Holy Bible project logo icon
FREE OFF-line Bible for Android Get Bible on Google Play QR Code Android Bible
Holy Bible
for Android

is a powerful Bible Reader which has possibility to download different versions of Bible to your Android device.

Bible Verses
for Android

Bible verses includes the best bible quotes in more than 35 languages

Pear Bible KJV
for Android

is an amazing mobile version of King James Bible that will help you to read this excellent book in any place you want.

Pear Bible BBE
for Android

is an amazing mobile version of Bible in Basic English that will help you to read this excellent book in any place you want.

Pear Bible ASV
for Android

is an amazing mobile version of American Standard Version Bible that will help you to read this excellent book in any place you want.

BIBLE VERSIONS / ბიბლია / ძველი აღთქმა / მეორე მეფეთა

ბიბლია - ძველი ქართულით

პირველი მეფეთა მეორე მეფეთა მესამე მეფეთა

თავი 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 19 20 21 22 23 24

1 დღესა შინა ერთსა ბრძანა დავით, ვითარმედ: და-თუ-ვინ-შთომილ არს სახლისა მისგან საულისასა, რათამცა ვყო მისთჳს წყალობაჲ იონათანის გამო?

2 სახლისაგან საულისა დაშთომილ იყო მსახური ერთი და სახელი მისი სიბა. და მოიყვანეს იგი წინაშე დავითისა და ჰრქუა მას მეფემან: შენ ხარ ყრმა იგი სიბა? ხოლო მან თქუა: მე ვარ მონა შენი.

3 და ჰრქუა მას მეფემან, ვითარმედ: და-თუ-ვინ-შთომილ არს სახლისა მისგან საულისა, რათამცა ვყავ მის თანა წყალობა ღმრთისა? მიუგო სიბა მეფესა და ჰრქუა: არს ძე იონათანისა ერთი, მკელობელი ფერჴითა.

4 და ჰრქუა დავით: სადა არს იგი? და ჰრქუა მას სიბა: სახლსა მაქირისსა, ძისა ამიელისა, გაბარეველისა.

5 და წარავლინა დავით მეფემან და წარმოიყვანეს იგი სახლით მაქირისა, ძისა ამიელისა, გაბარეველისა.

6 და მოვიდა მემფიბოსთე, ძე იონათანისი, ძისა საულისა, მეფისა თანა დავითისა, დავარდა იგი პირსა ზედა თჳსსა და თაყუანი-სცა მეფესა. და ჰრქუა მას დავით: შენ ხარ მემფიბოსთე? ჰრქუა მას მემფიბოსთე: აქა ვარ მონა შენი.

7 და ჰრქუა მას დავით: ნუ გეშინინ, რამეთუ შენ თანა ვყო წყალობაჲ იონათანისა, მამისა შენისათჳს და მოგცე შენ ყოველი სამკჳდრებელი საულისი, მამისმამისა შენისა, და პურისმტე იყო ტაბლასა ჩემსა მარადის!

8 მაშინ თაყუანი-სცა მას მემფიბოსთე და ჰრქუა: რა ვარი მე, მონა ესე შენი, რამეთუ მომხედე მე, ძაღლსა ერთსა მკუდარსა, მიმსგავსებულსა ჩემსა?

9 და მოუწოდა დავით მეფემან სიბას, მონასა მას საულისა, და ჰრქუა: ყოველი, რაცა იყოს მონაგები საულისი, და ყოველი სახლი მისი მიმიცემიეს მე ძისა უფლისა შენისასა!

10 და აწ მუნ იქმოდე ქუეყანასა ძით და მონით შენითურთ და დაუკრიბე უფალსა შენსა ნაყოფი, უქმოდე მას უნჯსა და დაუკრებდ, და მემფიბოსთე, ძე უფლისა შენისა, ჭამდეს მარადის ტაბლასა ჩემსა! და სიბას ესხნეს ათხუთმეტ ძე და ოც მონა.

11 მიუგო სიბა მეფესა და ჰრქუა: ყოველი, რაცა მიბრძანოს უფალმან ჩემმან მონასა ამას თჳსსა, იგიცა ვყო! მემფიბოსთე მარადის ჭამდა ტაბლასა ზედა მეფისასა, ვითარცა ერთი შვილთა მისთაგანი.

12 და მემფიბოსთეს ესვა ძე ერთი მცირე, სახელი მისი მიქა, და ყოველი სამკჳდრებელი სიბასი ჰმონებდა მემფიბოსთეს.

13 და მემფიბოსთე დამკჳდრებულ იყო იერუსალჱმს, რამეთუ მარადის ჭამდა ტაბლისაგან მეფისა. და იგი იყო მკელობელი ორითავე ფერჴითა.

<< ← Prev Top Next → >>