Holy Bible project logo icon
FREE OFF-line Bible for Android Get Bible on Google Play QR Code Android Bible
Holy Bible
for Android

is a powerful Bible Reader which has possibility to download different versions of Bible to your Android device.

Bible Verses
for Android

Bible verses includes the best bible quotes in more than 35 languages

Pear Bible KJV
for Android

is an amazing mobile version of King James Bible that will help you to read this excellent book in any place you want.

Pear Bible BBE
for Android

is an amazing mobile version of Bible in Basic English that will help you to read this excellent book in any place you want.

Pear Bible ASV
for Android

is an amazing mobile version of American Standard Version Bible that will help you to read this excellent book in any place you want.

BIBLE VERSIONS / ბიბლია / ძველი აღთქმა / მეორე მეფეთა

ბიბლია - ძველი ქართულით

პირველი მეფეთა მეორე მეფეთა მესამე მეფეთა

თავი 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 19 20 21 22 23 24

1 და იყო, ვითარცა დაემკჳდრა დავით სახლსა შინა თჳსსა. და დააცხრვნა უფალმან გარემოს მისსა ყოველნი მტერნი მისნი.

2 მიუგო მეფემან ნათანს წინაწარმეტყუელსა: მე, ესერა, დამკჳდრებულ ვარ ტაზართა შინა ჩემთა და კიდობანი იგი სჯულისა სდგას კარავსა შინა უფლისსა!

3 მიჰუგო ნათან წინაწარმეტყუელმან მეფესა და ჰრქუა: სად ღმერთმან განგიმარჯვა! მივედ შენ და ყავ, რაცა გნებავს, რამეთუ უფალი ღმერთი შენ თანა არს.

4 და იყო მას ღამესა ბრძანებაჲ უფლისა ნათან წინაწარმეტყუელისა მიმართ და ჰრქუა:

5 მივედ და არქუ მონასა ჩემსა დავითსა, ვითარმედ: ესრე იტყჳს უფალი: არა შენ მიშენო სახლი, რათა დავიმკჳდრო მას შინა?

6 რამეთუ არა დამკჳდრებულ ვარ მე საყოფელთა შინა მიერ დღითგან, ოდეს გამოვიყვანნე ძენი ისრაჱლისანი ქუეყანით ეგჳპტით ვიდრე აქა ჟამამდე, არამედ ვიდოდე მათ თანა საბანაკესა მათსა კარვითა ყოველსა ადგილსა.

7 რომელსაცა მივიდოდე ძეთა მათ თანა ისრაჱლისათა და არა თუ სიტყჳთ სადა ვის ვეტყოდე ერთსა ნათესავთაგანსა ძეთა ისრაჱლისათა, რომელთა-იგი ვამცენ მწყსა ერისა ჩემისა ისრაჱლისა, ვითარმედ: რად არა მიშენეთ მე სახლი ძელთაგან ნაძუთასა?

8 და აწ შენ ესრე ჰრქვა მონასა ჩემსა დავითს: ესრე იტყჳს უფალი ყოვლისა მპყრობელი: გამოგიყვანე შენ ფარეხთაგან სამწყსოთასა და გყავ შენ წინამძღუარ ერისა ჩემისა ისრაჱლისა.

9 და ვიყავ შენ თანა ყოველთა გზათა შენთა, ვიდრეცა ხჳდოდე და მოვსრენ ყოველნი მტერნი შენნი წინაშე შენსა და მიგეც შენ სახელი დიდი მგზავსად სახელთა მათ დიდთა, რომელნი უწინარეს შენსა იყუნეს ქუეყანასა ზედა.

10 და აწ მივსცე ადგილი ერსა ჩემსა ისრაჱლსა, დავნერგნე იგინი და დავამკჳდრნე იგინი თავისთავ და არღარა ზრუნვიდენ, არცა შესძინოს ძემან უსჯულოებისამან ვნებად მათა, ვითარცა-იგი წინათვე,

11 და დღეთა, რომელთა დავამტკიცენ მსაჯულნი ერსა ჩემსა ზედა ისრაჱლსა. აწ მე განგისუენო შენ ყოველთაგან მტერთა შენთა და გაუწყოს შენ უფალმან, ვითარ-იგი ჯერ-იყოს მისა შენებად ტაზარი.

12 და იყო, რაჟამს აღგესრულნენ დღენი შენნი, დაიძინო მამათა შენთა თანა, და აღვადგინო ნათესავისა შენისაგან, რომელი იყოს მუცლისაგან შენისა და განუმზადო მას დამტკიცებად მეფობა შენი.

13 და მან აღაშენოს ტაზარი სახელისა ჩემისათჳს და აღვმართო საყდარი მისი მიუკუნისამდე.

14 და ვიყო მე მისა მამა და იგი იყოს ჩემდა ძე. უკუეთუ შემცოდოს მე, ვგუემო იგი კუერთხითა კაცთათა და განვსწავლო იგი ძეთა მიერ კაცთასა;

15 ხოლო წყალობაჲ ჩემი არავე დავაყენო მისგან, ვითარცა დავაყენე მათგან, რომელნი მიდრკეს პირისაგან ჩემისა.

16 და დავამტკიცო მეფობაჲ იგი მისი და სახელი მისი უკუნისამდე წინაშე ჩემსა და საყდარი მისი აღმართებულ იყოს წინაშე ჩემსა უკუნისამდე.

17 და მგზავსად სიტყუათა ამათ და ჩუენებათა მათ ეტყოდა ნათან დავითს.

18 და შევიდა დავით მეფე და დაჯდა წინაშე უფლისა და თქუა: ვინ ვარი მე, უფალო ჩემო, უფალო? ანუ რა არს სახლი ჩემი, რამეთუ ესეოდენ შემიყუარე მე?

19 რამეთუ უნდო და არარა ვარ მე შენს წინაშე, უფალო, უფალო ჩემო! და ვითარ იტყოდე ოდენ მყოვარ სახლისათჳს მონისა შენისა და ესე რჯულ არს მონისა შენისა შენდა მიმართ, უფალო, უფალო ჩემო!

20 რაღამე შევსძინო, დავით, სიტყუად შენს წინაშე? და აწ შენ იცი მონისა შენისა, უფალო, უფალო ჩემო!

21 მონისა შენისათჳს ყავ ნიჭისაებრ შენისა ყოველი დიდება, რათა გულისხმა-უყო მონასა შენსა.

22 სიმდიდრისათჳს ჩემისა, უფალო ჩემო, უფალო, რამეთუ არა ვინ არს მგზავსი შენდა ღმერთად შენსა გარეშე, ყოველი, რაოდენი გუესმა ყურთა ჩუენთა!

23 არავინ არს ნათესავი, ვითარ ერი შენი ისრაჱლი; რომელსა-იგი უძღოდე ქუეყანასა ზედან, ღმერთო, მაცხოვრად მათდა, რათამცა მოიპოვე იგი ერად შენდა და ადიდე სახელი დიდებითა დიდითა, რაჟამს გამოგყვანდა ერი შენი, რომელი იჴსენ ქუეყანისაგან ეგჳპტელთაგან, ერი იგი და სამკჳდრებელი.

24 და განამზადე თავისა შენისა ერი შენი ისრაჱლი ერად საუკუნოდ და შენ, უფალო, იყავ მათა ღმერთად.

25 და აწცა, უფალო, უფალო ჩემო, სიტყუასა მას, რომელსა იტყოდე მონისა შენისათჳს და სახლისა მისისათჳს, დაემტკიცენ უკუნისამდე! და ვითარცა ეტყოდე, ეგრეცა ყავ.

26 და აწ ამაღლდინ სახელი შენი უკუნითი უკუნისამდე, უფალო ყოვლისა მპყრობელო, ღმერთო ყოვლისა ისრაჱლისაო, და სახლი მონისა შენისა დავითისი აღმართებულ იყავნ წინაშე შენსა!

27 რამეთუ შენ, უფალო ყოვლისა მპყრობელო, ღმერთო ისრაჱლისაო, განაღე ყური მონისა შენისა და სთქუ, ვითარმედ: აღგაშენო შენ! სთქუ, ვითარმედ: აღგიშენო შენ სახლი! ამისთჳს პოვა მონამან შენმან გულჴსნილობაჲ ღმრთისა მიერ ლოცვად შენდა თხოვა ესე.

28 და აწ, უფალო, უფალო ჩემო, შენ ხარ ღმერთი და სიტყუანი შენნი ეგნედ ჭეშმარიტებითა, ვითარცა იტყოდე მონისა შენისათჳს კეთილთა ამათ!

29 და აწ აკურთხე სახლი მონისა შენისა, რათა ეგოს უკუნისამდე წინაშე შენსა, რამეთუ შენ, უფალი, იტყოდე, და კურთხევითა შენითა იკურთხენ სახლი მონისა შენისა უკუნისამდე!

<< ← Prev Top Next → >>