Holy Bible project logo icon
FREE OFF-line Bible for Android Get Bible on Google Play QR Code Android Bible
Holy Bible
for Android

is a powerful Bible Reader which has possibility to download different versions of Bible to your Android device.

Bible Verses
for Android

Bible verses includes the best bible quotes in more than 35 languages

Pear Bible KJV
for Android

is an amazing mobile version of King James Bible that will help you to read this excellent book in any place you want.

Pear Bible BBE
for Android

is an amazing mobile version of Bible in Basic English that will help you to read this excellent book in any place you want.

Pear Bible ASV
for Android

is an amazing mobile version of American Standard Version Bible that will help you to read this excellent book in any place you want.

BIBLE VERSIONS / ბიბლია / ძველი აღთქმა / მეორე მეფეთა

ბიბლია - ძველი ქართულით

პირველი მეფეთა მეორე მეფეთა მესამე მეფეთა

თავი 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 19 20 21 22 23 24

1 ვითარცა ესმა ესე იებოსთეს, ვითარმედ მოკუდა აბენერ ქებრონს, დაჴსნდეს ძარღუნი მისნი და ყოველივე ერი იგი ისრაჱლისა შეძრწუნდა.

2 და ორნი კაცნი მთავარნი, ერისთავნი იებოსთესნი, ძისა მის საულისანი: ბანეა და რექაბ, ძენი რემონისნი, ბეროთ ელიოსანი და ძეთა მათგანივე ბენიამენისნი; რამეთუ ბეროთცა შერაცხილ იყო ძეთა მათ თანა ბენიამენისთა.

3 რამეთუ განძებულ იყუნეს ბეროთელნი იგი გეთსა, და მუნ მწირობდენ ვიდრე დღეინდელად დღემდე.

4 და იონათანისი, ძისა მის საულისი, დაშთომილ იყო ძე ერთი შეხაშმებული ფერჴითა და იყო იგი ხუთისა წლისა, რამეთუ ჟამსა მას, რომელსა მოვიდა მეამბვე იგი საულისა და იონათანისა, ძისა მისისა, ეზრაელით, აღიქუა იგი მაწოვნებელმან, წარიტაცა. და იყო, სივლტოლასა მას მისსა და სწრაფასა დაეცა იგი ფერჴხთა ზედან მის ყრმისათა და აღაკელობა იგი. და სახელი ერქვა მემფიბოსთე.

5 და მოვიდეს ძენი იგი რემოისნი, ბეროთეანისანი: რექაბ და ბანეა, ძმა მისი, და შევიდეს სახიდ იებოსთესა, და მას ეძინა სასვენებელსა შინა თჳსსა.

6 და მეკარეცა მირულებულ იყო, რომელი სცვიდა მას, და რექაბ და ბანეა დაიმალნეს.

7 შევიდეს იდუმალ და მოკლეს იებოსთე, მძინარე სასვენებელსა ზედა, საწოლსა შინა, და მოკუეთეს თავი მისი და წარიღეს დასავლის კერძო ღამე ყოელ.

8 და მოართუეს დავითს ქებრონად და ჰრქუეს მეფესა: აჰა, ესერა, თავი იებოსთესი, ძისა საულისი, მტერისა შენისა, რომელი გეძიებდა შენ მოკლვად! მოგცა შენ უფალმა, უფალსა ჩუენსა, შურის-გებაჲ მტერთა მისთა საულისი და ყოვლისა სახლისა მისისა.

9 მიუგო დავით რექაბსა და ბანეას, ძმასა მისსა, ძეთა რემონისთა ბეროთელისა და ჰრქუა: ცხოველ არს უფალი ჩემი, რომელმან იჴსნა სული ჩემი ყოველთაგან ჭირთა!

10 ვითარცა, რომელმან მითხრა მე სიკუდილი საულისი და მას ეგონა, ვითარმედ კეთილსა რასმე ვახარებო და მუნთქუესვე მო-ხოლო-ვკალ იგი სეკელას, რომლისა ვინ უწყის, თუ ჯერ-იყო ჩემდა მიცემად ხარებისა მისისათჳს.

11 და აწ კაცთა მაგათ უკეთურთა შეხუედით და მოჰკალთ კაცი მართალი სასვენებელსა შინა. ეგრეთვე ვიძიო შური ჴელთაგან თქუენთა და მოგსპო თქუენ ქუეყანით!

12 და უბრძანა დავით მონათა თჳსთა და მოსწყჳდნეს იგინი, და ჩამოჰკიდნეს იგინი გოდოლსა ქებრონს, მოჰკუეთეს ჴელნი და ფერჴნი მათნი, და დამოჰკიდეს იგინი გოდოლსა ქებრონისასა, და თავი იგი მიიღეს და დაფლეს საფლავსა მას აბენერისა, ძისა ნერისა, ქებრონს შინა.

<< ← Prev Top Next → >>