Holy Bible project logo icon
FREE OFF-line Bible for Android Get Bible on Google Play QR Code Android Bible
Holy Bible
for Android

is a powerful Bible Reader which has possibility to download different versions of Bible to your Android device.

Bible Verses
for Android

Bible verses includes the best bible quotes in more than 35 languages

Pear Bible KJV
for Android

is an amazing mobile version of King James Bible that will help you to read this excellent book in any place you want.

Pear Bible BBE
for Android

is an amazing mobile version of Bible in Basic English that will help you to read this excellent book in any place you want.

Pear Bible ASV
for Android

is an amazing mobile version of American Standard Version Bible that will help you to read this excellent book in any place you want.

BIBLE VERSIONS / ბიბლია / ძველი აღთქმა / მეორე მეფეთა

ბიბლია - ძველი ქართულით

პირველი მეფეთა მეორე მეფეთა მესამე მეფეთა

თავი 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 19 20 21 22 23 24

1 ოდეს სცნა იოაბ, ძემან შარუელისმან, რამეთუ გული მეფისა მოლბა აბესალომისთჳს,

2 მიავლინა იოაბ თეკუედ და მოიყვანა მუნით დედაკაცი ერთი ბრძენი და ჰრქუა მას, ვითარმედ: მგლოვარედ იპყარ თავი შენი და შეიმოსე სამოსელი საგლოველი და ნუცა იცხებ საცხებელსა და იყავ ვითარცა დიაცი ვინმე მრავლის ჟამითგან მწუხარე მკუდარისათჳს.

3 და შეხჳდე შენ წინაშე მეფისა და იტყოდე, რომელი მე გასწაო შენ! და გულისხმა-უყვნა სიტყუანი იგი, რომელ თქუმად ესხნეს პირით მისით.

4 და მოვიდა დედაკაცი იგი თეკველი წინაშე მეფისა და დავარდა პირსა ზედა თჳსსა და თაყუანი-სცა მას, ევედრებოდა მას და ეტყოდა: განმარინე მე, მეფე, განმარინე!

5 და ჰრქუა მას მეფემან: რა არს? რა შეგემთხჳა? მაშინ თქუა დედაკაცმან მან: ნანდვილვე ქურივი იგი მე ვარ, რამეთუ ქმარი ჩემი მოკუდა.

6 და დამშთეს მჴევალსა ამას შენსა ორ ძე და იბრძოდეს ურთიერთას უდაბნოსა, და არა ვინ იყო, რომელმანცა განაშველნა იგინი. და სცა ერთმან მან და მოკლა ძმა თჳსი.

7 და მეტყჳან მე ნათესავნი მისნი, ვითარმედ მოგუეც ჩუენ ძმა იგი მისი და მოვკლათ იგი მოკლულისა მისთჳს ძმისა მისისა, რათამცა არა დაშთა მკჳდრი ქმრისა ჩემისა ქუეყანასა ზედა.

8 მიუგო მეფემან და ჰრქუა დედაკაცსა მას; წარვედ შენ სახიდ შენდა მშჳდობით და მე ვბრძანო შენთჳს!

9 და ჰრქუა დედაკაცმან მეფესა: უფალო ჩემო მეფე, ჩემ ზედა იყავნ შეცოდება იგი და სახლსა ზედა მამისა ჩემისასა! მეფე და საყდარი მისი უბრალო იყავნ!

10 მიუგო მეფემან და ჰრქუა: რომელი გეტყოდა სიტყუასა მაგას, მოიყვანე იგი აქა ჩემს წინაშე და არღარა შეგეახლოს შენ!

11 მიუგო დედაკაცმან და ჰრქუა: მოიჴსენე, მეფე, უფალი ღმერთი შენი, ნუუკუე განმრავლდენ შურისმეძიებელნი სისხლისა მისისანი და შენ მოკლა ძე იგი ჩემი? მიუგო მეფემან და ჰრქუა: ცხოველ არს უფალი ღმერთი ჩემი, ვითარმედ არა დავარდეს თმა ერთი თავისა მისისა ქუეყანასა ზედა!

12 მიუგო დედაკაცმან და ჰრქუა: მიბრძანე, რათა თქუას მჴევალმან შენმან სიტყუაჲ ერთი შენს წინაშე! და ჰრქუა მეფემან: იტყოდე!

13 მიუგო დედაკაცმან და ჰრქუა: რადმე იზრახა ესევითარი ზრახვა ერსა ამას ზედა უფლისასა? და თანაწარჴდა სიტყუაჲ ესე მეფესა დამტკიცებად, რათა არღარა მოიქცეს განშორებული შენგან.

14 რამეთუ მოკუდა ძე იგი შენი და, ვითარცა წყალი რა დაითხიის ქუეყანასა ზედა, ვერღარა შეკრბის, და არცაღა მიაქციოს თავადმან სული მისი. და აწ იზრახა მეფემან განშორებად განშორებულისა მისთჳს.

15 და აწ რომლისათჳს მოვსულ ვარ სიტყუად მეფისა უფლისა ჩემისა, მიხილონ მე ერმან ამან და მრქვან მჴევალსა შენსა, ვითარმედ: იტყოდეს მჴევალი შენი წინაშე უფლისა ჩემისა მეფისა, რათა ყოს მეფემან სიტყუაჲ მჴევლისა თჳსისა.

16 რათა ისმინოს მეფემან და იჴსნეს მჴევალი თჳსი კაცთა მათგან, რომელნი ეძიებდეს ძესა ჩემსა მოკლვად ერთბამად სამკჳდრებელისა მისგან უფლისა.

17 და თქუას მჴევალმან შენმან, ვითარმედ: იყავნ სიტყუაჲ უფლისა ჩემისა მეფისა, ვითარცა შესაწირავი მსხუერპლთა და ვითარცა ანგელოზი უფლისა, ეგრეცა უფალი ჩემი მეფე მსმენად კეთილისა და ბოროტისა! და იყავნ უფალი ღმერთი შენ თანა!

18 მიუგო მეფემან დედაკაცსა მას და ჰრქუა: ნუ დამიმალავ მე ერთსაცა სიტყუასა, რომელსა გკითხავ შენ! და ჰრქუა დედაკაცმან: იტყოდენ უფალი ჩემი მეფე!

19 თქუა მეფემან: ნუთუ იოაბისნი არიანა ეგე სიტყუანი, ანუ ჴელცემული რაჲ არს შენდა? თქუა დედაკაცმან მან: ცხოველ არს სული შენი, უფალო ჩემო მეფე! არასადათ მივაქციე გარნა, რომელნი-იგი შეამრგვალნა პირსა შინა ჩემსა მონამან შენმან იოაბ.

20 და თჳთ შენ მეცნიერ ხარ და ბრძენ მსგავსად ანგელოზისა ღმრთისათა და უწყი ყოველივე, რაჲ არს ქუეყანასა ზედა!

21 მაშინ ჰრქუა მეფემან იოაბს: ნება-გეყავნ სიტყჳსაებრ შენისა, მივედ და მოიყვანე ყრმა იგი აბესალომ!

22 და დავარდა იოაბ პირსა ზედა თჳსსა და თაყუანი-სცა მას და აკურთხა მეფე იგი და თქუა იოაბ: აწ უწყი, რამეთუ ვპოვე მადლი წინაშე მეფისა, რამეთუ ყო მეფემან სიტყუაჲ მონისა თჳსისა.

23 და წარვიდა იოაბ გედსურად და მოიყვანა აბესალომ იერუსალჱმდ.

24 და ჰრქუა მეფემან: მივედინ აბესალომ და იყავნ სახლსა შინა თჳსსა და პირსა ჩემსა ნუ იხილავნ! და მივიდა სახიდ თჳსა და პირი მეფისა არა იხილა.

25 არა იყო სხუა კაცი ქმნულკეთილ, ვითარ აბესალომ, ისრაჱლსა შორის ფერჴითგან ვიდრე თავადმდე. და არა იყო ბიწი მის თანა.

26 არა იკვეცის თმა თჳსი ვიდრე წელიწადამდე და მაშინღა იკვეცის თმა თჳსი, რამეთუ დაუმძიმდის და, რაჟამს იკუეცის, არნ იგი სასწორითა სამეფოთა ორასი სიკილა.

27 და ესხნეს აბესალომს სამ ძე, ერთ ასულ, და სახელი მისი თამარ, და იყო იგი ქმნულკეთილ ფრიად.

28 და ჯდა აბესალომ იერუსალჱმს ორ წელ ოდენ და პირი მეფისა არა იხილა.

29 და მოუწოდა აბესალომ იოაბს თჳსთა თანა, რათამცა შეავლინა იგი მეფისა. ხოლო იოაბ არა მივიდა. და მერმე მიავლინა მისა მეორედ და მან არავე ინება მისლვად მისა.

30 მაშინ ჰრქუა აბესალომ მონათა თჳსთა: გვალე, მივედით და მოწუთ ყანა იგი იოაბისი ქრთილად თესილი, რომელ არს მახლობელად აგარაკსა ჩუენსა! და ყვეს ეგრე მონათა მათ აბესალომისათა, ვითარცა უბრძანა მათ. და უთხრეს იოაბს მონათა მისთა, ვითარმედ: მოწვეს ცეცხლითა ყანა იგი ჩუენი მონათა აბესალომისათა.

31 მსწრაფლ მივიდა იოაბ აბესალომისა და ჰრქუა: რასთჳს მომიწვეს მონათა შენთა ყანა იგი ჩემი ცეცხლითა!

32 და ჰრქუა აბესალომ იოაბს: მივავლინე შენდა ერთგზის და ორგზის და ვთქუ, ვითარმედ: მოვედ და მიგავლინო შენ მეფისა, რათამცა ჰრქუა მას, ვითარმედ: რასათჳს წარმოვედ მე გესურით და ვზი აქა? უმჯობესი იყო ჩემდა მუნ ჯდომა ვიდრე აქა მოსლვასა და მეფისა არახილვასა! და თუ არს რამე შეცოდება ჩემ თანა, სიკუდილით მომაკუდინენ მე!

33 და მივიდა იოაბ მეფისა და უთხრა ესე ყოველი სიტყუაჲ. და უბრძანა მეფემან მოწოდება აბესალომისი და შევიდა იგი წინაშე მეფისა, თაყუანი-სცა პირსა ზედა თჳსსა, და მიუწოდა მეფემან აბესალომს და შეიტკბო იგი და ამბორს-უყო მას.

<< ← Prev Top Next → >>