ ასაელს: გარეუკუნიქეც ჩემგან, კაცო, ნუუკუე გცე და მოგკლა შენ! და ვითარმე შევადგნე თუალნი იოაბს, ძმასა მას შენსა?

23 და არა უკუნიქცა ასაელ და გარემოიქცა აბენერ და სცა ჰოროლი თჳსი, და განსწონა ზურგსა მისსა, დაეცა და მოკუდა. და რაჟამს მოვიდიან ყოველნი იგი მდევარნი ადგილსა მას, სადა-იგი იდვა ასაელ მომკუდარი, არღარა სდევედ, არამედ ადგილობანსა ფერჴნი დაიპყრიან.

24 მაშინ დევნა-უყვეს იოაბ და აბესა აბენერს, და მოვიდეს ბორცუსა მას ამომანისასა, რომელ არს პირისპირ გაისსა, გზასა მას უდაბნოსა გაბაონისასა.

25 და შეკრბეს ძენი ბენიამენისნი, და შეუდგეს კვალსა მას აბენერისასა და დადგეს ბორცუსა ზედა ერთსა.

26 სიტყვა იწყო აბენერ მიერ ბორცჳთ იოაბისა და ჰრქვა: ჰე, დაუპყრობელად მახჳლისა მაგის განტევებაჲ, ანუ არა უწყი, რამეთუ აღსასრულსა მაგის საქმისასა სიმწარე შეიქმნეს, ვიდრე არა უბრძანებ ერსა მაგას შენსა უკუნქცევად მოსრვისაგან ძმათა თჳსთასა?

27 მიუგო იოაბ: ცხოველ არს უფალი! თუმცა არა გეთქვა სიტყუაჲ ეგე, ამას ღამესა გეხილვამცა ამის ყოვლისა ერისა ჩემისა ჴელი თითოეულად ძმასა თჳსსა ზედა.

28 აწ უბრძანა იოაბ სწრაფით დაბერვა ნესტჳსა ერსა მას, აღარა სდევდეს ისრაიტელთა მათ, არცა ყვესღა ბრძოლა.

29 და აბენერ და ერი იგი მისი წავიდეს ღამე ყოელ დასავალით კერძო ვიდრე კიდედმდე იორდანისა. და წიაღჴდეს მიერ სწრაფით და მოეფინეს მდინარისკიდესა მას ვიდრე მისლვადმდე ბანაკთა მათ.

30 და იოაბ მოიქცა აბენერისგან და შეკრიბა ერი იგი დავითისი და აღლუმი ყო ანდერზობით, და იპოვნეს მოკლულნი ერისაგან ვითარ ათცხრამეტი კაცი, და ასაელ მათ თანა.

31 ხოლო დავითის ერთა, რომელ მოსწყდეს ძეთაგან ბენიამენისთა და კაცთა ებენერისთა, სამასსამეოცი კაცი.

32 და წარიღეს ასაელ და დაფლეს საფლავსა მამისა თჳსისასა ბეთლემს. და წარვიდეს იოაბ და ერი იგი ღამე ყოელ და განუთენა მათ ქებრონს.

<< ← Prev Top Next → >>