Holy Bible project logo icon
FREE OFF-line Bible for Android Get Bible on Google Play QR Code Android Bible
Holy Bible
for Android

is a powerful Bible Reader which has possibility to download different versions of Bible to your Android device.

Bible Verses
for Android

Bible verses includes the best bible quotes in more than 35 languages

Pear Bible KJV
for Android

is an amazing mobile version of King James Bible that will help you to read this excellent book in any place you want.

Pear Bible BBE
for Android

is an amazing mobile version of Bible in Basic English that will help you to read this excellent book in any place you want.

Pear Bible ASV
for Android

is an amazing mobile version of American Standard Version Bible that will help you to read this excellent book in any place you want.

BIBLE VERSIONS / ბიბლია / ძველი აღთქმა / მეორე მეფეთა

ბიბლია - ძველი ქართულით

პირველი მეფეთა მეორე მეფეთა მესამე მეფეთა

თავი 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 19 20 21 22 23 24

1 და მოავლინა უფალმან ნათან წინაწარმეტყუელი დავითისა და ჰრქვა მას: საშჯელსა ერთსა გკითხავ შენ. მითხარ მე: ორნი კაცნი იყუნეს ქალაქსა შინა. ერთი იგი მდიდარი იყო და ერთი გლახაკი.

მეორე მეფეთა 12:1 - Nathan Rebukes David
Nathan Rebukes David
2 და მდიდრისა მის იყო არვე მროწეული ფრიად.

3 ხოლო გლახაკისა მის არა, გარნა ერთი ტარიგი მცირე, გაეზარდა იგი შვილთა თჳსთა თანა, რომელი ტაბლისა მისისაგან ჭამდა და სასმელისა მისისაგან სუმიდა და უბესა და მკერდსა მისსა ზედა განისუენებდა. და იყო იგი მისა, ვითარცა ასული.

4 დღესა ერთსა მდიდარსა მას მოუვიდა სტუმარი და არვისა მისისაგან დიდისა არა მოუმზადა სერი, არამედ მოუღო ტარიგი გლახაკსა მას და დაუკლა სტუმარსა მას თჳსსა და ზვარაკისა უფალი იგი მოკლა.

5 ვითარცა ესმა ესე დავითს, განრისხნა ფრიად და ჰრქუა ნათანს: ცხოველ არს უფალი! სიკუდილისა თანამდებ არს კაცი იგი, რომელმან ესე საქმე ჰყო.

6 ტარიგი იგი შჳდ წილად ზღვად, რამეთუ ეგე საქმე ქმნა და არა შეიწყალა იგი!

7 მიუგო ნათან დავითსა და ჰრქუა: შენ, თავადი ხარ, რომელმან ჰყავ ეგე! აწ ამას იტყჳს უფალი ღმერთი ისრაჱლისა: მე გცხე შენ მეფედ ყოვლისა ისრაჱლისა ზედა, გიჴსენ შენ ჴელისა საულისათა,

8 და მიგეც შენ მონაგები უფლისა შენისა და მოგცენ ცოლნი მისნი უბეთა შენთა, და ყოველნივე სახლნი ისრაჱლისა და იუდასი. და თუ ვეღარა-კმა გეყოფოდა, შე-მცა-გძინე სხუაცა!

9 აწ რად შეურაცხ-ყავ შენ ბრძანებაჲ იგი უფლისა შენისა და ჰქმენ საქმე ესე ბოროტი წინაშე მისსა? ურია ქეტელი მოჰკალ მახჳლითა ძეთა ამონისთაჲთა და ცოლი მისი მოიყვანე ცოლად შენდა?

10 აწ ნუ განეშორებინ მახჳლი სახლსა შენსა უკუნისამდე ჟამთა ამისთჳს, რამეთუ შენ შეურაცხ-მყავ მე და მოიყვანე შენ ცოლი ურია ქეტელისა ცოლ-ყოფად შენდა!

11 ამას იტყჳს უფალი: აჰა, ესერა, სახლით შენით აღვადგინო ძჳრი შენ ზედა და ცოლნი შენნი წინაშე შენსა სხუასა მივსცნე მოყუასსა შენსა, დაისუენოს მათ თანა ცხადად!

12 შენ ეგრე ჰგონე, რამეთუ ფარულად ჰყავ. მე განცხადებულად ვყო წინაშე ყოველთა ძეთა ისრაჱლისათა და წინაშე მზისა ამის!

13 მიუგო დავით ნათან წინაწარმეტყუელსა და ჰრქუა: ვცოდე წინაშე უფლისა! მიუგო ნათან: და უფალმანცა მიგიტევნა ცოდვანი შენნი, რათა არა მოჰკუდე.

14 ხოლო აწ, რამეთუ განარისხე უფალი, ღმერთი შენი, და განაღჳძენ მტერნი შენნი შენ ზედა საქმითა ამით, შვილი იგი, რომელ შობად არს მისგან, სიკუდილით მოკუედინ!

15 და ვითარცა წართქუნა ნათან სიტყუანი ესე, წარვიდა სახიდ თჳსად და დასცა უფალმან ყრმა იგი, რომელ უშვა ცოლმან ურიისამან დავითს, და დასნეულდა.

მეორე მეფეთა 12:15 - David\'s Punishment
David\'s Punishment
16 და ილოცვიდა დავით ღმრთისა მიმართ ყრმისა მისთჳს და იმარხჳდა მარხვასა და იდვა ქუეყანასა ზედა.

17 და შევიდეს მისსა მოხუცებულნი ერისანი და აიძულებდეს აღდგომად და ჭამად რასმე, და არა აღდგა მიწისაგან, არცა ჭამა და არცა სვა.

18 ხოლო მეშჳდისა დღისა შემდგომად მოკუდა ყრმა იგი. და ეშინოდა მონათა დავითისთა თხრობად სიკუდილი მისი და ზრახვიდეს, ვითარმედ: ვიდრე ცოცხალ იყო, არა გუერჩდა აღდგომად ქუეყანით, და აწ ვითარ ვიკადროთ თქუმად სიკუდილი ყრმისა მის? ნუუკუე შეჰრჩეს გულსა ბოროტი ჩუენთჳს!

19 და იხილა დავით, რამეთუ ჩურჩნდეს ურთიერთას და გულისხმა-ყო, ვითარმედ მოკუდა ყრმა იგი, და ჰრქუა მათ დავით: მოკუდა ყრმაჲ იგი? და მათ ჰრქუეს: მოკუდა!

20 და აღდგა დავით ქუეყანისაგან და იცხო და შეიმკო, და შევიდა ტაძარსა მას ღმრთისასა და თაყუანი-სცა უფალსა და შევიდა სახლად თჳსსა და დაჯდა, ჭამა და სუა და იხარებდა.

21 და ჰრქუეს დავითს: რაჲ არს ესე, რომელ შენ ჰყავ? რამეთუ ვიდრე იყო ყრმაჲ იგი, იმარხევდ, იღჳძებდ და სტიროდე და ვითარცა მოკუდა, აღსდეგ და განმხიარულდი და სჭამე და ჰსუ?

22 მიუგო დავით: ვიდრე ცოცხალ იყო, ვწუხდი, რათამცა წყალობა ეყო ღმერთსა და ეცხოვნა ყრმაჲ იგი.

23 ხოლო აწ რაჲ მოკუდა, აქა არღარა მოიწიოს, არამედ მე მისა მისლვად ვარ, და რაჲსაღა ვწუხ?

24 და მოუწოდა დავით ბერსაბეს, ცოლსა თჳსსა, და ნუგეშინი-სცა მას, და შევიდა მისსა. და მიუდგა და უშვა ძე. და უწოდა სახელი მისი სოლომონ. და შეიყუარა იგი უფალმან.

25 და მიავლინნა მისსა ნათან წინაწარმეტყუელი და უწოდა მას სახელი იედედი, რომელ არს "საყუარელ უფლისა".

26 ამისად შემდგომად ბრძოდა იოაბადს, რაბათს, ძეთა მათ ამონისთა, სძლო და დაიპყრა ქალაქი იგი მეფისა მათისა.

27 და წარავლინნა მოციქულნი იოაბ დავითისა და ჰრქუა, ვითარმედ: დავიპყარ წყლით კერძო ქალაქისა ამის!

28 აწ თჳთ მოვედ აქა, დაიპყარ ქალაქი ესე, რათა არა სახელი ჩემი იყოს დაპყრობად ამისა, არამედ შენი!

29 და შეკრიბა დავით ყოველი ერი და მივიდა რობათს, ბრძოლა-ყო და დაიპყრა ქალაქი იგი.

30 და თჳთ მოჰჴადა მეფესა მათსა მელქონს გჳრგჳნი თავსა მისსა. და იყო იგი სასწორითა ერთი ქანქარი ოქრო და ანთრაკი, დაიდგა იგი დავით თავსა თჳსსა და ნატყუენავი გამოიღო ფრიად.

31 და ნეშტი ერისა მის გამოიყვანა და განხერხნა იგინი ხერხითა და მოსწყჳდნა იგინი ტაბრაკითა და ვაზირითა. და მოიყვანნა იგინი მადიბადდ, რომელ არს ალიზისმოქმედთა, და ესრეთ უზმიდა ყოველთა ქალაქთა ძეთა ამონისთა. და მოვიდა დავით ერითურთ იერუსალჱმად.

<< ← Prev Top Next → >>