Holy Bible project logo icon
FREE OFF-line Bible for Android Get Bible on Google Play QR Code Android Bible
Holy Bible
for Android

is a powerful Bible Reader which has possibility to download different versions of Bible to your Android device.

Bible Verses
for Android

Bible verses includes the best bible quotes in more than 35 languages

Pear Bible KJV
for Android

is an amazing mobile version of King James Bible that will help you to read this excellent book in any place you want.

Pear Bible BBE
for Android

is an amazing mobile version of Bible in Basic English that will help you to read this excellent book in any place you want.

Pear Bible ASV
for Android

is an amazing mobile version of American Standard Version Bible that will help you to read this excellent book in any place you want.

BIBLE VERSIONS / ბიბლია / ძველი აღთქმა / მეორე მეფეთა

ბიბლია - ძველი ქართულით

პირველი მეფეთა მეორე მეფეთა მესამე მეფეთა

თავი 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 19 20 21 22 23 24

1 კუალად შეკრიბნა დავით ყოველი ჭაბუკი რჩეული სახლისაგან ისრაჱლისა, ვითარ სამასი ათასი კაცი.

2 და წარვიდა დავით და ყოველი ერი მის თანა, მდიდარნი და მთავარნი სახლისა იუდასნი, აღსლვად ბორცუსა მას ზედა წარმოღებად კიდობნისა მის სჯულისასა, რომელსა ზედან წოდებულ არს სახელი უფლისა ღმრთისა ძალთასა, რომელსა ზედან დადგინებულ იყო ქერობინი მას ზედა.

3 და აღიღის და დადგის კიდობანი იგი სჯულისა ურემსა ზედან ახალსა.

4 და წამოიღეს იგი სახლისა მისგან ამინადაბისა, რომელი იყო ბორცუსა მას ზედა, და ოზიას, ძმათა მისთა და ძეთა ამინადაბისათა მოაქუნდა ურემი იგი კიდობნითურთ ღმრთისათ, და ძმანი მისნი ვიდოდეს გარემოსა კიდობანსა.

5 და დავით და ყოველი ერი ისრაჱლისა იმღერდეს წინაშე კიდობანსა ღმრთისა ნესტჳთა და ქნარითა, ბობღნითა და ლინითა და პირად-პირადითა სახიობითა.

6 და მოიწინეს ვიდრე კალომდე ორნია იებოსელისა. მას ჟამსა მიჰყო ჴელი თჳსი ოზია კიდობანსა ღმრთისასა, რათამცა დაამტკიცა, რამეთუ შეხარა იგი ზვარაკმან.

7 და განრისხნა გულისწყრომით უფალი ოზიასა ზედა, მუნთქუესვე ურიდებისა მისთჳს განგალა იგი და მოკუდა კიდობანსა მას თანა უფლისასა წინაშე ღმრთისა.

8 და შეუძნდა დავითს შემუსრვაჲ იგი ოზიასი. და ეწოდა ადგილსა მას" შესამუსრველი ოზიასი " მოდღენდელად დღედმდე.

9 და შეეშინა დავითს უფლისაგან და თქუა: ვითარ შევიღო სახიდ ჩემდა კიდობანი სჯულისა ღმრთისა?

10 და არა უნდა დავითს მიქცევად კიდობანი იგი უფლისა მისისა ქალაქსა დავითისასა, არამედ მიაქცია სახიდ აბედადისა გეთელისა.

11 და დადგა კიდობანი უფლისა მუნ სამ თუე ოდენ და აკურთხა უფალმან სახელი იგი აბედადისი გეთელისა.

12 მიუთხრეს დავითს: აკურთხა უფალმან სახლი აბედარისი და ყოველივე, რაჲცა არს მისი, კიდობნის გამო ღმრთისა! წარვიდა დავით და აღმოიღო კიდობანი სჯულისა ღმრთისა სახლისაგან აბედადისა ქალაქად დავითისა სიხარულით.

13 და იყუნეს მის თანა, რომელთა მოაქუნდათ კიდობანი იგი, მემღერნი შჳდ დასად და საკლავები ზუარაკთა და კრავთა.

14 დავით როკვიდა წინაშე კიდობნისა მის პარითა შორის მოსტჳნვართა მათ და მბობღნართა წინაშე უფლისა მკული სამკაულითა ძოწეულითა.

15 და დავით და ყოველთა ერთა ისრაჱლისათა მოიღეს კიდობანი ღაღადებითა ჴმითა ნესტჳსათა.

16 და შევიდოდა რა კიდობანი იგი უფლისა ქალაქად დავითისა, და მელქოლ, ასული საულისი, იჭჳრებოდა სარკმლით გამო და იხილა მეფე დავით, რამეთუ როკვიდა ქნარითა, მომღერალი წინაშე კიდობნისა უფლისა, და განგმო გულსა შინა თჳსსა.

17 და მოიღეს და დადგეს კიდობანი იგი ღმრთისა კარავსა მას შინა, რომელი აღმართა დავით. და შეწირა დავით წინაშე უფლისა საკუერთხნი მშჳდობისანი.

მეორე მეფეთა 6:17 - David Brings Ark into Jerusalem
David Brings Ark into Jerusalem
18 და რაჟამს აღასრულა შეწირვაჲ მსხუერპლთა და მშჳდობისათა, აკურთხა ყოველი იგი ერი სახელითა უფლისა ყოვლისა მპყრობელისათა.

19 და განუყო ყოველსა მას ერსა და ყოველსა ძალსა ისრაჱლისათა დანითგან ვიდრე ბერსაბემდე: მამაცსა და დიაცსა, თჳთო კუერი პური და თითო დარანი ჴორცი და თჳთო მანდარი ტაბაკისაგან. და წარვიდა ერი იგი სახიდ თჳსად.

20 და შეიქცა დავით კურთხევად სახლისა თჳსისა. და გამოეგებოდა მას მელქოლ, ასული საულისა, აკურთხა იგი და ჰრქუა: რაბამადღა რამე ჰაეროვან და დიდებულ იყავ შენ დღეს, მეფე ეგე ისრაელისა, რაჟამს განკვართულ იყავ შენ და მოხჳდოდე წინაშე მონათა შენთა და მჴევალთა, ვითარცა ვინ განიკვართის როკვასა თჳსსა, ეგრე რამე განკვართულ იყავ დღეს.

21 მიუგო დავით მელქოლს და ჰრქუა: წინაშე უფლისა ჩემისა ვიხარებდე და ვროკვიდე. ხოლო კურთხეულ არს უფალი ჩემი, რომელმან გამომირჩია მე უფროს მამისა შენისა და ყოვლისა სახლისა მისისა, რამეთუ დამამტკიცა მე მთავრად ყოველსა ზედა ერსა თჳსსა ისრაჱლსა.

22 მის წინაშე ვიხარებდე, და ვიმღერდე და ვროკვიდე წინაშე უფლისა და განვიკუართო სიხარულით უფრო და უფროს და შეურაცხად გამოვჩნდე წინაშე თუალთა შენთა და თუალთა მჴევალთა შენთასა, რომელთა წინაშე მარქუ მე, ვითარმედ: დიდებულ რამე შჩნდი!

23 და მელქოლს, ასულსა საულისასა, აღარა ესვა შვილი, ვიდრე სიკუდიდმდე მისა.

<< ← Prev Top Next → >>