Holy Bible project logo icon
FREE OFF-line Bible for Android Get Bible on Google Play QR Code Android Bible
Holy Bible
for Android

is a powerful Bible Reader which has possibility to download different versions of Bible to your Android device.

Bible Verses
for Android

Bible verses includes the best bible quotes in more than 35 languages

Pear Bible KJV
for Android

is an amazing mobile version of King James Bible that will help you to read this excellent book in any place you want.

Pear Bible BBE
for Android

is an amazing mobile version of Bible in Basic English that will help you to read this excellent book in any place you want.

Pear Bible ASV
for Android

is an amazing mobile version of American Standard Version Bible that will help you to read this excellent book in any place you want.

BIBLE VERSIONS / ბიბლია / ძველი აღთქმა / მეორე მეფეთა

ბიბლია - ძველი ქართულით

პირველი მეფეთა მეორე მეფეთა მესამე მეფეთა

თავი 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 19 20 21 22 23 24

1 და იყო, ამისა შემდგომად ესუა აბესალომს, ძესა დავითისსა, დაჲ ერთი ქმნულკეთილი ფრიად და სახელი მისი თამარ. და შეიყუარა იგი ამონ, ძემან დავითისამან.

2 და იურვოდა ამონ იგი მისთჳს და იდვა სნეული მჭირნედ თამარისთჳს, დისა თჳსისა, და ღონე ვერარა ყო, ვითარმცა უყო რა მას.

3 და იყო ამონისი მოყუასი ერთი, და სახელი მისი იონადაბ, ძე სამიასი, ძმისწული დავითისი. და იონადაბ ბრძენი იყო ფრიად.

4 და რქვა ამოანს: რად ეგრე განიკაფები დღითი დღე, ძეო მეფისაო? მიუგო ამნონ და ჰრქუა: თამარ, დაჲ აბესალომისი, ძმისა ჩემისა, მიყუარს მე!

5 მაშინ ჰრქუა მას იონადაბ: მიწევ ცხედარსა ზედა და მიზეზ-იდგ სნეულებისა და რაჟამს მოვიდეს მამა შენი ხილვად შენდა, მოითხოვე იგი მისგან, და ესრე არქუ, ვითარმედ: მოავლინე დაჲ ჩემი თამარ, და ზედამადგეს და მსახურებდეს მე და მიქმოდის წვენსა და ვსჭამო.

6 და მიწვა ამონ ცხედარსა თჳსსა ზედა და მიზეზ-იდგა სნეულებისა. და ვითარცა შევიდა მამა მისი ხილვად მისა, და ჰრქუა ამონ მეფესა: უბრძანე თამარს, დასა ჩემსა, რათა მოვიდეს ჩემდა და მიქმოდის საჭმელსა და ვჭამდე ჴელთაგან მისთა!

7 და მიავლინა მსწრაფლ დავით მეფემან თამარისა და ჰრქუა მას: მივედ შენ სახიდ ამონისა, ძმისა შენისა, და უქმოდე ჭამადთა!

8 და მივიდა თამარ სახიდ ამმონისა, ძმისა თჳსისა, და იგი მიყრდომილ იყო ცხედარსა თჳსსა ზედა, მოიღო თამარ სამინდო და შექმნა იგი ლელანგოდ, და აღმოაგო იგი გუარდაკთა.

9 და მიუპყრა მას, ხოლო მან არა მიიღო. მაშინ თქუა ამნონ: განავლინეთ კაცები იგი! და ვითარცა განვიდა კაცები იგი.

10 ჰრქუა ამონ თამარს: შემომართუ მე ჭამადი ეგე სასუენებელად, ვჭამო!

11 და მან შეართვა იგი, და შეიპყრა იგი ამნონ და აიძულებდა დაწოლად მის თანა.

12 ჰრქუა მას თამარ, დამან მისმან: ნუ ჯერ-გიჩნს ეგე, ძმაო ჩემო, ნუ იყოფინ გინებაჲ ეგე! რამეთუ არასადა ყოფილ არს ისრაჱლსა შორის, ნუ იქმ ბილწებასა მაგას საქიქელსა.

13 რამეთუ არა იყოს ადგილი, სადა არა მიიწიოს სირცხჳლი და ყუედრებაჲ ჩემი, და შენ იქმნე შორის ისრაჱლისა, ვითარცა უგუნური! და უკუეთუ ეგე გნებავს, მომითხოვე უფალსა ჩემსა მეფესა და უწყი, რამეთუ არა იყოს უნებელი შენი!

14 და არა ისმინა ამონ, არამედ შეიპყრა და დაამდაბლა იგი.

15 და მყის მოიძულა იგი სიძულილითა დიდითა, რამეთუ უფროს იყო სიძულილი სიყუარულსა მისსა და ჰრქუა ამონ თამარს: აღდეგ, განვედ ამიერ!

16 ჰრქუა მას თამარ: ნუ ეგრე ზამ, ძმაო! უდიდესი არს უკუანაჲსკნელი ესე უსჯულოება ვიდრე პირველსა მას, რა-იგი მიყავ, და აწ განმაძო, მე! არამედ არა უსმინა მას.

17 ხოლო ამონ მოუწოდა ეზოსმოძღუარსა თჳსსა და ჰრქუა: განავლინე ეგე ჩემგან და დაჴაშ კარნი!

18 ემოსა თამარს სამოსელი ვარსკულავედი, რომელი ეგრე შეიმოსიან ქალწულებათა შინა ასულთა მეფისათა. და მსახურთა გამოაძეს იგი გარე და დაუჴშეს კარნი.

19 აღიღო თამარ ნაცარი და გარდაისხა თავსა და ვარსკულავედი იგი სამოსელი დაიპო და ჴელნი თავსა შეისხნა და ტიროდა ჴმითა დიდითა.

20 მოეგებოდა მას აბესალომ, ძმა მისი, და ჰრქუა: რასა სტირ, რა არს? ნუუკუე ამონ, ძმამან შენმან, უნებელი რამე გიყო? აწ დადუმენ, დაო ჩემო, რამეთუ ძმა შენი არს და ნურარასა მიიღებ გულად შენდა! და დაჯდა თამარ ქურივობით სახლსა შინა ძმისა თჳსისა აბესალომისასა.

21 ესმა რაჲ ესე დავითს, შეწუხნა ფრიად, გარნა არა შეაურვა ამონ, რამეთუ პირმშო ძე იყო მისი და უყუარდა ფრიად.

22 მიერ ჟამითგან მოიძულა აბესალომ ძმა თჳსი უკეთურებისათჳს და გინებისა დისა მისისა და არა მიუგო სიტყუაჲ კეთილი, არცა ბოროტი.

23 და შემდგომად ორისა წლისა რისვა იყო აბესალომისი ბეთმარონს მახლობელად ეფრემისა და მიხადნა ყოველნი ძენი მეფისანი.

24 და მოვიდა წინაშე მეფისა და ჰრქუა: მრისავნი არიან მონისა შენისანი, და მოვედინ მეფე და იშუებდინ ვანსა მონისა თჳსისასა!

25 ჰრქუა დავით: აცადე, შვილო, ნუ ყოველნი მოვიდეთ, რათა არა დაგიმძიმოთ! ხოლო აბესალომ ევედრებოდა. გარნა მეფემან არა ინება, არამედ აკურთხა და განუტევა.

26 მერმე ჰრქუა აბესალომ მეფესა: მომივლინე მე ამონ, ძმა ჩემი! ჰრქუა მას მეფემან: რაჲსა გიჴმს, რად მოვიდეს შენდა ამონ? გვალე, იქმოდე საქმესა შენსა!

27 და კუალად ჰრქუა აბესალომ, ვითარმედ: გამოავლინე იგი! და მიავლინა დავით ამონ და ყოველნი ძმანი მისნი მის თანა. და ყო აბესალომ შვება დიდი მსგავსად ტაძრისა მის სამეფოსა.

28 და ამცნო აბესალომ მონათა თჳსთა და ჰრქუა, რაჟამს კეთილად დაითროს ამონ და მე გრქვა თქუენ, ვითარმედ: მალე ყავთ, მსწრაფლ მოკალთ იგი! ნუ გეშინინ, რამეთუ მე გიბრძანებ და მჴნედ იყვენით ძენი ძლიერებისანი!

29 და მათ ყვეს ეგრე, ვითარცა უბრძანა აბესალომ და მოკლეს იგი, განცჳვეს ყოველნი ძენი მეფისანი, დასხდეს ჰუნეთა მათთა და ივლტოდეს.

30 და ვიდრე მეოტად მოვიდოდეს, ქადაგი მოვიდა მეფისა და ჰრქუა, ვითარმედ: მოსწყჳდნა აბესალომ ყოველნი ძენი მეფისანი და არა დაშთა მათგანი არცა ერთი.

31 აღდგა დავით მსწრაფლ და დაიპო სამოსელი თჳსი და დაჯდა ქუეყანასა. და ყოველთა მონათა მისთა დაიპეს სამოსელი მათი.

32 მაშინ ჰრქუა იონადაბ, ძემან სამაჲსამან, ძმისწულმან დავითისამან, ვითარმედ: ნუ ესრე ჰგონებნ მეფე, ვითარმცა ყოველნი ძენი მეფისანი მოსწყდეს, არამედ ამონ ხოლო მოუკლავს, რამეთუ ბოროტი ედვა გულსა აბესალომისასა ამონისთჳს მიერითგან, რაჟამს აგინა დასა თჳსსა თამარს.

33 აწ ნუ საგონებელ-გიჩნს, მეფევ, რათამცა ყოველნი ძენი მეფისანი მომწყდარ იყუნეს, არამედ მხოლოდ ამონ მოიკლა.

34 და ივლტოდა აბესალომ მეფისაგან და იხილა გუშაგმან, გუნდი ერთი დიდძალი მოვიდოდა გზასა მას კერძოსა მთისასა. და უთხრა გუშაგმან მან მეფესა და ჰრქუა, ვითარმედ: ვიხილე მე გუნდი ერთი დიდძალი, რომელი ჩამოვიდა სორემით მთით კერძო.

35 და ჰრქუა იონადაბ მეფესა: აჰა, ესერა, ძენი მეფისანი მოვლენან სიტყჳსაებრ მონისა შენისა!

36 და ვითარცა ამას იტყოდა ოდენ, მო-ხოლო-ვიდეს ძენი მეფისანი და ჴმითა დიდითა ტიროდეს და შევიდეს წინაშე მეფისა. და თავადი მეფეცა ტიროდა და ატირებდა ყოველსა ერსა ფრიად.

37 და აბესალომ მოვიდა თოლმისა, ძისა ამიუდისა, მეფისა გესურელთასა, ქუეყანად მაქელთასა და ეგლოვდა მეფე ძესა თჳსსა დღე ყოელ.

38 და აბესალომ ივლტოდა და წარვიდა გესურს და მუნ იყო ორ წელ ოდენ.

39 და დასცხრა მეფე აბესალომის ზედა, რომელმან ნუგეშინის-იცა ამონისთჳს, რომელი მოკუდა.

<< ← Prev Top Next → >>